Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165550-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165550-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

11.02.15 07:52 glok30
ერთი კითხვა მაქვს, ვინც ამ დიეტაზე ხართ სეხის სურვილი არ გიქვეითდებათ?? მე დაკლებით მშვენივრად ვიკლებ ხოლმე ამ დიეტით მაგრამ პროცეშში სეხის სურვილი მიქრება.. ვინმეს ესე გემართებათ???
11.02.15 05:54 თამუნა
ალბათ 6 ის მერე უნდა მოვერიდოთ...მეც დღეს დავიწყე....წარმატებები ყველას
11.02.15 05:42 სალომეეე
გამარჯობათ , რამაინტერესებს , ამ დიეტის დროს 6 ის მერე ჭამთ? ანუ ვახშამს რომელზე ჭამთ? დღეს დავიწყე და
11.02.15 05:36 HelleN)))))
მე კეფირს საერთოდ ვერ ვსვამ და ვერც ყავს (ნუ რძიანს ვერა და ისე ათაში ერთხელ)
11.02.15 05:22 Sopho9
naina525 მადლობთ :)
11.02.15 05:14 naina525
სოპო ჩაანაცვლე, არაფერი ისეთი არ დაშავდება :)
კეფირიც ეფექტურია :)
11.02.15 05:11 Sopho9
გამარჯობა, მინდა ამ დიეტის დაწყება, მაგრამ ვერ ვსვავ რძეს და კეფირით ჩანაცვლება არ შეიძლება?
11.02.15 04:02 jjjkkk
ninia30 გადასარევი შედეგი გაქვს ათ დღეში 5 კილო :) 24 ის ვარ და მეც მასე დავიკელიი .. ცჰემი დედამტილიცა დიეტაზე 45 წლისა და ერთნაირად ვიკლებთ ზუსტად ასაკვს არ აქვს ამიტომ მნიშვნელობაა მთავარია არ დაარღვიო :) მე მეორე კვირის მესამე დღეზე ვარ და 81 იდან 76 ჩამოვედი მიზანი 65 კილოზე დასვლაა :) ვნახოოთ... წარმატებები შენ :)
11.02.15 03:17 me amas shevdzleb!
Gამარჯობათ გოგონებო.დღეს დავიწყე თავიდან ეს დieტა.იმდი მაქვს მეორე ჯერზეც ექნება შედეგი))) წარმატებები ყველას და შედეგები დადეეეთ))))
10.02.15 15:22 ninia30
93 viyavi ro daviwye.wონა rac metía upro mets ikleb.warmatebebi yvelas
10.02.15 14:47 chanelchanel
ხვალ ვიწყებ და ვნახოთ რა იქნება არ ველოდები ორშაბათს მოვნიშნავ კალენდარზე და 30 დღე გავაკეთებ...რაღაცის გაკეთებას როცა გადაწყვიტავ ადამიანი უნდა დაიწყო გუშინ და არა ერთი კვირის მერე.....ახლა ვიწონი 105 კილოს...წარმატება მისურვეეეთ...))))))))))********
10.02.15 14:35 me amas shevdzleb!
10 დღეში 5 კილო ძალიან კარგი შედეგია)) დიდი წონა გაქვს?
10.02.15 12:01 ninia30
გამარჯობათ გოგოებო..პირველ გაკეთებაზე დავიკელი 15 კილო..ეხლა ათი დღეა ვაკეტებ და 5 კილოზე მეტი ვერ დავიკელი.32 წლის ვარ და ასაკის ბრალი ხო არაა ნეტა?
09.02.15 06:47 motivacia
მოტივაციის პიკზე ვარ :)))))) მესამე კვირა დაიწყო რომ დავიწყე 92 ვიყავი ერთ კვირასი 86.7 და აი ხვალ დილით ავიწონები და დავწერ თან ვპიქრობ ბოლომდე რომ არ ავიწონო იქნებ ჯობდესთქო.. მე ჯერ 60 მდე დიდი გზა მაქვს გასავლელი ასე რომ აცონვას რა აზრი აქვს ვინმე არის აქ ეს დიეტა რამდენჯერმე რომ გაიმეორა და ბევრი დაიკლო?
09.02.15 05:26 HelleN)))))
2კვირაში 6 კილო დავიკელი მე:)
09.02.15 00:49 me amas shevdzleb!
კაცებისთვის არის ეს დიეტა სუპერი, ჩემი ქმარიც ჩემთან ერთად იცავდა და 15 კილო აკვს დაკლებულიი.108 დან 93 ჩამოვიდაა.
09.02.15 00:48 me amas shevdzleb!
მოკლედ გოგოებო მოვრჩი ამ დიეტას საერთოდ არ დამირღვევია და ზუსტად 8.500 დავიკელი.ბოლო კვირაში ციკლი დამემთხვა და მაგას ვაბრალებ წონის შეჩერებას.მაინც კმაყოფილი ვარ 2 დღე შევისვენებ და მერე ამას დავიწყებ ისევ,ოღონდ რაც წერია პორციები გავანახევრებ ყველაფერს.წარმატებები ყველას და დადეთ შედეგებიი
07.02.15 14:11 jjjkkk
HelleN))))) დავიმატეე :)
07.02.15 13:53 HelleN)))))
კი
07.02.15 13:28 jjjkkk
HelleN))))) ყველამ დამიმატეტო ესაა??
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია