Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166370-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166370-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

01.10.13 04:55 mariam21
tolia :D:D:D აქ მქონდა წაკითხული,რამდენიმე მაგას სვამდა და ნიკაკოი პრაბლემ)))))))))
ყველი და ყავა ისე შემაყვარა ამ დიეტამ,არ აქვს მნიშვნელობა დიეტაზე ვარ თუ არ ვარ მაინც სიამოვნებით გეახლებით ))))
ჩემი მეოთხე დღე..
01.10.13 03:13 teona67
გმარჯობაააააააააა როგორ ხართთთთთთ? :* გუშინ ძალიან მაღალი სიცხე მქონდა მაგრამ მაინც არ დავარღვიეეეეეეეე :P
01.10.13 01:08 lika
მიხარია, მიხარია, შედეგს რომ წარმოვიდგენ :) წარმატებებიი....
30.09.13 23:16 tolia
რომელი კუბიკი ათასი გემოს არომატით განელებული? მარილი არ შეიძლებაო წერია და თქვენ რეებს ჭამთ @@@
30.09.13 14:15 mariam21
tamar23 მე მაგალითად ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში ბულიონის კუბიკი გავხსენი და ის მივირთვი :))
30.09.13 13:56 nanikoo
მოკლედ მინდა ხოლმე რომ ჩემი ცოდნაც გაგიზიაროთ :) ამიტომაც ვწერ ამდენს, როგორც მე მტკივა და მე ვგრძNობ ამ წონას ვიცი რომ თქვენც ისე გტკივათ და გრძნობთ, სხვა შეთხვევაში აქ არ იქნებოდით :))) ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი ისაა რომ ხშIრად შემოვიდეთ, ხშირად დავპოსტოთ რას ვაკეთებთ და ერთმანეთის სინდისზე ვითამაშოთ რაც შეიძლება მტკივნეულად რომ არ დავნებდეთ წონას და მუცლის გავსებას :))

რაღაცა ღორივით გავსებულ სტომაქს ვწირავთ ჩვენს საოცნებო და იდეალურ ფიგურას, ძალიან ბევრ კომპლიმენტებს, ბევრ აღფრთოვანებას,უამრავ ბედნიერების ჰორმონს :))))
და რაც ყველაზე მთავარია ჩვენს სიამაყეს!! :) აი იმ სიამაყეს რომლითაც ყველაზე ბედნიერი და თავაწეული გავივლით ქუჩაში იმ გრძნობით რომ ჩვენ დავამარცხეთ ისეთი რაღაც რასაც ბევრი სიცოცხლის ბოლომდე ნებდება და ეგუება, აი სხვანაირი მებძოლი სული იღვიძებს ამ დროს ადამიანში და ყველაზე ძლიერია ეს გრძნობა როცა საკუთარი თავით ამაყი ხარ შენსავე თავის წინაშე :)))
და რატომ, იმიტომ რომ ყველაზე ადვილია მტერი დაამარცხო მაგრამ ყველაზე ძნელია საკუთარ თავში შენივე საწინააღმდეგოს დამარცხება, ამიტომაც ეს გამარჯვება ყველაზე ფასეული და ღირსეული იქნება თქვენთვის დამიჯერეთ :))))))


პ.ს მოკლედ ცოტა ხანში ლოზუნგებს დავწერ ალბათ და ისე გამოვაკრავ ყველგან :))))
30.09.13 13:45 nanikoo
აბა როგორ ხართ??? :) მე დღეს მთელი დღე გარეთ ვიყავი ვერც რძე დავლიე და ვერც ვერაფერი, საღამოს მოვედი თუ არა კი დავლიე 2 ჭიქა რძე :) მე მიყვარს რძე ძალიან :)))

მაგრამ ტომატის წვენი ვეღარ ვიყიდე ახლომახლო და 1 პომიდორი მივატანე საღამოს შავ პურს :) იგივეა რა :P

ბულიონს მე არასდროს არ ვაკეთებდი და არც გამიკეთებია, ჯერ სოფლის ქათამი ხო მძულს და გაყინული ხორცის ნახარშზე ხო გულიც ამერევა უმარილოდ და უყველაფროდ :((( ამიტომაც იმ დღეს უბრალოდ სითხეს ვიღებ და ეგაა


გოგოებო დღეს ვიყავი ენდოკრინოლოგთან და ზუსტად ამ დიეტებზე ველაპარაკე და დამეთანხმა რომ ჩემი ორგანიზმი მხოლოდ ცილოვანით იკლებს თან ეს დიეტა შედარებით დაბალანსებულია :))

ხო კიდევ ისიც მითხრა რომ შეატყობ რომ წონა გეყინება ის დღეები მხოლოდ ცილოვანი საკვები მიიღე და არავითარი ნახშირწყლებიოოოო :)))

ანუ ორგანიზმი პირველ რიგში ენერგიისთვის ხარჯავს ცილას და ამიტომ ცილებით უნდა უზრუნველყოთ რომ ნახშირწყლების უკმარისობა შეამჩნიოს ჩვენმა სხეულმა და სხვა რამის წვაზე გადაერთოს :))))მაგრამ შიგადაშიგ რამოდენიმე დღეში ერთხელ ნახშირწყლებიც აუცილებელია რომ ორგანიზმს უკმარისობის შოკი არ დაემართოსო თუ რაღაც ამდგავარად ამიხსნა :)) ამიტომაცაა ამ დიეტაში ბოსტნეულის დღეებიც შეთავსებული :))
30.09.13 12:29 tamar23
ოგონდაც ბულიოსნ თუ კეთებთ ვინმე და როგორ ბოსტნეულის და მწვანილის გარეშე? :)
30.09.13 10:22 Ggogo
ვაიმეეე , 3 დღე დამრჩა და ვამთავრეებ. ეხლა უფრო მიჭიირს , წონა უკვე დამეტყო კარგად და თითქოს დამივარდა მოტივაცია... ყველაფერი რო მენატრება. :((
ვჯერ არ ვიწონები - მეშინია უკვე. :))
4 კვირას რომ დავამთავრებ დავწერ შედეგს და მერე ენარჩუნებას ვაბავ ეგრევე. :)
ყველას წარმატებები
30.09.13 06:46 mariam21
ძალიან მომწონს განწყობა კომენტარებში რომ სუფევს,ერთმანეთს ამხნევებთ და ძლიერდებით,რა მაგარია, :)))
რამდენიმე თვის წინ ამ დიეტის პირველი კვირით 4კილო დავიკელი და აღარ მომიმატია.
ახლა გადავწყვიტე სრულად დავიცვა,მესამე დღე მაქვს 63,4 კგ ვიყავი 175სმ.ზე.
დიდი იმედი მაქვს ორმოცდარამეზე ჩამოვალ :D
წარმატებებს გისურვებთ!
30.09.13 06:46 mariam21
ძალიან მომწონს განწყობა კომენტარებში რომ სუფევს,ერთმანეთს ამხნევებთ და ძლიერდებით,რა მაგარი, :)))
რამდენიმე თვის წინ ამ დიეტის პირველი კვირით 4კილო დავიკელი და აღარ მომიმატია.
ახლა გადავწყვიტე სრულად დავიცვა,მესამე დღე მაქვს 63,4 კგ ვიყავი 175სმ.ზე.
დიდი იმედი მაქვს ორმოცდარამეზე ჩამოვალ :D
წარმატებებს გისურვებთ!
30.09.13 06:00 tamar23
დაჩრილი პური ვიყიდე და აი მაგისი ნაცრები რამდენი იქნება ალბათ 2.
30.09.13 04:27 bichi
nanikoo რავიი აიი ხვალ არისს ერთი კვირა და ვნახოთ რმდნენი ქმენება დაკლებულიიი გარეგნულად მეტყობაა დაა სასწორტაც ვნახოთ აბაა :D არაა ვერც ყავასთან და ვერაფერთან ვერ შევჭამ აწიი :დ აქამდეე ვჭამდიი ეს ერთი კვირაა მაგრამ დღესს აააა ვერ ვიტან :დ ჩვენ რა გვიჭირს და რავი ვნახოთ რამდენს დავიკლებ აბაა :)) დარღვევით ვაფშე არ დამირღვევიაა და რმც მომკლას ვინმემ არ დავარღვევ ერთი თვე :D
30.09.13 03:51 lika
ეგრე ძნელია თქმა, მე ელექტრო სასწორი მაქვს "სამზარეულისი" და ყველაფერს ვწონი. გააჩნია პურის ნაჭერის სიგრძე სიგანეს :)
30.09.13 03:35 tamar23
შენ პირს შაქარი :) არ ვაპირებ დარგვევას რომც მოვკვდე :) ერტი ეს მითხარიტ 100 გრამი პური რამდეინი ნაჩერია?და ვახშამს რომელ საათზე იწყობთ? :)
30.09.13 03:21 lika
tamar23 დამიჯერე არ ინანებ, ამ დიეტის მერე ისეთ ტანსაცმელში ჩავეტიე, რომ ვერ ვიოცნებებდი :)
30.09.13 02:17 tamar23
პირველზე მოვიმატე 25 კგ,4ცლს ცინ.. ვგლაბუცობდი რაგაცეებს ვიტომ ვაკეტებდი არადა ვარგვევდი და ეხლა მტკიცედ მაქ გადაცვეტილი მყარად ვდგავარ :) უგულავა არც მიცდია არასოდეს :)
30.09.13 02:11 lika
მეც დღეს დავიწყე, nanikoo მეც შენ დღეში ვარ :) ზუსტად იგივენაირად ვუბრუნდები უგულავას დიეტა :) რამოდენიმე წლის წინ გავაკეთე 10 კგ დავიკელი და აღარ მომიმარტია :) მერე მესამე გავაჩინე და მოვიმატე. მინიმუმ 15 კგ მაქვს დასაკლები.
ეხლა თანამშრომელმა სასუსნავი დამიდო მაგიდაზე და კინაღამ "შემომეჭამა" შემოვედი აქ და რომ წავიკიტხე კომენტარები მომენტალურად გავძლიერდი :) გავამხნევოთ ერთმანეთი :) თან რომ გამახსენდება შედეგი როგორი ტკბილია მომენტალურად მიქრება შიმშილის გრზნობა :)
წარმატებები ყველას :)
30.09.13 02:10 tamar23
არაა დამთავრებამდე აქ ვარ :) რძეს ვერ ვიტან მიდევს ეხლა ჭიქით და ჯერ ვერ გავრისკე დალევა :)
30.09.13 02:04 nanikoo
bichi კი შეგიძლია თუ იშოვი უმარილოს :)) ისე გეცადა ის მწვანე გაუდა ყავასთან მართლა გემრიელია :) მე ისე მივეჩვიე არა დიეტის დროსაც სიამოვნებით მივირთმე ყავასთან დილით :)))
ისე თქვენ რა გიჭირს კაცები ამ დიეტით ორმაგად იკლებენ ვიდრე ქალები :))




tamar23 მეც პირველი დღე მაქვს და იმედია არ დაიკარგებით :))))))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია