Dieta.ge
მომხმარებლის სახელი: პაროლი: რეგისტრაცია
სტატისტიკა
  • - რეგისტრირებულია 21176 მომხმარებელი
  • - ბაზაშია 111537 კომენტარი 235 დიეტაზე
ბოლო კომენტარები
Home
 

ფორუმი/თქვენი კითხვები/გთხოვთ დამეხმარეთ

გთხოვთ დამეხმარეთ

|
lanka
ჯგუფი: User
წერილები:21
რეგისტრ.:28 Sep'09
11 Dec 2010, 00:28
ანუ სადგაც გადავაწყდი ამ დიეტას და მაინტერესებს კარგია თუ არა თუ იცით ?ან რას მირჩევთ?

ე.ი რა ხდება ეხლა?



1) ფსიქოლოგიური ბრძოლა

დაიმახსოვროთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არის მიზეზი გასუქებისა:

უნდა ჭამოთ მაშინ,როცა გშიათ, როცა კუჭს უნდა; რამეს რომ შეხედავთ ნუ მიირთმევთ მას მხოლოდ იმიტომ რომ ის გემრიელია/კარგი სუნი ასდის/გევასებათ, არა! უნდა დაუკვირდეთ რატომ მიირთმევთ საკვებს-იმიტომ რომ გშიათ თუ იმიტომ რომ გინდათ;

გახდომის მსურველთათვის ეს ფსიქოლოგიური მომენტი ყველაზე მნიშვნელოვანია.. არ აქვს მნიშვნელობა ნაყინი გიჭირავთ ხელში,ბარკალი თუ კომბოსტო-ნაყინიც მიირთვით,ბარკალიც, მაგრამ არა იმიტომ რომ ის გემრიელია-იმედია ნორმალურად ავხსენი;

ეს პირველი ნაბიჯი არის ყველაზე რთული გადასალახი;



2)წყალი

ამბობენ წყალი კარგიაო, ბევრი სითხე უნდა მიიღოთო-რა სისულელეა! დღეში 4-5 ჭიქაზე მეტი წყალი არაა რეკომენდირებული, მენდეთ; მითუმეტეს არ შეიძლება დალიოთ წყალი მაშინ როდესაც მიირთმევთ, ეს არის ტრაგედია! მინიმუმ ნახევარი საათის მერე და მანამდე უნდა გქონდეთ წყალი დალეული სანამ რაიმეს მირთმევაზე გადახვალთ;



3) შაქარი/მარილი

შაქარი ეს არის ყველაზე საშინელი რაღაც! შაქრის შემცვლელები ტავიდან ამოიგდეთ-იგივე ნაგავია; ეცადეთ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით მიიღოთ, ჰომ არის უშაქრო შოკოლადი? გაზიანი სასმელი?.. შაქრის რაციონიდან ამოგდება ეს ყველაზე ‘ნაღდი’ ნაბიჯია;

რაც შეეხება მარილს-სისულელეა მისი ამორება, თქვენ არ უნდა იშიმშილოთ, უნდა მიირთვათ ყველანაირი სადილი (ნებისმიერი რაც გაქვთ) და მათში მარილის გამოკლება სისულელეა; მე რასაც გირჩევთ იმას თუ გააკეთებთ, მარილის ამოღება საერთოდ არ დაგჭირდებათ და საერთოდ ნურც იფიქრებთ მაგაზე;



4) მხოლოდ სადილი!

იდეაში დღეში უნდა შეჭამოთ მხოლოდ სადილი! რაც არ უნდა გქონდეთ-სუპი, შემწვარი კარტოფილი, მაკარონი, აი ნებისმიერი რამე, რითაც გნებავთ მორთული, თუნდაც კატლეტი და წიწიბურა ერთად- მოკლედ სადილზე არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ! (ერთადერთი შეზღუდვა პურია, როგორც ხედავთ ცომეულს მთლიანად არ ვიღებთ რაციონიდან (მაკარონი/პელმენებიც კი შეგიძლიათ მიირთვათ) მაგრამ პური არის აბსოლუტურად ზედმეტი!

საუზმეს და ვახშამს რაც შეეხება, მესმის ბევრი ამბობს რომ დილით უნდა ჭამოთ, მაგრამ მენდეთ სისულელეა ეგ ყველაფერი, საუზმეზე და ვახშამზე შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ:

-გერკულესი (უყველაფროდ, 4ს/კ.ს დაასხით მდურარე წყალი, აურიეთ და მიირთვით (საშინელებაა, ვიცი, მაგრამ მიეჩვევით)

-იოგურტი (პატარა)

-ნებისმიერი ხილი (ბანანის გარდა)/ბოსტნეული

-უშაქრო ყავა/ჩაი (უშაქროდ საზიზრარია ამიტომ გირჩევთ ნელ-თბილი წყლით გაიკეთოთ და არაყივით გადაკრათ-შიმშილის გრძნობას ნამდვილად კლავს)



5)როგორ ვჭამოთ?

აუცილებლად უნდა მჯდომიარე მდგომარეობაში მიირთვათ (ბევრს ვიცნობ,ვინც ხან წამოწოლილი მიირთმევს და ხან როგორ )

საჭმელი ძალიან ნეეეელა და ბევრჯერ უნდა გადაღეჭოთ-არსად არ გეჩქარებათ და შეირგეთ!



6)მიდგომა



მთავარი არის მიდგომა ამ საკითხისადმი, არ უნდა ფიქრობდეთ რომ ეს რთულია ან საწვალებელია! პირიქით! სიამოვნებას უნდა იღებდეთ ამისგან;

რაიმე გემრიელს რომ შეხედავთ (როდესაც არ გშიათ)დაფიქრდით, რა უფრო გიყვართ-ეგ რასაც უყურებთ თუ თქვენი სხეული?



7) ბონუსები

ბონუსები არის (თუ საშუალება გაქვთ) მაგალითად გრეიფრუტის ყიდვა (მესმის ძვირია,ამიტომ ითვლება ბონუსად) ყოველ დილით უზმოზე ერთი ცალი გრეიფრუტი მიირთვით)

კარგი იქნება 5-10წუთიანი ვარჯიშიც დილით (ცოტა ადრე ადექით!) მაგალითად ჰულა ჰუპი არის იდეალური/სახტუნაო/20მდე პრესის გაკეთება/ ჩემი საყვარელი კი-ცეკვა-ეს არის ყველაზე მაგარი ვარჯიში! ასევე კარგია ფეხით სიარული, ჩამოდით თუნდაც ერთი გაჩერებით ადრე სახლამდე და ის მანძილი ფეხით გაიარეთ;

ბონუსები ასევე ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

-აირჩიეთ საყვარელი ტანსაცმელი/მოდელი/საყვარელი მსახიობი, შემდეგ ეს ფოტო დაიყენეთ მობილურის/კომპიუტერის დესკტოპზე

-კარგი იქნება საკუთარი თავის გახალისება: ოთახის ყვავილის ყიდვა (ყურადღების გადატანის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა)

-ჩემი მეგობრის ჩვევა- მარჯვენა ხელზე უკეთია ბეჭედი, რომელშიც ჩანერგა იდეა,რომ ის გახდება და ყოველთვის როცა უყურებს უფრო მეტ სტიმულს იღებს და მოთმინებაც უფრო ემატება.. საინტერესოა არა?

და სხვა მრავალი;



დაიმახსოვრეთ,რომ თქვენ რაიმეს კი არ იკლებთ, არამედ დამატებულ რაღაცეებს იშორებთ (პური/შაქარი,ა.შ)

როგორც უკვე ვთქვი,მთავარი მიდგომაა, ფსიქოლოგიური საკითხის გადალახვა ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე რთული; ნებისყოფა ყველას გვაქვს და ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული,რამდენად გამოიყენებთ მას;



ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირველი რამდენიმე დღე არაფერი შეგემჩნევათ, ხოლო შემდეგომ ერთი კვირის განმავლობაში იკლებთ 5-10კგ.მდე (ინდივიდუალურია) (თუმცაღა ჩემმ მეგობარმა პირველ 4დღეში 3კგ მოიკლო-გაგიჟდები კაცი! )

რაც მთავარია ეს არ არის დროებითი დიეტა ან რაიმე მსგავსი, ეს არის ის ნორმა რომელიც უნდა ჩამოგიყალიბდეთ სამუდამოდ, ამ ყველაფრის შემდეგ არ იმატებთ და რაც მთავარია:

-არ წვალობთ

-არ შიმშილობთ

-იკლებთ ნელა,მშვიდად ყველანაირი ეიფორიების გარეშე (შემდეგ არმომატების გარანტიით)

-გიყალიბდებათ ჯანმრთელი ცხოვრების წესი
|
Tea Kharitonashvili
საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ საიტზე მოცემულ დიეტებზე
საიტი მზადების პროცესშია