Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165455-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165455-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

13.05.16 16:07 rusa18
პანდა თუ არ გინდა რომ რძე შეგიმცირდეს ვფიქრობ ეს დიეტა არ უნდა დაიწყო მეძუძურ დედას ისედაც ტიტიქმის ორმაგი კალორაჟი ჭირდება რომ რძე ქონდეს ნორმალური რაოდენობით, რო დაითვალო ამ დიეტის დღიური კალორიები 1200 ზე ნაკლები გამოდის და 1200 კალორია მინიმალურია რაც ქალმა უნდა მიიღოს წესით. ეს რო დაიწყო შეგიმცირდება თუმცა თუ ძაან გინდა პირველ შიმშილის დღეს ნუ გააკეთებ და გააკეთე ბოსტნეულის დღე მაგის ნაცვლად და სითხე არ შეზღუდო
13.05.16 07:45 panda <3
გამარჯობაააათ, თქვენი რჩევა მჩირდება, პატარა მყავს, 9თვის ხდებაა, დამატებით კვებას იგებს უკვეე, მაგრამ ძუძუსაც აქტიურად ჩამს და ჯერ არ მინდა რო დავანებებინო თავი, წლამდე მაინც მინდა რო ვაჩამო, ხოოდა როგორ ფიქროობთ, რომ დავიწყო ეს დიეტაა, ძაალიან ხო არ შემიმცირდებაა რძე??? პირველი დგის გარდაა, შიმშილი თითქოს არ მიწევს და თითქმის ყველაფერი შედის რასაც ისეც ვიგებ ხოლმეე ჩვეულებრივაად, რას მირჩევთ დავიწყოოო????? : ))))))))))
13.05.16 07:29 სოფია10
მოგესსლმებით, ყველას წარმატებას გისურვებთ! 1 კვირაში 6 კილო დავიკელი. ოღონდ მე ყოველ მეხუთე დღეს თავიდან ვიწყებ მშიერი დღით. ვჭამ ჩვეულებრივ ყველს, თუ მარილიანია, წყალში ვტოვებ ცოტა ხნით.
12.05.16 09:45 სანდალა
mamonti დიდი მადლობა მართლა გამხნევებისათვის :)
არ ვაპირებ დავნებდე და ბოლომდე უნდა ვიბრძოლო
პარალელურად მუცლის პრესებს ვაკეთებ და ფეხებისაც.
ვნახოთ ძალიან ვცდილობ და დავწერ მერე კიდევ როცა ავიწონები შედეგს.
+გოგოებო წარმატებები ყველას:)
12.05.16 03:03 mamonti
სანდალა
ნებისმიერი დიეტის მერე მოიმატებ თუ ტკბილეული და ცომეული არ შეზღუდე ან ფიზიკური დატვირთვა არ გაზარდე :)) მე პირადად 4 წლის წინ 16 კილოგრამი დავიკელი, ერთი წელი წონა შევინარჩუნე მაგრამ მერე ზუსტად 2 თვეში 6 კილო მოვიმატე..
ჰოლანდიურ ყველს რაც შეეხება- ერთხელ ვერ ვიშოვე ა ამიტომ უმარილო იმერული ყველი ვჭამე - უბრალოდ ადუღებული წყალი დავასხი და 10 წუთის შემდეგ წყალი გადავწურე..
იმედი არ დაკარგო და დაიკლებ აუცილებლად ;)
Evva
თაფლი შენთვისაა კარგი და თუ ეგრე გინდა- ამოიღე :დ
11.05.16 17:09 Evva
ძალიან კარგი გოგონები ხართ. მადლობა გამოხმაურებისთვის..
ტკბილეული ძალიან მიყვარს მაგრაამ გავაკონტროლებ თავს როგორმე… . და ერთი კითხვა მაქვს თაფლი,რომ ამოვიღო შეიძლება?::დ
11.05.16 12:31 სანდალა
დღეს არის მეშვიდე დღე ავიწონე და არაფერი არ მაქვს დაკლებული :(
graf თუ ასეთი კარგი დიეტაა 10ჯერ რატომ დაგჭირდა მისი დაცვა? ანუ მერე მაინც იმატებ ხო?
გოგოებო ჰოლანდიურ ყველს რომელს ჭამთ?მე გაუადა ვჭამე და კი იყო მარილიანი კაცმა რომ თქვას.ერთი კვირა კიდევ ვცდი და თუ შედეგი არ მომცა მაშინ მივალ ენდოკრინოლოგთან
11.05.16 11:07 graf
მაგარი დიეტაა 10 ჯერ მაინც მაქვს დაცული.
11.05.16 04:35 mamonti
Evva
5 კილოს ნამდვილად დაიკლებ, თან რატომგაც მგონია რომ სხვა დიეტებისგან განსხვავებით იმიტომაა კარგი რომ უცებ არ იკლებ და წესით არც უცებ მოიმატებ დიეტის დასრულების შემდეგ, ნუ ეგრევე ცომეულს და ტკბილეულს თუ არ მიეძალე :)
სანდალა
შენი შედეგი დაწერე ხოლმე :) მე ყოველ დღე შემოვდივარ და გგულშემატკივრობთ :)) სამშაბათს ავიწონები და შედეგს გეტყვით და თუ მოგეწონებათ დიეტასაც გასწავლით . ნუ დიდია და სადმე ავტვირთავ :)))
11.05.16 01:45 სანდალა
mamonti წარმატებები და შეგვეხმიანე როგორი შედეგი გექნება იმ დიეტითაც.
Evva კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენთან :) მეც ახალი ვარ ,ასე ვითვლები და კი, გავამხნევოთ ერთმანეთი და უფრო მოტივირებულები ვიქნებით:)
10.05.16 17:12 Evva
თუ ვინმე აპირებთ ახლო დღეებში დაწყებას შემომიერთდით რაა
10.05.16 17:02 Evva
ხალხოო… მიმდა დაწყება ამ დიეტის,მაგრამ თან მეშინია.. 5 კგს დაკლება მინდა,რატომღაც ეფექტური მეჩვენება… დიდიხანია თვალს ვადევნებ თქვენს განხილვებს და გადავწყვიტე დავიწყო... გამამხნევეთ. მირჩიეთ რამე თან
10.05.16 01:12 mamonti
დილამშვიდობისა
გუშინ მოვრჩი შენარჩუნების დღეები. დილას ავიწონე და შედეგი -5 კგ. ნუ მეტი გამიხარდებოდა, მაგრამ არაუშავს.. დღეიდან სხვა დიეტა გავაგრძელე.. აბა წარმატებები ყველას :)))
09.05.16 03:50 Niiiiiiii
დღეს დავიწყე იმედია შევძლებ :)
160 სიმაღლე 70 წონა:)
08.05.16 15:23 mariamk
იმედია ეფექტური იქნება ეს დიეტა , ჩემმა თანამშრომელმა 5 კილო დაიკლო 5 დღეში
08.05.16 10:21 mamonti
mariamk
წინა დღისით თუ ქეიფზე იყავი შეიძლება :დ (ვხუმრობ).. დააკვირდი, თუ ყოველ დღე -3 კილო გიჩვენა მაშინ ურევს, თუმცა შეიძლება ამ შემთხვევაში სითხის გამოდევნის და ცარიელი კუჭის ხარჯზე მოხდა მაგხელა კლება,
პ.ს. ჭამას თუ დაიწყებ ეგრევე 2-3 კილო შეიძლება მოგემატოს..
მე ხვალ ვრჩები და ზეგ დილით ვიწონები :)
08.05.16 07:51 Ekaterine=)
Ert dgeshi isebe rogorc ver moimateb ise ver daikleb mag sheuzlebelia..ori kvira organizmidan wyali gamodis da wylis xarjze xdeba dakleba da ara cximebis xarjze
08.05.16 01:28 mariamk
გამარჯობათ, გუშინ დავიწყე ეს დიეტა, ვიყავი 86.100 მშიერი დღის შემდეგ ვარ 83.200 ერთ დრეში ამდენის დაკლება შესაძლებელია? თუ სასწორი ურევს ნეტა
07.05.16 10:07 mamonti
შენარჩუნების დღეების მეშვიდე დღეზე ვარ დღეს.. დილას ავიწონე და ჯამში 5 კილო მაქვს დაკლებული..ორშაბათს ვამთავრებ და სამშაბათს დილით ავიწონები და საბოლოო შედეგს დავწერ :)
თქვენ გული არ აგიცრუვდეთ, შედეგები დაწერეთ ხოლმე, ყველას გგულშემატკივრობთ :))
სანდალა, ნატალია, ABCD - აბა თქვენ იცით, წარმატებები :)
07.05.16 03:31 სანდალა
mamonti natalia2016
გოგოებო მადლობა რჩევისთვის,გავითვალიწინებ აუცილებლად :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია