Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 542268-ჯერ
მსგავსი დიეტები:
1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)

Macy on forum.ge
ნანახია 542268-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(2203):

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 ... 111
09.11.16 02:51 gcanca
დავიწყე დღეიდან ისევ. შედეგებს დავწერ 2 კვირაში. ამჟამად ვარ 68.3 კგ, სიმაღლეში 73. ველი 5 კილოს დაკლებას ამ ორი კვირის მანძილზე. რეალურად ეს იქნება ჩემი იდეალური წონა.
07.11.16 04:43 gcanca
anukka19, როგორ მიდის საქმე? იკლებ?
07.11.16 03:05 gcanca
წარმატებები, ელენა!

მე დღეს და ხვალ ვარ მხოლოდ ჭარხალსა და კეფირზე 2 დღე. ოთხშაბათიდან ვიწყებ ისევ ამას.


04.11.16 11:54 ელენა
დღეიდან დავიწყე
საწყისი წონა 64,500 ...სიმაღლე 157
ვაკეთებ მხოლოდ 7 დღეს
რომ დავამთავრებ დავწერ შედეგს
წარმატებები
04.11.16 07:44 gcanca
შაბათ-კვირები მიჭირს ხოლმე ამ დიეტაში. სახლში რომ ვარ და რაღაცებს ვაკეთებ, რთულია დაცვა.
04.11.16 07:41 gcanca
ზუსტად 6 კგ დავიკელი ამ დიეტით კიდევ ერთხელ. :) anukka19 ფეხებიც გამიხდა რა თქმა უნდა. წინა კვირას დავამთავრე და მთელი ეს კვირაა საშინლად ბევრს ვჭამ, სასწორზე დადგომის მეშინია :( ორშაბათიდან ისევ მივხედავ თავს. ერთკვირიანი შესვენება გამომივა და თავიდან დავიწყებ ისევ. 68-ზე ჩამოვედი 74-დან ორი კვირის მანძილზე. ახლა ალბათ 2 კილოს მოვიმატებდი ამ კვირის გამო.ორშაბათს წინასწარ 2 დღე ცილოვან განტვირთვას ან მარტო კეფიირს დღეს გავაკეთებ, რომ ცოტა შოკური გზით მოვიცილო ეს თავიდან დაგროვილი სიმძიმეები და მერე ჩვეულებრივად მივაბავ ამ დიეტას. :) მიზანი არის 60-62 კგ. თუ გამიმართლებს, ამ ჯერზე ალბათ 63-ზე ჩამოვალ.
30.10.16 05:16 anukka19
ხვალიდან მინდა დაწყება და ვისაც უნდა შემომიერთდეს
30.10.16 05:14 anukka19
ფეხებიც გაგიხდათ?
25.10.16 06:00 gcanca
დღეს მეცხრე დღეა. უკვე 5 კილო დავიკელი :)
20.10.16 08:52 gcanca
არავინ ხართ ამ დიეტაზე ახლა? დაწერეთ თქვენი შედეგები
19.10.16 10:07 gcanca
ახლა ვარ 71.1 უნდა ჩამოვიდე 60.0, სიმაღლეში ვარ 173. საბოლოო მიზნის თარიღი არის 25 დეკემბერი.
19.10.16 10:05 gcanca
მე გამიკეთებია ეს დიეტა რამდენიმეჯერ. ორი წლის წინ მშობიარობის შემდეგ 14 კილო დავიკელი. 3-ჯერ გავაკეთე ეს დიეტა. პირველად 6 კილო მოვიკელი, მეორედ 5, მესამედ 3. დიეტებს შორის ვაკეთებდი ორვკირიან შუალედებს, ვჭამდი ყველაფერს და არ მომიმატია. ჩემს იდეალურ წონაზე დავედი. ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს, ალბათ ის დაიკლებს 10 კილოს ორ კვირაში. მართლა კარგი დიეტაა. დაბალანსებულია, ყველაფერს ჭამ ორი კვირის მანძილზე, არც ერთი სახეობის პროდუქტი არ გაკლია. იმის შემდეგ კიდევ ერთი შვილი გავაჩინე და ისევ თავიდან ვიწყებ გახდომას. 11 კილოს მოკლება მინდა ამჯერად. სავარაუდოდ 2 ეტაპი დამჭირდება ამ დიეტაზე. დღეს მესამე დღეა.

ერთი რაც აქვს ამ დიეტას: პირველ კვირაში იკლებ ძირითადად, მეორე კვირაში იკლებ მაქსიმუმ ერთ კილოს, მაგრამ მეორე კვირის რაციონი ისეთია, წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მერე აღარ სუქდები ადვილად. ნუ თუ არ იღორებ, რა თქმა უნდა. შესაბამისად, მეორე კვირაში შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ, თუმცა დამიჯერეთ, შენარჩუნება უფრო მთავარია, ვიდრე დაკლება და შემდეგ ისევ მომატება ორჯერ უფრო მეტის.

14.10.16 17:35 gerda
ეს არის ყველაზე კარგი დიეტა. იღებ ყველაფერს, ორგანიზმი არ იფიტება და თან წონაში იკლებ.. ძალიან მაგარია. წლების წინ გავაკეთე და კარგად დავიკელი. თან ისე რმ მის მერე არ მომიმატია. ბოლო 2 თვეა აქტიურად ვიცავ სხვა და სხვა დიეტებს, მაგრამ ეს ყველაზე მაგარია! არ გშიათ>> ხდებით>> აღარ იმატებთ. ხვალიდან ვიწყებ! საწყისი წონა 65. 5 კილოც რომ დავიკლო საკმარისია ჩემთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას <3
11.10.16 15:26 bulkivitgogo
4-5 კილოსმეტს ვერცდაიკლებდით :3 მხოლოდდიეტაკიარა გაანძრიეთ ერთიადგილები და ირბინეთ ივარჯიშეთ <3
08.10.16 07:09 თათია.
dreamy რა მაგარიაა. აბა რომელი დიეტით დაიკელი?
08.10.16 06:29 dreamy
მე 2 კვირაში 10 კილო დავიკელი.....
ოღონდ არა ამ დიეტით.....
(-_-)
23.09.16 02:20 detto_peppe
მე ორსულად ვარ და ეს დიეტა შევარჩიე შეიძლება ვერ დავიკლო მაგრამ ხოარ Mოვიმატებ მაინც
07.09.16 02:20 tatul
გამარჯობააათ :)))) დღეიდან ვიწყებ და მსურველი არავინ არის რომ შემომიერთდეს :)))))
30.08.16 02:11 ელენა
მე გავაკეთე ეს დიეტა ისე რომ არ დამირგვევია საერთოდ არაფერი. დავიკელი მხოლოდ 4 კილო. მეტის მოლოდინი არც მქონია იმირომ რომ უბრალოდ შეუძლებელია 2 კვირაშ 10 კილოს დაკლება. ეს 4 კილო ძირითადად დავიკელი პირველ კვირაშ. მეორე კვირაში გრამი არ მომიკლია. ამიტომ ეხლა ვაკეთებ ისევ ოღონდ მხოლოდ პირველ კვირას
25.08.16 05:33 Anuka_1318
გოგოებო მეც დავიწყე დღეიდან.მანამდე დავიცავი ეს დიეტა მარტო 5 დღე და 5 კილომდე დავიკელი.ამჯერად მინდა ბოლომდე მივიყვანო სულ ვარღვევ.ერთ კვირაში დავწერ რამდენი დავიკელი.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 ... 111
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია