Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165479-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165479-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

07.02.16 14:05 Kate*
და რამდენი კილო ხარ საინტერესოა კაი შედეგია რა 8კგ გილოცავთ ყველას და წარმატებები
07.02.16 11:59 ninia30
შენარჩუნების დღეები ვინმეს გაგიკეთებიათ?
07.02.16 10:42 ninia30
დაახლოებით 8 კილო..არ ამიწონია.მაგრამ ვიზუალურად მეტი მეტყობა გეგონება 15 კილო მაქვს დაკლებული
07.02.16 08:38 talale
და შედეი რა გაქვთ ninia30?
07.02.16 08:36 ninia30
ხვალ ბოლო კვირას ვიწყეეეებ...ვგიჟდები ჩემ თავზე
07.02.16 08:31 talale
გამარჯობა! მეშვიდე დღეა დღეს რაც უგულავას დიეტა დავიწყე და მხოლოდ 3 კილოგრამი დავიკელი:((( რატომ?არცერთი დღე არ დამირღვევია.ცოტა გული დამწყდააა:(მაგრამ ვაგრძელებ რა თქმა უნდა :))
07.02.16 01:47 ugulavas dieta1
გამარჯობაათ. ხვალ ვიწყეებ და 103 კილო ვარ ვანახოოთ რაშედეგი მექნება/...
07.02.16 00:35 duka_duki
მეშვიდე დღის დილააა მინუს 5.900 კილოგრამიიი შემდეგი აწონვა სამშაბათს დილით
06.02.16 16:50 Kate*
maldita< ხომ ვნანობ მაგრამ ვიცი რომ დიდ ხნიანებს ვერ ვიცავ:( რამეს მოვიფიქრებ ხომ მართალი ხარ მთელი დღე ფეხზე მიწევს დგომა და რთულია.კარგია დაიცავი აუცილებლად მერე სინანული ძაან ცუდია. ისევ მომიწევს პატარა დიეტებით ცოტა ჩამოსვლა რა ვქნა..წარმატებები შენც და ყველას მაინტერესებს თქვენი შედეგები და აქ ვარ:
06.02.16 14:45 natia_2
დღეს ჩემი დიეტის პირველი კვირის მეხუთე დღე დასრულდა და 4 კგ მაქვს დაკლებული :) 68 კგ -დან ზუსტად 64 კილოგრამზე ჩამოვედი. წარმატებები ყველას!
06.02.16 12:55 elene12345
gogoebo 53 kilo var da minda daaxloebit 5-dan 10-mde dakleba,metichara ar gegonot ubralod 1.55 var simagleshi da putkunasavit var. magram meshinia fatalurad ar daviwyo wonis kleba da mirchiet ra vqna?
06.02.16 12:01 maldita
Kate* გეუბნები ,რამე ისეთი ცადე რომ თან ატარო და თუნდაც გზაში ჭამო ან სამსახურში, ამ დიეტისთვის ცოდო ხარ, გამოიფიტები თან, მე ხანდახან ისე მეხვევა თავბრუ ლამისაა წავიქცე,მიუხედავად იმისი რომ არც ვმუშაობ და ამჟამად სახლში ვზივარ,მაგიტომ ავარჩიე უგულავა, აკ წერია მჯდომარე რეჯიმი ვისაც აქვს იმათთვისააო. აიწონე ხვალ და ნახე რამდენი ხარ
05.02.16 15:54 Kate*
ძაან ცუდი გოგო ვარ და ვიცი დიდი დიეტები არასდროს გამომდის :(( ისეთი გადაღლილი მოვედი სახლში ვერ გავძელი ვჭამე რაა ყველი პური კექსი მოკლედ არვიცი რა ვუშველო ჩემს თავს..ამეწონა მაინც ნეტა რამდენი მომაკლდა რაღაც დაკლება მეტყობოდაა
05.02.16 13:34 Kate*
აუფ რა ვქნა ვერ ვითმენ ყოველდღე მეჭმევა ვაშლი,დღეს გრეიფურტიც დავამატე
05.02.16 09:17 Kate*
ეკატერინე Mე ვარ? ხახა ეს კაი Iყო.კი ვაგრძელებ ჯერ ახლა დავიწყე სად Vარ.შენც აკეთებ თუ როფორ
05.02.16 08:32 nato nato
როგორ ხართ გოგოებო?ეკატერინე შენ რას შვრები აგრძელებ დიეტას?მე 65 კილო ვარ ,
05.02.16 07:03 maldita
მოკლეედ მეორე კვირის მე 5 დღე მაქვს და 650გრ დავიკელი, ანუ ჯამში 6 კგ.მდე , მგონი ნორმალური შედეგია :)
05.02.16 06:41 Kate*
ხვალინდელი დღე არ მომწონს.პურს აღარ ვაკლებ ძაან მაგრამ ორჯერ რომ წერია 100-100 იმაზე ნაკლებს ვიღებ.მეორე კვირას ამდროს აუფ მაგარია მერე ერთ კვირას ძაან მოითმენ რაა. ძაან მინდა მთლიანობაში 7კგ რავიცი..სასწაული
05.02.16 06:33 Kate*
კომენტარები ნახე კი რავიცი ყველა წერს სამი კვირის შედეგს და 6-7-8კგ დაიკლეს.ვის რა წონა აქვს დიდი მნიშვნელობა აქვს.ახლა პატარა წონა არ მაქვს 78-79ვიყავი ბოლოს სამი კვირის წინ ,იმის მერე ორი კვირა კიდევ ავკრიფავდი და ახლა ეს კვირაა დავიწყე ვნახოთ დიდი იმედი ამ კვირის არ Mაქვს არ მჯერა და თუ გავქაჩე მერეა საინტერესო ორი კვირის მერე.იმედია მეყოფა ძალა.დარღვევა რომ ჩავთვალოთ მხოლოდ ვაშლი და ერთი სტაფილო ვჭამე ზედმეტი ასე.მეტი დარღვევა არ მქონდეს და ეს არამგონია პრობლემა იყოს..
05.02.16 03:22 duka_duki
აdarina ELIZAROVI: ამ დიეტით 2014 წლის ოქტიმბერში დავიკელი 14 კილოო,102 დან 88.5
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია