Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 

ფორუმი/სხვადასხვა/ვიწონი ცენტნერზე მეტს და მინდა გახდომა

ვიწონი ცენტნერზე მეტს და მინდა გახდომა

| 1 |
Melo
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:26 Apr'10
26 Apr 2010, 14:28
მოგესალმებით ყველას, აქ ახალი ვარ, თუმცა კომენტარებს თვალს ვადევნებდი და ასე თუ ისე, უმეტესობას გიცნობთ. დღეს როცა სასწორზე დავდექი და აღმოვაჩინე, რომ კიდევ 2 კგ მაქვს მომატებული, ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავვარდი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისევ მოვიმატებ, რაც ძალიან ძალიან არ მინდა.

უკვე 1 წელი იქნება რაც ჩემს თავს ვებრძვი და 15 კილოზე მეტი ვერ დავიკელი. ვარ ჯანმრთელი, არაფერი მაწუხებს, ვეწევი აქტიურ ცხოვრებას.. მაგრამ ვერ ვიკლებ.

თქვენი გვერდში დგომის და რჩევების იმედი მაქვს. (ოღონდ ექიმთან წადიო არ მითხრათ, მაინც არ წავალ : ))) )

ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რომელი დიეტა დავიცვა და რა გავაკეთო.
Melo
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:26 Apr'10
28 Apr 2010, 23:42
ესეიგი თქვენი იმედიც აღარ მაქვს : ))

რამდენი ხანია ველი თქვენს გამოხმაურებას, მაგრამ..



არადა თბილისში მაინც რომ ვცხოვრობდე დარბაზში ვივლიდი ან ვირბენდი მაინც.. ან დიეტოლოგთან მივიდოდი, მაგრამ აქ ეგენი სანდოები არ არიან.



მოკლედ მადლობა და ნახვამდის. იმედია ამას ვინმე წაშლის
gvancako
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:28 Apr'10
29 Apr 2010, 10:10
მელოო იმედია ისევ შეამოწმებ ამ საიტს..მაინტერესებს რამდენი წლის ხარ? წელიწადში 15 კილო რა დიეტით დაიკელი? თუ მკაცრი დიეტა არ დაგიცვია ესეიგი კაი შედეგი გაქ.....და მკაცრს რაც შეეხება, გირჩევ გააკეთო შემდეგი: ესეიგი დავიწყეთ..... 1 დღე-7 ჭიქა თაფლიანი წყალი, 2-5ცალი მოხარშული კვერცხი, 3-2ქილა მაწონი,4-1ლიტრი რძე,5-კომბოსტოს სალათი, 6-1 ლიტრი ანანასის წვენი, 7-1კგ მოხარშული ორაგული, 8- კიტრი რაც შეიძლება ბევრი, 9,10,11 დგეებში წინა ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ამოარჩიე რაც გინდა და ის ჭამე....და ბოლოს 12 დგეს შავი შოკოლადი რამდენიც გინდა..ამ დიეტით ჩემი კლასელი ბიჭი გახდა მაგრად....იყო დღეში 12ს თუ არა 10 კგს ყველა ვარიანტში დაიკლებ დამიჯერე....აბა ეს დაიწყე და გააკეთე...შედეგი კი დამიწერე 12 დგის მერე......გულით გისურვებ წარმატებას.....
მარუსინკა
ჯგუფი: User
წერილები:9
რეგისტრ.:06 Nov'09
29 Apr 2010, 13:17
კრემლი დიეტაა ყველაზე შედეგიანი, თან ისეთი რომ შიმშილით თავს არ იკლავ კვირაში 4 კგ მდე დაიკლებ!
Melo
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:26 Apr'10
30 Apr 2010, 14:45
gvancako ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და მშვენიერი დიეტისთვის. ამ დღეებში აუცილებლად დავიწყებ და შედეგსაც შეგატყობინებთ. 25 წლის ვარ.. უამრავი დიეტა ვცადე ამ 1 წლის განმავლობაში და ცოტ-ცოტას ვიკლებდი. ზუსტად ვერ ვიტყვი რომელი დიეტა უფრო ეფექტური იყო, იმიტომ რომ თითქმის ყველა დიეტით ჯერ ვიკლებდი და მერე ისევ ვიმატებდი, საბოლოო ჯამში კი მოვახერხე 15 კგ-ს შენარჩუნება.



მარუსინკა კრემლის დიეტაც ვცადე, მაგრამ შედეგი - 0



კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის
sofia@
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:02 Nov'09
30 Apr 2010, 18:52
Melo მე გეტყვი კარგ დიეტას საღამოს 1ლიტრა წყალში გახსენი 1სუფრის კოვზი თაფლი 1სუფრის კოვზი ხსნადი ყავა 1სუფრის კოვზი არაყი დატოვე მთელი ღამე დილით მოურიე და მთელი დღე ეგ დალიე მეორე დღეს ჩვეულებრივ ჭამე მაგრამ შეეცადე 7 საათს არ გადააცილო მესამე დღეს ისევ იგივე სითხე მიიღე და ასე გააგრძელე მართლა კარგად დაიკლებ თან ივარჯიშე მე ვაკეთებდი და ძაან მაგარია
sofia@
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:02 Nov'09
30 Apr 2010, 18:53
Melo მე გეტყვი კარგ დიეტას საღამოს 1ლიტრა წყალში გახსენი 1სუფრის კოვზი თაფლი 1სუფრის კოვზი ხსნადი ყავა 1სუფრის კოვზი არაყი დატოვე მთელი ღამე დილით მოურიე და მთელი დღე ეგ დალიე,მეორე დღეს ჩვეულებრივ ჭამე მაგრამ შეეცადე 7 საათს არ გადააცილო,მესამე დღეს ისევ იგივე სითხე მიიღე და ასე გააგრძელე მართლა კარგად დაიკლებ თან ივარჯიშე მე ვაკეთებდი და ძაან მაგარია
Melo
ჯგუფი: User
წერილები:4
რეგისტრ.:26 Apr'10
30 Apr 2010, 22:48
sofia@ რამდენი დაიკელი მაგ დიეტით? საერთოდ დღეში რამდენს დავიკლებ?

sofia@
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:02 Nov'09
01 May 2010, 16:22
Melo მე ზუსტად არ მახსოვს მაგრამ კარგად 2 თვე ვიყავი და სადღაც 10-15 კილო.მე საერთოდ კარგად მაქვს დაკლებული 40კილომდე ამ დიეტის მერე ექიმთან დავდიოდი.ივარჯიშე სახლში self.ge ზე შედი და იქ ნახე სავარჯიშო ვიდეოები (ვარჯიშები წონის დასაკლებად) ძაან მაგარია და მაგის მიხედვით ივარჯიშე
baia_22
ჯგუფი: User
წერილები:5
რეგისტრ.:22 Feb'10
01 May 2010, 18:57
სიახლეე!!!!!http://mymassage.ge/ ნახეთ ყველამ!!!!!!!!
DAVID
ჯგუფი: User
წერილები:24
რეგისტრ.:17 Apr'10
02 May 2010, 12:28
და სოფია ეგ 1 ლიტრა წყალი ადუღებული უნდა იყოს თუ არააქვს მნიშვნელობა?
sofia@
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:02 Nov'09
02 May 2010, 22:06
DAVID არააქვს მნიშვნელობა
| 1 |
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია