Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165478-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165478-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

05.02.16 03:11 darina ELIZAROVI
ვინმე ყოფილა და დაუსრულებია ბოლომდე ეს დიეტა?შედეგი დაცერეთ თუ შეიძლება
05.02.16 01:40 duka_duki
პარასკევი დილა 106.600 ანუ 4 დღეში 4.8000
04.02.16 17:48 alleko
duka_duki: სუნზე არ მაქ პრობლემა, უბრალოდ უმარილო როა ძალიან ცუდი გემო აქ :)) რასაც ვკითხულობ უმეტესობა აქ გოგოები წერენ და იმედი მქონდა ვინმეს რამე გემრიელი რეცეპტი ექნებოდა. დაბლენდერებას და ისე მირთმევას ვაპირებ ვნახოთ რა გამოვა.
04.02.16 17:13 andro
გამარჯობაათ :) დღეიდან ვიწყებ ამ დიეტას 64ვიყავი ბოლოს რო ავიწონე ვნახოთ რა შედეგით დასრულდება 'უგულავას დიეტა'.(იმედია მეშველება 5კილო მაინც) გპირდებით ყოველი კვირის ბოლოს შეგატყობინებთ თუ როგორ მიდის ჩემი საქმეე. წარმატებები მისურვეთ!
04.02.16 17:05 maldita
tatka24 ჩემი ოცნების წონა ყოფილხარ :)) რაღათ გინდა უგულავა ? რა საინტერესოა ეგეთ წონაზე რამდენს დაიკლებ?!... მოიწერე აუცილებლად, მეც 7 ის მერე აღარ ვჭამ.

alleko სუპის გემოს მოყვანას ნუ ეცდები :)) მე ყველანაირ ბოსტნეულს ვყრი რაც კი შემხვდება, სუნელებსაც ვამატებ და მწვანილს,მაგრამ არ შველის... უმარილო რომაა უგემურია მაგიტომ.


duka_duki მეც შენსავით დავიკელი პირველ კვირაში, 84 დან 79 ზე ჩამოვედი, 5კგ ჯამში, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დიეტის ბოლოს 70 ზე ჩამოვალ!

Kate* მე მე2 კვირის მე4 დღეს ვამთავრებ დღეს, შენ რას შვები როდის უნდა აიწონო ??
04.02.16 15:52 duka_duki
Alleko:სუპს გემოს ვერ მოუყვან, შანსი არაა, მე ცხვირზე "შპილკას" ვიკეთებ და ისე ვჭამ
04.02.16 15:49 duka_duki
მე არაფერს ვჭამ ზედმეტს, უბრალოდ მთელი დღე ვერ ვახერხებ ჭამას და ყავას ვსვამ, საღამოს 6-ზე ვჭამ სადილის ულუფას და ცხრაზე ვახშამს
04.02.16 15:02 alleko
გამოცდილი ხალხი ხართ დაიქნებ დამეხმაროთ მესამე დღეს მითითებულ ბოსტნეულის სუპს როგორ ამზადებთ? თორემ ისეთი საშინელება გამომივიდა თქმაც არ მინდა :D
04.02.16 13:39 Kate*
დუკიი გილოცავ ხომ ხედავ გამოვიცანი..კარგია წარმატებები შენ კარგად დაიკლებ..ზუსტად იცავ ცოტა დარღვევები არ გქონია ვოობშე?მე ცოტა მაქვს და რავიიცი ოღონდ ვაშლი და ყავა ჩაი მეტი არაფერი ზედმეტი.
04.02.16 13:35 Kate*
თათია საინტერესოა პატარა წონა გაქვს და ნეტავ რამდენს დაიკლებ..წარმატებები..
04.02.16 12:54 duka_duki
ეხლა 107.800 ვარ
04.02.16 12:17 tatka24
მე არ დამირღვევია, ზუსტად ვაკეთებ და საათობრივად ვიკვებები. ბოლო ჭამა 6 საათზე მაქვს. ვცდილობ საღეჭი რეზინაც არ დავღეჭო :)) კვირის ბოლოს ავიწონები. 58 კგ ვიყავი რომ დავიწყე. ორშაბათს დავწერ 1 კვირის შედეგს.
04.02.16 12:03 Kate*
ვაუუ ჯერ მეოთხე დღეა რავიცი.შესაძლოა 4კგ.აბა თქვიი
04.02.16 10:56 duka_duki
აბა ვინ გამოიცნობს 111.400 დან რამდენზე ჩამოვედი პირველში დავიწყე,
04.02.16 08:23 Kate*
როგორ არა ვჭამ მაინც ალბათ მე არ მყოფნის ხახა! დღეს 100გრამი პური ვჭამე ძაამ მშიოდა და მინდოდა..სასწრაფოდ მინდა ორშაბათი მოვიდეს მეორე კვირა..მალდიტ შენ ჩემსავით მეოთხე დღეზე ხარ ხომ?ჯერ სად ვართ
04.02.16 08:17 Kate*
სპს
04.02.16 07:50 Kate*
სპს
04.02.16 07:50 maldita
Kate* შენ რას ჭამ საერთოდ ვეღარ გავიგე ? :))) ეგრე გაგძვრება სული, ჭამე რაც ცერია :)

tatka24 სწორად გიყიდია, გაუდა კარგია, ბულიონსაც გალინა ბლანკიტ ბევრი აკეთებს, აბა შენ იცი წარმატებებიიი!! რომელ დღეზე ხარ და რამდენი დაიკელი ?>
04.02.16 07:38 duka_duki
გამხნევდიით
04.02.16 06:16 Kate*
მე ისტანბულში ვარ და ჰოლანდიურის მაგვარია თეთრი ნუ კალორია ერთნაირი აქვს.. მე არ გამომდის ბევრი რავი მშიერი ვარ საღამოს ძალიან და გუშინ ვაშლიც ვჭამე ღამე.ბულიონს სუპს არ ვჭამ.კარტოშკა და გაროხი საშინელებაა უფ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია