Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1173552-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1173552-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

09.11.13 06:14 liziko09
ყავას ვსვავთ ოგონდ უშაქროს
09.11.13 03:21 naniko naniko
იმის გარდა რაც აქ წერია ყავას სვავთ? სითხე უნდა შევზგუდოთ მგონი ხო მასეა?
09.11.13 03:18 naniko naniko
დღეს უკვე მეექვსე დგეა და მხოლოდ 1 კილო დავიკელი რა უბედურებაა. შევხედავ შემდეგ კვირასაც და თუ კიდე ასე გაგრძელდა დავანებებ თავს. სხვა რამეს ვცდი. ისე ძალიან დიდი იმედი მქონდა რო მეტს დავიკლებდი.
08.11.13 12:33 Drrrrrrr
მე რამდენადაც ვიცი, სითხე პირიქით კარგია... მე ყოველ შემთხვევაში არ შემიზღუდავს :))
08.11.13 04:27 liziko09
გოგოებო ვინც უკვე დაამთავრეთ, 1ლიტრა წითელი გვინო არ გათრობთ?
08.11.13 02:42 liziko09
დგეში 3-4ჭიქაზე მეტი არ უნდა დალიო მე როგორც ვიცი
07.11.13 15:46 jessi
სითხის მიღებასთან დაკავშირებით მაქვს კიტხვა. წყლის დალევა არ არის ხო აკრძალული? ყოველდღიურად შეგვიძლია ჩვეულებრივ ვსვათ
07.11.13 10:59 Drrrrrrr
მე მე-4 დღის პირველი დღე მაქვს, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვუძლებ :)) მესამე კვირაში ცოტა ავურიე, მაგრამ არც მომიმატია და მშვენივრად ვარ :))) შენარჩუნების დღეების გაკეთებასაც ვაპირებ :)) წარმატებები ყველას ❤️ ჩემს საბოლოო შედეგს შეგატყობინებთ
07.11.13 06:41 grand
დიეტა დღეს დავიწყე - პირველად გავაკეთე 5 წლის წინ და მაშინ 8 კილომდე დავიკელი - დღეს პირველად დავიწყე და ვინმემ ხომ არ დაიწყეთ კიდევ ????
07.11.13 06:01 sofio20
დიდი მადლობა ლიზიკო09 პასუხისთვის, დღეს მეოთხე დღე მაქვს და ჯერ-ჯერობით არ მიჭირს. წარმატებები ყველას
07.11.13 04:12 snappy
mariamulia მადლობა <3 <3 მაგრამმ იცი რას ვფიქრობ არ დამიკლია იმდენი რამდენსაც მოველოდი და მინდა კიდე ერთი 7 კილო :D :D და მაგ შენარჩუნებით მაგდენს დავიკლებ? ნუ ჯერ კიდევ ბოლო კვირა დამრჩა მაგრამ მაინც..ჯერ კიდევ მინდა დაკლება და ვიფიქრე რომ უფრო მკაცრი აჯობებდა ერთი ორი კვირა :D :D..კიდევ ამ დიეტის მერე ერთი ორჯერ დარღვევა შეიძლება?
06.11.13 13:26 mariamulia
snappy დიეტის ქვევით წონის შესანარჩუნებელი დიეტა წერია მეც მაგის დაცვას ვაპირებ და შენც გირჩევ <3 მერე გადადი უცხიმო საჭმელზე და ცომეული არ ჭამო და შეინარჩუნებ
06.11.13 08:55 snappy
რას შვებიით გოგონებოო? მე მესამე კვირის მესამე დღე მაქქ..მგონი დამეტყო და ვნახოთ რა რა იქნებაა..არ ამიწონია თავიდან და ეგ დიდი შეცდომა დავუშვი :( თქვენ რას შვებით ხომ არ გიჭირთ? მე უკვე მიჭირს განა მშიაა აი მინდებაააა..ტკბილი მომენატრა ძალიან..ამას რომ მოვრჩები შემდეგი ერთი თვე ბოსტნეულზე და ხილზე გადავალ? ხომ შეილება?
06.11.13 05:19 mariamulia
დღეს ჩემი დიეტის მეორე დღეა თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ მაგრამ აუცილებლად ბოლომდე დავიცავ )) აქ კომენტარები წავიკითხე და ზოგი იმაზე ნევიულობს რომ უკვე მესამე კვირა დაიწყო და ჯერ მხოლოდ 6 კილო აქვთ დაკლებული ))) არაფერია სანერვიულო პირველ ერთ კვირაში რომ სწრაფად იკლებთ მერე ორი კვირა ჩერდებით და არაფერს აღარ იკლებთ ამიტომ უნდა გააგრძელოთ დიეტა და ძალიან კმაყოფილები დარჩებით დამიჯერეთ ))მთავარია თავი არ მოიტყუოთ და არ აურიოთ თორე მერე დიეტას ნუ დააბრალებთ))) ეს დიეტა მე და დედაჩემის საყვარელი დიეტაა შარშან ერთად დავიცავით მან 17 კილო დაიკლო მე 11 :))) ასე რომ დიდი შემართებით ვარ და ვნახოდ წელს რამოხდება გაგაგებინებთ <3
06.11.13 04:06 naniko naniko
2 კიტრს და 3 პომიდორს ვინმე ბოლომდე ჭამთ.? ძალიან ბევრი არ არის?
06.11.13 04:04 naniko naniko
ეს ბოსტნეულის დღე რა საშინელება ყოფილა ვერაფერი ბოლომდე ვერ შევჭამე მშიერი ვარ. უმარილოს ჭამა ძალიან მიჭირს.
06.11.13 01:48 liziko09
მე მესამე კვირის მეორე დგე მაქვს და 6კილო მაქ დაკლებული,ცოტა მეტს ველოდი მაგრამ არაუშავს ამიტაც კმაყოPილი ვაარ,იმედია კიდევ დავიკლებ,შენარჩუნების დხეებსაც ვაპირებ და საბოლოო შედეგს აუცილებლად დავწერ
06.11.13 01:43 liziko09
10 არ ვიცი და 5-7ს ყველა ვარიანტში მოიკლებ,იმიტომ რომ დიდი ცონა არ გაქვს.ცარმატებები შენ
06.11.13 01:40 liziko09
არნოლდი არაუშავს,ოგონდ გააგრძელეეეეე
05.11.13 23:53 arnoldi
გუშინ საღამოს დავლიე უამრავი არაყი ოღონდ საჭმელი საერთოდ არ მიჭამია და რა მელის ? :))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია