ვეგანი/ვეგეტარიანელი
ეს არამხოლოდ კვების რაციონია, ეს სულიერი მდგომარეობაა

|
|
balerina333
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:01 Feb'16
|
24 May 2016, 15:03
გამარჯობა, მივედი იმ აზრამდე, რომ აღარ მინდა ცხოველები ასე გამოვარჩიო, ზოგიც მივირთვა, ზოგს კი ვეფერო, ან ტანზე შემოვიგდო.
ჰოდა ვეგანი ვხდები ( ვეგანი და არა ვეგეტარიანელი, რადგან ამ ეტაპზე ჩემი ორგანიზმისთის რძის პროდუქტები არ არის მიზანშეწონილი, რეალურად ვეგეტარიანელობის მომხრე ვარ)
ვიცი წინ ძალიან რთული გზა მელის, ფსიქიკურად/შინაგანად/სულიერად გაცნობიერებული მაქს ყველაფერი, რატომ და რისთვის ვდგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ ბევრი მანე ჩვევის დავიწყება/აკრძალვა გამიჭირდება და ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენ გამამხნევებთ. მე კი შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი წინსვლა და თუ როგორ გავივლი ამ გზას.
ჰო, რადგან ეს დიეტის საიტია. ჩემი წონის და ცხიმის ცვლილებებსაც აუცილებლად შეგატყობინებთ! თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ამას დიეტისთვის არ ვაკეთებ.
მოკლედ, დასაწყისისთვის გეტყვით იმას, რომ ბალერინა ვარ და ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა მაქვს, ვნახოთ რა გალენას იქონიებს ვეგანური ცხორება ჩემს სხეულზე...
მე ორგანიზმის გაწმენდის იმედი მაქვს <3 როგორც ამბობენ, ვერ იქნები სუფთა გარედან, თუ შიგნით ცხოველის გვამი გაქვს..
წარმატებები მისურვეთ <3
|

|