Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111536 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 
 
ნანახია 16728-ჯერ
2-3 ზედმეტი კილოგრამის მოშორებას ებრაული დიეტა შეძლებს. მისი პრინციპია, ჩვეულებრივი რაციონიდან პროდუქტები არ ამოიღოს და ისინი სხვა პროდუქტებით არ ჩაანაცვლოს.

ამის ნაცვლად, ებრაელი დიეტოლოგები რაციონალურად კვებას გვირჩევენ და დასძენენ, რომ პროდუქტების თავსებადობის წესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ.

წყურვილის მოკვლა მხოლოდ გაფილტრული ან ანადუღარი წყლით შეიძლება.

* * *
უზმოზე (I საუზმის წინ) უნდა დალიოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი - ჩაის კოვზით, ან სუფრის კოვზით. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ 1 ჭიქა ნებისმიერი სახის იოგურტი, კეფირი ან მაწონი მიითვით.

I საუზმე
ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი. ერთი ულუფა ფაფა (შვრიის, წიწიბურას), ცოტა მოხარშული სიმინდი ან ბარდა.
ორ დღეში ერთხელ, საუზმეზე ნებადართულია 1 მოხარშული კვერცხის ჭამა. საუზმის ბოლოს მწვანე ან შავი ჩაის დამატებაც შეიძლება.

II საუზმე
200-300 გრ. ნებისმიერი ხილი, შეარჩიეთ ისეთი, რომელიც ძალიან ტკბილი არაა.

სადილი
ცოცხალი ან მოხარშული ბოსტნეულის სალათი – მაგალითად , ვინეგრეტი.
ბოსტნეულის წვნიანი ან ბორშჩი, ასევე პატარა ნაჭერი მოხარშული ხორცი ან თევზი, რამდენიმე მცირე ზომის ან 1 დიდი ნაჭერი შავი პური.

დესერტად - შემწვარი ვაშლი.

სამხარი
300 გრ. არც ისე ტკბილი ნებისმიერი ხილი.

ვახშამი
1 ჭიქა ნებისმიერი იოგურტი ან მაწონი;

ხილის ნარევი: გამხმარი ფინიკი, ლეღვი, შავი ქლიავი და ნიგოზი (ბლენდერში შეურიეთ ერთმანეთს). ასეთი მარგებელი ნარევი კუჭისა და ნაწლავებისთვის მისწრებაა. თანაც შეგიძლიათ, ჩაისთან ერთად მიირთვით

rusalka
ნანახია 16728-ჯერ
 

კომენტარის დამატება:

კომენტარის დასამატებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და შემოხვიდეთ სისტემაში.
 

კომენტარები(6):

24.11.10 20:27 zauri
უპრეცენდენტო შემოტავაზება GOLD GENERAL-ისგან minda shemogtavazot mxolod supta iaponuri teqnika,romelsac patenti ar aqvs,
xarisxze asi procentit vagebt pasuxs,moqmedebs OR WLIANI sruli sagarnio momsaxureoba, rac imas nishnavs rom, nebismi
r shemtxvevashi shegicvlit produqts tundac teqnikas daazianebs magali deni,msgavsi momsaxureba arcert kompanias ar
aqvs dgesdgeobit.da kide,moqmedebs uprocento ganvadeba.tu dainteresdebit momweret da konkretulad gagacnobt yvelanair
pirobas.winaswar madloba, არ ინანებთ,დაწვრილებით 871-802-808
16.05.10 16:50 pikria_5
სხეულის კორექცია,წონაში დაკლება,ცელულიტის დაშლა (სპეციალური აპარატით უმტკივნეულოდ)გარანტიით!!!კანის და მოდუნებული კუნთის გამკვრივება,სტრიები,მასაჟი თაფლით,ვაკუუმით,შოკოლადით,ანტიცელულიტური კრემებით, ტალახით,კლასიკური ვარჯიშებით,სწორი კვების შერჩევით,მობ.858108986.ტელ.398248
14.09.09 17:03 glamour
გოგოებო 10 კილოს დაკლებ მინდა დრო მაქ 10-12 დგე და აუუუუუუუუუუ ვინმემ რამე თუ იცით დამიწერეთ რააა......... :(((
16.08.09 00:48 Rikky
:D:D:D იმდენი ხილია, მგონი, მართლა გაგასუქებს ეს :D
08.08.09 17:18 rusalka-rusalka1
მე ამ დიეტით დაკლების ნაცვლად გავსუქდიიიიიიიი
02.08.09 21:07 NinUca93
და რამდენ დგეშია შესაძლებელი ამ დიეტით დაკლება???
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია