Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
• - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
• - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home

ნანახია 105436-ჯერ
გახდომის რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ქვემოთ მოტანილი 10 შეცდომა პროცესს საგრძნობლად შეაფერხებს.

1. ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან უვახშმობა
როცა დიეტის ინსტრუქციაში წერია, რომ საკვების ბოლო მიღება საღამოს 6–7 საათზე გვიან არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის აუცილებლად უნდა შედგეს. თანაც იდეალურ შემთხვევაში, ეს სრულფასოვანი ვახშამი უნდა იყოს და არა იოგურტი ან ვაშლი. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი წახემსებაც დაიშვება.

2. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან მისი სრული არარსებობა უფრო მოხდენილს არ გაგხდით. ასეთი მიდგომა დაამუხრუჭებს გახდომის პროცესს, რადგან საკვების მიღების დიდი დროითი წყვეტა ჩვენს ორგანიზმს აიძულებს მირთმეული ხანგრძლივ პერიოდზე გაანაწილოს და ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. უფრო მეტიც: ხანგრძლივი შიმშილობა ადრე თუ გვიან დიეტაზე ხელს ჩაგაქნევინებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი ნებისყოფის გამოცდა.

2. ხშირი წახემსება დღის განმავლობაში
რეკომენდებულია დღეში სამჯერ მირთმევა: საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ძალიან ადრე დგებით, შეგიძლიათ ორი საუზმეც მოიწყოთ. მაგრამ დღის განმავლობაში მოერიდეთ ხშირ წახემსებას. როცა მადას საკვების მიღებამდე იკლავთ, ავტომატურად იმაზე ბევრად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გესაჭიროებათ მომდევნო ტრაპეზამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წახემსებისას გაუმართლებლად მეტს მიირთმევთ, რადგან უკვე შიმშილი გაგიმძაფრდებათ.

3. ძალიან ბევრი ხილი და კენკრა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხილისა და კენკრის უზომოდ მირთმევა შეიძლება, რადგან ეს წონაზე არ იმოქმედებს. მცდარი აზრია. ხილი და კენკრა ფრუქტოზას შეიცავს. რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული შაქარი, მაგრამ არანაკლებ კალორიულია. როგორც ნახშირწყლები, ისიც სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობას იწვევს, ისე რომ, ხილის მირთმევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თქვვენ შიმშილის მძაფრი გრძნობა გეუფლებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლი, ციტრუსები, ქლიავი, კივი, ცოტაოდენი საზამთრო, ანანასი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ცოტა შაქარს, ამიტომ ბევრ დიეტაში დაშვებულია.

4. სადილზე არასწორი პროდუქტების შეთავსება
სადილზე შეიძლება ბრინჯის, წიწიბურას და ბოსტნეულის შეთავსება ხორცთან, ქათამთან ან თევზთან. მაგრამ არ შეიძლება ხორცის, ქათმისა და თევზის კარტოფილთან და მაკარონთან ერთად დაგემოვნება. ეს ორი გარნირი სადილზე მხოლოდ ბოსტნეულთან და ყველთან ერთადაა მისაღები. ამგვარად, თუკი წყალზე დამზადებულ ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევთ კარტოფილით, მეორე კერძი ბიფშტექსი არ უნდა იყოს. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელების პროცესს და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას.

5. პროდუქტების არასწორი შეთავსება ვახშამზე
ხორცი, თევზი და ქათამი ვახშამზე მხოლოდ დამოუკიდებელ კერძებად შეიძლება მიირთვათ. არანაირი კომბინაციები მათი მონაწილეობით არ დაიშვება. სხვაგვარად დაძინებამდე მირთმეულის მონელებას ვერ მოასწრებთ და ვახშამი დილით სასწორზე აისახება.

6. საუზმეს თუ ტკბილეულს მოვაკლებ, უფრო მალე გავხდები
კიდევ ერთი შეცდომა: როცა რაციონიდან რომელიმე პროდუქტს ამოიღებთ, იმის რისკს ზრდით, რომ ერთ დღეს რეჟიმს ვეღარ გაუძლებთ. როცა უარს ტკბილეულზე იტყვით, ერთხანს სწრაფად დაიკლებთ, მაგრამ დიდხანს საყვარელ პროდუქტზე უარის თქმას ვერ შეძლებთ. ადრე თუ გვიან, ლამაზი ფიგურის ოცნებას ნამცხვრის სიყვარული დაძლევს და, როგორც წესი, ეს დილით კი არ მოხდება, როცა ყველაფრის ჭამა შეიძლება, არამედ გვიან საღამოს. როცა ჩვენი ნერვული სისტემა უკვე გადატვირთულია, საკუთარი თავის გაკონტროლება ძალიან რთულია.

7. მას შემდეგ, რაც დაქალთან სტუმრობისას „გადავაჭარბე“, ერთი დღე უნდა ვიშიმშილო
ნუ დასჯით საკუთარ თავს განტვირთვის დღეებით იმის გამო, რომ „აიწყვიტეთ“. ამით მხოლოდ უარესს შედეგს მიიღებთ. შიმშილის მცდელობებს, როგორც წესი, იმისკენ მივყავართ, რომ კიდევ უფრო მეტს იმატებთ. თუკი სტუმრად თავი ვერ შეიკავეთ და ბევრი მიირთვით, მომდევნო დღეს ჩვეულებრივ განაგრძეთ დიეტა და ნუ გაამკაცრებთ. იმ ერთ დღეში დაგროვილი წონა, როგორც წესი, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკარგება.

8. ფიზიკური დატვირთვის გარეშეც მშვენივრად ვხდები
რა თქმა უნდა, გახდომას სპორტის გარეშეც მოახერხებთ. მაგრამ ზედმეტი არაა იმის ცოდნა, რომ ფიზიკური დატვირთვა კუნთებს ტონუსში ამყოფებს, ამკვრივებს კანს, სილუეტის კორექციას ახერხებს, სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ანუ, თუ არ გსურთ ფინიშთან დაკიდებული კანით, მოხრილი და მოდუნებული კუნთებით მიხვიდეთ, ვარჯიში აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, სპორტი  მობილიზებაში გეხმარებათ და უფრო თანმიმდევრულს გხდით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გახდომის გზის გამარჯვებით დასრულებას აპირებთ.

9. სულ რამდენიმე კილოგრამის მოკლებას ვაპირებ და სულაც არაა კანის მოვლის პროცედურების აუცილებლობა
შესაძლოა, საგანგებო ღონისძიებებს თქვენი კანი არ საჭიროებდეს, მაგრამ ყავის სკრაბი, მასაჟი და საკუთარი თავის მიმართ გაძლიერებული ყურადღება ნებისმიერი ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თქვენი მთავარი მოტივაცია ხომ თავად თქვენ უნდა იყოთ, ამისთვის კი საკუთარი თავის შეყვარებაა საჭირო. „თქვენი გრძნობების გამოხატვა“ სწორედ იმ ძალითა და დროით გამოიხატება, რომელსაც საკუთარ თავს უთმობთ.

დასკვნა: დაიცავით ეს რჩევები და გახდომა უფრო გაგიადვილდებათ

begura
ნანახია 105436-ჯერ

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.

კომენტარები(101):

1 2 3 4 5 6
14.06.14 08:45 meda
სასარგებლო რჩევებია. მასაჯი სკრაბით , ზეთებით ,თაფლით, ყავით, შოკოლადით,ზღვის მარილით, ანტიცელულიტური კრემებით იდეალურია ბინაზე გამოძახებით.558 56 32 54
09.06.14 00:47 katya
მეგობრებო, კოქტეილის დღეს ვაკეთებ და ყოველ მეორე დღეს არ ვიცი რა ვჭამო :))) იქნებ დამეხმაროთ..
07.06.14 01:01 mariam7
22.05.14 06:32 marine70
natia23 რამდენი კილოს დაკლება გინდა?
22.05.14 05:13 natia23
გამარჯობათ გოგოებო...დღეს დავრეგისტრირდი აქ და ძალიან მინდა წონის დაკლება
15.05.14 10:38 huliganka
გთხოვთ, წაიკითხეთ.
ვერ ვამატებ დიეტას, ამიტომ კომენტარებში მაინც შევეცდები დავწერო ბევრგან. ამ საშინელ დიეტებზე მაჟრიალებს უკვე. მეც მაწუხებს ზედმეტი წონა და ასეთი უსარგებლო დიეტა მილიონი მაქვს ნაცადი. ბოლოს დიეტოლოგმა მომცა კალორიების დათვლა, რმელიც ჯანმრთელი და შედეგიანია. ამასთან, გადავწყვიტე საფუძვლიანად შემესწავლა რომელი პროდუქტი ასუქებს და რატომ? მოკლეხნიანი დიეტის შემდეგ რატომ ვიმატებთ ორმაგს? რა ნივთიერების შემცველი საჭმელი ასუქებს? და ა.შ. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ თუ გინდა გახდე, უნდა ჭამო! ადამიანის ორგანიზმში არის ასეთი ჰორმონი - ლეპტინი,რომელსაც ძალიან იშვიათად ვუსმენთ და რომელსაც "მასტერ ჰორმონს" უწოდებენ. ეს ჰორმონი წვავს კალორიებს ორგანიზმში. იმისათვის, რათა ამ ჰორმონის დონე გავზარდოთ ორგანიზმში, მას სჭირდება კვება. თუ ვიცავთ ადვოკატის, თუ მაწვნის, თუ კეფირის და ათას საშინელ დიეტას, ამ ჰორმონის დონე იკლებს. ჩვენ ვხდებით, კი ბატონო, მაგრამ ხდები სითხის დაკარგვის ხარჯზე და არა - კალორიების! ყველანაირ საკვებს ცხიმის სახით ნახავს ორგანიზმი, ვინაიდან მას არ მიეწოდება საჭირო რაოდნობის ნივთიერება. პლუს ამას, სტრესის დროს (ნერვიულობა, უძილობა, შ ი მ შ ი ლ ი და ა.შ.) ბევრ შემთხვევაში იწვეს ტკბილეულისადი მოთხოვნილებას და ზოგადად ჭამისადმი და ესც ლეპტინისადმი არასწორად მიდგომის ბრალია. დავამთავრეთ დიეტა და ახლა ვცდილობთ შევინარჩუნოთ , მაგრამ მაინც ვიმატებთ, ვინაიდან ვიღდგენთ დაკარგულ სითხეს და გვაქვს კიდე ის ცხიმები, რომელიც შეინახა ორგანიზზმა.
და კიდე ათასი ინფორმაცია, რასაც ყველაფერს ვერ დავწერ, თუმცა, 3 წლის წინ მომიწია სხვა გარემოში ცხოვრება, სადაც ვჭამდი დღეში 4-ჯერ, ერთსა იმავე დროს. ვჭამდი რაც მინდოდა, თუმცა ჭარბობდა ხილი და ბოსტნეული, შავი პური და თევზეული. თვითონაც ვერ მივხვდი ისე გავხდი. არ ვვარჯოშობდი, რადგან საშინლად მეზარება (რაც ძააალიან ცუდია!).

ახლა ისვ განვაახლე ეს რეჟიმი და ვცდილობ დღეში 1000-1200 კალორიაზე მეტი არ მივიღო. ჩემი შედეგი? დავიწყე წონაში კლება ძალიან ნელა და თანმიმდევრულად, თავს არ ვიტანჯავ შიმშილით, ფსიქიკა და ნერვები დამიმშვიდდა.

როცა ლეპტინის დონე მაღალია, ნაკლები მოთხოვნილება ჩნდება ტკბილეულისადმი, ზედმეტი რაოდენობის საკვებისადმი.

მე არც დიეტოლოგი ვარ და არც ექიმი, უბრალოდ გამოცდილებიდან მინდა გითხრათ ჩემი მოკრძალებული რჩევა:
გახდით ნელა, და გახდით საბოლოოდ. 5 რამ, რაც არ მიიღოთ - თეთრი პური, ფორთოხლის წვენი, მარგარინი, სოიოს ნაწარმი, შემწვარი საკვები. საკვები, რომელიც შეიცავს გლუტეინს (ქერი, ქატო, ჭვავი, შემწვარი ხორცი, ყველაინირო ფუნთუშეული და ცომეული) საშინლად და უპირობოდ ასუქებს. ამიტომ მიიღეთ რაც შეიძლება ცოტა. მოხარშული ქათმის ხორცი დიეტურია, მგრამ შემწვარი უკვე ცარიელი ქოლესტერინია. ხილით და ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტით გაამდიდრეთ თქვენი მენიუ. მიიღეთ რკინის, კალცის სემცველი საკვები, რათა არ გააღარიბოთ ორგანიზმი. არ იშიმშილოთ, ჩამოიყალიბეთ რეჟიმი, ეცადეთ ერთსა და იმავე დროს ჭამოთ, ჭამეთ სხვადასხვა საკვები, სვით ბევრი წყალი, იმოძრავეთ.. ეს არის გახდომასთან ერთად ჯანმრთელობა.

ასევე მოკრძალებულად გთხოვთ, ნუ დაიცავთ ამ უსარგებლო დიეტებს, თუ ორკვირიანი წვალების და ტანჯვის შემდეგ ისევ მოიმატებთ.

მადლობას გიხდით, ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ. ვისაც რაიმე დამატებითი კითხვა გაგიჩნდებათ, მომწერეთ chikatilo7@gmail.com

წარმატებებს გისრუვებთ!
15.05.14 02:50 katogio
გთხოვთ მირჩიეთ რამე დიეტა ვარ 57 კილო ცემი
ჭონა იჱო სულ 50 კილო და მშობიარობის შემდეგ გავხდი 57 და მირჩიეტ რამე ეფეტური
14.05.14 10:42 tiko321
გამარჯობათ გოგოებო ახალი ვარ ეხლა დავრეგისტრირდი ვინმემ მირჩიეთ კარგი დიეტა აქ იმდენი წერია თავბრუ დამეხვა ამდენის კითხვით 56 კილო ვარ და მინდა 50 გავხდე გთხოვთ დამეხმარეთ
05.05.14 05:12 meda
სასარგებლო რჩევებია. მასაჯი სკრაბით , ზეთებით ,თაფლით, ყავით, შოკოლადით,ზღვის მარილით, ანტიცელულიტური კრემებით იდეალურია ბინაზე გამოძახებით.558 56 32 54
02.05.14 06:33 huliganka
ჯენერალ მოტორსის ძალიან ადვილი დიეტა - 7 დღე. იკლებ მინიმუმ 5 კილოს.

დღე 1 - ჭამ ყველანაირ ხილს, გარდა ბანანისა, რამდენიც გინდა. უმჯობესია მიირთვათ ნესვი საზამთრო დიდი რაოდენობით.

დღე 2 - ყველანაირი ბოსტენული რამდენიც გინდათ. საუზმეზე კარტოფილი მიირთვით.

დღე 3 - ხილი და ბოსტნეული რამდენიც გინდათ, ბანანისა და კარტოფილის გარდა.

დღე 4 - 3 ჭიქა რძე, 8 ცალი ბანანი.

დღე 5 - ერთი ჭიქა ბრინჯი (სამწუხაროდ არაა მითითებული ზუსტი წონა) და 6 ცალი პომიდორი. 12 ჭიქა წყალი. ამ დღეს ორგანიზმი იწმინდება.

დღე 6 - ისევ ბოსტნეული ყველა სახის და ერთი ჭიქა ბრინჯი.

დღე 7 - ერთი ჭიქა ბრინჯი, ნებისმიერი ბოსტნეული და ხილის წვენი (არა გაზიანი). დიეტის განმავლობაში სვით ბევრი წყალი.

ჩემო კარგო ხალხო, მუდამ დიეტაზე ვარ, ხან ვიკლებ, ხან ვიმატებ, დავიტანჯე მოკლედ, ძალიან მიჭირს დაკლება. ამ დიეტის ქვეშ, კომენტარებში, იმდენი კმაყოფილი ადამიანი უხდიდა მადლობას, მეც დავიწყე დღეს და შედეგს აუცილებლად დავწერ, თუ ნებისყოფამ არ მიღალატა.მოკლევადიანი დიეტების მომხრე არ ვარ, მაგრამ მერე თუ კალორიებს დავითვლით (რაც ძალიან ადვილია), ნამდვილად აქვს შედეგი. ან პოლ ბრეგის შიმშილობა, მე ვაკეთებ ხოლმე, საუზმიდან საუზმემედე, ან ვახშმიდან ვახშმამდე უნდა გაკეთდეს. უნდა სვათ რაც შეიძლება ბვრი გადადუღებული წყალი. შიმშილობის შემდეგ ჭამეთ გახეხილი სტაფილო, და რაიმე მსუბუქი სალათი. მეორე ჭამაზე უკვე ნებისმიერი რამ მიირთვით.
31.03.14 13:57 davit79
ვისაც რეალურად უნდა გახდომა551317979
29.03.14 16:29 georgefinnfan
საუზმე: 2 კვერცხი + 1 საშუალო პომიდორი

ლანჩი:თქვენს ერთ ხელზე რაც დაეტევა იმდენი ნუში

სადილი: ქათამი(თქვენი ხელის გულის სიმრგვალე თითების დაწყებამდე) + სალათა ( 1 კიტრი 1 საშ. პომიდორი)

სამხარი: 1ც გრეიფრუტი დიდი + მწვანე ჩაი (2 თხელი ან 1 სქელი ლიმონით) ან 1 მწვანე სმიტის ვაშლი + მწვანე ჩაი (2 თხელი ან 1 სქელი ლიმონით)

ვახშამი: (შეეცადეთ მიირთვად დაბალკალორიული და ცხიმიანი საჭმელი) შეგიძლიათ მიირთვად 1 ვაშლი + 1 უცხიმო ხაჭო (200 გ სოფლის ნობათი უკეთესია, რადგან უფრო გემრიელია)ან 25 გრამი შავი შოკოლოადი 100გ მაქსიმუმ 20 გრ ცხიმის რაოდენობით!

მოერიდეთ მარილიანსა და შაქრიანს. შეეცადეთ მიიღოთ სითხე რაც უფრო მეტ სითხეს მიიღებთ მით უფრო გახდებით შეიძლება წონაში 1 კილო არ დაიკლოთ დაიკლოთ 500 გ მაგრამ მთავარია დაიკლოთ ცხიმი 1 კგ. ეს დიეტა არის 4 კვირიანი დაიკლებთ 3-6 კგ.

26.03.14 14:32 megisaba
გამარჯობა!ეგებ მირჩიოთ,ჩემი დღის განრიგიდან გამომდინარე დილით ჭამას ვერ ვასწრებ,შუადღისას მხოლოთ ხემსით შემოვიფარგლები,საღამოს კი სამწუხაროდ დატვირთული რეჟიმის გამო მიწევს ჭამა...ვიცი 6 საათის მერე ჭამა ცუდია,რას მირჩევთ,არის გამოსავალი?ეგებ რაიმე პრეპარატი მივიღო,კალორიების დასაწვავად...
23.03.14 14:28 davit79
მე გასწავლით როგორ დაიკლოთ დიეტის გარეშე, გაიხსნა სილამაზის და ჯამრტელობის კლუბი: "ველნეს ცენტრი" კვალიფიციური სწორი კვების სპეციალისტები დაგეხმარებიან წონის დაკლებასა და შენარჩუნებაში, დაგვიკავშირდით 551317979 დავითი ჩვენ ვიზრუნებთ რომ დაიკლოთ და აგარასდროს მოიმატოთ ეს იმაზე ადვილია ვიდრე თქვენ გგონიათ გელოდებით!!!!
22.03.14 13:29 davit79
დიეტა არსებობს მილიონი იმიტომ რომ არც ერთი არ მუშაობს რო მუშაობდეს აუცილებლად იქებოდა ერთი და არა 1000000_ნი ? დაფიქრდით ? მე დავიკელი 10კილო ისე როომ ვჭამდი დღეში 5ჯერ ეს აუცილებელი პირობაა დარეკეთ და მე გეტყვიტ როგორ 551317979 იკითხეთ დავითი
21.03.14 15:12 davit79
მე დავიკელი12კგ გინდა დაიკლო 551317979
06.03.14 09:22 nanuka.nanuka
მაინტერესებს მეძუძური დედისთვის ტრენაჟორებზე ვარჯიში თუ შეიძლება?
20.02.14 08:59 tolia
თამუნა90 მე ვიცი რო ძაან მაგარი შედეგი აქვს მაგრამ აქ ვერ ვყიდულობ ((( ფაცეზე გვერდი აქვთ გამოწერითაა ნახევარი კილო 20 ლარი ღირს
20.02.14 08:57 tamuna90
მწვანეყავაზე რა აზრის ხართ? ვინმეს მიგიღიათ?
19.01.14 22:52 mari japana
ერთი დიეტა მასწავლეს ...7 კვირა უნდა დაიცვა....ორშაბათს წყალი 5 ლიტრი სჰემდეგ ცჰვეულებრივად რიგორც მიირტმევ .შემდეგ ორშაბათს ისევ წყალი და სამშაბათს ხილი შემდეგ Dღეებში ჩვეულებრივად და ასე შემდეგ...რამდენად მართებული იკნება ..თანდათან აკლდება დღეები ...და 18 კილოს იკლებ თან წონა არ აგდგება....გთხოვთY მირჩიოთ რამდენად კარგი იკნება...
1 2 3 4 5 6
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია