Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1173538-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1173538-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

03.12.13 02:50 bukako84
გამარჯობათ გოგოებო..ყველას წარმატებებიიი..მე გავაკეთე უგულავას დიეტა კარგა ხნის უკან და ძაან ეფექტურიააა...ეხა ისევ ვიწყებ..მინდა 15კგ დაკლება:))
03.12.13 02:34 maka_t
ვიყავი დიეტოლოგთან ანალიზები ჩავაბარე და დამინიშნა დიეტა, ფაქტობრივად მთელი დღ|ე დანაყრებული ვარ, ბევრი არც მაქვს დასაკლები, მაგრამ მაინც ამ გზით ვარჩიე კგ-ების მოცილება.


საუზმე 10 ზე 3 სუფრის კოვზი გერკულესის ფაფა და 1 ნაჭერი უმარილო ყველი
12 ზე 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი და 2 კივი
14:00 ზე 200გრ ქათმის მოხარშული ხორცი 2 კიტრი და 1 ნაჭერი წინა დღის პური
16:00 ზე 1 ჭიქა კეფირი
19:00 ზე მაწვნის სუპი + 1 ნაჭერი წინა დღის პური (რამდნეიმე წვნიანს შორის არჩევანი მაწვნის წვნიანზე გავაკეთე)

27 დეკემბერს მივალ და ნახავს როგორ მიდის კლება.. . :)

დამატებით L კარნიტინი და ეუთიროქსი დამინიშნა . ფარისებრის ჰორმონი მქონდა მომატებული...
02.12.13 23:48 naniko naniko
როგორც იქნა ჩავამთავრე 4 კვირა ცოტ - ცოტა რაღაცები შევაპარე კიდევაც (ხელი გამექცა). 6 კილო მაქვს დაკლებული. გუშინ შენარჩუნების დღეები დავიწყე. გოგოებო თუ იცით რომ გავიმეორო შეიძლება? თუ უნდა დავისვენო და მერე დავიწყო. ან რაიმე სხვა დიეტა მირჩიეთ 10 კილოს დაკლება მინდა კიდე. ისეთ აზარტში ვარ არ მინდა გავჩერდე. და მირჩევნია მივაყოლო რაიმე მოკლევადიანი. ყველას წარმატებებს და გამძლეობას გისურვებთ. <3
02.12.13 11:36 alicen
გოგოებო მოგესალმებით.
მე ბულიონს არ ვაკეთებ. ხან სოკოს სუპს ვჭამ კონსერვიდან, ხან ბოსტნეულის კრემის სუპს, ხან ბორშს. პირველ კვირაში ზუსტად 6 კილო მოვიკელი. ეხლა მეორე კვირის მესამე დღე ჩავამთავრე. იმედი მავქს ამ კვირის ბოლოში 2 კგს მაინც დავიკლებ.
ყავა არ მიყვარს, მაგრამ ლიმნიან ჩაის ვსვავ ხშირად ეს ნებადართულია ნებისმიერ დროს, ოღონდ უშაქროდ რა თქმა უნდა.
02.12.13 10:52 sissy
ჩემი საყვარელი დიეტაა <3 დგეს დავიწყე 2 ჯერ მაქვს განაკეტები ფანტასტიური შედეგით..ვინც დაიწყეთ არ ინანებთ მერწმუნეთ:)
02.12.13 09:48 mamagda
ნინოები, ბულიონი უბრალოდ ხორცის ნახარშია, მე, მაგალითად სულ არ ვჭამ ხოლმე ბულიონს. მე მეორე კვირა დავიწყე დგეს და 3 კილომდე დავიკელი აქამდე. რთულად ვიკლებ, ისე. იმედი მაქვს, შემდეგ 2 კვირაშიც დავიკლებ 2-3 კილოს
02.12.13 08:58 tika@misha
მე დღეს დავიწყე ეს დიეტა,ცოტა გამიჭირდა,შედეგს დავწერ აუცილებლად
02.12.13 05:52 snappy
გოგონებო როგორ ხართ? დიდი ხანია აქ არაფერი დამიწერიაა..მე უგულავას მოვრჩი ნუ წონობით რამდენი დავიკელი არ ვიცი არ ამიწონიია არც თავიდან და არც მერე..ნუ აშკარად დამეტყო მაგრამ უფრო მეტს მოველოდიი..:D :D :D :D ეხლა რა მინდა გკითხოთ ისევ თქვენგან თუ მივიღებ რჩევას "სასიკვდილო დიეტა" რომ არის კარგია?
02.12.13 05:28 ninoebi
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური. -------აი ეს ვერ გავიგე როგორ უნდა გავაკთო ...
02.12.13 05:25 ninoebi
გოგოებო გთხოვთ მომწეროთ , მაინტერესებს სუპს როგორ აკეთებთ?
02.12.13 04:15 tiko-tiko25
da ertic mainteresebs garda im dgeebisa sadac yava aris nebadartuli tu svavt ushakro yavas sxva dgeebshic an chais
02.12.13 04:12 tiko-tiko25
mogesalmebit kvelas gadzlebas gisurvebt da sasurvel conaze dadgomas. me pirveli kviris meekvse dgeze var da davikeli 2.200 exla var 70kg minda 55kg vnaxot ra gamomiva.adrec damicvia es dieta ogond mashin sul 5 kilos dakleba mindoda da bolo kviramde arasdros ar chavsulvar mashinac pirvel kviras viklebdi 3 kilomde da shemdeg 2 kcvriashi tito kilos vnaxot zeg mecodineba zusti cona pirveli kviris magram cota imedgacruebuli var megona exla didi cona ro mak upro mets daviklebdipirvel kvirashi. vinc bolo kvira daicavit ramdeni daikelit marto bolo kviras ana22 iko rogorc vici ukve bolo kvriazxe da ragac ar chans mainteresebs ra kna
02.12.13 00:15 soposopiko
გამარჯობა.. დავწერ დიეტოლოგის მიერ გამოწერილი სუპის ინგრედიენტებს:) თეთრი კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, სტაფილო,პომიდორი,ტომატი ერთი კოვზი, სოიოს სოუსი ერთი კოვზი, ზეიტუნის ზეტი ერტი კოვზი,ხმელი ქინძი,ძირა,ნიორი ძალიან ცოტა მარილსაც ვუკეტებ,მწვანე ხახვი და ოხრახუში. პირადად მე 3 ტვე ვიყავი დიეტაზე და ეს შედიოდა იმ დიეტაში საკაოდ კარგი შედეგი მქონდა..თან ძალიან გემრიელია:)))))
01.12.13 08:34 sabado
ჩემმა პირველმა დღემ მშვენივრად ჩაიარა, ერთი სული მაქვს როდის მოვა ხვალინდელი დღე <3
01.12.13 07:17 elo1990
alicen გილოცავ ძაამ მაგარი შედეგია,მე ორ კვირაში დავიკელი 6.200.დღეს მესამე კვირის პირველი დღე ჩავარიხინეეე.ბოლო კვირის იმედი მაქვს ძალიაან
01.12.13 06:45 liziko09
გოგებო უკვე მეორედ ვაკეტებ ამ დიეტას,თავიდან 3 კვირაში 8 კილო დავიკელი.დხეს მესამე დხეზე დავაეგვიეეე,რას მირჩევთ რომ გავაგრძელო მექნება შედეგი? თუ ისევ თავიდან დავიცYო?
01.12.13 06:18 alicen
მოგესალმებით გოგოებოოო.
დღეს ავიწონე. საწყისი წონა 84.4 მქონდა დღეს 78.4 ვიკავი :)))))) ზუსტად 6 კილო.
ისე მიხარია რო რავიცი. ეხლა მეორე კვირაში იმედი მაქვს 2 კილოს მაინც დავიკლებ.
დაწერეთ თქვენი შედეგებიც რა, ძაალიან მმატებს მოტივაციას :*
01.12.13 03:45 mamagda
გილოცავთ ზამთრის პირველ დღეს! ვაგრძელებ და ვცდილობ, ღორობებს თავი დავანებო. დღეს აგარ დამიკლია, მარა რომ არ მოვიმატე, უკვე კარგია. თან ამ კვირაში ბრანჩზე ვიყავი დაპატიჟებული და თაფლიანი პური რომ მეჭამა შაბათი და პარასკევი გადავწ-გადმოვწიე.
01.12.13 00:05 elo1990
alicen ავიწონე და 75 და 800 ვაარ,საწყისი წონა 82.დღეს მესამე კვირის პირველი დღე მაქვს.პირველ კვირაში დავიკელი 4.500 მეორე კვირაში 1.700.აპა შენს შედეგს ველოდები
30.11.13 07:14 mamagda
გუშინ 2 ჭიქა შავი ღვინო შემომელია, სტუმრად ვიყავი და...მაგრამ დღეს ნახევარი კილო მაინც დაკლებული მაქვს. წარმატებები ყველას!
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია