Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 134760-ჯერ
მსგავსი დიეტები:

თუ ამ დიეტას სწორედ დაიცავთ დაიკლებთ 5-7 კილომდე ერთ კვირაში.
დიეტის მთავარი კომპონენტი არის კომბოსტოს სუპი, რომელიც წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან და წვავს ცხიმებს.კომბოსტოს სუპი მიიღება დგეში სამჯერ. + ყოველ დღე ემატება სხვა და სხვა საკვები.
სუპის რეცეპტი:

2 ცალი გაფრცქვნილი პამიდორი(ან ცოცხალი ან კონსერვი)
1 თავი კომბოსტო
2 ცალი ბულგარული წიწაკა
5 ცალი სტაფილო
1 თავი ნიახური(სავალდებულოა)
ოხრახუში,ქინძი(მწვანილი გემოვნებით)
5 ცალი ხახვი
4 კბილი ნიორი
3 ლიტრი წყალი

კომბოსტო ოდნავ მოთუშეთ ცოტა წყალში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული. დაფარეთ წყლიტ და ადუღეთ სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება. ცოტა რაოდენობით, შეიგიძლიათ მარილი და პილპილი დაუმატოთ.

ყოველი დგე შედგება სამი პორცია სუპისაგან.
არ გამოტოვოთ არცერტი სადილი, თორემ ეფექტს ვერ მიიგებთ. არ ადგეთ მაგიდიდან მშივრები.
არ მიიგოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი.არცერტი კერძის მომზადება არ შეიძლება ცხიმით.

1 დღე: სუპი+
ხილი, ბანანის,საზამთროსა და გოგრის გარდა.უშაქრო ხილის წვენები.

2 დღე: სუპი+
ყველანაირი ბოსტნეული(უმი ან ცყალზე მოტუსჰული) სიმინდის, ბარდისა და ლობიოს გარდა.

3 დღე:სუპი+
ბოსტნეული და ხილი
თუ აქამდე არ დაგირღვევიათ დიეტა 3 კილო დაკლებული უნდა გქონდეთ.

4 დღე: სუპი+
ბანანი და ათქვეფილი რძე
3 ბანანი და 1 ლიტრი რძე შეგიძლიათ რომ მიიღოთ

5 დღე: სუპი+
150 გრამი ძროხის ხორცი და 3-5 პამიდორი.

6 დღე: სუპი+
150 გრ ძროხის ან ხბოს ხორცი +ბოსტნეული ნებისმიერი (შეიძლება გრილზე შემწვარი ქათამიც, მაგრამ აუცილებლად მიირთვით კანის გარეშე)

7 დღე: სუპი+
მოხარშული ბრინჯი ერთი სავსე თეფში+ წვენი(უშაქრო)და ბოსტნეული ნებისმიერი.

პამიდორი შეგიძლიათ შეცვალოთ კიტრით ან სალათის ფურცლებით.

სასურველ ეფექტს მიაღწევთ თუ სწორედ დაიცავთ ამ დიეტას ამ 7 დღის განმავლობაში. საკუთარ თავს დაუმტკიცეთ რომ შეგიძლიათ.
დამიჯერეთ სარკის წინ მიღებული სიამოვნება უფრო დიდია, ვიდრე ჭამის დროს მიღებული სიამოვნება.

kato
ნანახია 134760-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(582):

31.08.10 15:07 marischa
რა ტეხავს ვერ გავიგეეე???
31.08.10 14:27 bocholuka
marischa
ეგ ტეხავს. მარა მართლა 5კილოს დაკლება შეიძლება ერთ კვირაში?
არ მჯერა თუ შევძლებ ოცნების ახდენას 1კვირაში....
31.08.10 14:18 marischa
ამ დიეტით ყოველთვის 2 დღეში ვიკლებ 3 კგს როგორც წერია,არამარტო მე ვინც ვიცი ყველა და შემდეგ დანარჩენ 4 დღეში 2-ს ანუ საბოლოოდ 5-ს ალბათ სხვები მეტსაც უკლებენმ,მე ყოველთვის 5 დამიკლია,ეხლა ამის კეტების თავი არ მაქვს თან მაწვნის დიეტაზე ვარ და 5 კგ უკვე დავიკელი და გადავწყვიტედღეს გავაკეთო სუპი ანი ხვალისთვის და 2 დღე სუპზე ვიყო იმედი ამჯერადაც 3 კგს დავიკლებ მერე უკვე მხოლოდ 2-ღა დამრჩება დასაკლები აბა წარმატებები მისურვეთ ბოჩოლუკა თუ დაიწყებ კარგია
31.08.10 14:07 marischa
არა მთლიანად უნდა ჭამო ეგ ბორში და რაც მეტი მით უკეტესი....და მე ვიცი რომ აუცილებლად დაიკლებ 3 კიარა 5 კგს ცემს ირგვლივ ყველა ამით იკლებს მეც დამაკლებინა ზუსტად 5 კგ თავის დროზე
31.08.10 13:50 bocholuka
გოგოეებო გიცდიათ? კაია? ერთ კვირაში დავკლებ ერთ 3-4კილოს???
რეალურად რომ ვთქვათ რა..

და ეს რომ მოვხარშავ ბოსტნეული რომ არ ვჭამო და მხოლოდ წყვენი დავკილო არ შეიძლება? ანუ მოხარშული ხახვი და კომბოსტო და რარაცეებია? ბორში ს მარტო ეგრეთ წოდებული ბულიონი რომ დავლიო???
24.08.10 09:51 begura
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დიეტის დროს ალკოჰოლის მიღება. თუ თქვენ აპირებთ მიიღოთ ალკოჰოლი, დიეტა 24 საათის დასრულებული უნდა გქონდეთ.

დიეტის მთავარი კომპონენტია სუპი, რომელიც წვავს ცხილებს. ის უნდა მიირთვათ ყოველდღე და რაც შეიძლება ბევრი. რაც მეტ სუპს შეჭამთ ამ დიეტის დროს, მით მეტ კილოგრამს დაიკლებთ.

თუ ზუსტად დაიცავთ დიეტას თქვენ უნდა დაიკლოთ 5 დან 8 კილოგრამამდე 7 დღეში. მთავარია ზუსტად დაიცვათ ეს დიეტა და ყველა პროდუქტი ისე მიიღოთ, როგორც კლინიკა მაოს დიეტოლოგები გვირჩევენ.
თუ თქვენ 7 დღეში დაიკელით 8 კილოგრამი, აუცილებელია ორდღიანი შესვენება. ეს დიეტა შეგიძლიათ დაიცვათ რამდენჯერაც გსურთ. პროდუქტები, რომლებსაც თქვენ მიიღებთ საზიანო არ არის თქვენი ორგანიზმისთვის.

ცხიმების დამწვავი სუპის რეცეპტი:

საშუალო თავი კომბოსტო,
2 მწვანე წიწაკა (ან ბულგარული)
1 კონა ნიახური
გალინა ბლანკას სოკოს კუბიკი

დაჭერით ეს პროდუქტები წვრილად და დაასხით წყალი. ზომიერად მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სუნელი კარი. ჩააგდეთ ერთ ცალი გალინა ბლანკას სოკოს კუბიკი. ადუღეთ მაღალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

სუპი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ დროს, როცა კი მოგშივდებათ. მიირთვით იმდენი, რამდენიც გსურთ. სუპი არ გმატებთ კალორიებს.
არ ღირს იკვებოთ მხოლოდ ამ სუპით, რაციონში სხვა პროდუქტებიც შეგიძლიათ მიამატოთ.

პირველი დღე – სუპი და ხილი. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი ბანანის გარდა. ყველაზე ნაკლები კალორია არის საზამთროში და ნესვში. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეორე დღე – სუპი და ბოსტნეული. ნებისმიერი ბოსტნეულკი, გარდა კარტოფილისა. ამ დღეს შეგიძლიათ მწვანილიც მიირთვათ დიდი რაოდენობით. თავი შეიკავეთ ბარდისგან და სიმინდისგან. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მესამე დღე – სუპი, ბოსტნეული და ხილი. ანუ ვაერთიანებთ პირველ და მეორე დღეს. და არ დაგვავიწყდეს მივიღოთ რაც შეიძლება ბევრი წყალი. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ.

მეოთხე დღე – სუპი, ხილი და ბოსტნეული, ეს დღე არ გამოირჩევა მესამე დღისგან გარდა იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 3 ცალი ბანანი. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.


მეხუთე დღე – სუპი და პომიდორი ან მოხარშული საქონლის ხორცი. საქონლის მჭლე ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ 300-800 გრამი ან პომიდორი რამდენიც გსურთ. შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეექვსე დღე – სუპი, საქონლის ხორცი და ბოსტნეული. მოხარშული საქონლის ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულთან ერთად გაძღომამდე (ბულგარული, სალათს ფოთოლი,). შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეშვიდე დღე – სუპი, ყავისფერი ბრინჯი, ხილის წრ ?ენი (უშაქროდ) და ბოსტნეული. ბრინჯი შეგიძლიათ სუპს დაუმატოთ. შეგიძლიათ უბრალოდ მოხარშოთ და მოხარშულ ბრინჯს დაუმატოთ ბოსტნეული (პომიდორი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო), შეგიძლიათ მიირთვათ ჩაი და ყავა უშაქროდ და რაც შეიძლება ბევრი წყალი.

მეშვიდე დღის დასასრულს, თუ თქვენ მკაცრად დაიცავით დიეტა, სასწორმა უნდა გაჩვენოთ 5 ან 8 კილოგრამით ნაკლები.

თუ მაინც არღვევთ დიეტას, გაფრთხილებთ! კატეგორიულად გეკრძალებათ ალკოჰოლი, პური, გაზიანი სასმელები და შემწვარი პროდუქტები.
მე ეს დიეტა ასე ვიცი... უნდა ვცადო ერთი რა გამოვა. ნეტა დავიკლებ 4-5კილოს??? რაგაც ეჭცი მეპარება. პახოდუ სულ მოძრაობაში ვარ...
22.07.10 17:53 bocholuka
აუ ამ დიეტის ვერაფერი გავიგე...
ფორუმ.გე-ზეც დევს ამდაგვარი დიეტა რა. ხოდა მანდ წერია რომ I დღეს სასურველია საზამთროო აქ წერია რომ არასასრველია. რას გაიგებ. ისე კაი სუპია ვიიცი
21.07.10 15:25 qetachka
არც მინერალური წყლის მიგება არ შეიძლებაა?
19.07.10 14:15 eto kopaliani
მეც ეგ მაინტერესებს.. ეს ბორში ერთი პორციაა? ძალიან გთხოვთ გვითხარით რა : ( და მერე ესე ჩქარა რომ დაიკლევ ამბობენ რო ორჯერ მეტს იმატებო და ამ დიეტით ეგრე არ ხდება?
19.07.10 12:26 NewLife
იქნებ ვინმემ მითხრათ,ეს 3 ლიტრი ბორში 1 დღეში უნდა ვჭამო???ანუ 1 დღის პორციაა??
28.06.10 17:09 aniiiiiiiii
არაუშავს, ეგეც სასარგებლოა :)))))
28.06.10 09:27 Bohiko
aniiiiiiiii არ ვიცი რას გიზავ იცოდე, შენს გამოა ოხრახუშის დანახვაზე რომ მაკანკალებს ???? :))))
27.06.10 13:53 aniiiiiiiii
უი ოხრახუში კი არა ნიახური უნდა ბევრი შემეშალა :))))))
27.06.10 13:52 aniiiiiiiii
მე როგორც ვიცი ცალკე კომბოსტოს ნახარშის დალევა არ შეიძლება თუ თირკმელებზე რამე პრობლემა გაქვს... ან შეიძლება არც გქონდეს პრობლემაა უფრო სწორად არ ჩანდეს. სადღაც წავიკითხე, თირკმელებს თუ არ გამოიკვლევთ მარტო კომბოსტოს ნახარში არ დალიოთო :)
24.06.10 21:17 salexx
ბავშვებო გთხოვთ მითხართ რა... ამ დიეტას ვერ ვიცავ და საჩმელთან ერთად ნიახურის ნახარში და კომბოსტოს ნახარში რო დავლიო რამე შეღავათი ექნება? გეხვეწებით ვინც იცით მომწერეთ რა
23.06.10 12:51 aniiiiiiiii
გოგოებოო ძალიან დიდი ხანია ამ საიტზე შემოვდივარ და ვკითხულობ ხოლმე, მაგრამ არასდროს არ ვწერდი კომენტარებს რატომღაც... ეხლა მომინდა დამეწერა... ყველა კომენტარის წაკითხვა დამეზარა და თუ რამე ისეთს დავწერ რაც უკვე ეწერა მომიტევეთ :)))
ესეიგი მე ვარ ამ დიეტაზე, 4 დღეში დავიკელი 5 კილო, დღეს 5-ე დღეა. უბრალოდ მინდა რჩევები მოგცეთ. ჯერ ერთი ის, რომ უშაქრო ყავა რამდენიც გინდათ დალიეთ, პირიქით შარდმდენია და უკეთესია. დღეში ვსვამ რამდენიმე ჭიქა მწვანე ჩაის, ისიც უშაქროდ. ეს წვნიანი ისედაც შარდმდენია და წმენდს ორგანიზმს და მინერალები რო არ დაკარგოთ ჩვეულებრივი, ონკანის წყალი დალიეთ რაც შეიძლება ბევრი. და ხოო კიდე ერთი, წვნიანს ოხრახუში გაუკეთეთ ბევრი, 2 კონა დაახლოებით ეგაა ერთ-ერთი მთავარი ამ წვნიანში. წარმატებებიიი ყველაას :*:*:*:*:*
19.06.10 10:48 ninka84
გოგოებო ეს დიეტა მართლაც კარგია მეც ვერ ბჭამ იმ სუპს და ვწურავ და სუპის წვენს ვსვავგაციებულს დღეში 3-4ჯერ, მაინც ცუდი გემოაქვს მაგრამ იმას ჯობია.
22.05.10 15:50 tamarusha
სიკვდილი რომ მომისაჯონ მაინც არ შევჭამ ამ სუპს:((((((((რა საზიზგრობაა
09.05.10 21:08 elizabeti
თითქმის დავამთავრე და ძალიან კმაყოფილი ვარ... დღეს ავიწონე და 76-დან 72-ამდე ჩამოვედი. მთლად 7 კილოს აე დაიკლებთ მგონი მაგრამ ძალიან კარგია მაინც. წარმატებები ყველას..
03.05.10 18:15 elizabeti
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას.. წინაზე ენდოკრინოლოგის დიეტა გავაკეთე და ერტი კილო მოვიკელი ..რა წესია. რო წვალო და რო ვერ იკლებ.. ბევრი მაქ დასაკლები.25 კილო ზუსტად. ივნისის ბოლოს გადაღება მაქ და უნდა ვიყო ძვალი კუნთი და კანი.. დამეხმარეთ რა.. პარიზში ვცხოვრობ თან და ბათუმში რო ჩავალ უკან ფორმაში უნდა ვიყო !!!! ... იმედია ეს დიეტა მიშველის. შედეგს დავწერ.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია