Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 

ფორუმი/სხვადასხვა/ნული დიეტა

ნული დიეტა

მთელი დღე არაფერს ჭამ.იღებ მხლოდ წყალს ,უშაქრო ყავას.ბალახეულ ჩაის.3 ლიტრამდე სითხეს.
| 1 | 2 |
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
08 Jun 2010, 11:47
ამ დიეტას ნულოვანი დიეტა ქვია,მგონი სწორად გადავთარგმნე. ვაკეთებ სანამდეც გავძლებ,იქნება 1 დღე 3 დღე თუ ერთი კვირა.ორგანიზმი მთლიანად იწმინდება ტოკსინებისა და შლაკებისაგან. იკარგება დიდი რაოდენობით წყალი სხეულიდან და ასევე კუნთოვანი მასა.ეს უკანასკნელი რომ არ დავკარგოთ ამისათვის საჭიროა ვარჯიში,მაგრამ იმდენი და იმდენ ხანს რომ ორგანიზმი არ გადაიტვირთოს და თავი კომფორტულად რომ ვიგრძნოთ. დიეტის დაცვისას საჭიროა დიდი ნებისყოფა,მოთმინება,იმაზე ფიქრის შეწყვეტა ვაიმე რა მეშველება,რაიმე რომ მომივიდეს.არაფერი მოგივათ რამდენიმე დღე,იმიტომ რომ ორგანიზმს იმდენი კალოერიები აქვს მიღებული შოკოლადებიდან,ცომეულიდან და რა ვიცი კიდევ რამდენი რამიდან,რომ თვითონ იკვებავს თავის თავს.(მგონი გასაგებად ვწერ)

დიეტის დიდი მინუსი ისაა რომ იწვევს საშინელ თავის ტკივილს,რომელიც მერე თანდათან იწყებს გაჩერებას,ეს პერიოდი ყველაზე კრიტიკულია და ამას უნდა გაუძლოთ. ცხიმის დაწვას კი ჩვენი სხეული 1 კვირის შიმშილის შემდეგ იწყებს. დიეტის დაცვისას უნდა მოერიდოთ ყოველგვარ ფიზიკურ მუშაობას,იწვევას დაღლილობას და სასურველია რომ იწვეთ. ვის უნდა შემომიერთდით.დღეს 1 დღეა ,ყოველ დღე შემოვალ და დავპოსტავ ჩემს განწყობას და შედეგებსაც. არაა ცუდი დიეტა,ნუ ვისაც ნებისყოფა არ გიღალატებთ ,შემომიერთდით.დიეტის დამთავრებისას მაშინვე საჭმელზე გადასვლა აკრძალულია,ეს უნდა მოხდეს ნელა ნელა ეტაპობრივად,სასურველია თავიდან თუ მოხარშულ ,უმარილო ბოსტნეულს მიიღებთ ,ისიც მცირე რაოდენობით,უმჯობესია თუ თავიდან 18 საათიან შუალედს დაიცავთ,შემდეგ საღამოობით არაფერს შეჭამთ,ეს დაკარგული კილოგრამების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ მეთოდთან დაკავშირებით,მე ამას არ ვარქმევ პოლ ბრეგს და ასე შემდეგ,ეხლა მართლმადიდებლური მრევლი მარხვაზეა.ამ მეთოდის დროს სასურველია ლოცვა,(ნუ ეს ისედაც სასურველია ყველამ იცით) ამით სულიც იწმინდება და სხეულიც.მე ასე ვაპირებ .....
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
08 Jun 2010, 11:52
ხო კიდევ ერთი დამავიწყდა რომ ამ დროს ვიღებ ვიტამინებს ,არის საგანგებოთ ვიტამინი რომელიც ამაგრებს ძვალს,ფრჩხილებს,თმას,2 აბს ვსვავ დღეში
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
08 Jun 2010, 20:08
მოკლედ პირველმა დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა.იმდენად სასიამოვნო ამბავი გავიგე ,რომ სულ გადამავიწყდა ჭამა და საერთოდ აღარ მომშიებია.მალე დეიდა გავხდები.,საოცრად მიხარია,თანაც თუ ყველაფერი კარგად წავიდა ჩემი მომავალი დისშვილი 10 კილოგრამით ნაკლებს გამიცნობსნუ ეს ოცნებაა.ჯერ მანამდე შორს ვარ.65 კილოგრამიდან დავიწყე და ვნახოთ,შედეგებს დავწერ,იმედი მაქვს რომ გამამხნევებთ
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
08 Jun 2010, 21:08
სალომე რა კარგია რომ დღეს აქ შემოვედი და შენი პოსტები წავიკითხე,ხვალიდან მეც მაგის მსგავს დიეტას ვიწყებ და მოხალისეს ვეძებდი,მემგონი გამიმართლა შენ რომ გიპოვე..მე 66 კილო ვარ და 60 კილო მინდა((ხვალიდან მარტო ლიმნიან წყალზე და მწვანე ჩაიზე გადავდივარ,იქამდე გავაკეთებ სანამდეც შევძლებ.მოკლედ შემოვალ და დავწერ ხოლმე შედეგებს
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
08 Jun 2010, 21:19
ხვალ პირველი დღე იქნება და ვიცი ძალიან გამიჭირდება მაგრამ კუჭს უნდა ვაჯობო,ეს 6 კილო როგორმე უნდა დავიკლო
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
08 Jun 2010, 23:59
ანუკი ძალიან მიხარია შენი გამოჩენა,მე მეგონა რომ დღეს მოვკვდებოდი შიმშილით და თავის ტკივილიც მომკლავდა,ყველაფერი პირიქითაა,განწყობა არაჩვეულებრივია,ხანდახან სისუსტეს ვგრძნობ ,მაგრამ არაუშავს.ვნახოთ მომდევნო დღეებში რა იქნება. ანუკი გთხოვ ყოველდღე შემოდი და დაპოსტე ხოლმე შენი განწყობა და შედეგები.გელოდები.....



პ.ს 6 კილო მინიმუმი და 10 კილო მაქსიმუმის დაკლება მინდა.ისის მოვიფიქრე თუ შემდეგ როგორ გავაგრძელო კვება,როცა ამ დიეტას შევწყვიტავ,ძირითადად მოხარშული ბოსტნეულით და უმარილო სუფებით ვაპირებ კვებას და 6 საათის შემდეგ აღარაფერს აღარ შევჭამ.ეს იქნება და ეს...
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
09 Jun 2010, 16:30
მეორე დღეა რაც ამ დიეტას ვიცავ.სიმპტომები ბუნებრივია რაც მქონდა წაკითხული,დაღლილობა,თუმცა არაა გასაკვირი,რადგან დღეს საჭეს ვუჯექი მთელი დღე და 300 კილომეტრი გავიარე.მე უფრო მგზავრობას ვაბრალებ,ვიდრე დიეტას.რადგან ორგანიზმს იმდენი რეზერვი გააჩნია,რომ ჯერ ჯერობით თავს ირჩენს))))) ეს ხუმრობით რათქმა უნდა. ისე თავს ისე ვგრძნობ,ნასვამი რომ იქნები და როდის მიხვალ საწოლთან და ძილს როდის მიეცემი,აი დაახლოებით ეგრე.თუმცა დღეს სასწორზე შევდექი და კილონახევრით ნაკლები მიჩვენა.მართალია ეს მხოლოდ წყლის დაკარგვის ხარჯზე მოხდა,მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ,რამდენ ზიანს ვაყენებთ თურმე ჩვენს ორგანიზმს გემრიელი რაღაც რაღაცეები მირთმევით. განწყობა ნორმალურია,თუმცა გუშინდელ დღეს ვერ შევადარებ.მაგრამ პირობას გაძლევთ რომ არ დავარღვევ,თანაც ფორუმელების გარდა არავინ არ იცის ,რომ ვშიმშილობ.ვარ ჩემთვის წყნარად,რაც ყველაზე მეტად მომწონს,ისაა რომ ნელი გავხდი,ნელა ნელა ვაკეთებ ყველაფერს,ისე საერთო ძაან ჩქარი და ენერგიული ვარ. ვიცი 55 კილო გავხდები მალე.მერე კი შენარჩუნებისათვის ვიბრძოლებ,არ გეგონოთ თავი მომძულებია,ან ბულემია მინდა დავიმართო.,გააზრებულად ვაკეთებ და ვფიქრობ რომ ამით ჩემს ორგანიზმსაც გავიწმინდავ და წონაშიდაც დავიკლებ.
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
09 Jun 2010, 19:35
სალომე ძალიან მიხარია შენი წარმეტება,ეგრე გააგრძელე და შედეგიც გექნება..მე სამწუხაროდ დღეს დაწყება ვერ მოვახერხე,მაგრამ ხვალიდან ქვეყანაც რომ დაინგრეს მაინც დავიწყებ)შენ დაწერე ზუსტად როგორ აკეთებ და რას იღებ დღის განმავლობასი?
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
10 Jun 2010, 13:28
დღეს პირველი დღე მაქვს,ჯერჯერობით კარგად ვარ))სალომე შენ რას შვები?
DAVID
ჯგუფი: User
წერილები:24
რეგისტრ.:17 Apr'10
10 Jun 2010, 15:58
ეს რაც წერია ყველაფერი უნდა დავლიო?? ყავა ჩაი და 3 ლიტრა სითხე??/ ამდენს რა დამალევინებს?/..



ისე კი ვფიქრობ რო რო მორჩები და ჭამას როგორც კი დაიწყებ კარგად აიკრიფავ კილოებს
demetre
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:10 Jun'10
10 Jun 2010, 16:42
მე მაქვს დაცული ეგ დიეტა 10 დღე 17 კილო დავიკელი და მთელი წელი შევინარჩუნე. წარმატებები
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
10 Jun 2010, 18:28
გეხვეწებით მითხარით ამ დიეტით 3 დღეში რამდენს დავიკლებ?
sopi
ჯგუფი: User
წერილები:19
რეგისტრ.:18 Feb'09
10 Jun 2010, 21:11
აუ ეს მართალია? 10დღე როგორ უნდა გაძლო მარტო წყალზე აი ვერ ვხვდები მართლა,1-2დღე ჯანდაბას და მერე დამშეული ისე მივასკდები საჭმელს... რა ვიცი, ვისაც შეგიძლიათ წარმატებები.
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
10 Jun 2010, 21:58
მოკლედ 3 დღეში კილონახევრიდან 2 კილომდე დავიკელი,მეტი ვერა.გაძლება არც ისე ადვილია,იწვევს საშინელ სისუსტეს,ამიტომ ხვალიდან გადავდივარ მოხარშული ბოსტნეულის ჭამაზე ,ისიც ძალიან ცოტა,იმიტომ რომ ამდენი შიმშილის შემდეგ ორგანიზმი შოკს მიღებს,შიმშილობას კი კვირაში 1 დღე აუცილებლად გავაკეთებ,დღეს ისე მსუბუქად ვგრძნობ თავს მგონია გავფრინდები.ცუდი არაა მაგრამ დღეები რომ ერთმანეთს მიაბა ეს უკვე მაზოხიზმი იქნება,ბევრი ინარჩუნებს კიდეც დაკლებულ კილოებს,მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისევ იმატებენ,მოფრთხილება და დისციპლინა უნდა ,მე ვვარჯიშობდი და ცეკვაზე დავდიოდი მთელი ეს დღეები.კუნთის მასა არ უნდა დაკარგოთ ,ამიტომ სულ მოძრაობაში უნდა იყოთ,ზოგი წევს და ძინავს,ესეც ინდივიდუალურია
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
10 Jun 2010, 22:44
მე 3 დღის მერე ცილოვანი დიეტის გაკეთებას ვაპირებ და ხომ არ გამასუქებს?ან რა უნდა ვჭამო ამ დიეტის მერე?
demetre
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:10 Jun'10
11 Jun 2010, 01:32
5 დღის მერე აგარც გშია
demetre
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:10 Jun'10
11 Jun 2010, 01:33
როგორც წესი 30-40 დღეს შიმშილობენ
demetre
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:10 Jun'10
11 Jun 2010, 01:36
ამბობენ, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც იწმინდებიო და ქრისტეს მაგალთი მოყავთ უდაბნოში 40 დღე და ღამე, რომ იშიმშილა
salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
11 Jun 2010, 10:10
დემეტრე კი გეთანხმები,ეს მეთოდი საერთოდ უნიკალურია,იწმინდება ორგანიზმი ,სისხლი პირველ რიგში,მგონი ტვინიც)) მოკლედ არაჩვეულებრივია,თუმცა ქრსტიანული მარხვის პრინციპისაგან განსხვავებული,მოძღვრები უარყოფენ შიმშილობის მომენტს და მარხვისკეენ მოგვიწოდებენ,მაგრამ ჩვენში დარჩეს და ჩემი აზრით სულ ეშმაკისეულები ელანდებათ ბევრ განსხვავებულ საკითხებში. 3 დღის შიმშილმა რა მიქნა და 40 დღე რო ვიშიმშილო წარმომიდგენია,რა კარგად ვიქნები,თუმცა გოგონები გაუფრთხილდით ხანგრძლივ შიმშილობას,ყველაფერი ინდივიდუალურია და შეიძლება ნივთიერებეთა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს და მერე საშინლად მოიმატოთ.1 დღე კვირაში მე ყოველთვის უნდა გავაკეთო 24 საათიანი შიმშილობა,ესე უფრო კარგად გავიწმინდავ ორგანიზმს და არც ფსიქოლოგიურად მოვიშლები.მე სამშაბათი დღე ავიღე,ასე რომ სამშაბათს ისევ ვშიმშილობ
ia janiaSvili
ჯგუფი: User
წერილები:1
რეგისტრ.:14 Sep'09
11 Jun 2010, 16:17
მოგესალმებით, სალომე თქვენი შემართბებით მოხიბლული ვარ.მსგავსი დიეტით მეც მაქვს 9 კილო დაკლებული ერთ კვირაში, თუმცა ბოლო დღეს გული წამივიდა, ვფიქრობ დიდი ხნის შიმშილი ორგანიზმს ანგრევს, ეცადეთ რამე ისეთი დიეტა შეარჩიოთ რომ თავი არ იწამოთ, წარმატებებს გისურვებთ

salome31
ჯგუფი: User
წერილები:18
რეგისტრ.:19 Feb'09
11 Jun 2010, 17:10
მოკლედ გადავედი ჯანსაღი ცხოვრების წესზე,დილით ჰერკულესის ფაფა,ისიც ვაშლთან ერთად ,მარტო წყალზე მოხარშული,არც მარილი არც შაქარი.სადილად სალათი კიტრისა და პომიდორის,ან სალათის ფურცლებისაგან დამზადებული.დღეს ოსპიც კი მოვხარშე,გემრიელიცაა და დიდხანს არ გაშიებს,ცხოვრებაში პირველად ვჭამე.ნორმალური გემო აქვს,ლობიოს ჯობია და თურმე კანისათვის არის ძალიან კარგი.მერე ხილის სალათი და საღამოს 6 საათისათვის ისევ რაიმე ხილი.საღამოს 45 წუთიანი ვარჯიშI,თუმცა რამდენი ხანია ვვარჯიშობ ალბათ უკვე 1 წელი იქნება,მაგრამ კვებას ვერ იქნა და ვერ მივაქციე ყურადღება,ამიტომაც ვერაფერს ვიკლებდი.ასეთი კვების რეჟიმით ვაპირებ გავაგრძელო 1 თვე ,მანამდე არ ვიწონები,შედეგს 1 თვის შემდეგ დავწერ.ძალიან შემართებით ვარ,თანაც დღეს ენდოკრინოლოგთან გავიკეთე გამოკვლევა და შედეგი 2 კვირის შემდეგ იქნება,მინდოდა ჩიყვი გამომერიცხა,ეჭვი მაქვს რომ მაგის გამო ვერ ვიკლებ,ვნახოD დაველოდები.მანამდე მე ასე გავაგრძელებ.მოდით რა ვინმე შემომიერთდით დაახლოებით ჩემი წონის,რომ ერთმანეთს გავუზიაროთ ხოლმე შთაბეჭდილებები.,63 და 1.64 ვარ და მინიმუმ 7 კილოს ვებრძვი))9 არავინ ხართ ჩემნაირი,გამომეხმაურეთ რა.... გკოცნით მიყვარხართ.,ხო ასაკი დამავიწყდა 32 ვარ-ასაკსაც აქვს მნიშვნელობა,30 წელს ზევით უფრო რთულია დაკლება,30 წლამდე 55 კილო ვიყავი და ცხოვრებაში დიეტა არ დამიცავს.)))
| 1 | 2 |
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია