Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 15995-ჯერ

წინარემენსტრუაციულ პერიოდში დიეტურად უნდა იკვებოთ. ამისთვის შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
 
გაიმდიდრეთ მენიუ საკვებით, რომელშიც უხვად არის B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი და მაგნიუმი. B6 ვიტამინს შეიცავს ხორცი, ღვიძლი, თირკმელები, წიწიბურა, ქერი, კალციუმით მდიდარია რძე და რძის ნაწარმი, მაგნიუმი კი მწვანეფოთლოვან ბოსტნეულში, პარკოსნებში, თხილსა და ნიგოზში მოიპოვება (მისი მარაგს პრეპარატი მაგიტრონიც შეგივსებთ).
 
მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული. ამ პერიოდში განსაკუთრებით გარგებთ სალათა, კამა, პომიდორი, ციტრუსი, ნესვი, საზამთრო. სითხით გაჯერებული ხილისა და ბოსტნეულის ჭარბ მიღებას მხოლოდ მაშინ ერიდეთ, თუ წმს-ის დროს შეშუპება გაწუხებთ.
 
მენსტრუაციის წინა პერიოდში სხეულის მასის მატება უპირატესად ორგანიზმში სითხის შეკავების ბრალია. როგორც გითხარით, ასეთ დროს სითხით დატვირთვას უნდა ერიდოთ, შეშუპების მოხსნაში კი ბუნებრივი საშუალებები: ჭინჭრის, ანისულის, კამის, არყის ხის ფოთლის ნაყენი - დაიხმარეთ.
 
გაითვალისწინეთ: როცა ორგანიზმი სითხეს გაძლიერებულად კარგავს (სწორედ ეს არის შარდმდენების დანიშნულება), აუცილებელია კალიუმის მარაგის შევსება. ამ ელემენტს უხვად შეიცავს ბანანი, ლეღვი, ქიშმიში და გარგარის ჩირი.
 
მართალია, ბევრი წყლის სმა წმს-ის დროს რეკომენდებული არ არის, მაგრამ არც ორგანიზმის გამოფიტვაა სასურველი. უმჯობესია, დამამშვიდებელი (კატაბალახას, პიტნის, მოცვისა და მარწყვის) ნაყენები სვათ. მარგებელია ხილის ახალგამოწურული წვენიც. რაც შეეხება გაზიან სასმელებს, მათგან თავის შეკავება მოგიწევთ.
 
არსებობს სურსათი, რომელიც გუნების გამოკეთებაში დაგვეხმარება. მაგალითად, შოკოლადი, ნაყინი, საზოგადოდ, ტკბილეული. სწორედ ამგვარ საკვებს ითხოვს ორგანიზმი კრიტიკული დღეების დადგომამდე მცირე ხნით ადრე. ალბათ თავადაც ხვდებით, რომ კუჭის ტკბილეულით განებივრება კარგს არაფერს მოგიტანთ, მაგრამ არც ცხვირჩამოშვებული ჯდომაა მაინცდამაინც სასიამოვნო. ისღა დაგრჩენიათ, ოქროს შუალედი იპოვოთ და ნუგბარით ერთობ ზომიერად ჩაიტკბარუნოთ პირი. მაგალითად, შეგიძლიათ, ჭამის შემდეგ შოკოლადის პატარა ნატეხი მიირთვათ. ვიმეორებთ: ნატეხი და არა მთელი ფილა, თანაც ჭამის შემდეგ და არა სადილის ნაცვლად. ერიდეთ იოლად ასათვისებელ ნახშირწყლებს (შაქარს, ნამცხვრებს, ნაყინს).
 
ნახშირწყლებზე სულმთლად უარის თქმაც არ ივარგებს - ამით ორგანიზმს მხოლოდ ზიანს თუ მიაყენებთ. ნახშირწყლების ძირითადი წყარო ხილია, თუმცა ბრინჯში, კარტოფილსა და უხეშად ნაფქვი ხორბლის პურშიც მოიპოვება. გაითვალისწინეთ: ცილოვან საკვებთან ერთად მათი მიღება სასურველი არ არის. იმ დროს, როდესაც ნახშირწყლები სეროტონინის (ეს ის ნივთიერებაა, რომელიც ამაღლებულ განწყობას გვიქმნის) გამომუშავებას უწყობს ხელს, ცილები, პირიქით, აფერხებს მის სინთეზს. ასე რომ, კარტოფილი კეტჩუპით ნებადართულია, ხორციან კარტოფილს კი უმჯობესია ვერიდოთ.
 
განწყობას აგიმაღლებთ თევზიც. მასში უხვად არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც მხოლოდ დადებით ემოციას კი არ მოგანიჭებთ, ამავე დროს დისკომფორტსაც (თავის ტკივილი, ტკივილისა და ქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში და ა.შ.) მოგიხსნით და გულის რიტმის აღდგენაშიც დაგეხმარებათ. განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელიც ორაგულში, კალმახში, თინუსში, სარდინსა და ქაშაყში მოიპოვება.
 
თუ წინარემენსტრუაციული სინდრომის დროს შეშუპებას უჩივით, გირჩევთ, მოერიდოთ მარილიან საკვებს და ჭარბ ტკბილეულს - ისინი ორგანიზმში სითხის შეკავებას უწყობენ ხელს.

takooo
ნანახია 15995-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(10):

25.09.18 20:31 sesxebi
sesxebi swrafi sesxis ageba სესხები უპროცენტო 24/7
https://uprocentosesxebi.com
23.09.18 20:15 Anamarye
Mენსტრუაციუოი ციკლი გადამიცდა Dა დახლოებიტ 3 4’კილო მოვიმატე რახდება Vინმე გამარკვევტ?
06.05.15 02:09 mariam0
დილამშვიდობის გოგონებო.ბედნიერივარ ეს საიტი რომ არსებობს და რომ აღმოვაჩინე.მოკლედ მე წონაში საგრძნობლად ვიმატებ როცა გადამიცდება მენსტრუალური პერიოდის დრო. 21 წლის ვარ ქმარი მყავს. სულ მგონიარომ დარჩენილივარ მაგრამ 3_4დგის მერე იწყება. მერე ადვილად ვიკლებ. მალე ვსუქდები და მალე ვიმატებ. ეხლა ერთი დიეტა შევარჩიე. ხვალიდან ვიწყებ . 3დღეში 5კგს დაკლება. რამდენად გაამართლებს არვიცი.
11.10.13 16:25 bebuna
ამ პერიოდში არასდროს არ ვიწონებიი, ხან შეიძლება 3კგ-ტი მეტი მაჩვენოს სასწორმა...ასე როოომ გაითვალისწინეეთ :)))
06.08.13 05:31 batubatu
მაგ დროს ტკბილეული მინდება, სულ შიმშილის გზნობა მაწუხებს, შეშუპება მაწუხებს საშინლად.
02.11.10 12:55 nini 25
ერთი შეკითხვა მაქვს,თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ.გუშინ დავიწყე დოლინას კეფირის დიეტა.დაემთხვა ისე,რომ გუშინ დილას დამეწყო,მენსტრუაციული პერიოდი. თუ ექნება შედეგი,იმიტომ რომ მითხრეს ამ დროს,დაკლება შეუძლებელია და ბოლოს შედეგი არ გექნებაო..:((( როგორ მირჩევთ გავაგრძელო,მაინც დიეტა???
12.09.10 15:22 ilonailona
Aმ დროს ყველზედ მეკეტება ხოლმე :D
11.07.10 01:30 marischa
მე შოკოლადიი და ტკბილიი მინდება ეგრევეეე
10.07.10 21:53 safina
მაგ დროს ხორცზე ვგიჯდები .ხორცის ჭამას რო დავიწყებ ხოლმე დედაჩემი ეგრევე ხვდება რო რთული ჟამი მიდგას :D:D:
18.05.10 19:43 meliko.m
უი მე მაგ დროს ვიკლებ :D
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია