სიახლეები | დიეტები | სხეულის მასის ინდექსი | პროდუქტის შემადგენლობა | ფორუმი | კალკულატორები | მოგვწერეთ |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატისტიკა
ბოლო კომენტარები
|
ნანახია 32068-ჯერ
მსგავსი დიეტები:
ერთდღიანი ვაშლი სხვა პროდუქტთან უნდა იყოს კომბინირებული. მაგალითად, კეფირთან ან მაწონთან. 1 ლიტრი დღეში დასაშვებია. მთავარია, შუალედი ვაშლის ჭამასა და მაწვნის მირთმევას შორის 1 საათზე ნაკლები არ იყოს. კარგი შეთავსებაა ვაშლი და თაფლი. დილით, დღისით და საღამოს დაახლოებით 6 საათზე 1 ჩ. კ. მიირთვით. და არ დაგავიწყდეთ, ბევრი სითხის დალევა. ასეთი განტვირთვის დღის მოწყობა კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ შეიძლება. საუკეთესოა ორშაბათი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უქმეებზე უარი არაფერზე გითქვამთ. სამდღიანი ყოველ დღე სადილად რამე ერთი აირჩიეთ: 100 გრ. საქონლის ან ფრინველის მოხარშული ხორცი, ან 150 გრ. ზღვის თევზი, ან ერთი კვერცხის ცილა. დაძინებამდე 2 საათით ადრე მიირთვით 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი. დანარჩენ დროს კი სულ ვაშლი ჭამეთ, ნებისმიერი რაოდენობით. რაც შეეხება სასმელს, დასაშვებია დღეში 2-2,5 ლ. მინერალური წყალი. ერთკვირიანი ცილის წყაროდ გამოდგება ხორცი, თევზი და კვერცხის გული. ოღონდ ულუფები ორჯერ იზრდება. ყოველ დღე სადილად და შუადღისას ამათგან ერთ-ერთი მიირთვით: 100 გრ. ხორცი ან 150 გრ. ზღვის თევზი, ან 1 კვერცხის ცილა. აუცილებელია დღეში 2 სტაფილო (ან 1 ჭიქა სტაფილოს ახალგაწურული წვენი) და 1 პომიდორი. ვაშლის რაოდენობა შეუძღუდავია. აირჩიეთ მხოლოდ ტკბილი ჯიშები: მჟავე ვაშლი ხანგრძლივი დიეტებისთვის არ გამოდგება. არ გამოიყენოთ ეს დიეტა, თუ კუჭის ან ნაწლავური პრობლემები გაქვთ. ვაშლი გასახდომი დიეტის იდეალური ფონია. მასში ვიტამინები, მიკროელემენტები და ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭმლის მონელებას უწყობენ ხელს. მაგრამ ვაშლი არ ანაყრებს, პირიქით, შიმშილის გრძნობას ამძაფრებს. ამიტომ არის ვაშლის დიეტა რთული და სწორედ ამიტომ გთავაზობთ მის შედარებით სრულყოფილ რამდენიმე ვარიანტს.დაკლება ინდივიდუალურია,მაგრამ საკმაოდ იკლებთ. ni ნანახია 32068-ჯერ
კომენტარის დამატება:კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.კომენტარები(13):
|