Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165571-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165571-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

25.11.14 06:27 smailika2
http://dieta.ge/ugulava_rus.pdf

ეს არის დიეტის რუსული ვარიანტი, სადაც უფრო კონკრეტულად წერია ყველაფერი. ყურადღება მიაქციეთ შესავალ ნაწილს და შემდეგ დაიწყეთ დიეტა
25.11.14 06:21 smailika2
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც უნდა გაითვალისწინოთ ამ დიეტის მახიმალური ეფექტის მისაღებად: შეზღუდეთ წყალი მაქსიმალური რაოდენობით.
@Maandeeer შეეცადე არ შეცვალო დიეტაში მოცემული პროდუქტები სხვა პროდუქტებით))
25.11.14 06:17 smailika2
გამარჯობა გოგოებოოო... დღეს მესამე დღეა დიეტის და უკვე 1.300 მაქვს დაკლებული. როგორც შეგპირდით სისტემატიურად დავწერ ჩემს შედეგებს :) რაც შეეხება ბულიონს, ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში ნახევარ კუბიკ გალინა ბლანკას ვაგდებ და ჩაის სახით ვსვამ. (უმარილოდ მოხარშულ ხორცთან და 100 გრამ ჰოლანდიურ ყველთან ერთად).
25.11.14 04:14 Maandeeer
ღმერთო, როგორ მიყვარდა ჰოლანდიური ყვლიიი :-(
ახლა ცუდად გავხდები, ვეღარ ვჭამ, ბეეეეეეე
25.11.14 02:17 Maandeeer
3 ცალი მანდარინი შევწამეეე :-(
25.11.14 01:40 Maandeeer
გოგოებო, მანდარინი რო ვჭამო შეიძლება? :-( კალორიული არაა მგონი :-(
24.11.14 17:32 tamo1307
ninisherra 10 კილო რამდენ ხანში დაიკლო? ძალიან მაინტერესებს მე დღეს დავიწყე
24.11.14 14:36 ninisherra
რთული არაა შიმშილი არ გიწევს..მე და ჩემი უკრაინელი კოლეგა ვაკეთებთ ეხლა მან უკვე 10 კილო დაიკლო და ერთმანეთის შეჯიბრში ვართ..რომ დავინახე რომორ გახდა მეც მომინდა და დავიწყე ცოტა გვიაბ მაგრამ ვეწევი ნელ ნელა..მაგარია მიხარია
24.11.14 14:32 ninisherra
ესეიგი მესამე დღე დასრულდა დიეტაზე ვარ, თავს გრძნობ ძალიან მაგრად..მიხარია რომ შევძელი და დავიწყე.. ყველაფერი წინ მაქვს..ვისაჩ შეგიძლიათ გააკეთეთ ჩემმა დედიკომ 21 კილო დაიკლო ამ დიეტით ახლახანს... ყველას წარმატებებიი
24.11.14 11:49 tamo1307
მეც ჩავამთავრე ეს ერთი დღე ძალიან მაინტერესებს კვირის ბოლოს რა შედეგი მექნება :)_
24.11.14 11:21 Maandeeer
გამარჯობათ, გოგოებო :)
დრეს პირველი კვირის პირველი დღეა :) ანუ დიეტის პირველი დღე :)
ჩემი და იყო ამ დიეტაზე და დაიკლო 10 კილო :)
მეც დიდი იმედი მაქვს.
ბევრს არ ვჭამ, მაგრამ ჰორმონალური დარღვევა მაქვს და ამიტომ მალე ვსუქდები
ვისაც აინტერესებდათ, ბულიონი როგორ ნდა გავაკეთოთო:
მოხარშეთ ხორცი ყველაფრის გარეშე და ჩააგდეტ ნახევარი კუბიკი გალინა ბლანკა :) ეცადეთ. მარილის გარეშე ჩამოთ საჭმელი
ან, მაგალითად მე, მოვხაღსე ხორცი ბოსტნეულთან ერთად, მაგრამ ჭამის დროს, ბოსტნეულს ამოვიღებ და ისე შევჭამ :)
24.11.14 10:45 katuna11
dges daviwye mec 167 sm da 72 kilo var. pirvelma dgem mshvenivrad chaiara. dzalian didi imedi maqvs am dietis)))
24.11.14 06:56 მარიამი123
გამარჯობა, გადავწყვიტე ამ დიეტაზე დავდგე...დ ღეს პირველი დღეა და ვნახოთ რა იქნება 77.200 ვარ... ყველას წარმატებები... იმედია კარგი შედეგი მექნება :)
ვისაც ეს დიეტა აქვს გაკეთებული იქნებ აწეროთ ბულიონს როგორ აკეთებთ...
24.11.14 06:27 tamo1307
დღეს დავიწყე გოგოებო ...ჩემი წონაა 78 კილო და ვნახოთ
რამდენს დავიკლებ აუცილებლად დავწერ შედეგს.წარმატებებს გისურვებთ ყველას :)
23.11.14 12:47 შორენაშორენა
გამარჯობათ დზვირფასო მეგობრებო გადავწყვიტე მეც ამ დიეტის გაკეტება , მაგრამ გთხოვთ მითხრათ ბულიონი როგორ გავაკეთო კუბიკები რომ იყიდება თუ სხვა რამ
გთხოვთ დაწეროტ ვისაც გაქვთ ეს დიეტა გაკეტებული
23.11.14 04:59 alicen
მოკლედ გოგოებო, ვარ სამარცხვინოდ 88 კილო :დ და აი მოკლედ ვერაფრით ვერ მოვაბი თავი რო დავიწყო დიეტა. ეს მიშველის?
აუ გამიზიარეთ თქვები რჩევები და აზრები რაა.
23.11.14 04:37 smailika2
დღეს დავიწყე გოგოებოო... 60.6 ვარ. ერთი კვირის შემდეგ დავწერ შედეგს, ბოლომდე ვაპირებ გაკეთებას :) წარმატებები ყველას!
პ.ს. 2012-ში გავაკეთე და სამ კვირაში 8 კილო დავიკელი. ძალიან კმაყოფილი ვარ.
22.11.14 17:00 tamo1307
გამარჯობათ გოგოებო მეც შემოგიერთდებით ხვალიდან,ჩემი წონა იყო 65 კილო და ორსულობისას 95 კილოზე ავედი :(,15 კილო დავიკელი მაგრამ კიდევ დამრჩა 15 კილო დასაკლები იმედი მაქ მოვახერხებ ამ დიეტით დაკლებას:).წარმატებებს გისურვებთ ყველას
21.11.14 04:14 teona1290
პირველ კვირას ვამთავრებ, პირველი 2 დღე იყო ძალიან ძნელი კუჭს აჩვევთ რეჟიმს და პორციებს მაგრამ მერე ნელ ნელა ჯდებით რეჟიმში და შინაგანადაც გრძნობთ უფრო კარგად. დიდად ძნელი დიეტა არაა, ჯერ ჯერობით სიამოვნებას ვიღებ. როცა დავამთავრებ 3 კვირაში დავწერ შედეგს.
და დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დაბალი წონდა გაქვთ სიმაღლესთან შედარებით მით უფრო ნაკლებს დაიკლებთ. ვინც ძალიან მსუქანია ისინი იკლებენ 20-30 კილოს. ასე რომ ვინც 5-10 კოლომდე დაიკლო ეს იმას ნიშნავს რომ დიდი ქონის პროცენტი ისედაც არ ქონდა. დიეტის ეფექტუალურობასთან არანაერი კავშირი არაა. წარმატებები
20.11.14 07:33 smailika2
მე გავაკეთე მხოლოდ 20 დღე და 8 კილო დავიკელი, ერთადერთი რასაც ვარღვევდი-შაქრიან ნალექიან ყავას ვსვამდი დამატებით, ეხლა ისევ ვაპირებ ამ დიეტის დაწყებას და შედეგსაც დავწერ ;)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია