Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166329-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166329-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

28.01.14 09:05 tamo tamo
და გრამებს როგორ წონით?ყველას სასწორი გაქვთ,მე ერთხელ ავწონე და მას მერე თვალის ზომით ვაკეთებ,
28.01.14 09:03 tamo tamo
ანუ მეც რო უმარილო ვჯამო არაფერია?
28.01.14 08:29 annuki
დღეს მე - 16 დღეზე ვარ და 6 კგ მაქვს დაკლებული .. ჩვეულებრივ უმარილო ყველს მივირთმევ ჰოლანდიურის ნაცვლად და კიდევ ვაშლს ვიღებ განუსაზღვრელი რაოდენობით როცა მინდა და რამდენსაც მინდა ..
28.01.14 08:10 tamo tamo
დაიკელი მერე რამე?რომელ დიეტაზე?კაი ვაღიარებ რო ჰოლანდიური ყველი საზიზღრობაააააა
28.01.14 05:10 chemi100dgee
Me sxva dietaze var ubralod mivwere 3 nacher purze gamovtqvi azri ...ise mecxramete dgeze var
28.01.14 04:50 ანა77777
nini_niniko კი შეიძლება ყავა და ჩაი უშაქროდ.
28.01.14 03:50 tamo tamo
ჩემი100დღე შენ მერამდენე დღეზე ხარ?
28.01.14 03:48 tamo tamo
იცი რა არი?მანამდე ცომეულს არ ვჭამდი და გადავეჩვიე ალბათ,ეხლა ბულიონი დავაგემოვნე და უმარილო უფრო მომეწონა:)ჩემთვვისაა ეს დიეტა რა;)მე 10 კილოს დაკლება მინდა,8 თვის პატარა მყავს და ორსულობის მერე 10 კილო დამრჩა,70 ვარ,წესით 60 ვიყავი:( ამიტო ვარ დიეტაზე,,სიმაგლე მაქ 1.68 ძაან პუტკუნა არ ვარ მაგრამარ მაწყენდა დაკლება;)
28.01.14 02:44 chemi100dgee
Tamo tamo ese cotas ty cham dieta arc unda gchirdebodes wesit:(
28.01.14 00:01 tamo tamo
გოგოებო ვინმემ არ დაამთავრეთ?შედეგიანად?მე გუშინ დავიწყე და გეფიცები რძე ვერ დავლიე ბოლომდე,პაწუკა მყავს და ვერ მოვასწარი,რამე მოხდება?თან 100გრამი პური სამი ნაჭერია და ამდენს როგორ ჭამთ?ძლივს ძლივს ვჩამ.ეხლაც დავტოვე ერთი ნაჭერი ძაან ბევრია რა
27.01.14 10:02 nini_niniko
გუშინ დავიწყე ეს დიეტაააა, იმედია არ დავარღვევ :D
მინდა დავიკლო 10 კილოოოოოოოოო:) ჰეჰე, აუ ეს ბულიონი რა საზიზღრობააა და კიდე ჰოლანდიური ყველი.
რა მაინტერესებს ჩაი შეიძლება რო დავლიო უშაქროოოო? )))))))))
27.01.14 09:59 GenesisDanceStudio
ივარჯიშეთ და იცეკვეთ "ჯენეზისთან" ერთად და იყავით სასურველ ფორმაში. -20% ფასდაკლება 15 თებერვლამდე!
https://www.facebook.com/genesis.dancestudio.5
27.01.14 07:06 ანა77777
დღეს მესამე კვირის პირველი დღეა და 4კილო მაქვს დაკლებული.რამდენჯერმე დავარღვიე კიდეც,მაგრამ ეხლა აღარ დავარღვევ და ბოლომდე გავალ... შენარჩუნების დღეები გააკეთეთ აუცილებლად,თორემ მერე უცებ აკრიფავთ წონას..ჩემმა მეგობარმა სულ მთლიანად დაიცვა და 10 კილო დაიკლო.. ნეტა რამდენს დავიკლებ : (
26.01.14 23:53 tamuna tamo
sally :-* სად შეიძლება,რო ვნახო სისხლის ჯგუფის მიხედვით რა შეიძლება რო ვჭამო? რომელ საიტზე დევს?
26.01.14 13:34 sokosail
ადრე ვიყავი ამ დიეტაზე და პირველ კვირას დავიკელი 5 კილომდე.მომდევნო ორ კვირას არაპელი.ბოლო კვირას კი 5_6 კილო.ჯამში 10_11 კილომდეეე
26.01.14 12:20 mashamashiko
მე 3კვირასჰი დავიკელი 7კგდა მე2 ჯგ სისხი მაქ....ვნახოტ ბოლო კვირას რა იქნება, შენერცჰუნებას აკეთებთ ხოლმე?
26.01.14 08:29 sally :-*
გოგოებო ეს ყველაზე პოპულარული დიეტაა და ამიტომ ამის კომენტარში დაგიწერთ ერთ კარგ რჩევას : ჯერ გაარკვიეთ სისხლის ჯგუფის მიხედვით რა გეჭმევათ და რა არა,დევს ინტერნეტში და ნახეთ.იმის მიხედვით დაიცავით დიეტაც.ჩემმა ახლობელმა ამ დიეტით დაიკლო 1 თვეში 15 კილო.მეც ვცადე და 3 კვირა რომ შემისრულდა და გრამი არ მქონდ მოკლებული ნერვები მომეშალა და შევწყვიტე.მერე აღმოვაჩინე რომ ჩემი (მეორე) სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანის ორგანიზმს არ აქვს ხორცეულის და რძის პროდუქტის მონელების უნარი და დავიწყე შესაბამისად ბოსტნეულის დიეტა(ჩემ შემთხვევაში "ბორშის დიეტა")და 1 კვირა რომ ჩავამთავრე 4.500 მაქვს დაკლებული(თან ცოტა ცოტას ვეპარები კიდეც).წარმატებებს გისურვებთ ყველას <3
26.01.14 08:00 tamuna tamo
1 კვირა ვარ უკვე დიეტაზე და საერთოდ არ დამიკლია.როგორ ფიქრობთ,რისი ბრალი შეილება იყოს? ან შეილება რო ბოლოს დავიკლო ერთიანად?
26.01.14 07:17 tolma
სალო ბ. მწვანე ვაშლს მიეძალე ხვაალ.. :))))
26.01.14 04:57 annuki
88 ვიყავი რომ დავიწყე და 1 კვირის შემდეგ რომ ავიწონე 83 ანუ 5 კგ დავიკელი 1 კვირაში და მას შემდეგ აღარ ავწონილვარ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია