Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 134746-ჯერ
მსგავსი დიეტები:

თუ ამ დიეტას სწორედ დაიცავთ დაიკლებთ 5-7 კილომდე ერთ კვირაში.
დიეტის მთავარი კომპონენტი არის კომბოსტოს სუპი, რომელიც წმენდს ორგანიზმს შლაკებისაგან და წვავს ცხიმებს.კომბოსტოს სუპი მიიღება დგეში სამჯერ. + ყოველ დღე ემატება სხვა და სხვა საკვები.
სუპის რეცეპტი:

2 ცალი გაფრცქვნილი პამიდორი(ან ცოცხალი ან კონსერვი)
1 თავი კომბოსტო
2 ცალი ბულგარული წიწაკა
5 ცალი სტაფილო
1 თავი ნიახური(სავალდებულოა)
ოხრახუში,ქინძი(მწვანილი გემოვნებით)
5 ცალი ხახვი
4 კბილი ნიორი
3 ლიტრი წყალი

კომბოსტო ოდნავ მოთუშეთ ცოტა წყალში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული. დაფარეთ წყლიტ და ადუღეთ სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება. ცოტა რაოდენობით, შეიგიძლიათ მარილი და პილპილი დაუმატოთ.

ყოველი დგე შედგება სამი პორცია სუპისაგან.
არ გამოტოვოთ არცერტი სადილი, თორემ ეფექტს ვერ მიიგებთ. არ ადგეთ მაგიდიდან მშივრები.
არ მიიგოთ გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი.არცერტი კერძის მომზადება არ შეიძლება ცხიმით.

1 დღე: სუპი+
ხილი, ბანანის,საზამთროსა და გოგრის გარდა.უშაქრო ხილის წვენები.

2 დღე: სუპი+
ყველანაირი ბოსტნეული(უმი ან ცყალზე მოტუსჰული) სიმინდის, ბარდისა და ლობიოს გარდა.

3 დღე:სუპი+
ბოსტნეული და ხილი
თუ აქამდე არ დაგირღვევიათ დიეტა 3 კილო დაკლებული უნდა გქონდეთ.

4 დღე: სუპი+
ბანანი და ათქვეფილი რძე
3 ბანანი და 1 ლიტრი რძე შეგიძლიათ რომ მიიღოთ

5 დღე: სუპი+
150 გრამი ძროხის ხორცი და 3-5 პამიდორი.

6 დღე: სუპი+
150 გრ ძროხის ან ხბოს ხორცი +ბოსტნეული ნებისმიერი (შეიძლება გრილზე შემწვარი ქათამიც, მაგრამ აუცილებლად მიირთვით კანის გარეშე)

7 დღე: სუპი+
მოხარშული ბრინჯი ერთი სავსე თეფში+ წვენი(უშაქრო)და ბოსტნეული ნებისმიერი.

პამიდორი შეგიძლიათ შეცვალოთ კიტრით ან სალათის ფურცლებით.

სასურველ ეფექტს მიაღწევთ თუ სწორედ დაიცავთ ამ დიეტას ამ 7 დღის განმავლობაში. საკუთარ თავს დაუმტკიცეთ რომ შეგიძლიათ.
დამიჯერეთ სარკის წინ მიღებული სიამოვნება უფრო დიდია, ვიდრე ჭამის დროს მიღებული სიამოვნება.

kato
ნანახია 134746-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(582):

2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 ... 30
03.12.10 20:33 msunaga
lizi20 60 კილო ვიყავი (ძვალმსხვილი ვარ და წონა მაქვს),ეხლა 56.2 მაჩვენა სასწორმა :)
03.12.10 20:25 happy__dreamer
lizi20 ძვალმსხვილი არ ვიცი ზუსტად როგორ გავიგო:D მგონი ვაარ მხარბეჭიანი ვარ:D
03.12.10 20:17 lizi20
msunaga რამდენი იყავი წონაში?
03.12.10 20:13 msunaga
u.g. გაიხარე,მადლობა :)...

ხვალ ცოტა მაცდურ ადგილას მივდივარ,მაგრამ სახლში კარგად მივირთმევ ჩემს წვნიანს და ისე წავალ :),იქ კი მხოლოდ ხილს თუ მივეტანები.ხვალ უნდა გავუძლო,არ მინდა წყალში ჩავყარო 5 დღის შედეგი :(
03.12.10 20:06 msunaga
happy__dreamer კი უკვე შესამჩნევად მეტყOბა,მაგრამ ეს წონა ახალი აკრეფილი მქონდა და ვფიქრობ მაგითო ხო არ დავიკელი ესე სწრაფადთქო,ორშაბათამდე გავაკეთებ და შემდეგ სხვაზე გადავალ ალბად,წვნიანი არ მიყვარს საერთოდ და ესე გამოდის "თავს ვწირავ" ეხლა :))))
03.12.10 19:57 lizi20
happy__dreamer ახლაც კარგი წონა ხარ.... ძვალმსხვილა ხარ?
03.12.10 19:53 happy__dreamer
u.g. მე 167 ვარ სიმაგლეში და 65 კილო 58 მინდა გავხდე ნუ 60 მაინც იდეალური წონაა მგონი 57 ხოდა ვცდები ახალ წლამდე ყველანაირად ეხაც არ ვჭამ ისეთს არაფერს უბრალოდ შავ პურს ვჭამ

msunaga აუ რა მაგარია ნეტა მეც მქონდეს ეხა 4კილო დაკლებული ალბათ მაგრად გეტყობა ხო?
ეს დიეტა აშკარად არ აშიებს :))) კვირას მარტო ვაშლზე ვიქნებიდა ორშაბათს დავიწყებ:) 10 დღე გავაკეთებ ნეტა 7კილო დავიკლო
03.12.10 19:53 lizi20
u.g. დიეტის დაწყებამდე რამდენი იყავი წონაში?
03.12.10 19:44 u.g.
lizi20
შენ თუ ბოლომდე დაიცავ როგორც საჭიროა დაიკლებ დარწმუნებული ვარ.

მე მაქვს საშინელი ორგანიზმი, საერთოდ ვიკლებ აი ძალიან რთულად რა. ხოდა ახლა შესამჩნევი რომ არისუკვე გაგიჯებული ვარ.

იყო შემთხვევა რომ 10 დღე ან რაღაც მიდიეტია მაგრამ არავითარი შედეგი, ახლა კიდევ 5 დღეში ნამდვილად ვხედავ რა შედეგს და მომწონს....

03.12.10 19:29 lizi20
msunaga u.g.დღეს პირველი დღე მაქვს, ერთ კვირაში 4 კილოც რომ დავიკლო კმაყოფილი ვიქნები. რაც უფრო ნეკა დაიკლებ, მით უფრო შეინარჩუნებ წონას
03.12.10 19:23 u.g.
lizi20

არა რას ვმოძრაობ. უბრალდო კვირაში ერთი დღე მაქვს სპორტი. დანარჩენი დრო სულ ვზივარ და ვსწავლობ. ერთ ადგილზე ვარ მიწებებული.



msunaga
მიხარია გილოცაავ....


ხვალ ვაგრძელებ აუცილებლად.
03.12.10 19:23 msunaga
lizi20 სიმართლე,რომ გითხრა ამ დიეტას,რაც ვაკეთებ ძირითადად ვზივარ და აქტიური მოძრაობა არ მიწევს. დღეს V დღეა და 4კილომდე დავიკელი,მე ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ...ცადე იქნებ მოგეწონოს,არ არის ცუდი დიეტა
03.12.10 19:19 lizi20
გოგოებო მე დაკლება ალბატ გამიჭირდება, ისეტი სამსახური მაქვს სულ ვზივარ.. თქვენ რომ იკლებთ, ბევრს მოძრაობთ? msunaga და u.g.
03.12.10 19:14 msunaga
ძალიან კარგად მიდის დღევანდელი დღე...

u.g.ძალიან კარგია,გილოცავ :),მეც მეტყობა უკვე :)ჯინსი,რომელშიც გაჭედილი ვიყავი ეხლა უკვე თავისუფლად ვარ და წელში ცოტა გამიდიდდა კიდეც :)
03.12.10 19:06 lizi20
დღეს პირველი დღეა და ვნახოთ, იმედია გავძლებ
03.12.10 18:55 u.g.
lizi20

ხოდა დაიკლებ გეუბნები. თუ დაიცავ ამ დიეტას 2კვირაში 65 თუ არა 68 ნამდვილად იქნები..

happy__dreamer
ქეთი ვარ მე.
ხოდა რავი კაი დიეტაა რა მე მომწონს...
03.12.10 18:33 lizi20
მე 77-მდე ავედი და მინდა 65 გავხდე
03.12.10 18:32 lizi20
happy__dreamer რამდენი კილო ხარ ახლა?
03.12.10 18:30 happy__dreamer
u.g. შენი სახელი მითხარი :)) მე სალი მქვია ხოო რა მაგარია მე ამას 6 ში რო დავიწყებ 15მდე უნდა გავაკეთო და მერე ახალ წელს მაგარ ფორაში ვიქნები :)) მინდა ძაან მიყვარს სხვა რო მეუბნება ვაიმე რა გამხდარი ხარო ვგიჟდები მაგ კომპლიმენტზე:) სტიმული მაქ
03.12.10 18:06 u.g.
happy__dreamer

დამიჯერე გააკეთე ეს დიეტა და ჩაეტევი.
მე მიზნათ ახლა სხვა ჯინსის მორგება დავისახე, რომელიც გაგეცინებათ და საერთოდ არ ამომდის ბოლომდე. :D

ხოდა მინდა თვის შუა რიცხვებისთვის იმ ჯინსშიც ჩავეტიო.:P
2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 ... 30
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია