Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1165568-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1165568-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

13.12.14 04:55 smailika2
@Maandeeer არ დამირღვევია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ 3-4ჯერ შაქრიანი ყავა დავლიე :)) დღეს ავიწონე და 1.300 მაქვს დაკლებული ამ კვირაში. სულ 4.300. მაინც კმაყოფილი ვარ და ბოლო კვირის იმედი მრჩება ისევ :))
12.12.14 10:35 cb
მაგარი დიეტა დზაან,2კვირას ვამთავრებ და 7კგ მაქ დაკლებული
12.12.14 10:23 lucia
აუ რა მაინტერესებს იცით? ალკოჰოლი თუ შეიძლება ამ დიეტისას ? ცოტა მაინც :/
11.12.14 12:29 Maandeeer
აუუუ(((( ალა ისევ ვჭამე პური((((
არ შემიძლია თეთრი პურის გარეშე და რა ვქნა((((((
ნებისყოფა საერთოდ არ მაქ((((((((
11.12.14 09:28 lucia
takotakuna რადგან წერია სავარაუდოდ აქვს მნიშვნელობა რომ ბევრი სითხე არ მივიღოთ. მეც ვსვამ ხოლმე ჩაის ოღონდ ნახევარ ჭიქას ვაკეთებ ხოლმე და ხშირად. ოთხჯერ რა დაახლოებით. ხოდა ჯამში ცოტა გამოდის :))
11.12.14 09:05 Maandeeer
smailika2, შენ არ დაგირღვევია?)))
ისე მიყვარს თEთრი პური - ვგიჟდები))) და გუშინ საღამოს ვჭამე)))
რა ვქნა მერე)))
დღეს ჩვეულებრივად გავაგრძელე))
ეს კვირა ცუდად ჩავატარე, მაგრამ ბოლო კვირას არ დავარღვევ საერთოდ :))
11.12.14 08:59 Maandeeer
დავარღვიეეეე :-(
ამომივიდა ყელში ეს დიეტა :-(
გუშინ ვეღარ გავუძელი, მაგრამ დღEს ისევ გავაგრძელე ჩვეულებრივად :)))
28 დღე - ნამეტარი ძნელია
11.12.14 02:42 takotakuna
და მაინტერესებს ჩაის რომ ვსვამ ეს დარღვევაში ხო არ ჩამეთვლება ? ზემოთ კი წერია 4 ჭიქაზე მეტი სითხე არ უნდა მიიღოთო მაგრამ აბა რა ვქნა ? ვინმემ თუ იცით ამის შესახებ იქნებ გამომეხმაუროთ ... გისურვებთ წარმატებებს :)
11.12.14 02:32 takotakuna
გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო :) მოგახსენებთ ჩემ შედეგებს.მეოთხე კვირის მეოტხე დღეა და სიმართლე თუ გინდათ ძალიან მიჭირს.... იმიტომ,რომ ხორცს ვერ ვიტან.. ამის გამო მუდმივად ლიმონიან ჩაის ვსვამ შიმშილი მაწუხებს საშინლად და მოკლედ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვაგრძელებ და ერთი სული მაქვს ორშაბათს დილით ავიწონო:) დიეტის დაწყებამდე ვიყავი 76 და 300 ახლა 68 და 500ვარ
10.12.14 18:17 lucia
აუ თქვენ მესამე კვირაზე ხართ და მე კიდევ პირველი კვირის მესამე დღე ჩავამთავრე :( ჩემმა ძმამ ბოლო კვირას დაიკლო 10 კილო. მერე არც მოუმატია, ნუ სპორტით იყო დაკავებული მარა ყველაფერს ჭამდა ჩვეულებრივ და მოკლედ ნუ ინერვიულებთ გოგოებო. ბოლო კვირამდე არ დაარღვიოთ და შედეგს ნახავთ :))
10.12.14 07:16 smailika2
@Maandeeer მეც მესამე კვირის მესამე დღეზე ვარ დღეს და მხოლოდ 3 კილო მაქვს დაკლებული :))) ანუ პირველ კვირაში რო დავიკელი, იმის მერე ერთი გრამიც არ დამიკლია მაგრამ ამ დიეტის დასაწყისში წერია: ,,პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს" <<ამის იმედი მაქვს :)))
10.12.14 06:24 Maandeeer
პრივეტ, გოგოებო :) დღეს მესამე კვირის მესამე დღეა.
სასწორი ისევ 75-ზე დგას...
ანუ პირველ კვირაში დავიკელი 5 კილო, და მერე არაფერი? :-(
ერთი სული მაქ როდის დავამთავრებ.
მანდარინს და ფორთოხალს ვჭამ უმოწყალოდ :-D
დანარჩენს არ ვარღვევ არაფერს :)
09.12.14 16:59 lucia
აი ეს არის ყველაზე კარგი დიეტა. მართალია ხშირად არ ვდიეტობ ხოლმე მარა მაინც. მოკლედ მეორე დღე დავამთავრე, თან ისე რომ ბულიონი ვერ დავლიე და 100 100 გრამი ლორი და ყველიც ბოლომდე ვერ ვჩამე. დილის საუზმემ გაასწორა ისე გუშინდელი მშიერი დღის მერე. ჰოდა 1.800 მაქვს უკვე დაკლებული. თან არც მშია და არც ცუდად ვგრძნობ თავს. მოკლედ კარგია რა :))
09.12.14 12:59 kudracha89
გამარჯობათ, მე მეოთხე დღე ჩავამთავრე დღეს და 3 კილო დავიკელი. იმედია ესე წავა:) ყველას წარმატებები:* :*
09.12.14 08:51 lucia
ბავშვებო სადილი ორ ნაწილად რო გავანაწილო არ შეილება ნეტა? აიმაგალითად ბულიონი რო დავლიო ცალკე და მერე ორ საათში სხვა დანარჩენი. ერთად ვერ ვჭამ ამ ყველაფერს. თან 100 გრამი ლორი და 100 გრამი ყველი საკმაოდ ბევრია :/
09.12.14 08:13 smailika2
@1864 მაგაზე ნუ მოიშლი ნერვებს, რაც უფრო ნელა დაიკლებ, უფრო დიდხანს შეგინარჩუნდება წონა, მე ორი კვირის მერე მხოლოს 3 კლიო მქონდა დაკლებული, ერთხელაც კი არ დამირღვევია. მესამე კვირა დაიწყო გუშინ და კვირის ბოლოს დავწერ შედეგს
09.12.14 06:01 1864
მოკლედ ნერვები მაკვს მოშლილი ,დღეს ავიწონე და ერთ კვირაში 4 კგ ვარ დაკლებული მარტო :(:(:(:(:(
08.12.14 15:37 lucia
მოკლედ, პირველ დღეს ვამთავრებ წარმატებით. უბრალოდ 6 ზე ვჭამე ვახშამი ტომატის წვენი და პური. მანამდე კიდევ ორ ჭიქაზე მეტი რძე ვერ დავლიე ჰოდა ვახშმის მერე რომ დავლიო კიდევ ერთი შეიძლება ნეტა? მიპასუხეთ რა რას ფიქრობთ :/
08.12.14 06:19 1864
მე სამ დგესჰი დავიკელი 2,700 ეხლა უკვე ერტი კვირა გავიდა და არ ამიწონია.ოგონდ ჰოლანდიურ ყველს არ ვცჰამ.ეგ უსჰლის რამეს?
07.12.14 12:01 smailika2
@lucia სიგარეტის მოწევა შეიძლება და ფიზიკური დატვირთვაც ძალიან კარგია, მე მეორე კვირა დავასრულე დღეს და ენერგიის შემცირება არ შემიმჩნევია ნამდვილად.

@{nino} მეც ვერ ვიკლებ ამ დიეტით ისე როგორც სხვები, მე +2 მაქვს სისლის ჯგუფი. პირველად რომ გავაკეტე ეს დიეტა, 20 დღეში 8 კილო დავიკელი და ეხლა 2 კვირაში -მხოლოდ 3 მაქვს დაკლებული, თუმცა ვაგრძელებ და საბოლოო შედეგსაც დავწერ უცილებლად.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია