Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165475-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165475-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

14.02.16 04:05 ugulavas dieta1
დღეს არის მე_7 დღე და 6 კგ მაქვს დაკლებული.
14.02.16 03:57 ninia30
საერთოდ არ დამირღვევია..არც არაფერი შემიცვლია.86 ვიყავი რო დავიწყე დიეტა
13.02.16 16:02 Kate*
არამგონია თან დიეტურია კივიც.კარგია.რამდენი კგ ხარ?
13.02.16 14:47 talale
დღეს ვაშლი კივით ჩავანაცვლე გოგოებო,აქამდე არასდროს არ დამირღვევია ვინმეს თუ შეგიცვლიათ მაინტერესებს,შედეგს ხომ არ ცვლის?ხვალ ვამთავრებ მეორე კვირას და 5 კილოგრამი დავიკელი
13.02.16 13:10 Kate*
ნინია მაგარია და თქვი რამდენი კილო იყავი რააა და როგორ იცავდი სწორედ სულ? არ Gქონდა პატარა დარღვევა ან ვაშლით ან ბოსტნეული.ყველაფერს ზუსტად ჭამდი?
13.02.16 11:10 ninia30
გოგოებო ათი კილო მაქვს დაკლებული მაგრამ ვიზუალზე მეტი მეტყობა
13.02.16 10:15 Kate*
ყოჩაღ კარგი გოგო ხარ და აბა ცოტა დაგრჩა მოითმინე აუცილებლად:* ორი ნაჭერი გამოდის საშუალო ზომის რა.აბა წარმატებები ბაჭიებოო
13.02.16 09:53 maldita
ninia30 ოგორ მაინტერესეებს შენი შედეგეიი, გელოდებიიიით ხვალ!!!
მე მესამე კვირას ვამთავრებ და ორსაბათს მეცყება მეოთხეეეეეე!!! საერთოდ არ დამირღვევია, უბრალოდ ბულიონს მეც ხან ვჭამ ხან არა, მეზარება ხოლმე და საშინელი გემო აქვს, დანარჩენს მივყვები როგორც წერია, პურსაც ვწონი და 100 გრ ვჭამ, ყველაფერს ვწონი
13.02.16 06:28 Kate*
ნინია ყველაფერი დაწერე რამდენი იყავი და რამდენი დაიკლე.აუფ მაგარია კარგი შეგრძნებაა ხომ.გილოცავ
13.02.16 06:26 Kate*
აუფ კარგია რომ ამ დამერღვია ხომ ვიქნებოდი მეც ეგრე:(( აუფ რა ძაან უჟასი დავდივარ გაბერილი:(( კარგია გილოცავ კარგი შეგრძნებაა მართლაც მომენატრა.ბოლომდე მაინტერესებს რას იზამ. საერთოდ არ დაგირღვევია ანუ ვაშლით ან ბოსტნეულით?პურს იმდენს ჭამდი რამდენიც წერია ზუსტად?ხომ ხედავ რა სასოწარკვეთილი Vარ ჰაიმეეე
13.02.16 04:16 natia_2
მოგესალმებით გოგოებო, მოკლედ მეორე კვირის მეექვსე დღეა და - 6 კგ (68 ვიყავი, ახლა ვარ 62 კგ) აქედან 1 კგ მეორე კვირაში დავიკელი :) მინდა გითხრათ რომ დღის მანძილზე საერთოდ არ მშივდება, (რთული მხოლოდ 1 კვირა იყო) განწყობაც ამაღლებული მაქვს და რაც მთავარია თავს ძალიან კომფორტულად და მოტივირებულად ვგრძნობ :) ყველაფერთან ერთად ძილიც მომიწესრიგდა :) ყველას ასეთ განწყობას და გისურვებთ!
13.02.16 03:03 ninia30
ხვალ ვრჩებიიიიიი
13.02.16 01:33 Kate*
სუპპერ
13.02.16 01:07 duka_duki
მეორე კვირის შააბათი დილა 103.800 ანუ მინუს 7.600 ვაშააა
12.02.16 16:53 Kate*
ძაან მაგრები ხართ გოგოებო ძაან მაინტერესეს თქვენი შედეგი.ისე როგორ ატყობთ შედეგი იავნად ჩანს? გოგოებო რაც წერია ზუსტად ჭამდით ხომ ანუ დოზას პირველ კვირაში მაინც?პურს ზუსტად 100გრამს ჭამდით?გკოცნით
12.02.16 12:00 tatka24
მე 12-ე დღე დავასრულე. არ მიჭირს ნამდვილად, რაც მეკუთვნის იმასაც ვეღარ ვჭამ მთლიანად. ორშაბათს ავიწონები. ცოტა კი მომბეზრდა, მაგრამ მესამე კვირასაც გავუძლებ და მეოთხე უკვე მრავალფეროვანია :)) ბულიონს არ ვსვამ ერთადერთი. გალინა ბლანკას შევეშვი და სხვის გაკეთება მეზარება. მგონი ყველა კარგად და ბოლომდე მივყვებით და სტიმულია ეგეც:) წარმატებები..
12.02.16 10:22 maldita
როგორ ხართ? მე მესამე კვირას ვამთავრებ და ორშაბათს ავიწონები, მაინტერესებს ბოლო კვირაში რამდენს დვიკლებ , არ დამირღვევიააა რაც მთავარიაა!! :) თქვენ რას შვებით??
12.02.16 05:29 izabell86
mariambbb მეც ზუსტად ეგრე ვარ..მეხუთე დგეა უკვე და ძალიან სუსტად ვარ..პლიუს ამას სა შინლად მწყურია და მაინც არ ვსვამ:((
11.02.16 15:15 Kate*
როგორ ხართ გოგოებო როგორ მიდის დღეები ;*:* დაწერეთ ხოლმე და შედეგებიც მაინტერესებს.ისე როგორ უძლებთ რაც დრო გადის გიძნელდებათ?წარმატებები და არ გაბედოთ დარღვევა ძალიან ცუდია სინანულის გრძნობა.გაკოცეთ
11.02.16 12:44 mariambbb
ერთი კითხვა მაქვს 4 დღეა დიეტაზე ვარ და ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს ხანდახან თავბრუ მეხვევა და ასე უნდა იყოს?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია