Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166343-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166343-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

11.11.13 10:01 nanikoo
მე მეოთხე კვირამდე არასოდეს მივსულვარ :))) მაგრამ 4 კვირა გავაკეთე ჩვეულებრივად როგორც პირველი კვირა და ისიც შიგადაშIგ პატარა დარღვევებით მაგრამ 14 კგ დავიკელი :)

ეხლაც ესე ვაპირებ 4 კვირა ჩვეულებრივ გავაკეთო და მეხუთე კვირას გავაკეთებ იმ განსაკუთრებულ კვირად :) ვნახოთ რა იქნება (ესეც იმიტომ რომ მეტაბოლური პროცესები მაქვს შენელებული და ასე ვფიქრობ რომ მეტი ეფექტი ექნება)


ნანიკო არაა ცოტა, თან გააჩნია რამდენი კგ ხარ ხო?? მე პირველ კვირას 3-4 კგ ვიკლებ ხოლმე დანარჩენ კვირებში 3 კგმდე ალბათ, ასე რომ აუცილებელი არაა პირველ კვირას იყოს დიდი კლება და მერე კვირა გაჩერდეს წონა, ეს ზოგადა წერია აქ ვის როგორი ნივთიერებათა ცვლა აქვს იმის მიხედვითაა ეგ.
11.11.13 09:50 nucrucela
P.ს. სითხე შეზღუდული მაქვს მაგრამ 3–4 ჭიქაზე მეტს ვსვავ წყალს ხანდახან,მტვერში ვმუშაობ და წყალი თუ არ დავლიე მოვკვდები,გაროხს დაკონსერვებულს ვჭამ და ორჯერ ბოსტნეულის სუპის ნაცვლად მარილიანი დაკონსერვებული ბოსტნეული ვჭამე მაგრამ ამით არაფერი დაშავებულა მგონი იმიტომ რომ 6 კგ დავიკელი სამ კვირაში და მგონი ნორმალურია,ასე რომ ძააან თავს ნუ მოიკლავთზუსტად დაცვით,ალბათ მთავარია შაქრის შემცველი არაფერი მიიღოთ და პური მხოლოდ შავი და შერჩეული დოზებით,დაბალწონიანები ბევრს ვერ იკლებენ კაცების დიეტაა და მაღალ წონაზე გათვლილიო ყველა მაგას ამბობს
11.11.13 09:44 nucrucela
დღეს უკანასკნელ საზიზღარ ბოსტნეულის სუპს ვამზადებ ხვალისათვის,ზეგ მესამე კვირას ჩავამთავრებ -6 კგ ვარ,იმედია მეოთხე კვირას დავიკლებ კიდევ.მაგრამ ერთი კითხვა მაქვს არა ორი :) თევზი რო წერია მეოთხე კვირის მეექვსე დღეს რამდენი უნდა ვჭამო არ წერია ხომ არ იცით ვინმემ და შენარჩუნების დღეებში ბოსტნეული რომ წერია მოხარშული უმი თუ როგორ????
11.11.13 08:53 naniko naniko
ერთ ჭამაზე ნახევარი კილო უნდა ვჭამოთ ალბათ. მეც ვფიქრობ რო ბევრია. მაგრამ ნეტა ჯერ მანდამდე მივიდე. ისე მენატრება გემრიელი საჭმელი. დღეს მეორე კვირა დავიწყე და 3 კილო მაქვს დაკლებული. მგონი ცოტაა ხო?
11.11.13 07:58 snappy
ბევრი არ არის 1.5 კგ ქათამი ან 1 კგ ხორცი?
11.11.13 04:43 marrie
nanikoo და საერთოდ რო არაფერი ვჭამო ამ გაროხის მაგივრად და მარტო ბოსტნეულის სუპი ვჭამო სადილზე არა?? (((
11.11.13 04:03 nanikoo
ბოსტნეულის სუფი იგივე ბორშია რა :)
ადვილი და მარტივი :)
11.11.13 04:01 nanikoo
მარი გაროხს თუ ვერ ჭამ მაშინ დაკოსერვებული თეთრი ლობიო იყიდე იგივე შემცველობა აქვს ;)

ლიზი მომილოცავს :))) იმედია მეც დავწერ მესამე კვირას იგივეს :)
11.11.13 03:30 marrie
აუ გაროხი აუცილებელია რო ვჭამო? (((((((
11.11.13 03:12 liziko09
ბავშვებო დხეს დავამთავრე 3 კვირაააააააა,ძაან ბედნიერი ვაააარ,სასწორი -7კგ_ს მიჩვენებს მაგრამ ყველა მეუბნება რომ მეტი გეტყობაოოოოოოო
11.11.13 01:51 112233
ბოსტნეულის სუპი როგორ გავაკეთო?
11.11.13 00:40 nanikoo
მოკლედ ნიკი უნდა შევიცვალო რა თორემ მიტყდება უკვე აქ შემოსვლა :))) რამდენი დავიწყე ამ შემოდგომით იმდენი დავარღვიე :((

ვსო დღეს მართლა ვიწყებ და ვასრულებ ბოლომდე ამ დიეტას ვსო, თავიც რომ მომაჭრან არ დავარღვევ :)))

გოგოებო ახალი ნიუსი მაქვს :) უგულავას ფანებო დღეს ჰოლანდიურ ყველზე ედამერზე ფასდაკლება აქვს კარფურს და 14 ლარი ღირს კილო მარტო დღეს ,მე მივდივარ უნდა მოვიმარაგო მთელი თვისათვის:)თორემ მერე ამას ვიმიზეზებ ხოლმნე რომ აი პროდუქტები არ მაქვს და აბა რა ვჭამოთქო :)
მოკლედ ჩემს თავს ვებრძვნი რო ბოროტმა შინაგანმა ღორმუცელა მეორე მემ არ მაცდუნოს და მიზეზები არ წამომიყენოს ეს არ მაქვს ის არ მაქვსო :)
10.11.13 11:02 snappy
marrie მე თავიდან ძანნ დიდი შეცდომა დავუშვი არ ავიწონნნეე ამიტომ ზუსტად არ ვიციი მაგრამ ყველა მეუბნება გახდიოო...მეოთხე კვირაც წინააა..
10.11.13 09:57 marrie
snappy რამდენი დაიკელი ჯერ?
10.11.13 08:12 snappy
მესამე კვირაც დავამთავრეე.:D :D იმედი მაქ მეოთხე კვირაში უფრო მეტს დავიკლებ და უფრო დამეტყობაა..:დ თქვენ რას შვებით გოგონებოო? ხომ არ გიჭირთ?
10.11.13 05:37 jessi
რაღაც ბორმალურად არ ჟღერს მარა ამ პორციებს ყოველდღიურად ვერ ვათავებ, ან თუ ყველაფერი შევჭამე თავს ისე მძიმედ ვგრძნობ :D:D: 3-4 კილოს დაკლება მინდა და იმედია გამოვა
10.11.13 04:57 marrie
2 ვაშლი ან ფორთოხალი ორჯერ წერია ისედაც
10.11.13 04:48 liziko09
ბავშვებო თუ იცით ვინმემ ამ დიეტის გადაბმა შეიძლება?ანუ რომ დავამთავრებ ამ 4 კვირას რამოდენიმე დხე შევისვენო და ისევ ხელახლა რომ დავიწყო..
09.11.13 12:19 mtchedlishvili
პირველად ვაკეთებ ამ დიეტას და მაინტერესებს დიეტის დროსს ხილის მიგება არ შეიდლება იმის გარდაა რაც წერიაა? ანუ 2 ვაშლი ან ფორთოხალი კვირაში 2ჯერ. და ალკოჰოლის მიგება შეიძლება? მცირე რაოდენობიით მაინც.
09.11.13 08:01 marrie
ბულიონი როგორ გავაკეთო მწვანილის და ბოსტნეულის გარეშე ვინმემ იცით?
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია