Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 134764-ჯერ
მსგავსი დიეტები:

თუ ამ დიეტას სწორედ დაიცავთ დაიკლებთ 5-7 კილომდე ერთ კვირაში.
დიეტის მთავარი კომპონენტი არის კომბოსტოს სუპი, რომელიც წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან და წვავს ცხიმებს.კომბოსტოს სუპი მიიღება დგეში სამჯერ. + ყოველ დღე ემატება სხვა და სხვა საკვები.
სუპის რეცეპტი:

2 ცალი გაფრცქვნილი პამიდორი(ან ცოცხალი ან კონსერვი)
1 თავი კომბოსტო
2 ცალი ბულგარული წიწაკა
5 ცალი სტაფილო
1 თავი ნიახური(სავალდებულოა)
ოხრახუში,ქინძი(მწვანილი გემოვნებით)
5 ცალი ხახვი
4 კბილი ნიორი
3 ლიტრი წყალი

კომბოსტო ოდნავ მოთუშეთ ცოტა წყალში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული. დაფარეთ წყლიტ და ადუღეთ სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება. ცოტა რაოდენობით, შეიგიძლიათ მარილი და პილპილი დაუმატოთ.

ყოველი დგე შედგება სამი პორცია სუპისაგან.
არ გამოტოვოთ არცერტი სადილი, თორემ ეფექტს ვერ მიიგებთ. არ ადგეთ მაგიდიდან მშივრები.
არ მიიგოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი.არცერტი კერძის მომზადება არ შეიძლება ცხიმით.

1 დღე: სუპი+
ხილი, ბანანის,საზამთროსა და გოგრის გარდა.უშაქრო ხილის წვენები.

2 დღე: სუპი+
ყველანაირი ბოსტნეული(უმი ან ცყალზე მოტუსჰული) სიმინდის, ბარდისა და ლობიოს გარდა.

3 დღე:სუპი+
ბოსტნეული და ხილი
თუ აქამდე არ დაგირღვევიათ დიეტა 3 კილო დაკლებული უნდა გქონდეთ.

4 დღე: სუპი+
ბანანი და ათქვეფილი რძე
3 ბანანი და 1 ლიტრი რძე შეგიძლიათ რომ მიიღოთ

5 დღე: სუპი+
150 გრამი ძროხის ხორცი და 3-5 პამიდორი.

6 დღე: სუპი+
150 გრ ძროხის ან ხბოს ხორცი +ბოსტნეული ნებისმიერი (შეიძლება გრილზე შემწვარი ქათამიც, მაგრამ აუცილებლად მიირთვით კანის გარეშე)

7 დღე: სუპი+
მოხარშული ბრინჯი ერთი სავსე თეფში+ წვენი(უშაქრო)და ბოსტნეული ნებისმიერი.

პამიდორი შეგიძლიათ შეცვალოთ კიტრით ან სალათის ფურცლებით.

სასურველ ეფექტს მიაღწევთ თუ სწორედ დაიცავთ ამ დიეტას ამ 7 დღის განმავლობაში. საკუთარ თავს დაუმტკიცეთ რომ შეგიძლიათ.
დამიჯერეთ სარკის წინ მიღებული სიამოვნება უფრო დიდია, ვიდრე ჭამის დროს მიღებული სიამოვნება.

kato
ნანახია 134764-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(582):

22.09.10 23:31 te1987
მეორე დგეა უკვე ვაკეთებ და ჯერ არ მინდა აწონვა მესამე დგეს ავიწონები:D
22.09.10 21:53 begura
duda-e
ვა და მართლა ვერაფერი დაიკელი????
ვა მიკვირს. შეიძლება მერე ერთდროულად დაიკლო....
ძალიან დამაინტრიგე. ხვალ ვიწყებ დიეტას. და საერთოდ რამდენი ხარ?
მე 56ვარ და 6კილო მაქვს ზედმეტი, ხოდა 10ოქტომბრამდე სადღაც უდნა დავიკლო რა.. მერე მეწყება ქორწილები და ნათლობები
22.09.10 21:34 duda-e
begura
თითო ჭამაზე 1 "მათლაფას"
რაც შეიძლება ბევრი როგორ?
ვერ შეჭამ. მადას არ ვუჩივი, მაგრამ ამას ერთ ჭამაზე მეტს ვერ შეჭამ.ყავას და ჩაის ვსვამ, უშაქროს. ხილს (ვაშლი) კი ბატონო.
22.09.10 20:22 begura
duda-e
ბევრს ჭამ ამ სუპს? რაც შეიძლება მეტი უნდა ჭამოო. ხოდა რავი აბა.
დღეს მივედი მაღაზიაში კომბოსტოს და ნიახურის საჭიდლად და ქალმა დიეტისთვის გინდაო?
მეთქი იცი თქო. და კიო ჩემმა შვილმა მაგრად დაიკლოო...
და რავი მე..
ხვალიდან ვიწყებ რა
22.09.10 20:02 duda-e
დღეს მესამე დღე. დილით სასწორზე დავდექი და გრამი არ არის ცვლილება. გუშინ მთლი დღე საქმეებზე დავდიოდი. დავლიე სანტალის წვენი სულ 200 გრამი, მერე 6 კენ კი იცოცხლეთ, მემგონი 2 პორცია ბორშიც მივირთვი. დღეს საღამოს მხოლოდ ვაშლი დავამატე.
22.09.10 19:03 begura
მე ხვალიდან ვიწყებ. უკვე ძალიან გავსივდი. 56კილოს მივუკაკუნე. მთელი დრე ვჭამ. გაჩერება არ შემიძლია....
რაღაც მჭირს. საქმე რომ არ მაქვს ვჭამ. და ასეთი უსაქმურობის საათი დრეში სადღაც 12მაქვს... :D
ღამეს საჭმელზე ვფიქრობ. გავუბერე უკვე..
ხოდა რავი აბა ხვალიდან დავიწყებ იმედია გავქაჩავ. ხვალ 6საათი დილიდან არ ვარ სახლში კაია, მერე სამეცადინოც მექნება ერთი 2საათის.. და დანარცენი დრო რამენაირად უნდა გავწელო
21.09.10 11:56 te1987
მეც დავიწყე დგეს დილით ცოტა მაწონი ვჩამე და მერე მტელი დგე ბორშს შევჩამ შედეგები დავწეროთ რა წარმატებებიი
20.09.10 19:11 duda-e
მე დღეს დავიწყე. ოღონდ დილით სანამ წვნიანს გამიმზადებდნენს სამსახურში წასვლამე ჰერკულესი გავიკეთე. შევჭამე რამდენიემ შავი ქლიავი. ვსვამ უშაქრო ყავას , დილით ავიწონე და 66 კგ ვარ .7 დღე არ ავიწონები.
20.09.10 14:15 te1987
გააკეთა ვინმემ ეს დიეტა?შედეგს რატო არ წერთ?ნუ პასიურობთ რა გთხოვთ
20.09.10 13:59 te1987
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას წარმატებები ჩემს თავს
19.09.10 08:53 nica _ nica
აუუ უკვე მე4 დღეა ამ დიეტაზე ვარ და მგონია რომ ვერ ვიკლეებ :(
12.09.10 23:15 nanakoki
გამარჯობათ გოგოებო! იქნებ მითხრათ ეს დიეტა 2კვირის განმავლობაში რომ გავაკეთო შედეგი როგორი მექნებაა? 2კვირა გაგიკეთებიათ ვინმეს მომწერეთ გთხოვთ?
02.09.10 16:30 pokahondas
გოგოები დღეიდან ვიწყებ ამ დიეტას, 60-კილო ვარ ვნახოთ რამდენს დავიკლებ 7- დღეში. შედეგს დავწერ აუცილებლად.
01.09.10 14:05 bocholuka
Ameliana
მართლა?
და შენ 1წლის წინ რამდენი დაიკელი? და რამდენი იყავი?
მაგრად მაინტერესებს. ხვალიდან პირდაპირ ეგ ხომ არ დავიწყო ვფიქრობბ...
01.09.10 14:02 Ameliana
მე ძალიან გემრიელ ბორშს ვაკეთებ, ზეთსაც ვუკეთებ და მარილსაც. ამიტომ არ მიჭირს ამ დიეტაზე ყოფნა. ცოტა ვარგვევ ყველსაც ვჭამ ბორშთან ერთად, მაგრამ შედეგი მაქვს.
ერთი წელია არ გამიკეთებია და გუშინ დავიწყე და დღეს მეორე დღეა და თავს გადასარევად ვგრძნობ.. ორგანიზმი იწმინდებააააააააააააააა..!!!!
შემომიერთდით !!!!!!!!!!!!!! ყველაზე მაგარი დიეტაა ეს!!
01.09.10 09:37 bocholuka
marischa
გაიხარე დიდი მადლობა. მთლიანობაში 6კილო??? სამივე დიეტის გადაბმით???
არც მაგია ცუდი მაწყობს მაგრად...
მთავარია არ დაგარღვიო. ჯერ მშვენივრად მივდივარ..
31.08.10 20:54 marischa
წარმატებები 6 კგ აუცილებლად დაიკლეეებბ
31.08.10 18:30 bocholuka
marischa
ავიტან აბა რას ვიზამ..
ახლა ეგ აქ რაც წერია ეგ რაოდენობა ერთ დღეზეა ხომ გათვლილი???

შევჭამ აბა სად წავალ.
სამშაბათიდან უნდა შევუდგე ამას მანამდე კი საზამთრო და ბოლო სამი დღე მაწვნის დიეტა. იმედია ამ 2კვირაში 5-6კილოს დავიკლებ...
31.08.10 15:09 marischa
ბოჩოლუკა წაიკითხე სხვების პოსტებიც რავი მე ვიცი რომ 100-იანია
31.08.10 15:08 marischa
ააა მთლიანად რომ უნდა წამო???რასზამმმ უნდა აიტანო როგორმე 1კვირააა
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია