Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166332-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166332-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

04.02.14 01:30 annuki
ე.ი ხვალ მიწევს კიტრის და პომიდორის ჭამა ყველაგაან გაყინული იყიდება და იქნებ სხვა პროდუქტით ჩავანაცვლო :დდდდდდდდდდდ
03.02.14 23:54 nini_niniko
სალომე კი მე ვარ დღეს მე10 დღეა და საერთოდ არ მაქვს არაფერი დაკლებული, აღარ ვაგრძელებ ამ დიეტას. :(
03.02.14 12:45 giorgi44
მოკლედ დღეს დავამთავრე ეს დიეტა, ოღონდ გავაკეთე პირველი და ბოლო კვირა, შედეგი–7 კგ. დავიკელი. ბულიონში გალინა ბლანკას რა უნდა? ან ბულიონი დალიეთ ან ქათმმის გალინა ბლანკა.
03.02.14 07:53 sokosail
გოგოებო ეს სისხლის ჯგუპის დიეტა სად ვნახო.მიტხარით გთხოვთ
03.02.14 07:33 mamagda
ერთი კითხვა მაქვს, სისხლის ჯგუფის მიხედვით ვინც აკეთებს დიეტას, რძის ნაწარმი საერთოდ არაა ნახსენები და საერთოდ არ ჭამთ? ვეღარ გადავწყვიტე, ისევ ეს დავიწყო თუ სისხლის ჯგუფის მიხედვით. ესაც და ქულებიც ერგება ასეთუისე ჩემს სისხლის ჯგუფს. და ერთგვაროვნების დიეტები მე არ მახდუნებს, დავაკვირდი. 10 დღიანი წვალების მერე 2 კვირიანს თავი დავანებე და აკამდე ნაშიმშილები მაქვს დღეს და ვერ გადავწყვიტე, რა დავიწყო
03.02.14 06:54 salomika
sally :-,,ეგ კარნიტი კი არა კარტანი ყოფილააა და სჰიგნიტ არი ელ კარნიტიო რაც აკლებინებს,,,,
03.02.14 06:33 სალომე :)
გამარჯობა. მე მე-16 დღეზე ვა. 11-1 დღეს რომ ავიწონე 3 კგ მქონდა დაკლებული. გუშინ რომ ავიწონე ისევ ის წონა ვიყავი რაც დიეტის დასაწყისში, არადა არ ვარღვევ და ნეტა რისი ბალია? თქვენ დაგმართნიათ ეგეთი რამე?
03.02.14 03:36 annuki
მეც მეოთხე კვირის პირველ დღეზე ვარ .. გამკვირვებია ჩემი თავიიის თურმე მქონია ნებისყოფა
03.02.14 03:15 ანა77777
აი მეოთხე კვირის პირველი დღეც დაიწყოოო!!! დღეს კი ვაშლია მაგრამ ხვალ 1კგ ქათამს რა შეჭააამსსს!!! : (( ჩემსავით თუ ვინმეა მეოთხე კვირის პირველ დღეზე შემეხმიანეეეეთ
03.02.14 01:08 babale4
ninoebi ბულიონის წვენში გალინა ბლანკას კუბიკი ჩააგდე და ისე ჭამე
03.02.14 01:05 babale4
მეც შემომეჭამა მერვე დღეს ერთი ვაშლი,არ გვანაყრეს რძე და ტომატის წვენი და რა ვქნათ,ვაშლი გვეპატიება:)გუსჰინ დავარღვიე ისეტი საჭმელები იკო ვერ გავუზელი და მივეპარე რაგაცეებს მერე ინგლისური მარილი დავლიე და არ მომიმატია ჩემდა საბედნიეროდ და ძალიან გამიკვირდა ნახევარი კილო მოვიკელი.ინგლისური მარილის დამსახურებაა აშკარად.
02.02.14 17:36 Busisa
nini_niniko

რძის დღეს ნუ შეჭამ ვაშლს და დანარჩენ დღეში არაუშავს :) თუ გაინტერესებთ ამ დიეტის გაუმჯობესებული ვერსია მომწერეთ პირადში და ჩემ შედეგსაც გაჩვენებთ 120კგდან
3 თვეში 76 :)
02.02.14 11:35 nini_niniko
დღეს 2 ვაშლი შემომეჭამაააა :( მერვე დღეს :(
02.02.14 06:05 ninoebi
დამეხმარეთ გოგოებო რა :D .. ბულიონი ვინმემ ამიხსენით .. თან რაც საჭიროა ისინი არ უნდა გავუკეთოთ და...
02.02.14 04:11 salomika
ვაიმე ცჰამიჯდა გონებასჰი გავაკეტებ მაგას და დავცერ მერე სედეგს
02.02.14 03:51 sally :-*
ნემსის სახით თუ გაიკეთებთ 2 მილიგრამი საკმარისი იქნება თუ დალევთ 5 მილიგრამი დალიეთ.babale4 რა ვერ გაიგე რომელი ჯგუფი გაქვს? ამ დიეტს კი დიწყებ მარა შენ ორგანიზმზე თუ წავა დაიკლებ,თუ არადა შეგრჩება ჩემსავით გადაყრილი 150 ლარი და უშედეგო ტანჯვა(გაითვალისწინეთ ეს დიეტა იმ ადამიანის ორგანიზმის მიხედვითაა შედგენილი ვითვისაც შეიქმნა და ყველას ვერ დაკლებინებს)
02.02.14 03:41 sally :-*
არა არ მოგკლავთ ნამდვილად,პირიქით იმდენად უსაფრთხოა რომ ორსულებში და ახალდაბადებულ ბევშვებშიც ინიშნება ეგ წამალი,მარტო გასახდომი არ არის დავწერ რამდენი რამისთვისაა კარგი:გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.
02.02.14 03:34 polisjoxi
Xვალ ვიწყებ.. ვინმე ხომარ შემომიერთდება?? თუ დაიწყებთ შემეხმიაეთ აუცილებლად. 557 397 006 ერთად უფრო გაგვიადვილდებაა :*
02.02.14 03:33 polisjoxi
Xვალ ვიწყებ.. ვინმე ხომარ შემომიერთდება?? თუ დაიწყებთ შემეხმიაეთ აუცილებლად. 557 397 006 ერთად უფრო
02.02.14 03:00 salomika
მე 1 ჯგუფი მაქ და მონელების სისტემა არ აქვტ კარგიო ცერია მაგას ტუ მოაცესრიგებტო ცონა დაიკლებსო იქნებ მარტალია მოდი მარტლა დავლევ მაგ ცამალს ხო არ მომკლავს და ვნახოტ იქნებ კია მარტალიი:დ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია