|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 01:48
გამარჯობათ . . . მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ . . . შეიძლება ქუჩაში შევხვედრივართ, ან ერთმანეთს რეალურადაც ვიცნობთ . . . თუმცა ამას ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს . . . მთავარია რომ მე და თქვენ ერთი პრობლემა გვაერთიანებს, ჭარბი წონა . . . მოდით ერთად ჩავდგეთ ფორმაში . . . როგორ? სულ ადვილად . . . დიეტების გამოცდილება მაქვს . . . მსახიობი ვარ და ერთ დროს ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი . . . მაგრამ ბოლო 2 წლის მანძილზე პირად ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა და დეპრესიამ გამოიწვიეს ჩემი ფორმის დაკარგვა და ახლა არც მეტი და არც ნაკლები, ზუსტად 23 ზედმეტი კილოგრამის მფლობელი ვარ . . . ნუ რას ვიზამთ, უარესებიც ხდება . . . მოდით "შევიკრიბოთ" აქ და ერთმანეთს ჩვენი აზრები გავუზიაროთ . . . გავამხნევოთ ერთმანეთი და მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები . . . როდის შევიკრიბოთ? თუნდაც ხვალ, საღამოს, ზოგი ახლა ნახავს, ზოგიც მერე შემოგვიერთდება . . . ასე გავაგრძლებეთ სასურველ ფორმაში ჩადგომამდე . . . მერე სხვებს დავეხმაროთ და ასე შემდეგ . . . იცით, რომ როცა ჰოლივუდის მსახიობები დიეტას იწყებენ, აქტიურ კონსულტაციებს გადიან ფსიქოლოგებთან, მოდით ჩვენ გავხდეთ ერთმანეთის ფსიქოლოგები . . . დავწეროთ თითოეული დღის შესახებ . . . (როგორც ყველას მოგვეხსნება განსაკუთრებით მძიმეა პირველი დღეები)რაღაც ბლოგის მაგვარი გამოვა . . . საზღვარგარეთ ასე არაერთი ადამიანი აკეთებს . . . იმედია საიტის ხელმძღვანელობას საწინააღმდეგო არაფერი ექნება . . . ვწერ, მგონი სულელურადაც გამომდის და ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ არ გამომეხმაუროთ . . . ან გამომეხმაუროთ და დამცინოთ . . . თუმცა ამ უკანასკნელს უფრო ავიტან მოკლედ გელოდებით ხვალ. . . მადლობა ყველას წინასწარ . . . (ქრისტინე)
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 01:54
ახლა გადავათავლიერე, აქ თურმე უამრავი ასეთი "ჯგუფია" . . . ნუ რა ვიცი, იქნებ აქაც შემოვიდეს ვინმე . . .
|
|
durika
ჯგუფი: User
წერილები:19
რეგისტრ.:18 Mar'09
|
12 Mar 2010, 05:15
ხოო აი შემოვედი მეც მინდა გახდომა. რა არ ვცადე რო ისე ვყოფილიყავი როგორც ყველა ანუ მეჭამა ყველაფერი და არ გავსუქებულიყავი მარა ჩემ შემთხვევაში აზრი არ აქვს. მე მარტო დიეტა მშველის(გამოცდილებიდან ვიცი)ამიტომ დღეს გადავწყვიტე რო დავიწყო და სერიოზულათ მივხედო 1 წელია ისე უყურებ დღეს არა ხვალ და ასე შემდეგ. მარა დავიღალე და უკვე იმანაც დამღალა რო ყველა მეუბნება. მე ვიწყებ 14 დღიანი დიეტა როა. გამოცდილი მაქ და ვიცი რო კაია. იმედია ყველაფერი კარგათ იქნება შენც წარმატებას გისურვებ და დაწერე რომელ დიეტაზე ხარ
|
|
endi
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 13:00
ყველაფერი ესე დაიწყო გავთხოვდი და ცეკვასაც თავი დავანებე მაშინ დაიწყო ჩემს წონასთან პრობლემები ისე ვსივდებოდი ვერც ვხვდებოდი და ბოლოს უკვე შარვალი რო აგარ მეკვრებოდა თავს კიდე იმიტ ვიმშვიდებდი რო ერთი კვირა და ისევ ფორმაში ჩავდგებოდი ვირას ვირა მისდევდა და ტვე შემდეგ წელი ამას ორსულობა დაემატა სახლშო ჯდომაც.....მაგაზიებში სიარულმა და რამის შეძენამ იმდენად დამაკომპექსა რო მხოლოდ ტვალიერებით ვკმაყოფილდები და ბოლოს ტქვენი ზომა არ გვააქვს მინდა დამეხმაროტ ვაარ 70კ და172სმმინდა 10კდაკლება მაინც იქნებ მასწავლოთ ისეთი დიეტა ეს წონა მოვიცილო....ხო მარტლა ვცადე უგულავას დიეტა ვიცავდი მკაცრად გავხდი მაგრამ უარესად გამასუქა დამტავრების შემდეგ
|
|
sofo77
ჯგუფი: User
წერილები:148
რეგისტრ.:08 Oct'09
|
12 Mar 2010, 14:09
ქრისტინა რატომ უნდა დაგცინოთ,პირიქით მივესალმები შენს ინიციატივას,სწორად აღნიშნე რომ საზღვარგარეთ ბევრია ასეთი ბლოგები,მე გერმანიაში ვცხოვრობ და თვითონ ვარ ერთ გერმანულ ბლოგზე,სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ხოლმე გამოცდილებას.შენ რომელი დიეტისა დაცვას აპირებ,უკვე გადაწყვეტილი გაქვს?მე უკვე მე 16 დღეა 18 საათიან დიეტაზე ვარ და 1 საათი ვვარჯიშOბ ყოველ დღე.მაგრად მომწონს ეს მეთოდი თU გინდა შენც ეს გააკეთე,ოღონდ ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო.მაგრამ ერთს გეტყვო რომ შენ თU 23 კილო გაქვს დასაკლები,უფრო სწრაფად დაიკლებ ვიდრე მე,მე კიდევ 7 კილოს დაკლება მინდა და საერთი ჯამში 8 გამომივა დაკლებული,თუმცა სხეულს უკვე კარგად დაეტყო ფორმები ,რაც ძალიან მახარებს და უკვე დიდ სტიმულს მაძლევს,დიეტებში მეც ასე თუ ისე მაქვს გამოცდილება,თუმცა გეტყვი რომ არც ერთი დიეტა ბოლომდე არ დამიცავს,ძალიან დეპრესიული ვხდები როცა რაღაცას მიკრძალავენ.
ამ დიეტაში ჩემთვის უპირატესობა ისაა რომ არაფერი არ მეკრძალება,არც პური გამომირიცხავს და არც ცომეული,თუმცა 1 კვირის შემდეგ უკვე ძალიან ცოტას ვჭამდი და ეხლაც ასე ვარ.
მოიფიქრე რომელს დაიწყებ და აქ დაწერე,მე შენს გვერდით ვარ და მჯერა ,რომ თუ ადამიანია რაიმეს შეცვლას მოინდომებს ცხოვრებაში,სასიკეთოდ რა თქმა უნდა,ღმერთი ყოველთვის დაეხმარება,გჯეროდეს რომ მიაღწევ შენს სასურველ მიზანს
პ.ს ხო კიდევ,თუ რაიმე სხვა მეთოდები იცი შენც გაგვიზიარე,მადლობელი დაგრჩები,აბა წარმატებები და ხშირად შევეხმიანოთ ერთმანეთს.
|
|
ninia_ninia
ჯგუფი: User
წერილები:1
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 15:44
პირველი დღეები საშინელებაა, მერე სტიმული მოქეცემა მოცა ხვდები რომ იკლებს,მეც ბავშვის გაჩენის შემდეგ ვეგარ ჩავდექი ფოქმაში, ეხლა 2 კვირიან დიეტაზე და ბავშვი დავიფიცე რომ გავაკეტებდი თორე სანამ არ დავიქიცე მანამ არ დამადგა საშველი
|
|
endi
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 17:21
ზალიან გთხოვთ მასწავლეთ კარგი დიეტა იცით ყველაფერი ადამიანის აგნაგობაზეც არის დამოკიდებული რა დიეტა აგარ ვცადე მაგრამ ერტ წონაზე ვარ გაყინული შემდეგ როცა შედეგს ვერ ვნახავდი გული მიცრუვდებოდა და ისევ ჩამას ვიწყებდი არ შეიზლება რამე ისეთი მითხრათ რაც ცხიმების წვას გამოიწვევს?
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 19:33
თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ . . . არც ველოდებოდი რომ ასეთი გულახდილი გზავნილები დამხვდებოდა და თანაც ამდენი . . . ცოტა არ იყოს ქართული საზოგადოება არ არის მიჩვეული ხმამაღლა ასეთ თემებზე საუბარს . . . ბორმენტალის მეთოდით დაკლებაზე რომ რეკლამებს აკეთებენ, ეგ სხვა არაფერია, თუ არა საუბარი პრობლემებზე, რომელიც გაქვს . . . ჩემთვის წონაში დაკლება არასოდეს ყოფილა პრობლემა . . . ყოველთვის ვაკონტროლებდი წონას . . . გერმანიაში ვცხოვრობდი და კონტრაქტის გაფორმების შანსიც მქონდა . . . მაგრამ წარუმატებელმა სიყვარულმა და ამ მხრივ ჩავარდნამ გამოიწვია ჩემი ხანგრძლივი დეპრესია, ფაქტიურად ჩაკეტილი ვცხოვრობდი . . . არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი . . . ახლა თანდათან გარეთ გამოსვლას ვიწყებ . . . მინდა ძველ ფორმაში ჩავდგე . . . ვარ 173 სმ და 88 კილოგრამი . . . 65 კილოზე მაინც უნდა ჩამოვიდე რომ ნორმალურად გამოვიყურებოდე . . . საშინელებაა როცა იმას ვერ იცმევ რაც გინდა . . . დიეტების გამოცდილება მაქვს იქედან გამომდინარე, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა 40 კილომდე დავსულვარ და ერთ თვეში 20 კილო დამიკლია . . . მაშინ საზღვარგარეთ ვმუშაობდი, ეს როლისთვის მჭირდებოდა და არამარტო დიეტოლოგის, არამედ ფსიქოლოგის ზედამხედველობის ქვეშაც ვიყავი . . . საერთოდ აკრძალვები, განსაკუთრებით საკვებ რაციონში ყველას დეპრესიას და აგრესიას იწვევს . . . ამიტომ ეს მთავარი უნდა გადავლახოთ ფსიქოლოგიურად . . . როდესაც დიეტაზე დგებით სულაც არ არის საჭირო ყოველ დღე აიწონოთ, ზოგი ადრე იკლებს, ზოგი დიეტის დასრულების შემდეგ აგდებს წონას, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული, ის რომ თქვენ დღეს იმდენივე ვერ დაიკელით რამდენიც თქვენმა მეგობარმა, სულაც არ ნიშნავს რომ ხელი უნდა ჩაიქნიოთ და დეპრესIის ნიადაგზე მაგდონალდში ივახშმოთ . . . არ ვემხორობი დიეტებს, სადაც სრულიად ამოღებულია შაქარი, მარილი, პური . . . არ არის ეს მიზანშეწონილი . . . ოდესმე ხომ მიირთმევთ ნორმალურად, ოდესმე ხომ მიიღებთ შაქარს, მარილს ან თუნდაც ერთ ნაჭერ პურს და შემდეგ ეს ათმაგად გაგასუქებთ . . . ამიტომ ნუ ამოიღებთ მათ საკვები რაციონიდან, უბრალოდ შეამცირეთ მათი რაოდენობა . . . მე დღეს დავიწყე დიეტა . . . პირველი დღეა, ჯერჯერობით თავს მშვენივრად ვგრძნობ . . . ნუ აკეთებთ ყველა დიეტას რასაც სხვები გაწვდიან . . . უბრალოდ საკუთარ თავს ჩაუღრმავდით და თვითონ მიხვდებით რა უფრო გასუქებთ ხორცი თუ ტკბილეული . . .
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 20:06
დიეტის დაცვის დროს რასაც მიირთმევთ წარმოიდგინეთ, თავს შთააგონეთ, რომ ეს ყველაზე გემრიელი რამ არის . . . მე დავიწყე მაწვნის დიეტა . . . ანუ დღის განმავლობაში შემიძლია მივირთვა 500 გრამი მაწონი . . . ვსვამ ყავას, ოღონდ შაქრის დოზა გავანახევრე . . . ანუ თუ აქამდე ვსვამდი ერთი კოვზი შაქრით, ახლა ნახევარი კოვზითმოვამზადებ . . . ორონდ ორ ფინჯან ყავაზე მეტი არ არის სასურველი . . .ამავდროულად ყოველ დღე შეგიძლიათ ამ რაციონთან ერთად მიიერთვათ ან ნახევარი კგ ვაშლი, ან ნახევარი კგ კიტრი, ან ნახევარი კგ სტაფილო . . . სურვილის მიხედვით . . . ასევე შესაძლებელია მაწონი დაატკბოთ ერთი კოვზი თაფლით . . . თაფლი არ გაგასუქებთ, უბრალოდ ენერგიის წყარო გახდება თქვენთვის ამ დიეტის მანძილზე . . . ვაპირებ ერთი თვე ამ დიეტის გაგრძელებას და ზუსტად ვიცი რომ თუ დღეში 10-15 წუთ მსუბუქ ვარჯიშსაც შევუთავსებ 18-20 კილოგრამს დავიკლებ . . .
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 20:10
ვარჯიშით გადატვირთვა, მითუმეტეს ტუ თქვენ აქამდე არ გივარჯიშიატ და ფიზიკურად არ დატვირთულხართ, არ არის საჭირო. . . უბრალოდ ჩართეთ მუსიკა და 15 წუთი ყოველდღიურად იცეკვეთ . . . ძალიან მარტივია და ძალიან სასარგბლო . . .
|
|
endi
ჯგუფი: User
წერილები:3
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 20:59
მასწავლეთ დიეტა კაიიიიი ძალიან გთხოვთ აგდგომამდე მინდა გავხდე და კარგად გამოვიყურებოდე მინდა 10კ დავიკლო რაც მტავარია იმას ჩავიცმევ რაზეც ვერ ვიოცნებებდი
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 21:10
აი მე ხომ დავწერე დიეტა, რომელსაც ვიცავ, თუ გინდა შენც იგივე გააკეთე . . . ანუ დღის რაციონში შედის: 500 გრამი მაწონი ერთი კოვზი თაფლით + ნახევარი კილოგრამი ვაშლი, კიტრი ან სტაფილო (სურვილის მიხედვით) + ყავა (ნაკლებად დაშაქრული) . . . ძალიან ეფექტური დიეტაა . . . თუ სურვილი გექნება გააკეთე . . .
|
|
sofo77
ჯგუფი: User
წერილები:148
რეგისტრ.:08 Oct'09
|
12 Mar 2010, 21:33
ქრისტინა შენ არანაირი ფსიქოლოგი და დიეტოლოგი არ გჭირდება,იქეთ უხელმძღვანელებ სხვას.მე ვფიქრობ რომ კარგ გზაზე დგახარ,ერთადერთი გახსოვდეს,დიეტა ეჭვიან ქმარს გავსო,რომელიც ღალატს არ გპატიებს,ეს ისე გასამხიარულებლად.სერიოზულად გეტყვი რომ თუ დარჩები შენს პოზიციაზე მტკიცედ აუცილებლად დაიკლებ.წარმატებებს გისურვებ.თუ გსურს სკაიპე დატოვე და დაგიკავშირდები.
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 22:23
  ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე . . . არა მე არ მჭირდება ამჟამად ფსიქოლოგი . . . მაგრამ იყო პერიოდი როცა მჭირდებოდა . . . ამიტომ აქ ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება . . .
რჩევა არასდროს არ არის ზედმეტი . . . და თან ძალიან კარგია რაღაც ქალთა კლუბის მაგვარი გამოვა . . . არა,არა სულაც არ ვარ ფემინისტი და სასურველოია აქ ისეთი მამაკაცებიც შემოგვიერთდნენ, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა . . . თუმცა მეეჭვება ქართველმა მამაკაცმა ასეთ რამეზე ხმამაღლა ისაუბროს . . . აქ ლათინური ასოებით ვერ ვწერ და სკაიპი როგორ დავტოვო არ ვიცი . . .
თუმცა არაუშავს, შეგვიძლია აქ ვიკონტაქტოდ და როცა ყველანი ფორმაში ჩავდგებით ერთი მაგარი ფართიც მოვაწყოთ   მე დღის მეორე ნახევარში თითქმის სულ სახლში ვარ და ხშირად ვამოწმებ ჩანაწერებს, ასე რომ აქტიურად ვიკონტაქტოდ . . .  
|
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
12 Mar 2010, 23:23
ქრისტინე მეც შემოგიერთდები..ჩემი პრობლემაც წარბი წონაა,უკვე ნევროზი მაქვს,ჩემი საყვარელი ტანსაცმლები დიდი ხანია გადასაგდებია რადგან მაგათში უკვე ცალი ფეხიც აღარ ჩამდის,ორი წლის უკან 55 კილოს ვიწონიდი ეხლა 72 ვარ,ამიტომ ჩემთვის სრულიად გასაგებია რას გრძნობს ადამიანი როცა სასურველ ტანსაცმელს ვერ იცვამს ან მუდმივი ლაპარაკის ობიექტია მისი წონა..ყველას მთელი გულით გისურვებთ გახდომას,მეც იმედი მაქვს რომ თქვენთან ერთად მივაგცევ მიზანს და 15 კილოს დავიკლებ
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 23:36
აი მე დღეს პირველი დღეა რაც ვიცავ დიეტას, რომელიც ზემოთ დავწერე . . . შეგიძლია შენც იგივე გააკეთო, ან რამე სხვა . . . მთავარია, რომ ერთად წავიდეთ წინ, პროგრესისკენ . . . სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ეს თითქოსდა ბანალური ფრაზა უნდა გავიხადოთ დევიზად და ის შიმშილის გრძნობა რომელიც დიეტის დაცვის პროცესში გვეუფლება სასიამოვნოდაც კი იქცევა . . . გისურვებთ წარმატებებს . . . აქტიურად მივწეროთ ერთმანეთს . . .
|
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
12 Mar 2010, 23:40
12 დან 6მდე ვჭამ მარტო,პური და ტკბილეული საერთოდ ამოვიღე,თან 25 წუთი ვარჯიშობ ყველა დღე,ვნახოთ რა იქნება მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს,უკვე იმდენი დიეტა ვცადე რომ ყველა იმედი ამომეწურა (((((((((((
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 23:41
ანუკი არამხოლოდ ჭარბი წონა იწვევს ნერვოზს, დიეტაც მაგის გამომწვევია ამიტომ არის კარგი რომ აქ მივწეროთ ერთმანეთს ყველამ და ფსიქოლოგიურად გავამხნევოთ . . . ასე გაგვიადვილდება . . . აი თუნდაც მე ვგიჟდები შოკოლადზე . . . ჩემთვის ნარკოტიკივით არის . . . მაგრამ რომ ვიცი, რომ თუნდაც ერთი ფილა შოკოლადით დავარღვევ დიეტას, რომელსაც მხოლოდ მე კი არა შეიძლება ჩემთან ერთად სხვებიც აკეთებდნენ, ძალა მემატება . . .
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 23:43
ძალიან კარგი დიეტაა . . . მე ვფიქრობ რომ დიდი შედეგი გექნება . . . თან ჯანმრთელობისთვის საზიანოც არ არის . . .
|
|
anukianuki
ჯგუფი: User
წერილები:91
რეგისტრ.:24 Jan'10
|
12 Mar 2010, 23:44
მეც ძალიან მიყვარს შოკოლადი,ვგიჯდები ისე მაგრამ ჩემს თავს ვუბრძანე რომ არ გავეკარო ))))))))))დღეს ბოლოს 5 საათზე ვჭამე და ვატყობ როგორ მშია )))))მაცივრის ბოქლომები არ იცით სად იყიდება? ))))))))0
|
|
Kristinula24
ჯგუფი: User
წერილები:52
რეგისტრ.:12 Mar'10
|
12 Mar 2010, 23:47
შეგიძლია ყავა დალიო . . . მეც ახლა შიმშილის გრძნობას ნახევრად დატკბილული ყავით ვიკლავ . . . თან იცი როგორ წარმოიდგინე? რომ შოკოლადი არის შენი მტერი . . . ის რაც ხელს გიშლის სასურველი სამოსის ჩაცმაში და სასურველი ფორმის დაბრუნებაში . . . ასე უფრო გადალახავ . . .
|