Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165487-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165487-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

06.11.15 04:58 zukaa
არსებობს ადამიანი ვინ მეოთხე-განსხვავებულ კვირას რამე დაიკლო? ))
06.11.15 04:47 zukaa
ჩემთვისაც მეხუთე დღეა. მაგრამ ჯერ არ ავწონილვარ. ორშაბათს ავიწონები 1 კვირის გასვლის შემდეგ )))
06.11.15 04:36 ABCD
მეხუთე დღეა დღეს და 2 კილო მაქვს მოკლებული, იმედია მინიმუმ 5 კილოს დავიკლებ დიეტის ბოლომდე ^_^
06.11.15 04:31 zukaa
ბოსტნეულის დღეს სუპთან ერთად პლიუს 2 კარტოფილი და 200 გრამი ბარდა ?? და სუპს რამდენ გრამს ჭამთ?
04.11.15 02:44 tatson
ორშაბათს დავიწყე ,მესამე დღეზე ვარ და ძვრა არ მაქვს საერთოდ, გრამიც არ მომიკლია, არადა ყველაფერს ზუსტად ვაკეთებ, კვირის ბოლომდე იმედია რამეს მაინც დავიკლებ )))
01.11.15 10:12 Juicyfruit
102 ვიყავი თავიდან, ეხლა 90ზე ცოტა ვარ.. თითქმის 89ზე ჩამოვედი და 1 კვირა კიდევ წინ მაქვს. საბოლოო შედეგს აუცილებლად დავწერ. რაც შეეხება ბოსტნეულის სუპს: კომბოსტო, სტაფილო, ცოტა კარტოფილი, ბულგარული წიწაკა წითელიც და მწვანეც და ერთი კოვზი ჩვეულებრივი ზეთი, ამბობენ ზეითუნისა უკეთესიაო, მაგრამ მე ჩვეულებრივს ვასხამდი..
01.11.15 02:06 megiko
Juicyfruit საწყისი წონა რამდენი გქონდა და ბოსტნეულის სუპს როგორ ამზადებდით თუ შეგიძლიათ მითხარიტ მადლობა წინასწარ
31.10.15 15:36 Mako241298
სულგუნით ან იმერულით ჩაანაცვლე
31.10.15 13:01 anna 1305
გამარჯობათ :)) ვისაც ეს დიეტა ბოლომდე აქვს გაკეთებული,ხომ ვერ მირჩევთ ბოლო კვირის ბოლო დღეს რითი შემიძლია ჩავანაცვლო? არ შემიძლია ეს ჰოლანდიური ყველი და რას მირჩევთ ? :(
31.10.15 05:18 Mako241298
პირველ კვირას დღეს ვამმთავრებ და საკმაოდაც დავიკელი..მეტის დაკლება აღარც მინდა მაგრამ უნდა გავაკეთო ეს დიეტა ბოლომდე ;) მაგარი დიეტაა...კარგ ტანზე დავდექი ერთ კვირაში ^_^
30.10.15 16:35 Juicyfruit
მე დღეს მესამე კვირის მე-5 დღე ჩავამთავრე.. პირველ კვირაში დავიკელი 7, მეორეში 2, მესამეში3 კილო და ველოდები ბოლო კვირის შედეგებს.. რაც შემიძლია გირჩიოთ ის არის, რომ არაფერი ამოიღოთ და შეცვალოთ. მთავარი პრინციპი ამ დიეტის ეგ არის.. შეიძლება იფიქროთ ამას არ შევჭამ და მეტს დავიკლებო, მაგრამ სინამდვილეში უფრო შეანელებთ გახდომის შედეგებს.. და კიდევ დილით სულ ერთსა და იმავე დროს ჭამეთ შუაგღით აც და საღამოს. მე მაგალითად 08:00 დილა 14:00 სადილი და 18:00 ვახშამი..წარმატებები.. :)
29.10.15 03:37 saceri
აუუ ჩემმა სასწორმა დღეს გამაბედნიერა 73 მაჩვენა. არა და აქამდე ძვრა არ ქონდა 75 და! :))
28.10.15 16:54 G....
იცით მე რა მაინტერესებს რაღაცა რომ საერთოდ არ ვჭამო ხომ არაფერს შეცვლის ?
28.10.15 09:49 Mako241298
მეოთხე დღე იყო დღეს ჩემი..საღამოს კეფირის მაგივრად წყალში შეზავებული მაწონი ვჭამე..შეიძლებოდაა??? სხვა არაფერი დამირღვევია და არც შემიცვლია პროდუქტი
28.10.15 04:17 G....
რძე აუცილებელია ვინაიდან ცხიმების წვას უწყობს ხელს
27.10.15 12:53 თამრიკო1980
რძე საშინელებაა ვერ გავუძელი.მაწვნით უნდა შევცვალო და ხვალ ვიწყებ
27.10.15 09:56 Mako241298
imedia geqneba shedeegii..me ar avwonilvar magram vgrdznob mgoni davikeli cota am sam dgeshi..tan sagamos 6is mere ar vcham...
27.10.15 09:04 dursuna
მაკა რავიცი მეც წყლიტ ვსვამ და ვნახოთ რა იქნება , ისე პირველი კვირა 5 კილო მაინც მინდოდა მომეკლო მაგრამ ვერ ვიკლებ აშKარად,ისე 5 დGEა და ვნახოტ რა იქნება... ვახშAმი გვიან მიწევს ხოლმე მეც .9 ზე მაგრამ გვიან ვიდზინებ და ვნახოთ რა შEდეგი იქნება
27.10.15 00:10 Sm
Gogoebo exla es kvira cudad daviwye rdzis dge sver gavakete magram gadavagrdzele. Tore iseti var tu damergva mere vso vegar vagrdzelebd a rdzis dges meore dges ver gavimeorebdi am kvirashi aramgonia shedegi mqondes. Ar unda daargvio es dieta isea. Ar aqvs mnishvneloba yvels radgan italiashi horlandiurs vwamdi da 3,5დავიკელი aq wkonts vwam da igive davikeli pirvel kvirashi
26.10.15 12:50 თამრიკო1980
DURSUNA
პირველ კვირას დავიკელი 3.5 კგ
2 კვირას 1კგ
3 კვირას 1.5 კგ
4 კვირას განსხვავებული რომაა.გრამი არ დამიკლია.
ყავას რძის გარეშე ვსვამდი რძეს ვერ ვიტან
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია