Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165463-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165463-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

09.03.16 07:42 shoko.77
გოგოებო დღეს 6-დღეა რაც დიეტაზე ვარ,მეშვიდე დხეს დავასრულებ თუ არა ავიწონებიი,2დაბადების დღეზე ვიყავი და მაინც გაუძელი,,აბა წარმატებებიიი
09.03.16 07:38 shoko.77
ანი ტომატის წვენი ყველა მარკეტში
იყიდება,
09.03.16 07:20 anigulua2002
შეიძლება რომ რაღაც ინგრედიენტები ამოვიღოთ დიეტიდან და საერთოდ მის მაგივრადაც არაფერი ვჭამოთ? და ყავა საერთოდ არ დავლიოთ? ეს ჰომარაფერშიუშლის ხელს?დაკიდევ ტომატის წვენი რომელია? :დ <3 მადლობთ წინასწარ
09.03.16 06:36 სალ.გ
მეგობრებო 50ვიყავი და 1კვირაში ჩამოვედი 45ზე (ანორექსიკს არაფრით ჩამოვუარდები) და ეხლა ეგრევე შენარჩუნებაზე რომ გადავიდე ღირს??
08.03.16 05:58 ჟანა.
გოგოებოო ყველას 8 მარტს გილიცავთ****♡♡♡♡☆☆☆
08.03.16 05:57 ჟანა.
გოგოებოო ყველას 8 მარტს
08.03.16 05:29 tika1996
გააჩნია ორგანიზმს რა,მე მაგალითად ვარჯიში პირიქით მეხმარება ფსიქოლოგიურადაც და ფორმებზეეც ხომ აისახება :*
07.03.16 23:24 mariambbb
მე ვვარჯიშობდი მაგრამ ძალიან მასუსტებდა
07.03.16 14:46 mariami27888552
ესეიგი ვარჯიშიც რომ მივახმარო შეიძლება? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ
07.03.16 14:14 keetto
არ ვხმარობ მე მარილს, წონის კლებას არ გააჩერებს მარა ხელს სშეუშლის სავარაუდოდ:/ თუ უმარილოს ვერ ჭამ ეცადე შეზღგუდო.
07.03.16 13:01 nano333
ვინც იცავთ ამ დიეტას, მარილს ხმარობს? და ხომ არ აჩერებს მარილი წონაში კლებას?
07.03.16 11:38 tiko-11
მე დღეს მე-4 დღე მაქვს და დილით რო ავიწონე 2კილო დავიკელი. მინდა 75-დან 65-ზე მაინც ჩამოვიდე.ისე კი მეტიც მინდა მაგრამ 10 კილოც კაი იქნება
07.03.16 07:44 Tamy
Mogesalmebit.mokled me daviwye dges meotxe kvira. 75 viyavi ro daviwye da dges 69 var. Imedi maq 5kilos davikleb bolo kviras. Warmatebebi yvelas
07.03.16 05:00 mariambbb
შEნარჩUნების დღEებშI ლობიოს შAვი პური რომ მივატანო შEიძLება?
07.03.16 00:55 izabell86
Eseigi movrchi dietas, jamshi 10 kilo davikeli..vicyeb shenarchunebis dgeebs:)
06.03.16 11:54 keetto
მეც მესამე დღე დავამთავრე დღეს, 1.68 ვარ და 62 კილო, 7კილოს დაკლების იმედი მაქვს... ყველას წარმატებას გისურვებთ ^_^
06.03.16 11:30 shoko.77
მოგესალმებით.გოგოებო სამი დღეა დავიწყე.ვარ 67 კგ..1,80 სმ..ძალიან მინდა 7-კგ.დაკლება ,ვნახოთ თუ შევძელი
06.03.16 10:24 mariambbb
68 ვიყავი ეხლა 60,8 ვარ, მეც მინდა გაგრძელება 54 ზე მინდა ჩამოსვლა მარა არამგონია პირდაპირ გადაბმით რამე გამოვიდეს, შენარჩუნების დღეებს გავაკეთებ ბოლომდე ეს წონა რომ არ დავკარგო და შემდეგ მინდა რამე დიეტის პოვნა. ჰოლანდიური მეც ცუდად მხდის დამგონი გამბერა ცოტა ღვინოს კიდე ვერ ვსვამ ძალიან ცუდად მხდის და ერთი ჭიქა ჩაი დავლიე დღეს.
06.03.16 08:59 ჩორვენი
ღვინო ერთი ჭიქა დავლიე, ძილის წინ კიდევ ერთსდავლევ.ყველი კიდევ, ჰოლანდიური უკვე გულს მირევს და პირველად ვწამე დიეტაში, იმერული უმარილო, თან ცხელი წყალი დავასხი, ასე 200 გრ
06.03.16 08:22 ჩორვენი
შენ რამდენი იყავი ? გაგრძელება მინდა სხვადიეტით და დილემის წინაშე ვარ, ვერ ავარჩიე. თან არ ვიცი,პირდაპირ გადავიდე ,თუ ერთი დღე შევისვენო, ძალიან მინდა ტკბილი, თუმცა ისე არ მიყვარს
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია