Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 472731-ჯერ
მსგავსი დიეტები:
დიეტა არის 1 კვირიანი.
ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დაიკლოთ 10კგ-მდე
მთელი დღის განმავლობაში ჭამთ მხოლოდ წიწიბურას, რომელსაც ამზადებთ შემდეგნაირად:
საღამოს წიწიბურას გარეცხავთ, დაასხავთ ადუღებულ წყალს, და დატოვებთ დილამდე.
წიწიბურას შეგიძლიათ მიირთვათ 1%-მდე ცხიმიანობის (ანუ უცხიმო) კეფირით ან მაწონით.

ამ დიეტის მერე აუცილებელია 1 თვიანი შესვენების გაკეთება, სანამ ისევ გაიმეორებთ
ნანახია 472731-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(2185):

28.04.14 06:28 Qeti***
გმადლობ:*ასევე
28.04.14 05:56 Tamarioni
Qeti***,xato77 დიდი მადლობა გოგოებო, გფარავდეთ უფალი ყველაფერი ცუდისაგან !!!
28.04.14 05:43 Qeti***
ნამდვილად ყველაფერი კარგად გექნება:*
28.04.14 05:40 xato77
tamarioni vwuxvar dzalian sawyenia sheni ambavi, nerviulobit verc shen vegarapers shecvli, ufali ar gagwiravs da eg bednierebac geqneba dzalian male, gmerti shensken.
28.04.14 04:06 Tamarioni
xato77 - მოდი, ხვალიდან შენც დაიწყე ეს დიეტა, რადგან მეც 20-კილომდე მინდა დაკლება, სტიმულისთვის ერთმანეთის შედეგები ვაკონტროლოთ :). დარწმუნებული ვარ, მომავალი კვირის სამშაბათამდე( თუ ხვალე დაიწყებ ამ დიეტას) შენ უფრო მეტი გექნება დაკლებული,ვიდრე მე ამ 1 კვირაში. ზაფხული მოდის, მინდა ძველი წონით და ხალისიანად განვეწყო, იქნებ ღმერთმა ინებოს და კიდევ მაღირსოს ორსულობის სიხარულიც.წარმატებებს გისურვებთ ყველას, წარმატებებს და შედეგიან დიეტას გისურვებ შენც -xato77. თუ გადაწყვეტ ამ დიეტის დაწყებას, შემომეხმიანე.
28.04.14 03:51 Tamarioni
xato77 - ძალიან კარგად მესმის შენი ჩემო კარგო. მე 29 კილო მქონდა მომატებული ამ ბოლო წლის განმავლობაში ( ორსულობის გამო).ყველაფერი რომ კარგად დასრულებულიყო,ალბათ ამდენის მომატებასაც არ ვინერვიულებდი მაშინ,მაგრამ... დამრჩა მხოლოდ ცრემლი,ტკივილი და მომატებული ზედმეტი 29 კილო. ამ ფორუმზე ჩემი ორსულობის ისტორიის დაწერა არც მინდოდა,მაგრამ ამას პირადად შენ გწერ,რომ რაღაცნაირად სტიმული მოგცე. ძალიან ბევრი დიეტა ვცადე მეც,მაგრამ ეს დიეტა როგორც ჩანს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ჩემთვის. როგორც ვხვდები, შენც ძალიან გინდა დაკლება, დიეტების ძიებაში ხარ და ჩემსავით, შენთვისაც უკვე წარმოუდგენელია ამდენი კილოს დაკლება. ნერვიულობით ვერაფერს გახდები ჩემო კარგო, მოდი- მხოლოდ 2 დღე სცადე ეს დიეტა და თუ 1 კილოც ვერ დაიკელი 2 დღეში ( გამორიცხულია რომ ვერ დაიკლო) მაშინ დაანებე თავი. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, შენი ნერვიულობის მიზეზს 10-14 დღეში საკმაოდ შეამცირებ.
27.04.14 23:44 xato77
tamarioni me jer kidev bevri minda, yvelaze cota 20 kilo minda rom daviklo, davigale ukve nerviulobit, ase mgonia vegarasodes davikleb, arada ar viyavi amxela, didi var didi :-D rom davikleb 20 kilos mere davwer ramdeni kiloc viqnebi. warmatebebi yvelas.
27.04.14 15:14 keta_keta
პირველი დღეს ჩავათავე....ძალიან ცოტა ვჭამე 1 კოვს მაწონთან ერთად..რატომღაც მადა არ მქონდა საერთოდ...იმედიმაქვს ბოლომდე მივიყვან და 1 კვირა გავაკეთებ
27.04.14 09:28 Tamarioni
:& :& დღეს წიწიბურას გარეშე დავრჩიიიიიიი....... წუხელ სათუთად გამზადებული წიწიბურა ჩემმა თავგასიებულმა ლეკვმა შემიჭამააააა..... ამ ბოლო დროს სასადილო მაგიდასთან სკამზე ახტომა ისწავლა და სკამი გამოწეული თუ დაინახა,ოჯახის წევრივით მიზის მაგიდასთან. ამ მუცელ გასახეთქის გამო,დილაუთენია გავვარდი ანანასის საყიდლად და ვაი ამის ბრალი თუ ხვალე 500 გრამი მაინც არ მექნა დაკლებული.მოკლედ, დღეს 1 დღე 1 ანანასზე უნდა ვიყო. :(
27.04.14 09:07 Tamarioni
xato77 - ღამე,დაწოლის წინ ვამზადებ მეორე დღისთვის, 1 ჭიქა( 200 გრ) წიწიბურას ვასხამ 2 ჭიქა ადუღებულ წყალს,თავდახურულს ვტოვებ მთელი ღამე, არ ვხარშავ. ჩემი ნორმალური წონა,რომელსაც მიჩვეული ვიყავი აქამდე-მაქსიმუმ 64 კილოა და ეს წონა თუ დავიბრუნე, თავს გმირად ჩავთვლი :) ახლა უკვე 17კილო მაქვს xato77 დასაკლები,მაგრამ ამ 17-ზე რომ ვფიქრობ,ლამისაა კრუნჩხვები დამეწყოს.
დღეს ამ დიეტის მე-4 დღეა, 3 დღის შედეგი კი- 2,500 დაკლებული. 64 კილომდე ვიღა ჩივის ჩამოსვლას,ნეტა 74-მდე ჩამომიყვანა და.... :(((( შენ რამდენი ხარ და რამდენის დაკლება გინდა? ასევე წარმატებას გისურვებ ჩემო კარგო.
27.04.14 03:54 keta_keta
წიწიბურას ადუღებულ წყალს ვასხავ და ისე ვჭამ ... არ ვხარშავ.
27.04.14 03:29 keta_keta
დღეს დავიწყე გოგოებოოო.შედეგს დავწერ აუცილეებლადდ...ვინ ხართ კიდევ ამ დიეტაზე?რა შედეგები გაქვთ?
26.04.14 15:21 xato77
Tamarioni და კიდევ მაინც რამდენი გაქვს დასაკლები? მეც ძაან დიდი ვარ და ბევრი მაქვს დასაკლები ((((((((((((
26.04.14 15:20 xato77
Tamarioni წარმატებებს გისურვებ, მეც მინდა ამ დიეტის ცდა ცოტახანსჰი და უეჩველი უნდა გავაკეთო, შენ როგორ აკეთებ? წინა დღეს წყალში ალბობ და მეორე დღეს ეგრევე ჭამ მოუხარშავად? ეგ მაინტერესებს ყოველთვის როცა ამ დიეტას დავტრიალებ :D
26.04.14 10:54 Tamarioni
დღეს მე-3 დღე დაიწყო ამ დიეტის და ვერაფრით ვაანალიზებ, როგორ შეიძლება რომ ზუსტად ( არც ნაკლებით და არც მეტი გრამით) 2 დღეში 2 კილო დავიკელი. მიკვირს, მიხარია და უფრო და უფრო შევდივარ მუღამში.. :( მაგრამ იმდენი მაქვს დასაკლები,მეშინია მანამდე ან გული არ წამივიდეს სადმე ან ოჯახის წევრები არ დავჭამო, დიეტებს რომ ვიწყებ,მაშინ უნდებათ მაინცდამაინც ხინკალ-ჩებურეკ-ხაჭაპურები და თან ვეცოდები და თან გემრიელად ახრამუნებენ. სად გავიქცეეეეე???? :(((
26.04.14 10:30 Dosha
ვერსად ვერ ვიშოვე ვერც 1%-იანი და ვერც უპოცენტო კეფირი, ვერც მაწონი და ვერც იოგურტი :| რავქნა არვიცი :| არადა ხვალიდან ვიწყებ..
26.04.14 05:50 salomenotary
დღეს ჩემი წიწიბურას დიეტის მეორე დღეა, მართალი გითხრათ დილით უენერგიოდ გავიღვიძე, ტახიკარდიის ნიშნებით, რომ წამოვდექი და ერთი დიდი ჭიქა წყალი დავლიე, საბედნიეროდ გულიც დამიმშვიდდა და ხასიათიც გამომიკეთდა : )
არ მინდა ეს ისტერიული სასწორზე ყურება და დავთქვი, რომ 1 მაისამდე აღარ ავიწონები, დილით კი ერთი კილოთი ნაკლები მაჩვენა ანუ 64 : )
დღევანდელი ჩემი ჩეპე კი იმაში მდგომარეობს რომ დედაჩემმა დილით ჩემი მთელი ღამე ცივ წყალში ნადგომი და გაფურჩქნული წიწიბურა რატომღაც მოხარშა და ცოტა დარღვევა გამომდის მისი ამ სახით მირთმევა, მე ხომ მოუხარშავს მივირთვამ, რადგან სასარგებლო მინერალები ამგვარად უნარჩუნდება ბურღულეულს.
ჰო, კიდევ ის რომ, ცოტა არ იყოსდა ეს 18 საათიანი ინტერვალი მიჭირს, თუმცა მინდა თავს ძალა დავატანო და შევეგუო :))
სითხეს, კერძოდ წყალს ბლომად ვიღებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კლებისთვისო, რომ არ მოხდეს კლება მხოლოდ სითხის გამოდევნის ხარჯზე და მერე როგორცკი წვენს, გამაგრილებელ სასმელებს მივიღებ ეგრევე ავკრიფო ნაჯაფარი :)))
მოკლედ წარმატებები ყველას.ხვალ ისევ შეგეხმიანებით.
26.04.14 05:33 nana17
მე წიწიბურას დიეტა დავიწკე.80 კილო ვიკავი რო დავიწყე დგეს 4 დგეა და 77 კილო ვარ.მაგრამ დილით როვკამ წიწიბურას 1 ნაჭერ ყველთან ერთ. მერე 1ცკატლეტთან ერდად.და საგამოს6 მდე ვჯამ წიწიბურას მაგრამ გუსჰინ ცოტა დავარგვიე კატლეტი 3 ცალი შევჯამე 1ნაჯერი კველი და ლევაშის ერტი ნაწერი მივაკოლე.მაგრამ მასის ინდეკსიტ რო მოვთვალე რაც მჭირდება დგეში კალორია იმაზე ნაკლები იყო 1000 კალორიით.დგეს მწვანე ლობიოც ვჯამე 100 გრამი მაგრამ დაბალ კაროლიურია და არ ვგელავ .დგეს წამას აღარ ვაპირებ...:)ანუ წიწიბურასთან ერთად სხვა რამეებსაც ვჭამ.ყავას აგარ ვსვამ საერთოდ მაგრამრო დავიკელი მაინც გმერთს მადლობა 4 დგეში სამი კლო მაინც კმაკოფილი ვარ..იმედია კიდევ დავიკლებ ბევს
25.04.14 13:26 georgefinnfan
Tamarioni დიდი მადლობა
25.04.14 09:55 Tamarioni
georgefinnfan - 1 ჭიქა წიწიბურა ( ჩემი ჭიქა 200 გრამიანია და 1 დღისთვის სრულიად საკმარისია), იგივე ჭიქით ვასხამ ადუღებულ წყალს (2 ჭიქა),თავზე ვაფარებ თეფშს და დილისთვის მზადაა. ზედმეტი წყალი თუ ექნება,გადაუწურე და გემრიელად მიირთვი.( უმარილოდ,უშაქროდ და უყველაფროდ, მხოლოდ მაწვნით ან კეფირით )
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია