Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 124129-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ეს დიეტა გრძელდება ერთი კვირა, ყოველი დღეს მეორდება ერთიდაიგივე. დაიკლებთ 5–დან 7 კილომდე.

09:00  1ც ვაშლი
11:00  1 ფინჯანი ყავა უშაქროდ
13:00  1ც მოხარშული კვერცხი
15:00  2ც მოხარშული სოსისი
17:00  25 გრ. შავი შოკოლადი
19:00  ნახ.ჭიქა მაწონი+ნახ.ჭიქა წყალი

elenedu
ნანახია 124129-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(262):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
28.10.13 12:41 tikoTG
შედეგი გამოიღო ამ დიეტამ? ღირს რომ დავიწყო ?
25.09.13 02:52 sopochka
მე მაგ ყავიანი მაწვნის დიეტაზე ორ დღეზე მეტხანს ვერ გავძელი,ცუდად გავხდი ბოლოს ძალიან საშინელებაა.მერე 1 კვირა გავაკეთე ეს დიეტა,ოღონდ ღვინოს მაგივრად უშაქრო მწვანე ჩაის ვსვამდი და 1 კვირაში დავიკელი 6 კილო :)) ესეც რთული დიეტაა მაგრამ ყავიან მაწონს იმით ჯობია რომ კვერცხი ცოტა ანაყრებს მაინც.წარმატებები ვინც ამ,კვერცხის დიეტას იცავთ.ეფექტურია ოღონდ ღვინოს მაგივრად მწვანე ჩაი დალიეთ უშაქროდ და უფრო კარგი ეფექტი ექნებაა :)
21.09.13 01:13 sakoko555
ამ დიეტას ვიცავ უკვე მე4 დღეა,,,,,,,,,იმედი მაქვს დავიკლებ..თან ადვილი დასაცავიაა,,,,შიმშილის გრძნობა არ გაქვს საერთოდ
01.09.13 16:47 marita55
კი სოფო, მწვანე ჩაი უშაქროდ ნებისმიერ დროს შეგიძლია დალიო, განსხვავებით შავი ჩაისგან რომელიც სხეულს ტონუსს მატებს და აფხიზლებს ზოგიერთ ადამიანს. :)
01.09.13 12:54 sopochka
და მარიტა,რა მინდოდა მეკითხა,მწვანე ჩაი ძილის წინაც რომ დავლიო უშაქრო რათქმაუნდა შეიძლება ხო?
01.09.13 00:58 sopochka
მადლობაა,დავწერ შედეგს აუცილებლად
01.09.13 00:39 marita55
შეგიძლია შეცვალო. უმჯობესია თუ შავი ჩაის მაგივრად მწვანე ჩაის დალევ. ან ასკილის ჩაის, იმიტომ რომ შარდმდენია და დიეტის დროს საუკეთესო გამოსავალია. წარმატებები :)
31.08.13 22:38 sopochka
დიდი მადლობა და ყავა უშაქრო ჩაით რომ შევცვალო?
31.08.13 12:45 marita55
sopochka ამ დიეტით 2 კვირაში ხუთ კილოს ნამდვილად დაიკლებ, ზღვაზე წასვლამდე მეც ამ დიეტაზე ვიყავი. ციკლის პერიოდში თუ სისუსტე იგრძენი ნახევარი კოვზი თაფლი 1 ჭიქა წყალში გახსენი და დალიე.
დროები ზუსტად დაიცავი :)
31.08.13 11:15 sopochka
ელენა,ძალიან გთხოვ მიპასუხე.16 წლის ვარ და მხოლოდ 5 კილოს დაკლება მჭირდება,მეორე ჯგუფის სისხლი მაქვს და როგორ ფიქრობ ორ კვირაში დავიკლებ 5 კილოს?თანაც აქედან ერთი კვირა ციკლის პერიოდი ემთხვევა და კლება ხომ არ გაჩერდება?
19.08.13 15:26 mashoo
დღეს დავარღვიე დიეტა(( ხვალ თავიდან დავიწყებ..
18.08.13 02:32 mashoo
პირველი დღე. საწყისი წონა 62 კილო. სიმაღლე 170სმ.
17.08.13 11:26 mashoo
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას და დავწერ შედეგებს. :)
17.08.13 04:14 elena61
წინა გვერდებსაც გადავხედე და შეძლებისდაგვარად ვეცდები ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. ამ დიეტის მთავარი პირობა ისაა, რომ დრო მკაცრად აკონტროლოთ და არცერთი წუთით არ დააგვიანოთ საკვების მიღება (მობილურის alarm clock ფუნქციას ვიყენებ მე პირადად). ამ დიეტას ვიცავდით მე, დედაჩემი (-5,5კგ), ჩემი და(-4,2კგ) და ჩემი ბიძაშვილი (-7კგ) :)) იმდენად მიყვარს, თითქმის ყოველ ზაფხულს ვაკეთებ ზღვაზე წასვლის წინ. გარანტირებულად იკლებთ 3,5 კილოს 1 კვირაში, დანარჩენი უკვე თქვენს წონაზე, აღნაგობაზე და აქტივობებზეა დამოკიდებული. დილით გვიან ვიღვიძებ, ამიტომ ვაშლი ბევრჯერ გამომიტოვებია და 11ზე ყავით დამიწყია ხოლმე დღე. სოსისის მაგივრად შეგიძლიათ მიიღოთ წიწიბურა, შოკოლადი უნდა იყოს აუცილებლად შავი და რაც შეეხება მაწონს, ხანდახან წყალში გაუხსნელადაც მიჭამია. შუალედებში მიიღეთ ბევრი წყალი! მოკლედ, რეკომენდაციას ვუწევ ამ დიეტას და წარმატებებს გისურვებთ!
17.08.13 03:48 elena61
12341 სოსისს თუ ვერ ჭამ, 4 სუფრის კოვზი მოხარშული წიწიბურა შეჭამე.
17.08.13 03:43 elena61
E_777 მკაცრად იცავდი, არ დაგირღვევია საერთოდ?
17.08.13 03:41 elena61
მე 3 დღეში დავიკელი 2,5 და ვაგრძელებ წარმატებულად :)))
14.08.13 05:28 E_777
მე დიდად არ მომეწონა ეს დიეტა :( 5 დღეში მხოლოდ 2.5 კილო დავიკელი და აღარც გავაგრძელე მერე. მანმადეც ლაითად ვიყავი ხოლმე დიეტებზე, შეიძლება ამის გამო იყო წონის კლება შეჩერებული, მაგრამ ეფექტი აშკარად დაბალი მქონდა :(
13.08.13 12:19 nini57
ხვალიდან ვიწყებ ამ დიეტას და დავწერ შედეგებს. :)
08.08.13 00:23 E_777
გოგოებოოო, აი უკვე მეოთხე დღეა ამ დიეტას ვაკეთებ და მინდა გითხრათ, რომ 3 დღის განმავლობაში დაკლებული მაქვს დაახლოებით 2.5 კგ :) ვიმედოვნებ, დარჩენილ პერიოდზე კიდევ მოვახერხებ წარმატებით დაკლებას :)
პ.ს. რატომღაც გამიადვილდა ამ დიეტის გაკეთება და თან ჩემთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა - უშაქრო ყავას ვსვავ :) მაგარია ძალიან :)
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია