Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 155821-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა და იკლებთ 5–8 კგ–ს
ამ დიეტის დროს არ შეიძლება მიიღოთ: ალკოჰოლი, პური, ლიმონათი და გაზიანი სასმელი ()დიეტურიც კი)
შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ ჩაი, ყავა, ნატურალური ხილის/ბოსტნეულის წვენი (სარის გარეშე), უცხიმო რძე, მაგრამ, ყველას ჯობია მინერალური წყალი.
არ შეიძლება არაფერი ცხიმში შემწვარი.
ხორცის მაგივრად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცი ან თევზი კანის გარეშე.

რაც უფრო მეტ ბორშს შეჭამთ, მით უფრო გახდებით.

ყოველდღე უნდა მიირთვათ ბორშჩი რამდენიც გნებავთ, რომელიც მზადდება შემდეგნაირად:
6 ხახვი, 2–3 პომიდორი, 1 დიდი კომბოსტო, 2 ბულგარული წიწაკა, მწვანილს წვრილად დავჭრით დავასხათ იმდენი წყალი რომ დაიფაროს (ან ბულიონი). როცა ადუღდება დავამატოთ ხახვის სუპის კუბიკი ან პაკეტი (ბულიონის შემთხვევაში არ ვამატებთ) და ვხარშავთ სანამ არ მოიხარშება ბოსტნეული.

შეაგემეთ მარილით, პილპილით, წიწაკით, მწვანილით...

დღე 1
მიირთვით ბორშჩი და ხილი გარდა ბანანის, საზამთროსი და ნესვისა. დალიეთ ჩაი ან დაბალგაზიანი მინერალური წყალი

დღე 2
მიირთვით ბორშჩი, ბოსტნეული (ცოცხლად თუ მოხარშული ან დაკონსერვებული) ლიბიოს, ბარდის და სიმინდის გარდა. საღამოს მიირთვით გამომცხვარი კარტოფილი მარგარინით.

დღე 3
მიირთვით ბორშჩი, ხილი და ბოსტნეული კართოფილის გარდა. ამ დღის ბოლოს თქვენ უკვე უნდა ჰქონდეთ დაკლებული 2–3 კგ.

დღე 4
მიირთვით ბორშჩი, 3 ბანანი, უცხიმო რძე და დაბალგაზიანი მინერალური წყალი.
ბანანი და რძე შეიცავს ბევრ ნახშირწყალს, კალორიას, პროტეინებს და კალციუმს, რომელიცთქვენს ორგანიზმს სჭირდება ტკბილეულობის მადის დასაქვეითებლად.

დღე 5
მიირთვით ბორშჩი, 500გრ ხორცი, 5–6 პომიდორი, 6–8 ჭიქა დაბალგაზიანი მინერალური წყალი.

დღე 6
მიირთვით ბორშჩი, ხორცი და მწვანე ბოსტნეული რამდენსაც შეძლებთ.

დღე 7
მიირთვით ბორშჩი, ყავისფერი ბრინჯი, ხილი და ბოსტნეული.
ამ დღის ბოლოს თქვენ დაკლებული უნდა გქონდეთ 5–8 კგ

თუკი თქვენ დაიკლეით 6–7 კგ, მაშინ უნდა დაისვენოთ 7 დღე ვიდრე გააგრძელებთ ამ დიეტას.

თუკი თქვენ ზუსტად შეასრულეთ ეს დიეტა, მაშინ დაკლებული გექნებათ 5–8 კგ.
ამ დიეტის გამეორება შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ, სანამ არ ჩამოხვალთ თქვენთვის სასურველ წონამდე.


ნანახია 155821-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(275):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
27.06.10 10:16 sofo77
დღეს ავიწონე და ამ დიეტის მესამე დღეს შეპირებული 2-3 კილოგრამის ნაცვლად 500 გრამი მაქვს დაკლებული,მაგრამ ისევ განვაგრძობ,რაღაც ძალიან ვარ მონდომებული.ეს ალბათ იმიტომ რომ არც ერთი დაწყებული დიეტა ბოლომდე არ მიმიყვანია,( ჩემს უნებუსყოფობაზე გავბრაზდი და ბოლოდე გავაკეთებ)
ან-ან იცი რა ეგ ხახვის სუპის კუბიკს,თვითონ სიტყვა გეუბნება.გერმანიაში ეგ იყიდება და ჩვეულებრივი ხახვის ფხვნილის კუბიკები,როცა წყალში გახსნი,ხახვის სუპი გამოდის,მე ბოსტნეულის კუბიკები ვიყიდე,თუმცა მაგის მიცემა ან გამოტოვება,ბევრს არაფერს შეცვლის.

გოგონებო ვინც გააკეთეთ ეს დიეტა,ვარჯიშობდით? პერიოდს როცა ელოდებით,ანუ კრიტიკულ დღეებს,წონა ჩერდება?მე ველოდები 1 კვირის შემდეგ და ვიფიქრე რომ ამის გამოც ვერ ვიკლებ ბორშის დიეტით.დაპოსტეთ რა
26.06.10 23:11 an-na
გამარჯობათ. მე ახალი ვარ და ხახვის სუპის კუბიკი რას ნიშნავს ვინმე მეტყვის? :))
26.06.10 21:45 sofo77
მე 3 დღე დამთავრდა ,დღეს საერთოდ არ გამჭირვებია,არა და ბორშთან არასოდეს ვმეგობრობდი,წელიწადში 1 ჯერ თუ შევჭამდი ხოლმე,სხვალ ბორშთან ერთად ბანანიც მაქვს და მხარია.ხვალ უნდა ავიწონო,არა მგონია 2 დან 3 კილომდე მქონდეს დაკლებული,როგორც აქ წერია,მაგრამ 1,5 კილოზეც არ ვიტყოდი უარს.ისე ძალიან დაღლილად ვგრძნობ თავს.ალბათ ამდენი სითხის მიღების ბრალიცაა,საკმაოდ ბევ წყალს ვსვავ.არავინაა ამ დიეტაზე ჩემ გარდა????
25.06.10 21:28 sofo77
მე 2 დღე დამთავრდა,რა ვიცი კაი დიეტა ჩანს ჯერ არ მიჭირს:)))ვნახოთ მომდევნო 5 დღეში რას ვიზამ
24.06.10 10:20 sofo77
გაგიმარჯოთ ბორშით:))))) მოკლედ დღეს დავიწყე იმედია გავძლებ,უნდა გავძლო.61 დან 57 მინდა ჩამოვიდე ანუ 4 კილოს ხო დამაკლებინებს ,მეტი არ მინდა. ხოდა ეხლა მივირთმევ ბორშს.იმდენი გავაკეთე მგონი მთელი კვირა მეყოფა.დროები უნდა დავიცვა??? ანუ 6 ის მერე თუ მომშვიდება შემიძლია ვჭამო.ამერიკაში ბევრი აკეთებს თურმე ამ დიეტას.მსახიობი რენე ზელვეგერი ამით გახდა და მე რით ვარ მასზე ნაკლები რომ ვერ გავხდე:::::))))))))))))
21.06.10 18:18 kitusssia
ვინმეს გაუკეთებიაა?მირჩიეთ რაააააა კაიაააა????
14.06.10 18:41 sofka14
გოგოებო მე ვარ დიეტოლიგი და სრულიად უსასყიდლოდ დაგიწერტ თქვენტვის სასურველ დიეტას და მოგცემტ რჩევებს ჩემი სკაიპია სო__ფი1
09.06.10 23:55 psp
გტხოვტ გთხოვთ რომელიმე კაი დიეტა მირცჰიეტ
04.06.10 20:23 მაიკო111
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას, ოღონდ ბორშის გარეშე :)
30.05.10 10:56 sofo77
გოგოებო დაწერეთ რა ამ დიეტის რამდენად კმაყოფილები ხართ.მე მინდა ხვალიდან დავიწყო,იმედია გავძლებ
30.05.10 00:24 teonameskhi
გამარჯობათ გოგოებო,მახსოვს ერთხელ გავაკეთე დიეტა 13 დგიანი,7 8 კილო დავიკელი,მაგრამ სადგაც დამეკარგა,მახსოვს რომ პირველი 3 დგე ბორში უნდა მეჩამა,ვინმემ შემთხვევით ხომ არ იცით?
26.05.10 22:52 dedofali
ჭარხალი არ უნდა ბორშს? ან სტაფილო?
18.05.10 19:18 salomushka.
ხახვის სუპის კუბიკი რა არიიიიიიიიიიიიიიიიიიიის?
17.05.10 14:57 salomushka.
შეგიძლიათ მიპასუხოთ???
16.05.10 17:32 salomushka.
მაინტერესებს ხახვის სუპის კუბიკსჰი რა იგულისხმება ანუ რა არის?
16.05.10 16:07 mariam_ts
სჰეიდზლება
16.05.10 11:44 gvancako
გოგოებო მაინტერესებს მარილიტ რო შევაზაო რამე დაშავდება? თქვენ აყრიდით მარილს? მიპასუხეთ რაა
13.05.10 20:08 dedofali
რატო ბორში კაია, ოღონდ მარტო დედაჩემის გაკეთებული...
13.05.10 20:06 tamarusha
მირჩევნია ვიშიმშილო,რა საშინელეებაააა:(((((((((((((
07.05.10 02:11 ancaco93
იმიტომ რომ საშინელი გემო აქვს იმ სუპს :(( მეოთხე დღეა ამ დიეტაზე ვარ.შედეგი შესამჩნევად მაქვს მაგრამ იმ სუპს დღეში ერთხელ ვჩამ ისიც ცოტას :(
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია