Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165524-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165524-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

24.08.15 20:31 beqa.em
წყალი შეიძლებააა?და თუ კი დღეში რამდენი ლტ იქნება მიზან შეწონილი?
24.08.15 01:23 მაგდალენა
გოგოებოო დღეს შემოგიერთდით, საჭესთან მეშინია რომ ძალა არ გამომეცალოს ხშირად მიწევს სიარული და ყავა ჰო შეიძლება დღის მანძილზე ორი ფინჯანი მაინც მივირთვა ?
23.08.15 11:00 maia 83
მეც შემოგიერთდით დღეს. პირველი დღე მაქვს. შარშან ამ დიეტით 7 კილო დავიკელი. ურეჟიმო კვების გამო ისევ მოვიმატე 4 თვეში. იმედი მაქვს ეხლაც იგივე შედეგი მექნება. ყველას წარმატებები. 1 კვირაში დავდებ შედეგს.
23.08.15 05:55 tamo99
და ვულიონი რიტი გავაკეტო ვერ მივხვდი...
23.08.15 05:50 tamo99
ძალიან მაგარი დიეტაა.. მე5 დღეა და საერთოდ ვერ ვგრძნობ ტუ დიეტაზე ვარ.. წარმატებები
21.08.15 06:44 natushki861
naziKIA აბა როგორ მიდის დიეტის საქმე ხოარ გიჭირთ
20.08.15 07:28 natushki861
giobuga არა მარილი და შაქარი არ შეიძლება; თაფლი აუცილებლად ნატურალური, არ შეიძლება პროდუქტების შეცვლა მაგ. ჰოლანდიური ყველის მაგივრად სულგუნი, ეს უკუ ეფექტს იძლევაო ასე წერია
20.08.15 06:17 giobuga
უიიი ხოო სუპში მარილს უშვებით ?
20.08.15 03:51 მაგდალენა
მადლობა ჩემო კარგო, თუ კითხვები გამიჩნდება თქვენი იმედი მაქვს
20.08.15 02:25 natushki861
მაგდალენა წარმატებები...ყველაფერი დაიცავი რაც წერია დიეტაში და ყველაფერი გამოგივა :)
19.08.15 10:01 მაგდალენა
გამარჯობაა ... ახლა შემოგიერთდით გოგოებო. ორი თვის წინ ვიმშობიარე და 24 კილო მოვიმატე, ახლა ცოტას ვდიეტობ , ცხიმიანებს ვერიდები , მაგრამ უფრო სერიოზული დიეტა მინდოდა და მგინი მივაგენი, კომენტარები იმედს მაძლევს . 78-79 კილო ვარ (1.73სიმაღლე) იმედია დამეხმარება ეს დიეტა და დავიკლებ 16 კილოს :-( წარმატებები ყველაას
19.08.15 09:13 მაგდალენა
გამარჯობაა ... ახლა შემოგიერთდით გოგოებო. ორი თვის წინ ვიმშობიარე და 24 კილო მოვიმატე, ახლა ცოტას ვდიეტობ , ცხიმიანებს ვერიდები , მაგრამ უფრო სერიოზული დიეტა მინდოდა და მგინი მივაგენი, კომენტარები იმედს მაძლევს . 78-79 კილო ვარ (1.73სიმაღლე) იმედია დამეხმარება ეს დიეტა და დავიკლებ 16 კილოს :-( წარმატებები ყველაას
19.08.15 09:00 giobuga
ხოო გავიგე უკვე ბიჭები კარგად იკლებენო , დგესვარ უკვვე მეხუთე დღეზე და სადღაც 3 კგ დავიკელი 75-76 ზე ვთამაშობ 2-3 კილო დავიკელი ჩემი მიზანიც 65 - ია ამის მერე 70 მდე რო ჩამოვიდე დოლინას დიეტას გავაკეთებ და ამოვისუნთქებ
18.08.15 09:16 anouki22
მადლობა, გაიხარე. თქვენც ასევე წარმატებები. 100 კილო ვიყავი 170 სიმაღლე. პირველ 3 კვირაში დავიკელი 8კილო მეოთხე კვირას 2 კილო
18.08.15 08:54 natushki861
anouki22 წარმატებები რამდენი კილოდან დაილეკი 10 კგ
18.08.15 08:36 anouki22
ყველაზე მაგარი დიეტაა. ორი თვის წინ დავიკელი 10კილო და რაც მთავარია შევინარჩუნე. ზეგიდან ისევ ვიწყებ, 10 კილო აღარ მგონია რომ დავიკლო მაგრამ 7-8 კილოთიც კმაყოფილი ვიქნები.
18.08.15 07:58 natushki861
naziKIA მე 152 ვარ სიმაღლეში და თითქმის 70 ვარ ეხლა.იმედი მაქ 65 მაინც ჩამოვცდები...პირველი ორსულობის მერე 78-79 ვიყავი და 70 მდე ჩამოვედი ამ დიეტით...მერე კიდე გავიმეორე და 5 კგ რო დავიკელი ორსულად ვიკავი და შევეშვი. ეხლა მინდა 65 მაინც ჩამოვცდე და იმედია მოვახერხებ...58 მაინც უნდა ვიყო რო ჭარბი წონის საზღვრებში არ მოვხვდე მაგრამ ჯერ მაქამდე შორია :P
18.08.15 07:33 naziKIA
89 ვიყავი და 73 გავხდი, ზედმიწევნით ვიცავდი, რამდენიმე თვის შემდეგ 77მდე მოვაღწიე, მაგრამ ეს არაფერია რათქმაუნდა იმ წონასთან შედარებით, რამდნეიმე თვე გაყინული 74მქონდა! ახლა 65 ჩამოსვლაა ჩემი მიზანი,ვიცი იმდენს ვეღარ დავიკლებ მაგრამ ის რომ ეს დიეტა წონის შენარჩუნებაში გეხმარება გრძელვადიან პერიოდში უმნიშვმნელოვანესია,შენ რამდენი ხარ? სიმაღლით 170 ვარ.
18.08.15 06:36 natushki861
naziKIA რა წონიდან დაიწყე დიეტა? მე ყველაზე დიდი ამ დიეტით 8 კილო დავიკელი და შევინარჩუნე..ეხლა კიდე 8 კილო რო დავიკლო ჭკუაზე არ ვიქნები, მაგრამ მეეჭვება..იმედი მაქ 5 კგ მაინც დავიკლებ
18.08.15 05:57 naziKIA
giobuga ოო შენ ბიჭი ხარ და ეს დიეტა მაგრად აკლებინებს ბიჭებს, ერთი კვირა რომ გავა ჩვენი შედეგები დავწეროთ ხოლმე.
ისე ცოტა ძვირი ჯდება, მაგრამ კარგია ჯანმრთელობას არ აზიანებს,ამარაგებს ორგანიზმს ყველაფრით რაც ჭირდება.
მე რძეს ვერ ვსვამ და გული მიწუხს ხოლმე რძის დღეზე მაგრამ ზუსტად ვიცი ერთ თვეში ვიამაყებ.მარტო ის რად ღირს გარშემომყოფები რომ ამჩნევენ, "უი როგორ გამხდარხარ" <3<3<3
http://media.tumblr.com/tumblr_mf20oaa5WP1qirf51.gif

ეს მემართება მაშინვე))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია