Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 543288-ჯერ
მსგავსი დიეტები:
1 დღე - 2-3 მოხარშული კვერცხი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით (ბანანს თუ ამოვიღებთ რაციონიდან უმჯობესია) ყავა უშაქრო მინიმალური რაოდენობით
2 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
3 დღე- ხილი და ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლიტრი კეფირი და ერთი ლიტრი უშაქრო ხილის წვენი.
4 დღე- 500 გრ ქათმის მოხარშული ხორცი ან თევზი 1 ლიტრი კეფირი.
5 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
6 დღე- 400-500 გრ უცხიმო ხაჭო უცხიმო არაჟანთან ერთად და ერთი ლიტრი კეფირი ესეც ნაკლებ ცხიმიანი.
7 დღე- ხილი და უმი ბოსტნული შეუზღუდავი რაოდენობით.
8 დღე- 300გრ მოხარშული ქათმის ხორცი, ერთი მოხარშული კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
9 დღე- ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული რამდენიც გნებავთ.
10 დღე- 150 გრ თევზი, 2 ნაჭერი დიეტური შავი პური, კიტრის და პომიდვრის სალათი ზეითუნის ზეთით შეზავებული.
11 დღე- 2 ცალი კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი დიეტური შავი პური, ბოსტნეულის სალათი, 0.500 ლიტრი კეფირი.
12-დღე 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
13-დღე 300 გრ ქატმის ხორცი, 2 ც კვერცხი, ბოსტნეულის სალათი შეუზღუდავად.
14- 4 მოხარშული კარტოფილი, ხილი, 1 ლ. კეფირი

დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ ბევრი სითხე და ორი ჭიქა მწვანე ჩაი.
14 დღე მინუს 10 კგ. (შეეცადეთ მარილი მინიმალური რაოდენობით მიიღოთ)

Macy on forum.ge
ნანახია 543288-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(2203):

25.02.10 08:36 tatulka
Medeaia გამოდის, რომ მე და შენ ერთად ვაკეთებთ. მე დღის ბოლოს დავწე ხოლმე შედეგებს. ასე 4 კილოს დაკლება მინდა , შენ? ))))))
24.02.10 23:13 Medeaia
მეც დღეს მქონდა პირველი დღე :))) მართლა ძალიან კარგი დიეტაა :)))
24.02.10 21:13 tatulka
nucanucna1989 მე დღეიდან დავიწყე. არაჩვეულებრივი დღე მქონდა : 1 კვერცხი და 2 ვაშლი და 5 კმ ვიარე :D შენ წამატებებს გისურვებ :) პარამეტრები დამიწერე აბა :)
24.02.10 20:15 nucanucna1989
ხვალიდან უეჭველი ვიწყებ, არავინ შემომიერთდება? გამორიცხულია რო დავარღვიო ოღონდ, ჩემს თავზე მეშლება ნერვები :@:@ გადავყევი საჭმელს და ავკრიფე კილოგრამები :@:@:@
24.02.10 20:00 nucanucna1989
აუ ისევ ეს უნდა დავიწყო რააა :) კაი დიეტაა და 6 კილო დავიკელი, რო არ მომემატებინა კაი იქნებოდა , აწი ვისწავლი ჭკუას იმედია :)
24.02.10 18:24 Medeaia
ისე, დაკვირვებულები ხართ, ხალხი როგორ აქტიურდება აქ გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა ნელ-ნელა ტანსაცმელი თხელდება :D :D :D
23.02.10 18:44 Medeaia
მართლაც ჯანმრთელი დიეტა ჩანს... 55 კგ ვარ და -10 არა მაგრამ ერთი 3-4 კილო თუ მომაკლებინა 2 კვირაში ძალიან მადლობელი ვიქნები... აუცილებლად დავწერ შედეგს...
11.02.10 03:48 123...
ვააა რაგაც ეს დიეტა მომეწონაა,სხვა დიეტა უნდა დამეწყოოო და გადავიფიქრეეე,ვნახოთ რა გამოვაააა,შეგეხმიანებიიით :)
09.02.10 11:28 sofo77
1 კვირა ამ დიეტაზე ვარ,ასე ადვილად ჯერ დიეტა არ დამიცავს.ძაან მაგარია,უკვე შესამჩნევია ჩემი წონაში დაკლება.მაგრამ არ ვიწონები ჯერ ისევ.1 კვირაც და მერე დავწერ პასუხს რამდენი დავიკელი.მარხვა რომ არ იწყებოდეს თავიდან დავიწყებდი.მირჩიეთ ისე მარხვის დროს რაები ვჭამო რომ არ მოვიმატო,პურს ისედაც არ ვჭამ დიდი ხანია და არც ცომეულს.რა იცით 18 საათიან დიეტაზე,თუ ვინმეს გამოცდილება გაქვთ და დაგიკლიათ 18 საათიანით დაწერეთ რა.
09.02.10 00:52 Anuk
doki 16 დღეში 8კგ დავიკელი. მეორედაც ვცადე, მესამედაც მაგრამ აღარაფერი გამომივიდა. ალბათ ორგანიზმი ეჩვევა მერე, არ ვიცი.. თუმცა ამ დიეტის შემდეგ, ისევ ადვოკატზე ვაპირებ გადასვლას
08.02.10 19:05 anuka91
მადლობა ანუკ
08.02.10 14:34 doki
ანუკ მაინტერესებს რამდენი დაიკელი ადვოკატის დიეტით და რამდენ ხანში? ვაკეთებ უკვე მეორე კვირას და ჯერჯერობით უშედეგოდ.
07.02.10 22:48 Anuk
anuka91 ადვოკატის დიეტას გირჩევ. ძალიან მაგრად გამახდუნა და ყველა დაკლებული კილოგრამი შემანარჩუნებინა. მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცაა
07.02.10 20:52 anuka91
ხვალიდან მარხვა იწყება და დღეს გემრიელად მივირთვი:D:D:D ხვალ მინდა კიდე დიეტის დაცყება და აბა ტქვენი გამოცდილებიდან რას მირჩევთ????
06.02.10 22:40 Anuk
anuka91 მაინც კარგი შედეგი გაქვს : )

sofo77 არაა დარღვევა, მემგონი :D
06.02.10 22:29 sofo77
გოგონებო 5 ცალი ქლიავის ჩირი შევჭამე ,დღეს ხილის და ბოსტნეულის დღე მაქვს,ეგ ეხლა დავიჯერო დარღვევაში ჩამეთვლება,ეხლა ,ამ დიეტით, არ მჯერა რომ 10 კილო დავიკლო,მე 4კგ ზეც თანახმა ვარ 14 დღეში.საერთოდ ძალიან რთულად ვიკლებ;დღეს მე5 დღე მაქვს და არც ვაპირებ ჯერ აწონვას.
06.02.10 22:18 anuka91
მე სულ დავიკელი 7 იმიტომ რომ ვცუგლუტობდი და ზედმეტებს ვჭამდი :D:D:D:D რა გინდა მაგარია 3 დგეში 3 კილო
05.02.10 23:26 Anuk
anuka91 რამდენ დღეში აიკელი 7 კილო? მე მე-3 დღეზე ვარ და 3 დავიკელი და რა ვიცი, ძალიან ბევრი ხომ არაა მაგაზე ვნერვიულობ :D
05.02.10 19:59 anuka91
ეჰჰ მე შემომერღვა ეს დიეტა,სულაც არ არის ადვილი,მე მაინც ვშია,მაგრამ 7 კილო მაინც დავიკელი :D:D:D:D ისე მშია,რომ სიზმრებში სუ ვჩამ,პირველად ვარ დიეტაზე და ალბატ მაგიტო

04.02.10 23:23 sofo77
მოკლედ გავერთიანდეთ ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ.მართლაც ძაან ადვილია,დარღვევა არ მოგინდება ისეთია რა.მგონი დღეს ბევრი ხილი მომვიდა,მაგრამ სამაგიეროდ 1 ლიტრი ვერც კეფირი დავლიე და ვერც ხილის წვენი.კაია შეუზღუდავი რაოდენობით რო წერია ხილი და ბოსტნეული,არ ისტრესები რა და იცავ მშვენივრად.
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია