|
სტატისტიკა
- - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
- - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
|
| ფორუმი
ფორუმი/სხვადასხვა/რჩევები როგორ მოვიცილოთ ზედმეტი კილოგრამები
რჩევები როგორ მოვიცილოთ ზედმეტი კილოგრამები
დავეხმაროთ ერთმანეთს სიმსუქნესთან ბრძოლაში
 |
1 |
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
17 Jun 2010, 13:32
აქ ხშირად შევხვედრივარ დიეტოლოგების თუ ენდოკრინოლოგების პოსტებს რომლებიც რეკლამას უკეთებენ საკუთარ თავს თუ როგორ ახდენენ სასწაულებს და სწრაფად და ეფექტურად აკლებინებენ თავიანთ პაციენტებს ჭარბ წონას,აგრეთვე იმ ადამინების ნაწერს რომლებმაც თვეში 15 კილო დაიკლეს მარტივი და ადვილი დიეტით მაგრამ რატომღაც დიეტას სასტიკად ასაიდუმლებენ და კითხვებზე როგორ მოახერხეს ეს ბუნდოვნად ან საერთოდ არ პასუხობენ...თავად ვიყავი რა ჭარბი წონის მატარებელი სულ ახლო წარსულში და თითოეული ადამიანის გულისტკივილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ძალიან ნაცნობი და მტკივნეულია ჩემთვის გადავწყვიტე გამეკეთებინა ეს თემა სადაც ადამიანები რეალურ რჩევებს მისცემენ და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს...მოვუწოდებ დიეტოლოგებს,ექიმებს,ყველა ადამიანს ვისაც ჰქონია ეს პრობლემა ან იცის როგორ შეებრძოლოს სიმსუქნეს დაწერეთ თქვენი რჩევები,ეს ნამდვილად დაეხმარება ამ საიტის მომხმარებლებს,მადლობა წინასწარ,ანუკი
|
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
17 Jun 2010, 13:40
ესეიგი თავად მე 4 თვის უკან ვიყავი 75 კილო..სიმაღლეში 1.70 ვარ,ამ 4 თვის განმავლობაში ვარჯიშობდი აქტიურად,ვერიდებოდი ტკბილს,ცხიმიან და შემწვარ საკვებს და ცომეულს,არ ვჭამდი ღამით,ეხლა ვარ 63 კილო და კვლავ ვაგრძელებ კლების პროცესს,ჩემი გამოცდილებიდან გირჩევთ რომ ნელ-ნელა დაკლება უფრო ეფექტური და კარგია ვიდრე ერთ კვირაში 5 კილოს დაკლება,სწრაფად კლებით შედეგს ვერასდროს შეინარჩუნებთ..
|
|
მარუსინკა
ჯგუფი: User
წერილები:9
რეგისტრ.:06 Nov'09
|
17 Jun 2010, 16:41
გეთანხმები 100%, მეც ვვარჯიშობ 5 დღეა და ე.წ 18 საათიანს ვაკეთებ, მაგრამ ხან 24 საათიანი უფრო გამომდის 1 კგ ისე დავიკელი უმტკივნეულოდ,არაფერი ამიკრძალავს, თუმცა იმის მესამედს ვჭამ რასაც აქამდე, განა იმიტომ რომ არ მინდა, უბრალოდ მეტი არ მშია, მერე მამძიმებს და ვცდილობ გავარჩიო შიმშილ სურვილისაგან.
|
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
18 Jun 2010, 12:32
ლიმნიანი წყალიც ძალიან კარგია,ცხიმებს წვავს,ჭიქაში ჩააწურეთ ლიმონი,დაასხით წყალი და დალიეთ,მე დღეში სამჯერ მაინც ვსვავ
|
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
27 Jun 2010, 14:22
დღეიდან ლიმნიან წყალზე და უშაქრო მწვანე ჩაიზე ვარ...ორი ან სამი დღე მინდა გავაკეთო,ორგანიზმსაც გაწმენდს და წონაშიც დავიკლებ..მსურველებს შეუძლიათ შემომიერთდნენ )))
|
|
DAVID
ჯგუფი: User
წერილები:24
რეგისტრ.:17 Apr'10
|
27 Jun 2010, 15:12
კეე 10 დღეში 8 კილო დავიკელი და არ მივმსკდარვარ საჭმელთან და არაფერიც არ მომიმატია.. ისევ ვაგრძელებ დიეტური საჭმელის ჭამას და არაფერს არ ვიმატებ...
|
 |
1 |
|