Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166348-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166348-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

24.10.13 05:20 ttaamm
დღეს 7 დღეა და ჯამში 5 კილო დავიკელი ძალიან მიხარია )))))) წარმატებები გოგოებოო :*
24.10.13 04:01 natashka22
ssss ორშაბათს რატო ელოდები,მართლა დღეები კი არ აგერევა :) დაიწყე ხვალევე:) შენარჩუნების დღეები ზუსტად ისე როგორც წერია:) დიეტის დასრულების მეორე დღიდანვე ორი დღე ლობიო და წიწიბურა მომდევნო ორი დღე ბოსტნეული,მომდევნო ხუთი ხილი ბრინჯი შოკოლადი , მოკლედ რა და როგორც წერია...
24.10.13 01:46 ssss
ბავშვებო მე ახალი ვარ ორშაბათს ვაპირებ ამ დიეტის დაწყებას და ვერ მეტყვიტ ეს წონის სჰენარჩუნების დგეები როა ეგ როდის უნდა ვჭამო?:)
24.10.13 01:05 sophio53
ვაიმე ჩემი შეყვარებულიც დავითანხმე დიეტაზე ჭკუაზე არ ვარ. )))))))) მე უნდა გავიდე ბოლომდე რო ისიც გამომყვეს. 2 კვირით მოვიტყუე და ბოლომდე გავაკეთებინებ
23.10.13 17:22 natashka22
Cecilie 65 (173სმ) 5 კილო დავიკელი ორშაბათის შედეგებით,ბოლო კვირაშიც ხო დავიკლებ რაღაცას და მერე 9დღე შენარჩუნების,ძაან კმაყოფილი ვარ,მშიერი არასდდროს ვყოფილვარ პროსტა ტკბილის მადა მაგიჟებს ხოლმე ეგეც წამომივლის შიგადაშიგ,ღამე მშივდება ხოლმე უფრო და ჩემს თავს ვეუბნები ოღონდ ახლა არ ჭამო და ხვალ დილით თუ კიდე გენდომება გაჭმევ თქო :D დილით კიდე არასდროს მშია :D რავი თან ყველა მეუბნება როგორ ჩამოხდიო და მააგარია რა! შენ რამდენი ხარ და რამდენამდე გინდა
23.10.13 16:39 Cecilie
natashka22 შენ უგულავაზე ხარ? რამდენი დაიკელი, ვაგროვებ წინასწარ ინფორმაციებს შედეგებზე :))) კმაყოფილი ხარ? და აუ, რამდენით დაიწყე, საწყისი წონა რა გქონდა ეგეც დამიწერე რა გეხვეწები :* წარმატებებიი, კვირამდე რაღა დარჩა :)
23.10.13 13:30 natashka22
snappy კვირას ვამთავრებ;) მაგრად გაგისწორდება შედეგი..
23.10.13 05:46 snappy
ხო ყველაინაირად ვეცდები....ჯერ ჯერობით არ მიჭირს მაგრამ ბოსტნეულის დღე ყველაზე ცუდია ჩემთვისსს...და მოხარშულმა კვერცხმა გამანადგურა..ძალიან არ მიყვარსს.:( მაგრამ უნდა გავაკეთო ბოლომდე :D
22.10.13 10:39 natashka22
snappy კომენტარებში შემოიხედე ხოლმე,ნახე როგორ აქტიურობენ და როგორი მონდომებით არიან გოგოები შენც იაქტიურე და აღარ გაგიჭირდება :)
22.10.13 09:49 snappy
მადლობა natashka22..მეორე დღე მაქვს უკვე..როდესაც დავამთავრებ დავწერ ჩემს შედეგს 174სმ ვარ და 78-79 კილო..:(
21.10.13 16:59 Cecilie
მე შემოგიერთდებით ახალდაწყებულებს 11 ნოემბრიდან :)) ერთი სული მაქვს როდის მოვა 11 ნოემბერიიი <3 ხოდა ეხლაც დიეტებზე ვარ და დიდი ვერაფერი, მაგრამ მჯერა, აქ გადმოვალ და სასწაულებს მოვახდენ :)))

წარმატებები ყველას :* არ დანებდეთ არაფრით :)
21.10.13 07:47 natashka22
რაღაც ამ სეზონზე ნაკლები მიმდევარი ყავს ამ დიეტას თუ რაშია საქმე :?
21.10.13 07:46 natashka22
snappy ხშირად სვამენ მსგავსი შინაარსის შეკითხვებს.ლოგიკურია,კლებადობა დამოკიდებულია ინდივიდუალურ წონაზე.რაც მეტი გაქვს მასა,უფრო მეტს დაიკლებ.გააჩნია წონას და სიმაღლეს.ისე ეს დიეტა მძიმე წონიანებზეა გათვლილი,თუმცა არცერთი შედარებით ნაკლებწონიანი არ დაუტოვებია უკმაყოფილო ;) თუ ზედმიწევნით შეასრულებ შედეგი გარანტირებულია,ეს დაიჯერე და წინ ;)
20.10.13 13:07 ttaamm
დღეს მესამე დღეა და ავიწონე არ მინდოდა მაგრამ :D და 2 კილო და 700 გრამი მაქვს დაკლებული ძალიან მიხარია ასეთი შედეგიი ყველას წარმატებას გისურვებთ :))))
20.10.13 12:06 snappy
მე ხვალიდან ვიწყებ და მაინტერესებს 1 თვეში მართლა იმდენს დავიკლებ რამდენიც წერია? ვისაც გაკეთებული გაქვთ ეგებ მიითხრათ რამდენი დაიკელით? მადლობა :* და წარმატებები ყვლას :*
20.10.13 09:56 ni_nini
რავი მე უმარილო ყველით შევცვალე სულუგუნი უფრო მარილიანია და მოგაწყურებს)) ისე დგეს მესამე კვირის წინა დღგეა და პირველად დავარგვია თხილი შემეჭამა ცემდაუნებურად :((
20.10.13 00:34 marikruza
უკაცრავად მაინტერესებს თუ იცით ვერ ვჩამ ჰოლანდიურ ყველს და შევცვალე სულგუნით , თAნ ვნახე რომ სულგუნს ნაკლები კალორიულობა აქვს...რამე ხომ არ დაშავდა???
19.10.13 13:59 HugT
მესამე კვირას მივახრჩობ ხვალ! -5 კგ! ;))) წარმატებები გოგოებოოო!
19.10.13 00:51 mariam21
იუჰუუუ დღეს მეოთხე კვირას ვიწყებ.როგორი ამაყი ვარ)))))))
18.10.13 08:24 ni_nini
მე მესამე კვირის 4დღზე არ მშია და ამ მხრივ არ მიჭირს,უბრალოდ ეგაა რომ გემრიელი საჭმელი და ტკბილი მინდა სიგიჟემდე((

ჯერ არ ამიწონია მინდა ბლომდე მივიდე და მერე გავიგო შედეგი,ცოტა შეფერთხილი კი ვარ ყველა მეუბნება და ვნახოთ რა გამოვა შედეგს აუცილელად დავდებ:)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია