Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1173553-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1173553-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

05.03.15 13:00 Mar.iii3
მეც მე4 დღე დავამთავრე დღეს.ადვილი გასაკეთებელია.სხვები მატყობენ უკვე მაგრამ არ ვიწონები ჯერ.პირველ კვირას რომ დავამთავრებ მერე ავიწონები
05.03.15 12:28 tatuchia1
saceri,
70.900 ვიყავი მანამდე , ახლა 67.5
05.03.15 11:55 natusinatusia
დღეს ჩემი მეოთხე დღეა, მხოლოდ 2 კგ მაკვს დაკლებული, ამ კვირას ბოლომდე მივიყვან, მეშვიდე დღის დასასრულს თუ 5 კგ მაინც არ მექნება დაკლებული სხვა წიწიბურას დიეტას დავიწყებ.
05.03.15 08:57 ingg
ჩემი მე4დხეც ცარმატებითმიდის,საერთოდ არ მიჩირს.ცალიან მსუბუქად ვგრძნობ თავს თუმცა არ ვიცი ჯერ რამდენი დავიკელი,არ ვიწონები

05.03.15 02:19 saceri
თათუჩია1, რამდენი იყავი დიეტის დაწყებამდე?
05.03.15 00:49 tatuchia1
მე დღეს ამ დიეტის მე-4 დღე მაქვს. ყოველ დღე ვიწონები, ვერ ვძავლებ სასწორის გარეშე :) 3 დღის თავზე დაკლებული მაქვს 3,7კგ. იმედია 8-10 კილომდე დავიკლებ.
მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიცავთ ამ დიეტას, ასე უფრო სახალისოა და სტიმულიც მეტია, თუმცა ამასობაში მან უკვე 6 კგ დაიკლო :) თუმცა ძალიან ჭარბწონიანი არ არის :)
04.03.15 15:38 saceri
საშინელი დღეები მქონდა სამსახურში :((( ხასიათზე ყველაფერმა იმოქმედა. მაგრამ ფარხმალს არ ვყრი და მე4 დღე იწყება. ჯერ არ ავწონილვარ. იმედი მაქვს კვირის ბოლოს 75 ვიქნები. აწი ხშირად შემოვალ... ბევრნი რომ ხართ.. ძალა მემატება! წარმატებები ყველას
04.03.15 13:21 gamgichab
20 კილო დავიკელი 4 კვირაში და ახლა ახლიდან დავიწყე 1 თვის მერე საკმაოდ ეფექტურია
04.03.15 13:04 tekushk1
გამარჯობათ , კაცების შემთხვევაში როგორ არიის ? ეფექტურიაა? დიეტის მერე რომ მოიმატო არის მაგის საშიშროებაა?
04.03.15 12:43 sally21
კეფირი რამით რო შევცვალო შეიძლება? მიპასუხეთ რაა
04.03.15 12:14 Mar.iii3
ჩემმა მე3 დღემაც კარგად ჩაიარა :) მშვიდად და დაურღვევლად :))
04.03.15 05:14 natusinatusia
დღეს ბოტსტნეულის დღე მაქვს, იქნებ მირჩიოთ სუპი რა ბოსტნეულით გავაკეთო
04.03.15 01:27 ingg
გამარჯობათ ბავშვებო.ადრე გავაკეთე ეს დიეტა და დავიკელი 8კილოგრამამდე,ეხლა ისევ დავიცყე,დხეს მესამე დხე მაქვს და იმედია ცარმატებით დავასრულებ
03.03.15 23:37 Mar.iii3
ჩემმა მე2 დღემაც წარმატებით ჩაიარა გუშინ.დღეს მე3 დღე მაქვს.თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობ
03.03.15 12:02 vik_vika
aba sad xart ras shvebiT gogoebo
03.03.15 04:20 keso.m
მოკლედ ერთ კვირაში დავიკელი 4 კილო. 5 ველოდი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ზოგჯერ უშაქრო ჩაის ვსვამ და მაგის ბრალი ხომ არ არის? რაც მთავარია, შემეტყო აშკარად. ახლა მეორე კვირა დაიწყო. როგორც კი გავა ერთი თვე, თავიდან დავიწყებ ისევ. წარმატებები თქვენ
03.03.15 02:17 vik_vika
vik_vika ესაა ჩემი სკუპე , მე მესამე კვირის 2 დღე მაქვს იმედია მ9ვახერხე 2 კვირადი 3 კგს დაკლებას , წარმატებები ყველას თუმცა უფრო მეტი მაქვს დასაკლები :((
02.03.15 13:52 Mar.iii3
წესით უშაქრო ყავა არსად არ არის პრობლემა.გაზიანი კი,როგორც ვიცი,რეკომენდირებული არ არის ;)
02.03.15 13:44 natusinatusia
Mar.iii3 დღეს მე დავიწყე, მთელი დღის მანძილზე 1 ლიტრი რძე მივირთვი, 6 საათზე ტომატის წვენი და 8:30 ლიტვური საცხობის შავი დიეტური პური, 100 გრამი ვერ გავთვალე და 4 ნაჭერი მივირთვი (იმედია პრობლემას არ არის) ეხლა ვფიქრობ ზედმეტი პური ხომ არ ვჭამე:((( და კიდევ მაინტერესებს ამ დიეტის დროს გაზიანი მინერალურის მიღება თუ შეიძლება?
02.03.15 13:37 ninya
გოგოებო გამარჯობა, რაც 3 კილო დავიკელი 4 დღეში ჯერ არ ავწონილვარ, ხვალ მეორე კვირა იწყება. არ მიჭირს საერთოდ, ერთადერთი პრობლემა მაქვს ყავა თუ არ დავლიე მოწყენილი ვარ ხოლმე :დ :დ ხოდა დღეში 3 ჭიქას ვსვამ მინიმუმ უნალექოს და უშაქროს რა თქმა უნდა და პრობლემა ხო არაა?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია