Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165535-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165535-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

20.05.15 01:33 elzaelza79@mail.ru
გამარჯობა,ცარმატებებს გისურვებთ ყველას.ერთი წლის წინ გავაკეთე ეს დიეტა 3 კვირაში 14 კგ დავიკელი.და თითქმის ერთი წელი შევინარჩუნე.ყველაზე მაგარი დიეტაა მართლა.თან სულ დანაყრებული ხარ. ეხლა90 კგ ვარ სამ კვირაში ავიწონები და შედეგს დავწერ.ნუ გეზარებათ კომენტარების დაწერა გავამხნევოთ ერთმანეთი.
18.05.15 09:01 niako017
უკაცრავად 3 კვირის მანდზილზე ვიცავ ამ დიეტას და მეოტზე კვირაა რაც წერია ის ხომ დგეს დავიწყე :)))
17.05.15 02:47 ნუციკო
სალამი:) წყლის საკითხი მაწუხებ:(ანუ დღეში 2 ლიტრს მაინც ვსვამ და მართლა იმოქმედებს კლების პროცესზე? გთხოვთ მომწეროთ რა პასუხები:) გმადლობთ
15.05.15 14:08 CheEeL
დღეს მესამე კვირის პირველი დღეა, 4 კილოგრამი დავიკელი 2 კვირაში. იმედი მაქვს 5 კილოგრამს მოვიკლებ დარჩენილ დროში ))
15.05.15 11:01 nucribald
1 კვირის მეხუთე დღეზე ვარ და მხოლოდ 2 კგ მაქვს დაკლებული :( რო წერდნენ 5-7 კგ დავიკელითო მეც მასე მეგონა რო მალე მოვიკლებდი პირველ კვირაში. რისი ბრალი შეიძლება იყოს იცის ვინმემ? მკაცრად ვიცავ არაფერს არ ვჭამ მითითებული რაც არის იმის გარდა. ისიც სადილები ოთხშაბათს და ხუთშაბათს ვერ გავაკეთე. უბრალოდ უშაქრო ყავას და წყალს ვსვამ 4 ჭიქაზე მეტს და დავიჯერო სითხის ბრალია?
13.05.15 07:04 anouki22
dges aris Meore kviris mesame dge. pirvel kviras davikeli 4,500. da gavcherdi. imedia kidev davikleb. dasaklebi maqvs 20 kilo. shimshilis grdznoba saertod ar mawuxebs, arc tavbrusxveva maqvs. xasiatsac ar vemduri. didi nebisyofit ar gamovirchevi magram es dieta magrad davamugame, saertod ar michirs. imedia bolos kmayofili viqnebi
12.05.15 14:34 anamaro
ერთხელ კი არა ოთხჯერ ვსვავ,არაფერიც არ მოხდება
12.05.15 09:12 ni_nini
აუ რა მაინტერესებს მეოტხე კვირაზე უშაქრო ყავაც რო დავლიო დგეში ერთხელ რამე მოხდება??
11.05.15 10:28 anamaro
Me vaketebb exla meotxe kviris pirvel dgeze var 6 kilo maqcs daklebuli da am kviraashi kide maqvs 3. 4 kilos daklebis imedi..me kmayopili var) warmatebebi yvelas!
11.05.15 03:39 tanuca
გავაკეთე 1 თვე, დავიკელი 8 კგ, არ ვარღვევდი საჭმლით,მაგრამ ზოგჯერ მიწევდა დალევა,ალბათ ამიტომ არ მქონდა დიდი შედეგი, შემდგომი 1 თვე შევისვენე ალბათ 2 კგ მოვიმატე მეტი არა ისიც სრული კვება მქონდა სულ, არ დამიკლია საჭმელი :D დაა ზუსტად 30 დღეს დავიწყე მეორე წრე , ახლა ვარ მესამე კვირის 6ე დღეზე დაკლებული მაქვს 7 კგ, ალბათ ისევ 8,9ს დავიკლებ და მოვისვენებ კიდეც, 85დან 15 კგ ჩინებული შედეგია,მერე რა რომ 3 თვე დამჭირდა შესვენებიანად სამაგიეროდ არასოდეს ვარ მშიერი და ის 1 თვე როცა არ ვიყავი დიეტაზე სულ მძიმედ ვგრძნობდი თავს. მაინტერესებს შენარჩუნების დღეების შესახებ გააკეთა ვინმემ და მართლა რეალური რამეა?
09.05.15 03:34 nia1010
ვარ 13 წლის და 68 კილო რო დავიცვა ეს დიეტა შეიძლება?
08.05.15 09:02 anouki22
dges meotxe dgea da 4 kg davikelii. magariaa. :-)
08.05.15 05:41 gvadia
ok
05.05.15 03:52 nucribald
მე მაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი, ვარ 64 კგ, ორშაბათიდან დავიწყებ ამ დიეტას ძალიან მოტივირებული ვარ და მიზანია 10 კგ დავიკლო ^_^ ბოლომდე დავიცავ და შედეგს დავწერ აუცილებლად ^_^

ისეთი კომენტარები წავიკითხე უფრო მეტად მომინდა სასწრაფოდ დავიწყო :))
03.05.15 03:28 sofosofa
2ჯერ მაქვს სამ სამი კვირით გაკეთებული, მე4 კვირას ვერ ვაკეთებ და სამ კვირაში 10 კილო მოვიკელი, ხვალიდან ისევ ვიწყებ))
01.05.15 10:48 CheEeL
დღეს დავიწყე )) 74 კგ ვარ :/ :(( 2ჯერ მაქვს ეს ადრე გაკეთებული ერთხელ 8 და მეორედ 7 კგ დავიკელი. ვნახოთ აბა ეხლა რას ვიზამ )) წარმატებები ყველას
30.04.15 12:22 nina18
არავინ ხართ არ დიეტაზე? მე 2 დღეშიი 3კგ დავიკელი უკვე ჩემი დაც აკეთებს და იმან დღეში 1კგ იკლებს :)
29.04.15 03:44 nina18
დღეს მეორე დღე მაქვს და 2 კგ დავიკელი უკვე
28.04.15 13:26 Nini27
გოგოებო გამარჯობა! 62 კილო ვარ. დღეს მე-3 დღეა. 3 წლის წინ დავიწყე მომატება 49 კილოდან 62ზე ავედი. 27 წლის ვარ. ხოდა ერთი სული მაქვს დავიკლო და ფორმაში ჩავდგე. ჩემი მიზანი ჯერჯერობით 55 კილოზე ჩამოსვლას. 7კილო უნდა დავიკლო. გამამხნევეთ! მიჭირს დაცვა დიეტის. სამსახურში ისეთებს ჭამენ შესვენებაზე, ლამის გადავყირავდე... ამიტომ აღარ ვისვენებ სამზარეულოში და ჰაერზე გავდივარ. თან ჩემი შეყვარებული მეხვეწება გახდიო, ფეხები მაგიტომ გტკივა 13 კილო დაგაწვაო:-(((((
28.04.15 05:31 nina18
დღეს დავიწყე ისე ადრე მაქვს გაკეთებული და 15 კგ დავიკელი მეც,კიდე ტანზე უფრო მეტყობოდა ვიდრე წონაზე :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია