|
sofo77
ჯგუფი: User
წერილები:148
რეგისტრ.:08 Oct'09
|
21 Apr 2014, 01:25
გამარჯობათ , მე სოფო ვარ,უკვე დიდი ხანია ფსიქოლოგიურად ვემზადები ამ პროექტის დასაწყებად,თუმცა გადავწყვიტე რომ ეს აღდგომის შემდეგ დამეწყო.რატომ მაინც და მაინც აღდგომა? პასუხი ზოგადია,აღდგომა ჩემთვის უდიდესი დრესასწაულია ,რატომღაც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს,ეს ხომ განახლებას ახალ სხეულში გადასვლას ნიშნავს.რა შუაშია ეს ყველაფერი შაქართან?
თანდათან მივედი იმ დასკვნამდე რომ შაქარი კლავს ადამიანს,დრო გადის და მასზე დამოკიდებულება უფრო და უფრო იზრდება.
მე ვარ საშინელი ტკბილის მოყვარული,ვიცი რომ ეს გადაწყვეტილება არც ისე ადვილი იქნება ჩემთვის.თუმცა ჩემს ძალებში 100 % დარწმუნებული ვარ და თუ ვიტყვი არას ,ვიცი რომ არც ერთი ტკბილეულისკენ გახედვაც აღარ მომინდება.
შევეცდები რომ აქ შემოვიდე და ჩემი წარმატებების შესახებ მოგიყვეთ,თუმცა ვიცი რომ არც ისე ადვილია ,მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში სადაც ამჟამად ცხოვრება მიწევს,ყველაფერი შაქრითაა გაჯერებული.პურის შემადგენლბა რომ წაიკითხოთ სავსეა უამრავი დანამატებით და მათ შორის რაფინირებული შაქრით.
ბევრი სპეციალისტი შაქარს უკვე უცხადებს ბრძოლას და ტკბილ სიკვდილადაც კი მოიხსენიებს. თუმცა ორგანიზმს ჭირდება შაქარი ,გლუკოზა ჭირდება ტვინს,თუმცა ეს თავისუფლად შემიძლია მივიღო თაფლიდან და ხილიდან.ადამიანის ორგანიზმს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი ხელოვნური საკვები,კუჭი თურმე ამუშავებს ყველაფერს ,შეიძლება რკინასაც კი,თუმცა რამდენად საჭიროა ამ ყველაფრის მიღება ეს კიდევ ცალკე თემაა.
ამ ეტაპზე არ მაქვს ბლოგი,თუმცა დიდი სიამოვნებით ბლოგსაც გავხსნიდი გარკვეული წარმატების მიღწევის შემთხვევაში. ჯერ- ჯერობით ამ თემაში დავპოსტავ ხოლმე.
ბევრი ადამიანი ახორციელებს ამ პროექტს ევროპაში,ისინი ამბობენ რომ გახდნენ უფრო მეტად ენერგიულები,აღარ აწუხებთ შიმშილის შემოტევები და მათი სახის კანი უკეთესობისკენ შეიცვალა. ვნახოთ ყველაფერი წინ არის.
ძალიან გამიხარდება თქვენი კომენტარები,რჩევები,თუ არ დაიზარებთ და მომწერთ. მე ხშირად დავწერ ჩემი პროექტის შესახებ.
ყველას მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ.
|