Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 42531-ჯერ
მსგავსი დიეტები:

I-II დღე:
1,5 ლ მაწონი (2 საათში ერთხელ თითო ჭიქა) [1,5 ლიტრი უნდა გადანაწილდეს ამ 2 დღეზე];

III-IV დღე:
12 ცალი კვერცხი, 2 ნაჭერი ორცხობილა (”სუხარი”), 2 ჭიქა უშაქრო ჩაი (2 საათში ერთხელ თითო კვერცხი) [ჩამონათვალი უნდა გადანაწილდეს ამ 2 დღეზე];

V-VI დღე:
1 კგ მოხარშული ხორცი (მჭლე, უმარილოდ), 2 ნაჭერი ორცხობილა (”სუხარი”), 2 ჭიქა უშაქრო ჩაი (2 საათში ერთხელ მივიღოთ ხორცის ნაჭრები) [ჩამონათვალი უნდა გადანაწილდეს ამ 2 დღეზე];

VII-VIII დღე:
ხილი და ბოსტნეული - რამდენიც გვინდა (გარდა კენკროვანისა, ბანანისა, ყურძნისა, მარწყვისა...)

ამ დიეტით იკლებთ დაახლოებით 8 კგ-ს.

irinola2009
ნანახია 42531-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(75):

1 2 3 4
27.04.09 18:41 taktake
მეც შემოგიერთDები მურილო თორე უკვე ძაან წავედი და წავედი წონაში ზემოთ :D
26.04.09 23:33 murilo
უკვე ცუდად ვარ. ეხა მოვიმზადე მაწონი რო ხვალე სკოლაში წავიღო და 2საათში ერთხელ ვჭამო. უკვე მშია. :D გოგოებო მართლა ეფექტურია ხო? 4-5კილო მაინც უნდა დავიკლო. ეხა რა მაინტერესებს იცით, აი წყალი რამდენი შეიძლება?
26.04.09 21:20 murilo
გაიხარეთ. ხვალიდა ვჯდები მე ამ დიეტაზე რა... იმედია ერთ 5კილოს მაინც დავიკლებ. ეხა ვარ 54კილო და 49კილო მინდა ვიყო. ვისაც გინდათ შემომიერთდით .... უკეთესი იქნება ერთად.
23.04.09 01:17 irinola2009
murilo - რა თქმა უნდა, ორცხობილას მე მივირთმევდი ჩაისთან ერთად.
nin777 - ამდენი კვერცხის მიღება მეც ძალიან გამიჭირდა და ცოტას ”ვახალტურებდი” - მაგრამ ვჭამდი იმაზე ნაკლებს, ვიდრე აქ წერია (1-2-ით ნაკლებს).
22.04.09 17:25 nin777
murilo ერთი სახის საკვები მიიღე მე უცებ დავიკელი 3 კილო 4 დღეში...რავიცი დიეტების მეტი რაარის უნდა სცადო რომელიმე,ყველაფერი ინდივიდუაურია..ამ დიეტის გაკეტება მინდოდა მარა ამდენი კვერცხი ცუდად გამხდის ვიცი"((((
22.04.09 14:58 murilo
ვერავინ ვერ გამოჩნდა ვინც დამეხმარება? ხალხნო 5-6კილოს დაკლები მინდა და დამეხმარეთ რა.
21.04.09 17:52 murilo
არავინ მეტყვის მე?
21.04.09 14:16 murilo
გამარჯობათ. ყველას, მე გახლავართ 17წლის და 54კილო მარა 1,55სიმაღლეში, ამიტომ ჩემი იდეალური წონაა 45-46კილო.... ამ დიეტის ცდა მინდა და რა მაინტერესებს, წყალი რამდენი ხო და 2საათში ერთXელ კი გავიგე მარა აი ის ორცხობილა როდის უნდა ვჭამოთ? შეიძლება უშაქრო ჩაი და ორცხობილა ერთად მივირთვა? მითხარით ვისაც გაკეტებული აქვს რა.... ერთი 5კილოც რო დავიკლო მაკმაყოფილებს. ეხა ვარ ეკას დიეტაზე, რადგან შაბათს ქორცილში მივდივარ და ორშაბათიდან მინდა დაწყება... მიპასუხეთ რა გეხვეწებით./.......
21.04.09 00:46 nin777
მადლობა ირიონოლა...იცით რაარის დიეტის დროს მტხოვს ორგანიზმი სითხეს..და თან რომ ვიცი კაია 1 ლიტრა მინერალურ წყალ ვიღებ და უშაქრო ჩაისაც!...
21.04.09 00:38 irinola2009
tatmta - ეს დიეტები რომ გავაკეთე, ვიყავი 22 წლის (ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ეფექტურია ახალგაზრდულ წლებში), მაშინ 10 კგ დავიკელი (სუფთად), ახლა რომ გავიმეორე, - მხოლოდ 4 კგ. (ბუნებრივიცაა, ასაკში ქალის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები ხდება და ამიტომ გახსომა ძნელია).
ასე რომ, თუ ხართ 30 წლამდე - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გააკეთეთ იმ თანმიმდევრობით და დაიკლებთ. დიეტებს რომ მორჩებით - ეცადეთ, ჭამის ინერცია რომ არ აიღოთ შედარებით ცოტა მიირთვათ, მერე დაეჩვევით და რომც გინდოდეთ ვეღარც შეჭამთ.
nin777 - რომ გითხრათ, სითხის ძლიერი მოთხოვნილება გექნებათ, ასე არ არის. მე მაგალითად არ მიმიღია. თუ ძალიან ძლიერი მოთხოვნილება შეგექმნება - მცირე დოზით მიიღე მინერალური (თუ არ მიიღებ უკეთესიც იქნება). 2-დღიანი ბალერინას დიეტა უკვე დავდე საიტზე.
ახლა მე დავიწყე უგულავას დიეტა, იმიტომ რომ ჩემს ასაკში (49 წლის ვარ) უნდა მაძლევდნენ 15-20 კგ-ის დაკლების გარანტიას, რომ დავიკლო 10 კგ.
გოგონებო, თქვენც გისურვებთ წარმატებას და ჩემს თავსაც!
20.04.09 16:01 nin777
tatmta შენ დაიწყე უკვე ეს დიეტა თუ არა?
20.04.09 16:00 nin777
irinola2009 მიპასუხე გთხოოოოვ ....ბალერინას დიეტა კი ვნახ ატვირთული გაქვს...მადლობა წინასწარ
20.04.09 02:44 nin777
irinola2009 გთხოვ მიპასუხე დამაინტერესა ამ დიეტამ,მინდა დავიწყო..სითხე მინერალური წყლის სახით თუ შემიძლია მივიღო?და ყავა არ შეიძლება ან ჩაი 2 ჭიქაზე მეტიი? :(( იქნებ 2 დღიანი ბალერიანას დიეტაც დაწერო გთხოვ... მადლობა წინასწარ! :***
აუუუ,მეც 10 კილო რო დამაკლებინა დამხატავდააა ...მეც მაგ დღეში ვარ 61 ვარ და მინდა 53მდე ჩამოვიდე!ნუ 51 მთლად უკეთესი!
19.04.09 21:49 tatmta
ირინოლა საინტერესოა მე მინდა ეხა 10კილოს დაკლება! ზუსტად შენ დგეში ვარ 61-60 შორის ვარ და 10 კილოს დაკლება მინდა რაგაც საოცრად! ეხა ერთი დიეტა აQ ხაჭოს დიეტა იმის დაცვას ვაპირებ და თუ არ გაამართლა უეჭველი გავიმეორებ შენი მეთოდით ამ დიეტეებს
15.04.09 19:22 irinola2009
მე ეს დიეტა გავაკეთე, შემდეგ ერთი დღე შევისვენე (ამ დღეს ცოტა ნაკლები საკვები მივიღე, ვიდრე ადრე ვიღებდი ხოლმე). შემდეგ კი გავაკეთე 2-დღიანი ”ბალერინას დიეტა” 2-ჯერ (გადაბმულად). ერთად გამომივიდა 8+1(შესვენება)+2+2=13 დღე და დავიკელი ზუსტად 10 კილო (ვიყავი 22 წლის - 61 კგ-დან 51-ზე ჩამოვედი). მაგარი ეფექტური იყო. იმის მერე გავიდა 20 წელი და არც მომიმატებია (უბრალოდ ღორმუცელობისაგან თავიდან თავს ვიკავებდი, შემდეგ კი ”დათუნიას” შოკოლადის ნახევარ კანფეტს ძლივს გეახლებოდით), უფრო მეტიც, გასუქების პრობლემაც მქონდა - ბადაგს ვსვავდი იმისთვის, რომ ცოტა მომემატებინა. ახლა, 44 წლის ასაკში, შვილი რომ გამიჩნდა, ამის შემდეგ მოვიმატე მთელი 12 კგ და ისევ მინდა გადავიდე დიეტაზე.
1 2 3 4
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია