Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 155823-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ეს დიეტა გრძელდება 1 კვირა და იკლებთ 5–8 კგ–ს
ამ დიეტის დროს არ შეიძლება მიიღოთ: ალკოჰოლი, პური, ლიმონათი და გაზიანი სასმელი ()დიეტურიც კი)
შეგიძლიათ დალიოთ მხოლოდ ჩაი, ყავა, ნატურალური ხილის/ბოსტნეულის წვენი (სარის გარეშე), უცხიმო რძე, მაგრამ, ყველას ჯობია მინერალური წყალი.
არ შეიძლება არაფერი ცხიმში შემწვარი.
ხორცის მაგივრად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცი ან თევზი კანის გარეშე.

რაც უფრო მეტ ბორშს შეჭამთ, მით უფრო გახდებით.

ყოველდღე უნდა მიირთვათ ბორშჩი რამდენიც გნებავთ, რომელიც მზადდება შემდეგნაირად:
6 ხახვი, 2–3 პომიდორი, 1 დიდი კომბოსტო, 2 ბულგარული წიწაკა, მწვანილს წვრილად დავჭრით დავასხათ იმდენი წყალი რომ დაიფაროს (ან ბულიონი). როცა ადუღდება დავამატოთ ხახვის სუპის კუბიკი ან პაკეტი (ბულიონის შემთხვევაში არ ვამატებთ) და ვხარშავთ სანამ არ მოიხარშება ბოსტნეული.

შეაგემეთ მარილით, პილპილით, წიწაკით, მწვანილით...

დღე 1
მიირთვით ბორშჩი და ხილი გარდა ბანანის, საზამთროსი და ნესვისა. დალიეთ ჩაი ან დაბალგაზიანი მინერალური წყალი

დღე 2
მიირთვით ბორშჩი, ბოსტნეული (ცოცხლად თუ მოხარშული ან დაკონსერვებული) ლიბიოს, ბარდის და სიმინდის გარდა. საღამოს მიირთვით გამომცხვარი კარტოფილი მარგარინით.

დღე 3
მიირთვით ბორშჩი, ხილი და ბოსტნეული კართოფილის გარდა. ამ დღის ბოლოს თქვენ უკვე უნდა ჰქონდეთ დაკლებული 2–3 კგ.

დღე 4
მიირთვით ბორშჩი, 3 ბანანი, უცხიმო რძე და დაბალგაზიანი მინერალური წყალი.
ბანანი და რძე შეიცავს ბევრ ნახშირწყალს, კალორიას, პროტეინებს და კალციუმს, რომელიცთქვენს ორგანიზმს სჭირდება ტკბილეულობის მადის დასაქვეითებლად.

დღე 5
მიირთვით ბორშჩი, 500გრ ხორცი, 5–6 პომიდორი, 6–8 ჭიქა დაბალგაზიანი მინერალური წყალი.

დღე 6
მიირთვით ბორშჩი, ხორცი და მწვანე ბოსტნეული რამდენსაც შეძლებთ.

დღე 7
მიირთვით ბორშჩი, ყავისფერი ბრინჯი, ხილი და ბოსტნეული.
ამ დღის ბოლოს თქვენ დაკლებული უნდა გქონდეთ 5–8 კგ

თუკი თქვენ დაიკლეით 6–7 კგ, მაშინ უნდა დაისვენოთ 7 დღე ვიდრე გააგრძელებთ ამ დიეტას.

თუკი თქვენ ზუსტად შეასრულეთ ეს დიეტა, მაშინ დაკლებული გექნებათ 5–8 კგ.
ამ დიეტის გამეორება შეგიძლიათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოგინდებათ, სანამ არ ჩამოხვალთ თქვენთვის სასურველ წონამდე.


ნანახია 155823-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(275):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 14
21.03.21 05:16 keti7744
მარილი და წიწაკა შეიძლება?
20.01.21 11:54 liliarosa
დავიწყე გუშინ ეს დიეტა..დღეს მეორე დღეა...ჯერჯერობით არ მიჭირს...იმედია შევძლებ ბოლომდე..და რაც მთავარია დავიკლებ :)
14.06.20 08:22 თამუნჩიკა
ხო რთულია,მოტკბო გემო აქვს ბორშს მაგრამ მშიერი არასდროს არ ხარ,ბორშს მე ორ თეფზე მეტს ვერ ვჭამდი სამწუხაროდ :( გაქაჩავთ უეჭველი,მთავარი სამი დღე გაგივლიათ კი არა უკვე დასრულებულიც გექნებათ დიეტა ალბათ ^_^ 57,5 ჩამოვედი ამ დიეტით,3 კილო დავიკელი
10.06.20 22:46 მაგდა*
თუ ვინმე იცავთ დააკომენტარეთ, სტიმული მომეცემა:D 61.300 დავიწყე, შედეგს დავწერ თუ გავქაჩე 7 დღე
10.06.20 22:43 მაგდა*
არავინ ხართ ამ დიეტაზე? მესამე დღე თენდება, არც ისე ადვილია როგორც მეგონა
29.05.20 10:26 თამუნჩიკა
ამ საზაფხულოდ დაკლება მარტო მე მინდა? :დ დავიწყე 59.9 ვარ,7 დღეში დავწერ შედეგს <3
23.05.20 12:17 თამუნჩიკა
ეს დიეტა უნდა დავიწყო,რამოდენიმე დღეში,თუ ვინმე დააპირებთ გამიხარდება ძალიან <3 გავამხნევებთ ერთმანეთს <3
23.05.20 12:11 თამუნჩიკა
დაიკელით ამ დიეტით?
27.03.20 07:16 nini.k
გუშინ დავიწყე ეს დიეტა, ბორში უკვე მომბეზრდა და სიმართლე, რომ ვთქვათ კარტოპილის და ჭარხლის გარეშე ბოსტნეულის ნახარშის გემო უფრო აქვს ვიდრე ბორშის მაგრამ შედეგს უკვე ვხედავ ასე რომ არ ვნებდები.
25.04.19 21:59 keso.m
მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ ბორში უნდა ვჭაკთ მთელი დღე, შეიძლება თუ არა, რომ ამ ბორშის წვენი დავლიოთ? ძალიან ბევრი გამომივიდა და უნდა გადავყარო ნახევარი და წვენი მენანება გადასაღვრელად
23.10.18 11:14 Natalia- natashka
Gogoebo , vinme xart exla am dietaze ? Mevar meotxe dgea, jer ar avconilvar magram yvela mamachnevs da meubenba sigamxdres mec vxedav da vamchnev , meshvide dges aviconebi 61 kilo var da minda daviklo 5 kilo da vnaxot, savaraudod 2 ukve daklebuli amqvs , xval aviconebi da davcer . dzalian magaria saertod ar mshia da tan vxdebi, rdze armiyvars da aucioevelia davlio ?
05.03.18 12:02 Mari 85
Vinme xart am dietaze?
24.02.18 13:30 Ninicho777
Gogoebo es masa ramdeni dge unda vchamo
22.02.18 01:45 Anka;))))
Madloba lika.mainc ar davargvie da ravi orshabats aviwonebi imedia davikleb
22.02.18 01:45 Anka;))))
Madloba lika.mainc ar davargvie da ravi orshabats aviwonebi imedia davikleb
22.02.18 01:45 Anka;))))
Madloba lika.mainc ar davargvie da ravi orshabats aviwonebi imedia davikleb
18.02.18 13:40 lika013
არა ანკა , არ აქვს აზრი ჯობია დამთავრებას დაელოდო და მერე დაიწყო დიეტა. ვერც დაიკლებ და თან ისედაც სუსტდება ადამიანი მაგ დროს , ნერვებზე იჯდები ძაან. ასე, რომ არ გირჩევ <3
18.02.18 01:05 Anka;))))
Gogoebo chiklis dros azri aqvs dietis dacvas neta?
04.01.18 02:55 maria_1
მე ვიცავდი ამ დიეტას ძAლიან მაგარია 2 ჯერ გავაკეთე და 62 კილოდან 50 კილოზე ჩამოვედი ისევ ვაპირებ დაწყებას წარმატებები ყველას
28.09.17 03:09 putkunovna1
დავიწყე გუშინ პირველმა დღემ კარგად ჩაიარა, ვნახოთ მეორე დღე ^_^. ხომ არავინ აკეთებთ ამჟამად ამ დიეტას?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ... 14
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია