Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 105435-ჯერ
გახდომის რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ქვემოთ მოტანილი 10 შეცდომა პროცესს საგრძნობლად შეაფერხებს.

1. ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან უვახშმობა
როცა დიეტის ინსტრუქციაში წერია, რომ საკვების ბოლო მიღება საღამოს 6–7 საათზე გვიან არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის აუცილებლად უნდა შედგეს. თანაც იდეალურ შემთხვევაში, ეს სრულფასოვანი ვახშამი უნდა იყოს და არა იოგურტი ან ვაშლი. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი წახემსებაც დაიშვება.

2. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან მისი სრული არარსებობა უფრო მოხდენილს არ გაგხდით. ასეთი მიდგომა დაამუხრუჭებს გახდომის პროცესს, რადგან საკვების მიღების დიდი დროითი წყვეტა ჩვენს ორგანიზმს აიძულებს მირთმეული ხანგრძლივ პერიოდზე გაანაწილოს და ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. უფრო მეტიც: ხანგრძლივი შიმშილობა ადრე თუ გვიან დიეტაზე ხელს ჩაგაქნევინებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი ნებისყოფის გამოცდა.

2. ხშირი წახემსება დღის განმავლობაში
რეკომენდებულია დღეში სამჯერ მირთმევა: საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ძალიან ადრე დგებით, შეგიძლიათ ორი საუზმეც მოიწყოთ. მაგრამ დღის განმავლობაში მოერიდეთ ხშირ წახემსებას. როცა მადას საკვების მიღებამდე იკლავთ, ავტომატურად იმაზე ბევრად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გესაჭიროებათ მომდევნო ტრაპეზამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წახემსებისას გაუმართლებლად მეტს მიირთმევთ, რადგან უკვე შიმშილი გაგიმძაფრდებათ.

3. ძალიან ბევრი ხილი და კენკრა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხილისა და კენკრის უზომოდ მირთმევა შეიძლება, რადგან ეს წონაზე არ იმოქმედებს. მცდარი აზრია. ხილი და კენკრა ფრუქტოზას შეიცავს. რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული შაქარი, მაგრამ არანაკლებ კალორიულია. როგორც ნახშირწყლები, ისიც სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობას იწვევს, ისე რომ, ხილის მირთმევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თქვვენ შიმშილის მძაფრი გრძნობა გეუფლებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლი, ციტრუსები, ქლიავი, კივი, ცოტაოდენი საზამთრო, ანანასი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ცოტა შაქარს, ამიტომ ბევრ დიეტაში დაშვებულია.

4. სადილზე არასწორი პროდუქტების შეთავსება
სადილზე შეიძლება ბრინჯის, წიწიბურას და ბოსტნეულის შეთავსება ხორცთან, ქათამთან ან თევზთან. მაგრამ არ შეიძლება ხორცის, ქათმისა და თევზის კარტოფილთან და მაკარონთან ერთად დაგემოვნება. ეს ორი გარნირი სადილზე მხოლოდ ბოსტნეულთან და ყველთან ერთადაა მისაღები. ამგვარად, თუკი წყალზე დამზადებულ ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევთ კარტოფილით, მეორე კერძი ბიფშტექსი არ უნდა იყოს. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელების პროცესს და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას.

5. პროდუქტების არასწორი შეთავსება ვახშამზე
ხორცი, თევზი და ქათამი ვახშამზე მხოლოდ დამოუკიდებელ კერძებად შეიძლება მიირთვათ. არანაირი კომბინაციები მათი მონაწილეობით არ დაიშვება. სხვაგვარად დაძინებამდე მირთმეულის მონელებას ვერ მოასწრებთ და ვახშამი დილით სასწორზე აისახება.

6. საუზმეს თუ ტკბილეულს მოვაკლებ, უფრო მალე გავხდები
კიდევ ერთი შეცდომა: როცა რაციონიდან რომელიმე პროდუქტს ამოიღებთ, იმის რისკს ზრდით, რომ ერთ დღეს რეჟიმს ვეღარ გაუძლებთ. როცა უარს ტკბილეულზე იტყვით, ერთხანს სწრაფად დაიკლებთ, მაგრამ დიდხანს საყვარელ პროდუქტზე უარის თქმას ვერ შეძლებთ. ადრე თუ გვიან, ლამაზი ფიგურის ოცნებას ნამცხვრის სიყვარული დაძლევს და, როგორც წესი, ეს დილით კი არ მოხდება, როცა ყველაფრის ჭამა შეიძლება, არამედ გვიან საღამოს. როცა ჩვენი ნერვული სისტემა უკვე გადატვირთულია, საკუთარი თავის გაკონტროლება ძალიან რთულია.

7. მას შემდეგ, რაც დაქალთან სტუმრობისას „გადავაჭარბე“, ერთი დღე უნდა ვიშიმშილო
ნუ დასჯით საკუთარ თავს განტვირთვის დღეებით იმის გამო, რომ „აიწყვიტეთ“. ამით მხოლოდ უარესს შედეგს მიიღებთ. შიმშილის მცდელობებს, როგორც წესი, იმისკენ მივყავართ, რომ კიდევ უფრო მეტს იმატებთ. თუკი სტუმრად თავი ვერ შეიკავეთ და ბევრი მიირთვით, მომდევნო დღეს ჩვეულებრივ განაგრძეთ დიეტა და ნუ გაამკაცრებთ. იმ ერთ დღეში დაგროვილი წონა, როგორც წესი, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკარგება.

8. ფიზიკური დატვირთვის გარეშეც მშვენივრად ვხდები
რა თქმა უნდა, გახდომას სპორტის გარეშეც მოახერხებთ. მაგრამ ზედმეტი არაა იმის ცოდნა, რომ ფიზიკური დატვირთვა კუნთებს ტონუსში ამყოფებს, ამკვრივებს კანს, სილუეტის კორექციას ახერხებს, სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ანუ, თუ არ გსურთ ფინიშთან დაკიდებული კანით, მოხრილი და მოდუნებული კუნთებით მიხვიდეთ, ვარჯიში აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, სპორტი  მობილიზებაში გეხმარებათ და უფრო თანმიმდევრულს გხდით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გახდომის გზის გამარჯვებით დასრულებას აპირებთ.

9. სულ რამდენიმე კილოგრამის მოკლებას ვაპირებ და სულაც არაა კანის მოვლის პროცედურების აუცილებლობა
შესაძლოა, საგანგებო ღონისძიებებს თქვენი კანი არ საჭიროებდეს, მაგრამ ყავის სკრაბი, მასაჟი და საკუთარი თავის მიმართ გაძლიერებული ყურადღება ნებისმიერი ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თქვენი მთავარი მოტივაცია ხომ თავად თქვენ უნდა იყოთ, ამისთვის კი საკუთარი თავის შეყვარებაა საჭირო. „თქვენი გრძნობების გამოხატვა“ სწორედ იმ ძალითა და დროით გამოიხატება, რომელსაც საკუთარ თავს უთმობთ.


დასკვნა: დაიცავით ეს რჩევები და გახდომა უფრო გაგიადვილდებათ

begura
ნანახია 105435-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(101):

1 2 3 4 5 6
12.12.13 10:44 GenesisDanceStudio
ცეკვის სტუდია "genesis" იწვევს ნებისმიერი ასაკის მსურველ პირებს. ცეკვა და ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა გასახდომად.
რეპეტიცია მიმდინარეობს კვირაში სამჯერ 2 საათით. ფასი 50 ლარი(1 თვე).
მის: სპორტის სასახლესთან,მაკდონალდსის უკან. ალმასიანის ქუჩა N13. ტელ: 592 99 88 68/ 2 95 93 89

https://www.facebook.com/genesis.dancestudio.5
08.12.13 02:51 fiq
იქნებ დიეტაც მიუთითითოოთ
06.12.13 23:07 salomika
მე მოხარსჰულმა კარტოფილმა კარგი სჰედეგი მომცა და ასევე ვცჰამდი გერკულეს სჰაქრიანს და მარილიანს ოგონდ ცოტაას ვაყრიდი და დზალიან გავხდიი მარა რტული იყოოო გამე ისე მსჰიოდა როო არ მეცჰამა სუ ტელეფონხზე ვლაპარკობდიი და მერე მედზინებოდაა:დ:დ
24.11.13 13:05 oops
გამარჯობა.მე თაკო ვარ.ბოლო 1 წელია ვცადე უამრავი დიეტა.არ დამიკლია ბასეინი,ტრენაჟორები,საუნა.მაგრამ ვერაფერმა მიშველა.ბოლოს 2 კვირა უმკაცრეს (მეგობრის ნრჩევ) დიეტაზე დავდექი.დამამართა შიდაქალის წნევა.ნერვული გაღიზიანება,სტრესი,უძილობა.მივაგენი ისეთ პიროვნებას და ისეთ ადგილს სადაც უამრავი ბედნიერი ადამიანი ვნახე საოცარი შედეგებით.ერთი თვეა დავდივარ და არაჩვეულებრივი შედეგები მაქვს.ყველაფერს ვჭამ,არ ვარ დიეტაზე და ვიკლებ.ჯანმრთელი ვარ რაც მთავარია,და კიდევ 2 თვე მინდა სასურველი შედეგისთვის.ამას იმიტომ ვწერ რომ ვიცი რა რთულია და რისი მომტანია ეს დიეტები და არ მინდა ჩემს დღეში ჩავარდეთ.მე დღეს არ მაწუხებს ნერვები,უძილობა და ზედმეტი წონა.თავს გაუფრთხილდით.შემიძლია მისამართი მოგცეთ.სკაიპში დამამატეთ თუ დაინტერესდებით kaktus19892.
18.11.13 03:31 likaakilakillika
ყველაზე კარგი დიეტა არის; დგესჰი 1 თხელ ან 2 ჯერ ჭამეთტ მივინას სუპი 6 ის მერე კი ხილი.. 1 თვესჰი დაიკლებტ 8 კილოს მეორე ტვეს 15_ს
22.10.13 04:56 komble123
მოიცა და ბიჩებმა არ შეილება დიეტა დავიცვათ? 31 მდე 10 დან 15 კილო მაქ დასაკლები დავენიზლავე გოგოებს და არ გამწიროთ მირჩიეთ რამე :*
09.09.13 05:02 kutaladze
მადლობა bebuna
07.09.13 16:28 juja@123
ვერახარტ ტქვენნ
04.09.13 15:07 bebuna
კიი არის მწვანე ჩაიი:)))) ხილი მაგალიტად საზამტრო რამდენიც გინდა ჭამე.ხო კიდევ სტაფილოს და კომბოსტოს წვნიანი ან ისე ცოცხლად სალათი... მთავარი ცხიმები და შაქარია რაც ეგრევე ქონად იქცევა ჩვენს სხეულში ასე რომ მაგას მოერიდე...კიდევ ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი შეგიძლია ჭამო ბევრი.მარა მაინცდამაინც ძილისწინ ნუ შეჭამ:) წარმატებებიი
27.08.13 14:45 kutaladze
მაადლობა და არის ისეთი რამე რაც არ ასექებს და დიეტაზე შემიძლია მივირთვა რამდენიც მინდა ძაან ბევრიც არა
27.08.13 10:59 Marischka
კარგია, ვეთანხმები აბსოლუტურად
26.08.13 14:56 bebuna
კარტოფილი ყველანაირი ასუქებს,ანუ სახამებელია და ძნელად გადამუშავდება,დიეტის დროს კარტოფილი არაა რეკომენდირებული...იოგურტი ნაკლებ ცხიმიანი,(თუ არსებობს საქართველოში ასეთი არვიცი) და გერკულესი უზეთო,უმარილო შეგიძლია ჭამო ოგონდ ბევრიც არააა:))
23.08.13 05:32 marikosamkharadze
სასწრაფოდ მესაჭიროება გამოცდილი სტილისტები, პედიკურ-მანიკურის სპეციალისტი, კოსმეტოლოგი, მსაჟისტი...
555412030 დამიკავშირდით...
22.08.13 03:50 kutaladze
თუ იცით ვინმემ გერკულესი, მოხარშული კარტოფილი და იოგურტი ასუქებს???
08.08.13 11:11 bebuna
სიმართლეა ეს ყველაფერი, მარა გამონაკლისებიც არსებობენ...ყველანაირ ტკბილეულზე ვთქვი უარი,უკვე სამი თვეა ან მეტი. და ძალიან ბედნიერი ვარ:) ვიკლებ ნელა და სტაბილურად.კანი ფორმაშია ჯერჯერობით.და მთავარი, ყველაზე მეტად ნაყინი მიყვარს.არა, მიყვარდა!!!! :)))
02.08.13 06:10 kukhianidze
გთხოვთ მითხარით დღეში 150 გრამი ხაჭო ასუქებს თუ არა ? :( დიეტას ვიცავ და სადღაც წავიკითხე რო ხაჭო ასუქებსო და კარგი იქნება თუ უცხიმო ხაჭო იქნებაოო.. მითხარით რა ვინც კარგად იცით ასუქებს თუარა ხაჭო ან როგორ გავიგო ხაჭო უცხიმოა თუ ცხიმიანი ? :(
19.07.13 10:53 tamo25
სრული ჭეშმარიტებაა:)მთავარია საკუთარი სხეულის ენე გესმოდეს და ყველაფერი 5 ანზე იქნებააა!!!
09.06.13 08:04 nina2929
ვაააა
03.06.13 15:04 nucici
http://www.2dan1.com/?fun=2&ref=29126

გოგოებო შემომიერთდით და იშოვეთ ფული მარტივად,სახლიდან გაუსვლელად :) დამიჯერეთ,არ ინანებთ
15.01.11 19:57 906090-9070110
გამარჯობა. დაგიბეჭდავთ ნებისმიერი სირთულისა და სიგრძის ტექსტს word-ში.
ძალიან სწრაფად და თან ძალიან იაფად. ფასი დამოკიდებულია ფურცლების რაოდენობაზე. ისე იმაზე ბევრად უფრო იაფი იქნება ვიდრე ნებისმიერ ხსეროქსა თუ სანოტარო ბიუროში.

აგრეთვე excell-ის ფანჯარაში. ველი თქვენს შეკვეთებს.
შევძლებ თვენთვის სასურველი პრეზენტაციის აკრეფვას. მაგალითად გადმომცემთ ნაშრომს რომლის დაბევჭვდაც გსურთ და დაგიბეჭდავთ დავისი წინა ფურცლით და ეი-ფი-ეი სტილით .
1 2 3 4 5 6
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია