Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166352-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166352-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

05.11.13 09:11 sofio20
გოგოებო მე დღეს მეორე დღე დავამთავრე და იცით რა მაინტერესებ? 65 კილო ვარ და 166 სიმაღლე და ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ ამ დიეტით მოვიკლებ 10 კილოს?
05.11.13 09:00 sofio20
გოგოებო მე დღეს მეორე დღე დავამთავრე და იცით რა მაინტერესებ? 65 კილო ვარ და 166 სიმაღლე და ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ ამ დიეტით მოვიკლებ 10 კილოს?
05.11.13 09:00 sofio20
გოგოებო მე დღეს მეორე დღე დავამთავრე და იცით რა მაინტერესებ? 65 კილო ვარ და 166 სიმაღლე და ვინც ერკვევიტ იქნებ მითხრათ ამ დიეტით მოვიკლებ 10 კილოს?
05.11.13 06:51 tinatini76
გაროხი რომელი უნდა გამოვიყენო დაკონსერვებული თუ მოსახარში?
05.11.13 02:15 anuki2005
მე შევწყვიტე ეს დიეტა.
მეორე კვირაა და 2 კგ დავიკელი.რა უბედურებაა.
ალბათ დიდწონიანებისთვისაა გათვლილი.

გრეჩიხის დიეტაზე გადავედი
05.11.13 02:11 liziko09
აბა რაქენით გოგოებო,ვინმემ დაამთავრეთ ეს დიეტა? და რა შედეგი გაქვთ ?
05.11.13 01:12 naniko naniko
პირველი დღე როგორღაც გადავიტანე. არც ისე რთული ყოფილა როგორც მეგონა. ეს კვირა ბოლომდე თუ გავძელი ალბათ ბოლომდე მივიყვან აღარ გამიჭირდება.
04.11.13 12:17 nucrucela
ვერ მოვასწარი ბოსტნეულის მოხარშვა,ხვალ რამე უნდა ვიყიდო პამიდორი სტაფილო და გაროხს სჰევცჰამ და კარტოსჰკას მოვხარსჰავ ამ კონსერვებს ცოტა მარილი კი აქვს მარა იმედია ქვეყანა არ დაიქცევი ამით :)
04.11.13 11:40 arnoldi
მეც ეგრე ვარ ნუცრუცელ
04.11.13 09:24 nucrucela
აუუუუუ არაადამიანურად მშია უფრო სწორად კი არ მშია გემრიელის ჭამა მომენატრა,ხვალ ბოსტნეულის დღე მაქვს და მეზიზღება ეგ დღე,სხვა დღეებში რაგაცას გემოს მაინც ვატან,იქ თაფლია იქ ლორია,ჰოლანდიურ ყველზე ვაფანატებ მაგრამ ეს ბოსტნეულის დღე რომ მოდის უკვე დეპრესია მაქვს,რომ დავარღვიო და სხვა დიეტა რომ გავაკეთო მერე მაგრად ვინანებ ხო????არადა 5 კგ დავიკელი მეორე კვირის მე6 დღე მაქვს ხვალ
04.11.13 06:32 arnoldi
ერთ დღეს ალკოჰოლი რო მივიღო რა მოხდება? ყველა დიეტას აქვს განტვირთვის დღე )))
04.11.13 06:30 alicen
მოგესალმებით ყველას.
ძალიან მინდა ამ დიეტის დაწყება ოღონდ სრული 4 კვირა თავისი შენარჩუნების დღეებიანა.
მომწერეთ რა ვის რა რეზულტატი გაქვთ. საწყისი წონა მე 80 კგ, მაქვს. ალბათ ამაზეცაა დამოკიდებული რამდენს დაიკლებ ჯამში.
მადლობა წინასწარ
04.11.13 04:06 snappy
აბა რას შვებით გოგონებო? ხომ არ გიჭირთ? მე მესამე კვირა დავიწყეეე ვერ ვიტყვი რომ ძაანნ კარგად ვგრძნობ თავსთქო....ამ დიეტას ბოლომდე მივიყვან და მერე მიყოლებით ერთი თვე წიწიბურაზე და მაწონზე ვიქნებიი...ხომ არ იქნება ცუდი?
04.11.13 02:03 liziko09
შეიძლება,უცხიმო უმარილოთი
04.11.13 02:01 liziko09
ეგ შენარჩუნების დხეები აუცილებლად გააკეთეთ გოგოებო,მარტლა ძალიან დაგეხმარებათ შენარჩუნებაში, თან იმ დხეებში 2 3 კილოს უეჩველი იკლებთ.ასე რომ რახან ამდენს გავუძელით ეს 9დხეც გავაკეთოთ/
04.11.13 01:21 na88
ჰოლანდიური ყველის ჩანაცვლება არ შეიძლება? რამე უმარილო ყველით...
03.11.13 22:27 chkh
ჰაჰაჰჰჰ გაიხარე მართლა დავმშვიდდი ..იმედია ბოლომდე მივიყვან კევის გარეშე არ შემიძლიაა(((( :)
03.11.13 13:26 Drrrrrrr
მე ბულიონად გალინა ბლანკას ბულიონს ვაკეთებ, რომელსაც მარილიც აქვს და ბევრი სხვა რამ :)) საღეჭ რეზინსაც ვღეჭავ და არაფერი შავდება მაგით. და რაც შეეხება ამ დიეტის შემდეგ მომატებას , მითუმეტეს ორმაგ მომატებას , შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჩემმა დამ გააკეთა და მას შემდეგ ჩვეულებრივად ჭამს და გრამი არ მოუმატია :))
03.11.13 11:55 arnoldi
ერთ დღეს არაყი რომ დავლიო ძალიან ცუდად იმოქმედებს წონაზე ? დაბადების დღეზე მივდივარ
03.11.13 10:48 naniko naniko
გოგოებო ხვალიდან ვაპირებ დაწყებას. რძე შუაზე გავყო და ნახევარი საუზმის დროს დავლიო და ნახევარი სადილის? თუ მთელი დღის განმავლობაში პატარა ჭიქებით? ვინმე თუ იწყებთ ხვალ შემეხმიანეთ მაინტერესებს შედეგები :) .
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია