Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 1166301-ჯერ
ეს დიეტა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვინც მისდევს მჯდომარე ცხოვრების წესს (ანუ სამსახურში ან სახლში ზის მთელი დღე)

დღეში 3–4 ჭიქაზე მეტი სითხის მიღება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდებით.
დიეტის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ უშაქრო ყავა
დიეტის შედეგად შეიძლება დაიკლოთ 15-20 კილომდე.

გრძელდება 4 კვირა. ჯობია დაიწყოთ ორშაბათს, რომ დღეები არ აგერიოთ.
იწვება ცხიმის უჯრედები, გახდომისას კანი არ გეკიდება, არამედ იკუმშება (რა თქმა უნდა თუ არ იღებთ ბევრ სითხეს).

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შაქრის და შაქრის შემცველი პროდუქტის მიღება! შაქარი არის სიმსუქნის პირველი მიზეზი.


ამ დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დაარღვიოთ. თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.


დიეტის დაწყებამდე სასურველია კუჭის გამორეცხვა.

  • პირველი კვირის დროს იკლებთ 5–7 კგ–ს
  • მომდევნო 2 კვირის განმვლობაში არ იკლებთ
  • ბოლო კვირას იკლებთ 9–11 კგ–ს
თაფლი, რომელიც უნდა მიიღოთ დიეტის დროს აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და არ შეიცავდეს შაქარს.

არ შეიძლება დიეტის დარღვევა და პროდუქტის შეცვლა


სამი კვირა მეორდება ეს დღეეები

დღე I - მშიერი
საუზმე და სადილი - 1 ლ. რძე, პატარა ჭიქებით, მთელი დღე.
ვახშამი - 1 ჭიქა ტომატის წვენი და 100გრ. შავი პური.

II დღე - ცილები
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

III დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული +1 ს/კ ზეთით )+ 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

IV დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი

V დღე - ცილოვანი
საუზმე - 100გრ. შავი პური, 20გრ. კარაქი, 1 ჩ/კ თაფლი, ყავა რძით (უშაქრო)
სადილი - 100გრ. ლორი ან ქათამი (თეთრი ხორცი) ან საქ. ხორცი (მჭლე) +
ბულიონი (მწვანილი და ბოსტნეულის გარეშე) +100გრ ჰოლანდიური
ყველი (გამდნარი და თეთრი არა) +100გრ. შავი პური.
ვახშამი - 2 მოხარშული კვერცხი

VI დღე - ბოსტნეული
საუზმე - 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი ან 2 ატამი
სადილი - ბოსტნეულის სუპი (მოხარშული გახეხილი ან დაჭრილი
ბოსტნეული + 1 ს/კ ზეთით) + 2 მოხარშული კარტოფილი და 200 გრ
მოხარშული გაროხი
ვახშამი - 3 პომიდვრის და 2 კიტრის სალათი (უცხიმოდ)+ 1ჭ. ჩაი + 1 ჩ/კ თაფლი

VII დღე - განსაკუთრებული
საუზმე - ყავა რძით (უშაქრო) + 100გრ ჰოლანდიური ყველი
სადილი - 100გრ. ლორი ან თევზი ან ქათამი ან საქ. ხორცი მოხარშული +
100გრ შავი პური + 2 მოხარშული კვერცხი
ვახშამი - 1 ჭიქა კეფირი


IV კვირა
ორშაბათი - 1.5კგ ვაშლი
სამშაბათი - 1.5კგ მოხარშული ქათამი
ოთხშაბათი - 1.5კგ კიტრი / პომიდორი
ხუთშაბათი - 1კგ მოხარშული ხორცი
პარასკევი - 0.5კგ ჰოლანდიური ყველი და 1 ბოთლი მინერალური წყალი
შაბათი - 1ლ. კეფირი, 2 მოხარშული კვერცხი,  მოხარშული თევზი.
კვირა - 1 ბოთლი წითელი ღვინო და 1კგ ჰოლანდიური ყველი



წონის შენარჩუნების დღეები

2 დღე – ცილოვანი (ლობიო ან წიწიბურა)
2 დღე – ბოსტნეული, ხილის გარეშე
5 დღე – ხილი, მოხარშული ბრინჯი, შავი შოკოლადი

დიეტის რუსული ვარიანტი
ნანახია 1166301-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6364):

13.04.14 00:43 skinnyskinny
დღეს ვამთავრებ მეორე კვირას და 3.8 მაქვს დაკლებული მხოლოდ ვფიქრობ მესამე კვირა გამოვტოვო რას მირჩევთ? წონა არ მაქვს პატარა 1.62 ვარ და ქხლანდელი წონა 61.6
12.04.14 11:06 გიოგიოგიო
ვინმეს გიცდიათ მე 3 კვირის ამოგდება და ეგრევე მე 4 კვირაზე გადასვლა? ექნება ვითომ ეფექტი?
11.04.14 12:45 nika777
2 დღე დამრჩა და შედეგით კმაყოფილი ვარ.
1 კვირაში დავიკელი 5 კგ, შემდეგ 2-3 დღეში კიდევ 2 კგ.
მერე აღარ დამიკლია საერთოდ მეოთხე კვირამდე.
მეოთხე კვირას 2 კგ დავიკელი ჯერჯერობით, ხვალ სავარაუდოდ 3 გახდება :)))
ვიყავი 96 კგ, ეხლა ვარ 87 კგ და კიდევ 3 დღე დამრჩა სადაც 2კგ-ს იმედია დავიკლებ.
პირველ 3 კვირაში სადაც ლორი, ქათამი და ხორცუა, 100 გრამ შაშხს ვყიდულობდი. ყავა რძით არ დამილევია, უშაქრო ყავას ვსვამდი.
მესამე კვირის ბოლოს ფიზიკურად ცუდად ვიყავი და საღამოს უშაქრო ჩაი 1 კოვზი თაფლით მივირთვი. დანარჩენი პირნათლად შევასრულე :))
11.04.14 07:34 g_kvirikashvili@cu.edu.ge
უგულავაზე ვარ და ვერ ვიკლეეეეეეეეებ :(((
11.04.14 03:37 SweetGirl
მგონი ბოლო კვირაში უფრო ვიკლებ,დღეს დილით სასწორზე შევდექი და 0.5 კილო მქონდა ერთ დღეში დალკლებული არა და გუშინ ღამე ვფიქრობდი დავარღვევ და დავანებებ თავსთქო :დ ვიმედოვნებ რომ დარჩენილ ოთხ დღეში მექნება კლება ^_^
11.04.14 02:25 natusa
ვაიმე შენ ადგილზე გავაფრენდი მართლა ანუ მთელი დიეტის მანძილზე მხოლოდ 2,5 კილო დაიკელი?????? არა რა ასეთ პატარა წონას მხოლოდ პროცედურები თუ უშველის გასახდომი
10.04.14 09:49 SweetGirl
natusa მეც ზუსტად ანალოგიურად 54,5 ვიყავი რო დავიწყე ახლა მეოთხე კვირის მესამე დღეზე ვარ და 52 კილოს ვიწონი :დდ დამაწყდა ნერვები :დდ
10.04.14 09:15 გიოგიოგიო
ეს დიეტა ერთხელ გავაკეთე და 13 კილო დავიკელი. სულ 90 კილო ვიყავი და 77 მდე ჩამოვედი.რხეს არ ვსვავდი. ან კეფირს ან აქტივიას იოგურტს ვსვავდი. ეხლა ისევ დავიწყე. პირველი კვირა 4 კილო მაქ დაკლებული.
10.04.14 04:35 natusa
5-7 კილოს ალბათ ის დაიკლებს ვინც 100 კილოს იწონის და ეგაც საეჭვოა კიდე მოკლედ სისულელეებს ნუ წერთ ხოლმე რა ამ დიეტებზე ცოტა რეალობასთან ახლოს იყავით
10.04.14 04:33 natusa
მე ვარ მე7 დღეზე და რა 5-7 კილოზეა საუბარი 1 კილო და რაღაც გრამები მაქვს დაკლებული მაქსიმუმ 2 კილო რა. მარა ისიც უნდა ითქვას რო საწყისი წონა პატარა მქონდა 54 კილო ვაგრძელებ და იმედია კლების ტემპი დაჩქარდება ცოტა
09.04.14 04:40 ani555
გოგოებო თუ იცით პირველ დღეს ყავა შეიძლება რძესთან ერთად?
09.04.14 01:34 kristineanastasuka
გამარჯობატ გოგოებო დღეს მეორე დღეა რაც უგულავას დიეტა დავიწყე და დილით შავი პური კარაქთან და თაფლთან ერთად და მწვანე ჩაი დავლე. უშაქრო რძიანი ყავის მაგივრად და ეს დარგვევაა ???
08.04.14 22:37 feshenka11
esegi pirveli kviris mere grami ar damiklia vnaxot meotxe kviras ra iqneba
08.04.14 09:29 ნiნi
მოკლედ დღეს მე-4 დღე მაქვს და ამ დილით 80 ვიწონიდი, შაბათს დავიწყე 84 კილოდან, ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ :)))))))) არ ვარღვევ უბრალოდ რისი გაკეთებაც მეზარება არ ვჭამ საერთოდ, ისე შიმშილის გრძნობა მეც არ მაქვს, დღეს ყავის და ყველის Dილა მქონდა და ეხლა სულ არ მინდოდა ჭამა ძალით ვჭამე 2 პურის ნაჭრის და ლორის სენდვიჩი.. ალბათ დილამდე არაფერს შევჭამ.. :) მოკლედ, მეტი სტიმულისთვის შედეგეს დავწერ ხოლმე.. :)
08.04.14 06:55 xato kankia
რამე თუ არ გიყვართ ბავშვებო ჯობია არ შეჩამოთ ვიდრე რამით შეცვალოთ,წაიკითხეთ როგორ წერია:D მე მეორე კრუგზე წავედი და დავარგვიე :D
08.04.14 06:13 texas
გამარჯობათ,

ვარ 183სმ 85კგ. დავიწყე გუშინ და რატომღაც მეჩვენება რომ საკვები ძალიან ბევრია და არ ვიცი შედეგი რა იქნება. ერთი პლიუსი უკვე ვნახე შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობ. შედეგებს გეტყვით 1თვეში :)
08.04.14 04:49 tako20
ერთ კვირაში დავიკელი 5 კილო, ციკლის დროს მეტს გაჩვენებს შესაბამისად მე არ ვიწონები ხოლმე:))) ბულიონი არც მე არ დამილევია და იმედიმაქვს ეგ ხელს არშეუშლის დაკლებას:)
08.04.14 00:23 მსუქანი ჯაბა :)
ნiნi
გამდნარი ნაყინი უამრავ შაქარს შეიცავს და მემგონი ეგ დარღვევაა :)
მე ვერ ვსვამ რძეს იმიტომ რო კუჭს მატკიებს გუშინ 1 ლიტრი რძის მაგივრად ყველაზე დაბალცხიმიანი კეფირი დავლიე 500 მლ ვერ ვსვამ რძეს ვერაფრით
07.04.14 07:31 skinnyskinny
1 კვირა -3 კილო. ნორმალურია? მინიმუმ 4ს ველოდი. გოგოებო რა მაინტერესებს, ციკლის დროს იწონებით? აზრი აქვს?
07.04.14 05:54 ნiნi
მსუქანა ჯაბა ჩემი მეგობარი რძეს არ სვავს ისიც ვერ იტანს და მაროჟნს ადნობს და იმას სვავს და კმაყოფილია მაინც.. :)
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია