Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165563-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165563-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

13.01.15 13:00 ani_ko
ramdeni daikelit? wona da simaglec dawere
13.01.15 12:11 me amas shevdzleb!
მადლობა გოგოებო გაიხარეთ)) ხოარც მე ვაპირებ გაროხის და კარტოფილის ცალკეც ჭამას.მგონი ბევრი გამოვა
13.01.15 11:44 nanunana
მე ამას შევძლებ ... რაც შეეხება ჩემ სუპს ყვავილოვანი კომბოსტო , სტაფილო, 1 კარტოფილი, 2 კოვზი გაროხი , 1ჩ/კ ზეთი, 1კბილი ნიორი , ცოცხალი მწვანე ხავი ამით ვაკეტებ სუპჩიკს და უგემრიელესია....
მე გაროსხს და კარტოფილს ცალკე არ ვჩამ და სუპში ვაკრი ყველაფერს და რავიცი თუ გოონდა სცადე..
მეხუთე დღეზე ვარ გოგოებო
13.01.15 08:33 ani_ko
200გრ გაროხი და 2 ცალი მოხარშული კარტოფილი ცალკე უნდა ჭამო და მე ვჭამ გაროხს,კარტოფილს ვჭრი კუბიკებად და ვაყრი ზემოდან "დ დარღვევა არ გამოგივა არანაირად :* მაგრამ 200 გრამს თუ ვერა,იქნებ 100გრ მაინც ჭამო,მერე არ მოგშივდეს
13.01.15 08:29 me amas shevdzleb!
ani_ko გაიხარე და გაროხს ჭამ შენ? როარ ვჭამო დარღვევა არ iqნება მგონი ხო?

13.01.15 07:53 ani_ko
me amas shevdzleb! -- მე სუპს ასე ვაკეთებ და უგემოვნო არ გამოდის რავიცი,ცადე შენც. ე.ი. 2 კარტოფილი+1 სტაფილო დავჭრათ პატარა კუბიკებათ და ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვადუღოთ. რომ მოიხარშება ვაყრი წვრილად დაჭრილ ხახვს,ასევე 2 კან გაცლილ და წვრილად დაჭრილ პომიდორს და წვრილად დაჭრილ ქინძს,ოხრახუშს.1 წუთის შემდეგ გადმოდგი და მზადაა :))
13.01.15 07:47 ani_ko
აქ წერენ,რომ ისევ იმდენი ავინაზღაურეთო.გენაცვალე,ამ დიეტის მერე 3 ქათამზე და 2 ტორტზე რომ გადახვალთ,მოიმატებთ აბა რას იზამთ? დიეტის მერე შენარჩუნების დღეები გააკეთეთ და ეცადეთ ყველაფერი ჭამოთ რაც თქვენს გულს გაუხარდება,ოღონც ცოტ-ცოტა და 7ის მერე აღარ,თავოდან ძნელიაა,მაგრამ მერე ორგანიზმი ეჩვევა.. ამდიეტითაც ძაან პატარავდება კუჭი,...
13.01.15 07:45 ani_ko
2 დღეში დავიკელი 2კგ და 200გრამი.. საკვებს ასე ვანაწილებ 9-1-5 ანუ 4საათიანი შუალედით.ეცადეთ ერთი და იგივე დროს ჭამოთ უფრო აქვს მასე შედეგი. ყველაფერს ვჭამ,თუმცა რძე მივიღე ცოტა რაოდენობით.ჰოლანდიური ყველის ნაცვლად შეგიძლიათ იმერული ყველი უმარილო,მშვენიერია. ვარ 165 84.7 კგ.ახლა ვარ 82.5 შედეგებს დავწერ 3-4 დღეში.
!!!!!გაითვალისწინეთ!!!!!!!!!რომ რაც უფრო მეტი წონა აქვს ადამიანს,ის უფგრო მალე იკლებს,ვიდრე 50კგს მქონე ადამიანი. ძალიან ეფექტური დიეტაა,ყველაფერი შედის რაც ორგანიზმს სჭირდება,დიეტასთან ერთად ვცდილობ დღეში 15 წუთი მაინც ვირბინო და ცოტა ბევრი ვიარო. სახლის დალაგებითაც იხარჯება კალორიები,იმოძრავეთ ცოტა :დ აქ წერენ,რომ ისევ იმდენი ავინაზღაურეთო.გენაცვალე,ამ დიეტის მერე 3 ქ
13.01.15 04:27 me amas shevdzleb!
გოგოებო ბოსტნეულის სუფს როგორ აკეთებთ ამ დიეტაში შეგიძლიათ მითხრათ?
12.01.15 20:07 motivacia
nanunana
გადავწყვიტე კვირაში ერთხელ ავიწონო დავწერ შედეგს აუცილებლადმეოთზე დღეა დღეს
12.01.15 16:23 polisjoxi
რისი დაჯერებაც არ გინდათ არც დაიჯერებთ.მე ჩემი გამოცდილებიდან ვთქვი და დალშე თქვენ იცით.წარმატებები :*
12.01.15 12:02 me amas shevdzleb!
polisjoxi ყველა დიეტის მერე მოიმატებ თუ არ შეზღუდავ კვებას)))))

12.01.15 11:59 polisjoxi
არა არ მეშლება ნამდვილად..
12.01.15 09:06 nanunana
მოტივაცია აიწონე ტუ ჯერ არა>??? მე მეოთხე დღეზე ვარ ))
წარმატებები
12.01.15 09:05 nanunana
მე ამას შევძლებ
მე ყავას და ჩაის ვიღებ სახარინით .. უშაქროს ვერ ვსვავ...
12.01.15 07:03 motivacia
me amas shevdzleb!

ხო არანაირად ანუ მე 2 ჯერ დავლიეყავა რძით , და დანარჩენი რძე გავანაწილე და საღამოდ ტომატის წვენი ერთ ნაჭერ პურთან ერთად
12.01.15 05:30 me amas shevdzleb!
motivacia პირველ დღეზე ვარ და ეს რძე ყავით რო დავლიო უშაქროდ მგონი დარღვევა არ იქნება არა?
12.01.15 05:27 motivacia
me amas shevdzleb! მე ვსვავ ყავა უშაქროდ
12.01.15 05:22 me amas shevdzleb!
გოგოებო მაინტერესებს ყავას თუ სვამთ უშაქროს ამ დიეტაზე?ან ჩაის?
12.01.15 04:40 motivacia
მოკლედ 91 დან ვაპირებ 60 ზე ჩამოსვლად (ეს ჩემი ბავშვის მერე გასიებაა:) და გეგმა ესეთია უგულავა ერთი თვე , მერე იაპონური ერთი თვე , და რასაც ესენი ვერ დამაკლებენ ატკინსის დიეტა საუკეთესოო კველაზე ეფექტური და ეგეც ჩემი ბედნიერებაა :)))
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია