Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165575-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165575-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

07.12.14 09:11 {nino}
გამარჯოვათ გოგოებო.ამ დიეტით ექვს კვირაში დავიკელი რვა კილო.მე კმაყოფილუ ვარ,მაგრამ სხვები მეტს იკლებემ და რატომ ეხლახან ღმოვაჩინე ე.ი ეს დიეტა ბევრს არ აკლებინებს იმათ ვისაც პირველი ჯგუფის სისხლი აქვს.ჰო და მაინტერესებს თქვენ რა ჯგიფის სისხლი გაქვთ და როგორ იკლებთ)))
07.12.14 07:25 lucia
smailika2 ძალიან დიდი მადლობა. და კიდევ ერთი კითხვა რა, მოწევა ალბათ შეიძლება ჰო ამ დიეტისას? ანუ ზოგადად დიეტებს რო არ ვნებს სიგარეტი ვიცი, მაგრამ რავი, მაინც :)) ჰოდა კიდევ მჯდომარე ცხოვრების წესს ვინც მისდევს მათთვისო, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა ალბათ პირიქით დადებითად იმოქმედებს არა? ვცურავ ხოლმე კვირაში სამჯერ მინიმუმ და მაგიტო. იმედია იმდენი ენერგია მექნება რო ცურვა გავაგრძელო :)
07.12.14 01:53 smailika2
@lucia ყავა ხსნადი უნდა დალიო და ბულიონს რაც შეეხება, გალინა ბლანკას ბულიონის კუბიკეი იყიდე ნახეარი კუბიკი გახსენი ერთ ჭიქა დუღებულ წყალში. ეგ სითხე უნდა მიიღო ბულიონის სახით.
06.12.14 16:28 lucia
გამარჯობათ ბავშვებო. ამ დიეტის დაწყებას ვაპირებ ორშაბათიდან. დღეს ვიყიდე ყველაფერი და ვემზადები ფსიქოლოგიურად. ვარ 175 სმ . 75 კგ. ერთი კითხვა მაქვს, ყავა რომელი შეიძლება დავიო, ხსნადი თუ თურქული? თუ არ აქვს მნიშვნელობა? და კიდევ ბულიონი როგორ უნდა გავაკეთო იქნებ მითხრათ რა??
05.12.14 14:04 შორენაშორენა
გოგოებო 81 კილო ვიყავი ვარჯიშიტ და ცოტა პროდუქტების შეზღუდვით 9 კილო დავიკელი 5 თვის განმავლობაში, ეხლა ამ დიეტაზე ვარ დზალიან მაგარია, 72.5 ვიყავი ერტი კვირის შემდეგ 69.5 ვარ, მეორე კვირის მეოთხე დგეა, მეორე კვირის შედეგს დავდებ, მეგობრებმა რომ მნახეს გაგიჯდენ რა მაგრად გამხდარხარო. ასჯერ მომემატა სტიმული, ყველას წარმატებას გისურვებთ
05.12.14 05:56 smailika2
გოგოებო მაინტერესებს წყალს რამდენად ზღუდავთ დიეტაში? აქ წერია 3-4 ჭიქაზე მეტი არ უნდა მიიღოთო და როგორც ვიცი დიეტის დროს 2 ლიტრამდე წყლის მიღებაა აუცილებელი. თქვენ რა რაოდენობით იღებთ?
05.12.14 04:44 Anouki Pierce
1-2 დღე ძალიან მიჭირდა, მაგრამ დღეს არაჩვეულებრივად ვგძნობ თავს.. @სმაილიკა12 მადლობა <3 შენც ასევე :*:*:*
05.12.14 04:39 smailika2
@Anouki Pierce ძალიან კარგი შედეგი გაქვს და წარმატებებს გისურვეებ! :* არ დანებდე და არ შეწყვიტო....
05.12.14 04:37 smailika2
მოვედიიიიი :)))) მოკლედ ჩემი შედეგი ესეთია: 1 კვირაში 2.600 დავიკელი, ვაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში, საერთოდ არ ვარღვევ . დღეს მეორე კვირის მეხუთე დღეა და ამ კვირის დასრულებისთანავე დავწერ 2 კვირის შედეგს :))
05.12.14 04:22 Anouki Pierce
ამ წამს ავიწონე კიდე გოგოებო, და 67კგ ვარ.. ჯერ 3დღე არ დამისრულებია და უკვე მოვიკელი 1 კილო,, ძალიან ძალიან მაგარი დიეტააა!!!!
04.12.14 15:27 Anouki Pierce
ვაიმე!შოკში ვარ!ესეიგი სანამ დავიწყებდი ვიყავი 70 კილო! დღეს დავასრულე მეორე დღე და ეხლა დავდექი სასწორზე და 68კგ ვარ! მე ისევ ვაგრძელებ ამ დიეტას! შოკში ვარ! მიყევით გოგოებო მთავარია ნებისყოფა!
04.12.14 14:21 qeti21
OK. Mიდი აბა (^__^) გელოდებიი მინდა ადამიანი ვისთან ერთადაც შევებრძოლები ჭარბ წონას. Bევრი კარგი გოგოა აქ რომ აკომენტარებენ როგორც ვხედავ მაგრამ ერტი და იგივე დგეს რომ დავიწყოტ ისეტი ადამიანი მინდა ხო ხვდები ( ̄<  ̄)> შEMAრთEBAAA
04.12.14 14:17 Anouki Pierce
მართლა არ შემიძლია ამ ჰოლანდიური ყველის ჭამა, მეზიზღება... გადავხედავ ახლა ადვოკატის დიეტას და ერთად დავიწყოთ ქეთი თუ მომეწონა ოღონდ
04.12.14 14:11 qeti21
ანოუკი მოჰესალმები. მეც ცინცხალი ახალი ვარ გუშინ შემოვედი აქ:)) ხვალიდან ვიწყებ დიეტას სახელწოდებით (ადვოკატის დიეტა) გოგოებსაც აქვთ ნაცადი და მოწონთ. :)
04.12.14 14:05 Anouki Pierce
გამარჯობათ გოგოები, მე ახალი ვარ. ვარ 173სმ და 69 კილო, მეორე დღე დავასრულე უკვე თითქმის. გათხოვებამდე ვიყავი 56 კილო და რომ გავთხოვდი ძაან მომიხდა ზღვაზე, და ახალციხეში ნავარდი და გავსუქდი :D ხოდა ჯერ-ჯერობით არაფერი ჩანს და ეფექტურია? თუ სხვა უკეტესია რამე იქნებ მირჩიოთ...
04.12.14 09:46 saliesali
ტომატის წვენი როგორ???რომ იყიდება ეგ თუ ჩვეულებრივი ტომატი უნდა გახსნა წყალში???
03.12.14 11:07 tamo1307
მე მხოლოდ 3.500 დავიკელი მთელი კვირის განმავლობაში მეტი არა :( მაგრამ მაინც ვაგრელებ იქნებ ბოლო კვირას დავიკლო რამე. მეორე კვირის ოტხშაბათია უკვე და როგორც დიეტაში წერია ერთ წონაე ვარ გაჩერებული
03.12.14 05:07 nitata
გოგოებო მომწერეთ რაა ბოსტნეულის სუპს როგორ აკეთებთ?
02.12.14 13:52 katuna11
gilocav dzaan magaria. mec 5 kilo davikeli ert kvirashi 72 vikavi da 67 var exla.:)))
02.12.14 04:20 Maandeeer
katuna11, მე ვიყავი 80 კილო
ახლა ვარ 75 :))))
შენ??
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია