Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 155827-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა და იკლებთ 5–8 კგ–ს
ამ დიეტის დროს არ შეიძლება მიიღოთ: ალკოჰოლი, პური, ლიმონათი და გაზიანი სასმელი ()დიეტურიც კი)
შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ ჩაი, ყავა, ნატურალური ხილის/ბოსტნეულის წვენი (სარის გარეშე), უცხიმო რძე, მაგრამ, ყველას ჯობია მინერალური წყალი.
არ შეიძლება არაფერი ცხიმში შემწვარი.
ხორცის მაგივრად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცი ან თევზი კანის გარეშე.

რაც უფრო მეტ ბორშს შეჭამთ, მით უფრო გახდებით.

ყოველდღე უნდა მიირთვათ ბორშჩი რამდენიც გნებავთ, რომელიც მზადდება შემდეგნაირად:
6 ხახვი, 2–3 პომიდორი, 1 დიდი კომბოსტო, 2 ბულგარული წიწაკა, მწვანილს წვრილად დავჭრით დავასხათ იმდენი წყალი რომ დაიფაროს (ან ბულიონი). როცა ადუღდება დავამატოთ ხახვის სუპის კუბიკი ან პაკეტი (ბულიონის შემთხვევაში არ ვამატებთ) და ვხარშავთ სანამ არ მოიხარშება ბოსტნეული.

შეაგემეთ მარილით, პილპილით, წიწაკით, მწვანილით...

დღე 1
მიირთვით ბორშჩი და ხილი გარდა ბანანის, საზამთროსი და ნესვისა. დალიეთ ჩაი ან დაბალგაზიანი მინერალური წყალი

დღე 2
მიირთვით ბორშჩი, ბოსტნეული (ცოცხლად თუ მოხარშული ან დაკონსერვებული) ლიბიოს, ბარდის და სიმინდის გარდა. საღამოს მიირთვით გამომცხვარი კარტოფილი მარგარინით.

დღე 3
მიირთვით ბორშჩი, ხილი და ბოსტნეული კართოფილის გარდა. ამ დღის ბოლოს თქვენ უკვე უნდა ჰქონდეთ დაკლებული 2–3 კგ.

დღე 4
მიირთვით ბორშჩი, 3 ბანანი, უცხიმო რძე და დაბალგაზიანი მინერალური წყალი.
ბანანი და რძე შეიცავს ბევრ ნახშირწყალს, კალორიას, პროტეინებს და კალციუმს, რომელიცთქვენს ორგანიზმს სჭირდება ტკბილეულობის მადის დასაქვეითებლად.

დღე 5
მიირთვით ბორშჩი, 500გრ ხორცი, 5–6 პომიდორი, 6–8 ჭიქა დაბალგაზიანი მინერალური წყალი.

დღე 6
მიირთვით ბორშჩი, ხორცი და მწვანე ბოსტნეული რამდენსაც შეძლებთ.

დღე 7
მიირთვით ბორშჩი, ყავისფერი ბრინჯი, ხილი და ბოსტნეული.
ამ დღის ბოლოს თქვენ დაკლებული უნდა გქონდეთ 5–8 კგ

თუკი თქვენ დაიკლეით 6–7 კგ, მაშინ უნდა დაისვენოთ 7 დღე ვიდრე გააგრძელებთ ამ დიეტას.

თუკი თქვენ ზუსტად შეასრულეთ ეს დიეტა, მაშინ დაკლებული გექნებათ 5–8 კგ.
ამ დიეტის გამეორება შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ, სანამ არ ჩამოხვალთ თქვენთვის სასურველ წონამდე.


ნანახია 155827-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(275):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
19.09.15 16:24 nonka13
იმ საიტზე ოდნავ სხვანაირად წერია,მაგალითად მწვანილიდან მხოლოდ ნიახურს ვუკეთებ ბორშს და მინერალური წყალიც არ უწერია.რავი,უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ
19.09.15 02:31 eka ko
Zustad aketeb?
19.09.15 00:57 nonka13
მოგესალმებით ყველას.ეს დიეტა სხვა საიტზე ვნახე,მეოთხე დღეა ვიცავ,დავიწყე 63 კილოთი,დგეს ვარ 60.საკმაოდ ეფექტურია.ნებისმიერი დიეტის დროს გაითვალისწინეთ ეს პირობები:სვით მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დღის განმავლობაში,ჭამეთ რეჟიმით და რაც შეიძლება დიდხანს ღეჭეთ თვითოეული ლუკმა.გისურვებთ წარმატებებს
05.09.15 03:25 ops♡
მართლა კარგი დიეტაა გუშინ დავიწყე თან დავარღვიე და 700 გრამი მოკლებული მაქვს უკვე
16.06.15 01:05 tikuni777
დღეს ვიწყებ დიეტას და ყველას გისურვებთ წარმატებას.თუ ბორშის დიეტა გაკეთებული გაქვთ რომელიმე თქვენგანს წარმატებით მომწერეთ კარტოფილის გამოცხობა როგორ უნდა. ვარ92 კილო მინდა გახდე 65კილო 16 სექტემბრამდე.
12.06.15 13:00 lik lik lik
მისაღებად გემრიელია შედეგს ველი :))
12.06.15 12:36 eka ko
rashvebi t
12.06.15 12:11 lik lik lik
დღეს დავიწყეეე :)) გამომივა ვითომ რამე? :((
11.06.15 16:58 lilee
მარტო ბორში რო ვჭამო 1 კვირა ან 9 დღე კარგი შედეგი მექნება? ძაან ცუდად ხო არ იმოქმედებს ორგანიზმზე?
31.03.15 09:33 ნინიკო@@@
Salami gogoebo ramainteresebs tuki borshia kartopili charxali da stapilo niori arunda birshs?? Momweret zaan gtxovt daviwko minda da maintrresebs
21.03.15 14:45 dadunaa
ხახვის სუპის კუბიკი ან პაკეტი რას ნიშნავს?და კიდევ კარტოფილი როგორ უნდა გამოვაცხოო :D ?
24.02.15 12:17 tiko...
მინდა ეს დიეტა გავაკეთო და მარტო ბორშით დავიკლებ? ხორცს ესე ვერ შევჭამ და ხილი რო ვჭამო ან მარტო ბორში
21.02.15 03:36 xatia-xatia
მარტო ბორშზე ვიყავი 4დღე არაფერი მიჭამია სხვა და 4კილო დავიკელი,წარმატებები.უშაქრო ყავას ვსვავდი
17.02.15 04:00 inga khinkiladze
აუცილებლად გავაკეტებ....ნებისყოფა მაქვს.ვიცი რომ ეფექტურია ჩემი მეგობარი მაგ დიეტით დასუსტდა
08.02.15 15:33 maria777
გავაკეთე დღეს ბორში და ხვალიდან ვიწყებ დიეტას... 58 კილო და იდეალური წონაა 54ია შენიო :დ ჰოდაააა მომავალ ორშაბათს ვნახოთ შედეგი :(((((
08.02.15 03:54 xatia-xatia
მარილი და პილპილი რომ არ ვუქნა და ცოტა ბროწეულის წვენი დავამატო ნეტა თუ შეიძლება,,, დღეს გავაკეთე პირველად ვაკეთებ.მირჩიეთ რა..
02.02.15 12:35 passenger
დღეს დავიწყე აბა ვნახოოთ ^_^ დავწერ შედეგს აუცილებლად... წვნიანი გემრიელი გამოვიდა ისე... მარა იმდენია, რომ ვუყურებ მგონია მთელი ცხოვრება მეყოფა :D
29.01.15 05:29 inga098
მე დავიწყე გუშინ და აშკარად შედეგს ვგრძნობ.ძალიან მოტივირებული ვარ და ვხანოთ რა გამოვა :) წარმატებები გოგოებო ;)
09.01.15 06:38 lika@
თუ იცით ქოქოსის ჭამა შეიძლება?
08.01.15 10:18 sesiliaa
Aდრე გავაკეთე 1 კვირა და 4.5 დავიკელი. Mახსოვს ხალხი რომ მხვდებოდა ვერ მცნობდნენ;))) წარმატებებიიი. Dაიკლებ აბა რას იზავ:-)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია