Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166330-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166330-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

25.01.14 07:11 ანა77777
annuki რამდენი კილო ხარ? გეთანხმები..თაფლის ჭამა მესიკვდილება
25.01.14 04:32 annuki
დღეს 13 დღეა ..))) საშინლად იწელება დრო როცა დიეტაზე ხარ
25.01.14 01:51 ანა77777
sofia-fia ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ხომ არ გაქვს?
24.01.14 06:36 sofia-fia
ცდუნების გაძლება არაა ჩემთვის იმდენად პრობლემა საყვარელო რამდენადაც ის რომ ვაკეტებ და სჰედეგი არაა. რავიცი აბა ვეცდები მოვიკრიბო მოთმინება და ბოლომდე მივიდე და რაც იქნება იქნება იმედია ცოტას მაინც დავიკლებ. დღეს რომ ავიწონე 1 კილო მაქვს დაკლებული არადა დღეს უკვე მეორე კვირის პირველი დღეა. გამოდის რომ პირველ კვირაში თუ სხვები 5-7 კილოგრამს იკლებენ მე 1 ძლივს დავიკელი. დღეს მძიმე დღეა რძის დღE და ესეც ნერვებს მიშლის :D შედეგს აუცილებლად დაწერ როგორც კი მოვრჩები :)
23.01.14 03:10 ანა77777
sofia-fia მეც დეპრესიაში ვარ გეფიცები ნამცხვრებს რომ ვხედავ უკვე დრაჟენია მეწყება :დ მომენატრა გემრიელი საჭმელი.:( იქნებ ერთიანად დაიკლო მეოთხე კვირას?ჩემი მეზობელი იცავდა დიეტას და ეგონა ტყუილად ვაკეთებო,მაგრამ ერთი თვის მერე საბანი გადაიხადა და 20 კილო ჰქონდა დაკლებული.ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ხომ არ გაქვს?მე მეორე კვირის მეოთხე დღეზე ვარ.აუცილებლად დაწერეთ შედეგი რომ მორჩებით: ( :* წარმატებები...ერთად გავუძლოთ ცდუნებას :(
22.01.14 23:27 sofia-fia
არა ჯერ კიდევ 2 კვირა წინაა მაგ დრომდე ჯერ არ ველოდები :(
22.01.14 08:47 mamagda
სოფია, იქნებ უნდა მოგივიდეს? მაგ დღეებში ორგანიზმში წყალი გროვდება, და დაკლებაც ფერხდება.
22.01.14 08:00 annuki
დღეს გადავაგორე მეათე დღე .. ძალიან შემართებით ვარ მიხარიაააა
22.01.14 05:12 sofia-fia
იქნებ ეს დიეტა ჩემი ორგანიზმისთVის არაა ხომ ყველაფერი ინდივიდუალურია
22.01.14 05:11 sofia-fia
ვინმეს გქონიათ მსგავსი შედეგი? გთხოვთ გამომეხმაურეთ დამაიმედებელი პროგნოზი არსებობს ასეთ შემთხვევაში თუ შევეშვა და სხვა დიეტა დავიცყო?
22.01.14 05:09 sofia-fia
ანა77777 მერამდენე დღეზე კი არა დეპრესიაში ვარ დღეს ხვალ ერთი კვირა ხდება რაც დავიწყე და ერტი გრამიც არ მაქვს მოკლებული, არადა ზედმიწევნით ზუსტად ვიცავ და რა უნდა ვქნა არ ვიცი. არადა წერია რომ პირველ და ბოლო კვირაში იკლებო და შუაში გაჩერებულია წონაო და მე ალბატ შუა ორ კვირაში მოვიმატებ :( :( :( :( ძალიან ცუდად ვგრძნობ თAვს. რა ვქნა?
22.01.14 04:32 ninchi007
გამარჯობათ გოგოებო მე ორშაბათიდან ვიწყებ 85 კილო ვარ. სამსახურიდან გამომდინარე სულ ჯდომა მიწევს და ამის შედეგად ვარ ესე. როდესაც ვარჯიშობდი მაშინ არ ვიყავი ამხელა როდესაც დავანებე თავი შემდეგ მოვიმატე სულ ჯდომით.ყველას გირჩევთ ცურვაზე იაროთ ყველაზე კარგი გამოსავალია. დიეტას რომ მოვრჩები შემდეგ ვიწყებ სიარულს ისევ.შედეგს აუცილებლად დავწერ . წარმატებები კველას.
22.01.14 02:06 ანა77777
sofia-fia მეც გული მერევა მაგ ორ საჭმელზე . იცი რა ქენი? ბულიონი ყავის ჭიქით ამოიღე ქვაბიდან მეტი არარის საჭირო და ჩააყარე ნახევარი გალინა ბლანკა.მაგ დროს სადილზე პურიც წიწევს და ყველიც და ისე გადაანაწილე რო გაგემრიელდეს.მე ყველაზე მეტად მაინც სუპზე მერევა გული.ცხვირზე ხელს ვიჭერ და ისე ვჭამ მართლა :დდ მარილი არ გამოიყენო არ შეიძლება.წარმატებები:* ისე მერამდენე დღეზე ხარ?
21.01.14 11:15 sofia-fia
მაინტერესებს გოგოებო სუპის და ბულიონის ჭამა მიჭირს ძალიან ბოდიშით და გულისრევამდე მივდივარ (ზოგადად სუპს და ბულიონს ვერ ვჭამ ვერანაირს და მითუმეტეს ასეთს) და რომ არ ვჭამო არ შეიძლება? ეს შედეგზე იმოქმედებს :( :( :( გეხვეწებით გამომეხმაუროთ და მირჩიოთ რამე
21.01.14 06:09 ანა77777
xxxxxx აღარ უნდა აურიო და 6 ან 7ის მერე აღარ ჭამო და აღარ მოიმატებ.შენარჩუნების დღეებიც გააკეთე რომ უცებ არ მოიმატო დიეტას რომ დაამთავრებ...
21.01.14 05:29 annuki
მე გავაკაკეთე ერთხელ ორი კვირა 9 კგ დავიკელი და აღაც მომიმატია მას შემდეგ
20.01.14 15:33 xxxxxx
ამ დიეტის შემდეგ მალე თუ იმატებ ეგ მაინტერესებს, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მითხარით რა გოგოებო
20.01.14 11:05 annuki
უკვე აღარ შემიძლია :((((((((((((
20.01.14 10:54 mamagda
მე როგორც ვიცი, ეს დიეტა მარილს არ კრძალავს, ლორში, ყველში და გალინა ბლანკაშიც მარილია, ლორში საკმაოდ ბევრი. მარილი, მართალია, წყალს აკავებს ორგანიზმში, და გაწყურებს კიდეც. უმარილო დიეტების პრინციპი ძირითადათ იმაშია, რომ ბევრს ჭამ ერთგვაროვანს და ორგანიზმი მაინც გამოდევნის. აქ, კი კალორიები გაქვს შეზღუდული და შაქარი. მაქსიმუმის დაკლებას და განსაკუთრებით ცოტას ჭამას არ გირჩევთ, ზომიერების ფარგლებში ჯობია, ისე, რომ ორგანიზმი ტყუილად არ გათავხედდეს და "უ-ყველაფროს" არ დაეჩვიოს.მე მგონია, რომ 5-8 კილო ყველასთვის მშვენიერი შედეგია 1 თვეში და მომატების რისკიც ნაკლებია...
20.01.14 08:34 ანა77777
გეთანხმები პირველი დღე მართლაც საშინელებაა.. მეც მეორე კვირის პირველ დღეზე ვარ. რაც შეეხება მარილს მარილი გახდომას ხელს უშლის მე უმარილოს ვჭამ ყველაფერს.ძალიან კი მიჭირს მაგრამ ცოტა ხანი გავუჭირვოთ სჯობს.ზუსტად ისე ვაკეთებ როგორც წერია.და პირველი კვირის შედეგად 4 კილო დავიკელი.სუპს რაც შეეხება ვიყენებ :ჭარხალს,სტაფილოს,კომბოსტოს და 200 გრ გაროხს ვყრი ყველანაირი მარილისა და წიწაკის გარეშე.რამდენიც არ უნდა ეცადო ისეთი მენიუ აქვს ამ დიეტას რომ გემრიელს ვერაფერს ვაკეთებ :( :დ კარტოფილი ცალკე უნდა მოხარშო და უფრო შეგაჭმევს ამ საზიზღარ სუპს.ყველაზე მკვლელი სადილი მოხარშული ქათმის ან საქონლის ბულიონია... ნახევარ გალინა ბლანკას ვყრი ისე რა შემაჭმევს :( წარმატებები გოგოებო :*
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია