Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165534-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165534-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

10.03.15 03:26 Mar.iii3
დაგიბრუნდით. მე2 კვირის მე2 დღე მაქვს.4კილო დავიკელი:)
10.03.15 01:04 joke
schnucki_Sophie, კი, მე ვიცავ 100% და პირველ კვირაში სულ 2 კგ დავიკელი, მეორეში 1.5კგ :) თან ვვარჯიშობ კვირაში 3 დღე ინტენსიურად :) მაგრამ ეგ არაფერი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ასაკზე, ნივთიერებათა ცვლაზე , ჰორმონალურ ფონზე და ა.შ. :) ასე რომ, არ დანებდე ;-)
09.03.15 16:56 salukasalita
Dzaan momenatra es saiti magram swavlis gamo vegar Vicki.Minda chemi istoria mogiyvet DA tan ar Minda ravi shegawyinot.yvelas warmatebebs gisurvebt magram damijeret ar ginda xanmokle dietebi
09.03.15 16:52 salukasalita
AQ xart gogoebooo
09.03.15 16:49 schnucki_Sophie
2 კგ დავიკელი მხოლოდ 1 კვირაში და ვწუხვარ ძალიან :( ვინმე ხომ არ ყოფილხართ ჩემსავით ?
09.03.15 16:36 nuca28
გთხოვთ ვინც დაიცავი ეს დიეტა მოგვწეროთ განტვირთვის დღეებს როგორ იცავდა, მიყოლებით თუ კვირაში 2 დღეს? ან მარილის გამოყენება დასაშვებია იგივე ხორციანი ან ბულიონთან, ან საათებში?
09.03.15 12:52 magduna
აუ ამ ბულიონს როგორ აკეტებტ?მეორე დღეს როა
09.03.15 11:44 ttakoo
GamarjobaT, ikneb vinmem icodet marili saertod ar sheidzleba? Bostneulis supi, bulioni ro weria umarilod unda vchamot?((( madloba winaswar
07.03.15 07:41 saceri
ვაიმე, ეს ბოსტნეულის დღე მკლავს!!!!
07.03.15 07:39 saceri
ტომატის წვენიც იყიდება. ხილის წვენებივით
07.03.15 05:01 nuca28
გამარჯობათ, ორშაბათიდან ვიწყებ ამ დიეტას, რძე უკვე ვიყიდე 1,5%-იანი, და ეს ტომატის წვენი იყიდება თუ უბრალოდ ტომატი უნდა გავხსნათ წყალში? სახლში გაკეთებული ტომატი წყალში გახსნილი თუ გამოდგება? ვინც გააკეთეთ ეს დიეტა და რა თქმა უნდა დაიკელით იქნებ ამ კითხვაზე გამცეთ პასუხი? წინასწარ დიდი მადლობა. ნუცა :)
07.03.15 04:50 vik_vika
heloo მეც დამერღვა მგრამ არ დავნებდი გავაგრძელე , მესამე კვირის მეექვსე დგეზე ვარ
07.03.15 04:48 keso.m
მეორე კვირა მთავრდება და 5.5 კილო მაქვს მოკლებული. პირველ კვირას დავიკელი 5 კილომდე. აქ წერია, რომ შემდეგი ორი კვირა არ იკლებ, მაგრამ მე ნახევარ კილოზე მეტი მაქვს ამ კვირაში მოკლებული. არ დაარღვიოთ გოგოებო :* წარმატებები.
06.03.15 11:17 sally21
დღეს მე5 დღეა და ყველაფერი კარგად მიდის. ამ კვირის ბოლოს ავიწონები და დავწერ, ისეთი შემართებით ვარ, წარმატებები ყველას :*
06.03.15 09:27 hellooo
Vიკა ვიკა აქ ვარ ირველ კვირასჰი 5კგ დავიკელი და მერე დამრგვა დიეტა.მაგრამ მაინც აქ ვარ.სჰენ რამდენი დაიკელი?
06.03.15 08:02 joke
ოღონდ მე წყალს იმდენს ვსვავ, რამდენიც მომინდება. საერთოდ წყლის შეზღუდვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად :)
06.03.15 07:20 joke
გამარჯობა ყველას :)
tatuchia1, მეც ამ წონით დავიწყე 70.500 ვიყავი :) დღეს მე2 კვირის მე3 დღე მაქვს და ვარ 67.5 :) ჯერჯერობით არ მიჭირს :)
06.03.15 07:13 vik_vika
გოგოებო ბოლო კვირას რამდენს იკლებთ?
06.03.15 07:08 vik_vika
ჰელოო სად ხარ ? მე და შენ მგპნი ერთად დავიწყეთ
06.03.15 05:54 HelleN)))))
https://www.facebook.com/groups/422370377917716/ გაწევრიანდით უგულავას დიეტის ჯგუფში და უფრო მეტი სტიმული მოგეცემათ.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია