Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166321-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166321-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

02.02.14 02:47 babale4
sally :-* ისეთი რაგაცეები წერია ვერ გავიგე რა უნდა ვჭამო.რთული იქნება მაგის დაცვა.აქ მაინც ვიცი მენიუ, კოველდგე რა უნდა მივიგო.
02.02.14 02:46 salomika
ისე ვცდი მაგას მეც.კარნიტი ხოოო ოკკკ:დვაი ტუ გავფსჰიკე ფეხებიიი:დ
02.02.14 02:34 sally :-*
გოგოებო ვინც ვერ იკლებთ დაანებეთ თავი ამ დიეტას,ძვირს რომ თავი დავანებოთ ძნელია რეჟიმში საჭმელების კეთება და ჭამა და 2 კვირაში 2 კილოს დაკლება კიდე სულ არ არის სასიხარულო 2 დღეში დაიკლებთ 2 კილოს სისხლის ჯგუფის დიეტით :P ისე მიკვირს რა თავს ვიკლავდი ამდენი დიეტებით მინდა რომ ყველას გავაგებინო წონაში კლება არც ისე რთულია :P ვისაც საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ კიდე დიეტის დაწყებამდე 5 დღე გაიკეთეთ კარნიტი ჰქვია 5 მილიგრამიანი ამპულებია. მე გავიკეთე 3 თვის წინ 5 დღე 2 მილიგრამი დღეში და საათივით მაქვს აწყობილი მონელების სისტემა.15 ლარი ღირს 5 ცალი და ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს ნახეთ ინფორმაცია ინტერნეტში ენდოკრინოლოგებიც ნიშნავენ ხოლმე მაგ ნემსებს.ვისაც ნემსის გეშინიათ შეგიძლიათ წყალში ან წვენში გახსნათ 5 მილიგრამი.ერთი წერდა 2 თვე ვსვავდიო და 20 კილო დავიკელიო თუ არ დაგაკლებინებთ ნივთიერებათა ცვლას მაინც მოგიწესრიგებთ და სცადეთ ღირს ნამდვილად.
02.02.14 02:04 sally :-*
11 დღეა დიეტზე ვარ და 8 კილო დავიკელი უკვე სისხლის ჯგუფის დიეტით tamuna tamo : ესაა სისხლის ჯგუფის დიეტა http://www.reitingi.ge/stili/358-dieta-siskhlis-jgufis-mikhedvith.html
02.02.14 01:11 nini_niniko
კარტოფილი ცალკე რატო უნდა მოვხარშო? მე ერთად ვხარშავდი და გაროხს წყალს ვასხამდი უბრალოდ ცხელს, ოკ ცალკე მოვხარშავ :)
02.02.14 01:03 nini_niniko
მე არ ვაპირებ დარღვევას, თუ დავარღვიე რაღა გამოვიდა, არადა 7ში კპრპორატიული მაქვს :9999999999999
02.02.14 01:00 nini_niniko
ჩემი თანამშრომელი კითხულობს და დამაწერინე ერთი კომენტარი წადით გაძეხით შვილებო რას იკლავთ თავსო:D რა ენაღვლება თვითონ კი არის გამხდარიიიიიიიი_))))
01.02.14 21:40 nanchog
გოგოებო მტავარია სშემართება დიეტა გონებით მართეთ და შესაძლოა იმაზე მეტიც დაიკლოთ რაც გეგონათ. სუფრაზე რომ მოხვდებით და იქ თქვენი საყვარელი საკვები დაგხვდებათ მაშინვე წარმოიდგინეთ თქვენი ზედმეტი კილოგრამები და მისი ჭამის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ
01.02.14 21:37 babale4
makakuna1.მემგონი ძირითადად მასე იკლებს ყველა და 15 კილოს იმედი არ გვქონდეს ტკუილად :)რა წამალი არის მეც დავლევ აუცილებლად. ორი თვე შეიზლება?რამე არ ივნო ჯანმრთელობაზე
01.02.14 21:29 babale4
ანა77777 ხო არადა ყველა სალათას მაიონეზი აქვს.არ მინდა რო დავარღვიო და ვნახოთ.მეც მასე მგონია რო ბევრი ბევრი 7 კილო დავიკლო.
01.02.14 12:30 makakuna1
ბაბალე4, ერტ კვირასჰი მეც 3.5 კილო მოვიკელი და მეორე კვირის პირველ დგეს საგამოს მეც მომიცია დარგვევა და ტანაც ტორტის მირტმევა მაგრამ კუცჰის გამცმენდი ცამალი მივაკოლე და არც მოამტებული მქონდა და მეორე დგეს დილიტ 100 გრამი მეკლდა
, და ვაგრდზელებ ისევ , ვნახოტ რა იქნებააა4 კვირის სჰემდეგ ქორცილსჰი მიცევს ცასვლა და აი მასჰინ მარტლა დავარგვევ მაგრამ მე მეორე 4 კვირაც უნდა გადავაბაა ვნახოტ რა გამოვა, ასე ცჰემმა ახლობლებმა გააკეტეს და კარგი სჰედეგი აქვტ
01.02.14 06:48 ninoebi
გოგოებო კომენტარს ვკითხულობ და ყველა ხვალ იწყებს ან ორი დღის დაწყებული აქ ... დაგვიტოვოს ისეთმა კომენტარი ვინც ბოლომდე გააკეთა. უჰ
01.02.14 04:30 ანა77777
babale4 მეც ზუსტად ერთი კვირის თავზე რომ ავიწონე 3კგ მქონდა დაკლებული.მგონია რომ საერთო ჯამში 6 კილოზე მეტს ვერ დავიკლებ:( მეც მოვხვდი იმ დღეს სუფრაზე და ძირითადად სალათები მიირთვი მაიონეზიანზე და კრემიანზე არც იფიქრო..
01.02.14 04:27 ანა77777
takoo! გამოიყენე ყველაფერი გაროხიც,კომბოსტოც,ჭარხალიც და მოკლედ რაც გინდა ერთი სუფრის კოვზი ზეთით.კარტოფილი მოხარშე ორი ცალი აუცილებლად ცალკე და მიაყოლე სუპს როგორც პური.
01.02.14 04:03 babale4
გუშინ შემისრულდა ერთი კვირა და 3 კილო მაქვს მოკლებული,მე უფრო მეტს ველოდი 5 კილოს მაინც.არ დამირღვევია საერთოდ.აი ხვალ კი ნიშნობაში მივდივარ და რა მეშველება არ ვიცი როგორ გავუძლებ მაგ კველაფერს.
01.02.14 01:41 nini_niniko
ბოსტნეულის სუპს ცოტა მარილი მოვაყარე გუშინ,და გადავაადგილე საღამო და შუადღე (( სამსახურში ვერანაირად ვერ გავაკეთებდი სუპს და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. დღეს მე7 დღეაააააააააა ))))
მე9 დღეს ავიწონები ხვალ ისევ შიმშილი მაქვს .
აბა თქვენ იცით გოგოებო არ დაარღვიოთ.
გუშინ ძაან დიდ ცდუნებას გავუძელი, იმდენი ნამცხვრები მქონდა სახლშიიიიიიი((((((((((((
31.01.14 13:44 mamagda
ყველაფერი, და მაიც იკლებ(მარილი შეზღუდე მაქსიმალურად, ოღონდ)
31.01.14 13:44 T.a,k.o
ყველაფერიი :)
31.01.14 13:35 takoo!
შეიძლება სულელური კითხვაა მაგრამ იცით რა მაინტერესებს მაგალითად: ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი .. პლიუსები რომ წერია ყველაპერი უნდა ვჩამოთ თუ ერთ ერთი მათგანი ? მარტო კარტოფილლი ან მარტო ბოსტნეულის სუპიი ?
31.01.14 07:03 nanchog
დიდი მადლობა!!! მეორე დღეა და არ მიჯირს ვნახოთ რამდენს დავიკლებ
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია