Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165451-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165451-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

08.06.16 23:20 სანდალა
mamonti :)
რაზე მეცინება იცი?რომ დავაპირებ შენთვის მოწერას,შემოვალ და შენი მოწერილი მხვდება და ძალიან სასიამოვნოა და სტიმულს მაძლევ ერთგვარად.ალბათ კარგი მეგობრებიც ვიქნებოდით :)
კარგ წონაზე ხარ უკვე მგონია,ცოტა ფიზიკურადაც რომ დაიტვირთო უფრო შედეგი გექნება და შეინარჩუნებ.თუ უხერხული კითხვა არ არის რამდენი წლის ხარ?
იცი რატომ გეკითხები ჩემი მეგობარი მეუბნებოდა 30 წლის ზევით ქალმა უნდა ივარჯიშოს რომ ტონუსში იყოს სულ და კანი არ მოეშვასო,მაშინ არ ვუჯერებდი,იმიტომ რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი,თუ ოდესმე მოვიმატებდი.ხოდა ის ჩემი მეგობარი,რომელიც კვირაში 2-ჯერ დარბოდა,ფეხმძიმობისას ორი ჩემხელა იყო და 2თვეში დააგდო წონა და ვერც მიხვდები,რომ არ იცოდე რომ შვილი ჰყავს,იმიტომ რომ სირბილს აგრძელებდა მშობიარობის მერე.და მივხვდი რომ სპორტი ძაან მაგარია.
წინა პარასკევს ავიწონე და კიდევ კილონახევარი მაქვს დაკლებული.რომ ვვარჯიშობდი ხომ გითხარი,ახლა დავრბივარ კიდეც ჯერ ნახევარი საათით,ვძუნძულებ რა პარკებ შემოხვეული,კვირაში 3-ჯერ და დანარჩენი 3 დღე ვვარჯიშობ.იცი რა მაგარი შეგრძნებაა,სირბილი უფრო მომწონს,თან რაღაც ნარკოტიკივითაა,გიზიდავს და ერთი დღეც რომ გაგიცდეს რაღაც გაკლია თითქოს და ერთი სული მაქვს როდის ვირბენ.ხო საჭმელში არ ვიზღუდები ცოტა ტკბილსაც მივეპარე,პურსაც,მაგრამ არ მომიმატია,სირბილის წყალობით მივხვდი რომ ინარჩუნებ იმას რა წონაზეც ხარ.ჩემს თავს ერთი წელი მივეცი ვადა ,ახლა 38 წლის ვარ და შეიძლება 55 კილო ვეღარ დავიბრუნო მაგრამ 60-ი მაინც რომ ვიყო კარგია,ანუ 11 კილო მაქვს დასაკლები ერთ წელიწადში და შესანარჩუნებელი.mamonti ყოჩაღ შენს ნებისყოფას,რომ აპრილის მერე დიეტაზე ხარ,რამხელა ძალისხმევას მოითხოვს დიეტაზე ყოფნა და ამდენი ხნით ხომ საერათოდ,ეტყობა ძლიერი პიროვნება ხარ,აბა შენ იცი:)
რომ აიწონები მოგვწერე:)
08.06.16 16:09 Sophii
MAMONთI
აი შEნ რაღა დიეტა გინდა? მაგიტო ილებ ეგრე ცოტას ეს დიეტა უფრო ჭარბ წონიანებისთვისაა და ისინი კი დაიკლებენ 7 კილოს.
08.06.16 15:45 mamonti
Sophii
60 კილოდან დავიწყე, 4 აპრილის შემდეგ სულ დიეტაზე ვარ.. კვირას ვიყავი 53, თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო 54-ზე ავედი.. შაბათს ავიწონები დილით და იმედია 51-52-ზე ჩამოვალ
08.06.16 15:00 Sophii
MAMONთI
კაი რაა ეგრე ცოტა? რამდენი ხარ სუულ?
08.06.16 14:50 mamonti
სანდალა
რას შვები, როგორ მიდის შენი გახდომის ამბები? :) მე გადავაკვდი ბრინჯს და მაწონს.. შაბათს უნდა ავიწონო და 51 ან 52 თუ ვიქნები ხმას არ ამოვიღებ, არ ვიწუწუნებ :))) კვირას 53 ვიყავი, მაგრამ მგონი 1 კილო მოვიმატე ამ ბრინჯის გადამკიდე და გადავირევი :(
08.06.16 14:45 mamonti
Sophii
მე შენარჩუნების დღეებიც კი გავაკეთე და ჯამში მხოლოდ 4 კილო დავიკელი.. ასე რომ არ არის ცოტა.. 1 კვირაში 10 კილოს ვერ დაიკლებ, ასე რომ ტყუილად გულს ნუ აიცრუებ ;)
08.06.16 13:00 Sophii
აუ დგეს არის მერვე დღე და ერთი კვირის განმავლიბაში დავიკელი 3კგ ცოტა არაა ძაან?
07.06.16 14:16 quokkani
tekla_26
მე ხუთშაბათს მეორე კვირას ვამთავრებ,ვიზუალურად მეტყობა რომ შევთხელდი ცოტა, მარა ამ კვირაში ალბათ მეც 1 კილოზე მეტს ვერ დავიკლებ. :D უკვე ისე კარგად მივეჩვიე შეილება ოთხი კვირის შემდეგ ისევ თავიდან დავიწყო.:D საგამოს ჭამ ხოლმე? მე 18.00 საათის შემდეგ აგარ ვჭამ :)
07.06.16 14:11 quokkani
მსუქანი ჯაბა :)
წარმატებები :)))
07.06.16 13:21 tekla_26
quokkani მეორე კვირაში 1 კვირა დავიკელი მესამე კვირაშიც არმაქვს დაკლების იმედი იმედია მეოთხე კვირაში დავიკლებ შენ რგორ მიდიხარ?
07.06.16 07:28 მსუქანი ჯაბა :)
სალამი ამ თემას :)
2014 წლის მერე არ შემომიხედია აქ მაშინ 14 კილო დავიკელი და ეხლა 9 კილო მაქვს მომატებული მას შემდეგ. ისევ შეუდექი დიეტას დღეს უკვე მეორე დღეა და შემართება მაქვს გადასარევი
07.06.16 01:47 elo1990
სალამით გოგობოო ვინმე ხართ ამ დიეტაზეე?მე დღეს მეექვსე დღე მაქვს.წონა ძალიან გამექცა 96 კილოდან დავიწყე.ადრე ვაკეთებდი ამ დიეტას და ძაან კმაყოფილი ვიყავი მაგრამ ყოველთვის სამ კვირას ვაკეთებდი და 10კილოს მაინც ვიკლებდი.მაშინნაც ამ კილოდან დავიწყე და 75 ზე ჩამოვედი.ეხლა ისევ ვაპირებ ფარხმალი მოვიკრიბო და მოვიშორო ეს ზედმეტი კილოგრამებიი.
05.06.16 07:55 quokkani
tekla_26, ყოჩაგ შენ მაგასაც მალე დაიკლეB:))
მე მეორე კვირის მესამე დგე მაქვს და პირველ კვირაში სამი დავიკელი მეც და ვაგრძელებ ახლა,ოგონდ ქათმის და კვერცხის დანახვა აგარ მინდა :DDD
04.06.16 11:05 tekla_26
quokkani მეორე კვირას მოვრჩი პირველ კვირაში 3 კილო დავიკელი იმის მერე არ ამიწონია მეც დაახლოებით შენი მსგავსი მიზნებიმაქვს 51 მინდა რომვიყო პირველი კვირის ბოლოს 55 ვიყავიდა ეხლა ვნახოთ :დდ შენსკენ როგორ მიდის??
01.06.16 14:13 mamonti
სანდალა
ყოჩაღ! მართლა გამიხარდა :))
მე სანუგეშო არაფერი მაქვს- ისევ ვაგრძელებ დიეტებს, ეხლა სალომე გოგიაშვილის დიეტას ვიცავ- ყველა აქებს, უკვე მეოთXე დღე დავამთავრე, ხვალ დილით ვაპირებ აწონვას მაგრამ დიდი ალობათობით გრამი არ მექნება ისევ მოკლებული .. 55 კილოზე გავიჩედე, ჩემები მეუბნებიან ცოტა დაიწყე ჭამა და მერე ისევ დიეტა გააგრძელე რომ კლება დაგეწყოსო, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე ვარ რომ ვერც ვჭამ :დ გუსინ 2 დაბადების დღეზე ვიყავი და გრამი არ მიჭამია არაფერი :D იმედს არ ვკარგავ მაინც.. 50-ს უნდა ჩამოვცდე :დ
01.06.16 03:53 სანდალა
მოგესალმებით გოგოებო ყველას :)
mamonti როგორ მიდის დაკლების ამბავი?მე რაღაც ძაან გავცივდი და ერთი კვირა ვერ ვივარჯიშე.დღეს უკვე გავაგრძელე ვარჯიში და 3 კილო მაქვს მას შემდეგ დაკლებული ანუ სადღაც 3 კვირაში.ბოსტნეულს ვჭამ და ვაშლზე გავგიჯდი რატომრაც ამ ბოლო დროს,არადა არასოდეს მიყვარდა.დილით ყოველთვის ვსაუზმობ და არასოდეს არ ვაგდებ.ხილის სალათას ვაკეთებ,ან მოხარშულ კვერცხს ან ხაჭოს ვჭამ.ჯერჯერობით სტაბილურად ვარ და არ მომიმატებია.
შენსკენ რა ხდება?
31.05.16 15:24 mamonti
tea31 -მაგდენი მეც ვერ ვჭამე და მეეჭვება ეგ ყოფილიყო იმის მიზეზი რომ 4 კილოზე მეტი ვერ დავიკელი :D
31.05.16 13:24 tea31
Gamrjobat gogoebo. 4 kviraze var da 6 kilo davikeli. Ragac minda gkitxot da zalian gtxovt gamomexmaurot. 1.5 qatami rom weria ver vcham ro vixedebi ukve guli mereva da magdes ro ar shevcham cudia?
31.05.16 12:10 quokkani
Mariam17 ქათმის ხორცს რომ მოხარშავ ეგ შეგიძლია ბულიონად გამოიყენო.:)
31.05.16 00:47 Mariam17
ბულიონი მწვანილი და ბოტნეულის გარშე როგორ გავაკეთო ?? :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია